მთვარის კალენდარი: 16 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / Bluesnapნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

16 აგვისტო, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

რეკომენდებულია ყურადღებით ყოფნა ფინანსურ საკითხებში, ვალის გასტუმრება, ქველმოქმედება, მღელვარებისა და დაძაბულობის თავიდან აცილება, შეთანხმებებზე ხელმოწერა და ახალი საქმეების დაწყება,ოღონდ დღის მეორე ნახევარში, ადრე წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება პარტნიორებთან, კოლეგებთან ხელმძღვანელობასთან, მოთმინების, გაგების გამოვლენა, დიპლომატიურობა, სწავლა, მეცნიერული კვლევა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, საკუთარი წარმატებებით ტრაბახი, ახალი საქმეების წამოწყება დღის დასაწყისში.

კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ოღონდ არა ზღვით.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: კირჩხიბი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

ყველა ახალი ამბავი
0