ვარსკვლავთცვენა 12 აგვისტოს და მისი გავლენა ზოდიაქოს ნიშნებზე, ანუ შეუძლებელი არაფერია

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავთცვენა
ვარსკვლავთცვენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
12 აგვისტო განსაკუთრებული დღეა – ამ დროს პერსეიდების ნაკადის, იგივე „მეტეორების წვიმის“ პიკი მოდის.

პერსეიდები – ესაა მეტეორთა ნაკადი პერსევსის თანავარსკვლავედიდან. წარმოიშვება დედამიწის კომეტა სვიფტ-ტატლის ორბიტის კვეთის დროს. მიკროსკოპული ნაწილაკები იწვიან ატმოსფეროში და წარმოშობენ ვარსკვლავთა წვიმას. იწყებს დიდი ინტენსივობით, დროთა განმავლობაში - იკლებს.

პერსეიდები 17 ივლისი – 24 აგვისტოს პერიოდშია აქტიური და აქტიურობის პიკს 12 აგვისტოს აღწევს.

12 აგვისტო ძალზე პოზიტიური და მნიშვნელოვანი დღეა. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ამ კაშკაშა და ხელსაყრელი დღის პროგნოზი შეადგინეს.

ვენერას გასვლა მზის დისკოში - Sputnik საქართველო
ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადავიდა: როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი

ვერძებს 12 აგვისტოს შემოქმედებითი აღმაფრენა გელოდებათ. გახდებით ძალზე ემოციური, ამიტომ სჯობს, თუ გარშემომყოფებს თქვენს უკმაყოფილებას არ აჩვენებთ. შინაგანი ძალები აღმშენებლობით კალაპოტში მიმართეთ. შეძლებთ ძველი პრობლემებისა და გაუგებრობების მოგვარებას.

კურო

გექნებათ ბედნიერება, რომ განუმეორებელი ქარიზმით „აღიჭურვოთ“. განსაკუთრებით პოზიტიური იქნება სასიყვარულო სფერო. მთელი ძალები მეორე ნახევრის ძებნისკენ უნდა მიმართოთ. ასევე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ საქმიან პარტნიორებზე.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას>>

ტყუპი

უნდა გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. საჭიროა მეტი ურთიერთობები, კონტაქტები, მოძრაობა, ახალი გატაცებების ძებნა. პერსეიდები საოცარ სულიერ ძალას მოგანიჭებთ და სურვილს გაგიჩენთ, რომ უკეთესი გახდეთ. არ არის გამორიცხული, რომ ახალი მიზნებიც გაგიჩნდეთ.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კირჩხიბი

კირჩხიბებმა ეს დღე ახლობლების – მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების გარემოცვაში უნდა გაატაროთ. იდეალური დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფებს აჩვენოთ თქვენი სიყვარული და საპასუხოდაც ეს გრძნობა მიიღოთ. ასევე ძალზე პროდუქტიული დღე იქნება. მიხედეთ დაუმთავრებელ საქმეებს.

ლომი

ლომებს ვარსკვლავთცვენის პიკი შესანიშნავ განწყობასა და ტოქსიკური ადამიანებისგან დაცვას მოგიტანთ. შესანიშნავი დროა მუშაობის, დასვენების, საყიდლების, მოგზაურობისთვის. იქნებით განსაკუთრებულად კაშკაშა, იღბლიანი და მიმზიდველი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გარეგნობას.

აგვისტოს ხვატი, ზღვის სანაპირო და ზოდიაქოს ნიშნები: ვის მოხვდება კუპიდონის ისარი>>

ქალწული

ქალწულებმა რაც შეიძლება მეტი უნდა იფიქროთ დადებითზე. უნდა შეინარჩუნოთ თავდაჯერებულობა – ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს დღე აზრების მატერიალიზებისთვის იდეალურია. პერსეიდები ქალწულებს ყოველთვის ეხმარებიან სასურველი მიზნების ჩვეულებრივზე სწრაფად მიღწევაში.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

სასწორი

სასწორებისთვის 12 და 13 აგვისტო იდეალურია საყიდლებისთვის. როდესაც პერსეიდების ვარსკვლავების ცვენა პიკურ მნიშვნელობას აღწევს, სასწორებს ფინანსურად უმართლებს. ეს გამოიხატება ასევე ბიზნესსა და სამუშაოზე მოგების გაზრდაში. ამ დღეებში გეგმის გადაჭარბებით შესრულების შანსია.

მორიელი

მორიელებს 12 აგვისტოს ისედაც მძლავრი ინტუიცია კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ. ეს იქნება ძალზე პროდუქტიული და წარმატებული დღე იმ მორიელებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ შეუშინდებიან. დგება ცხოვრებისეული პრინციპების გადახედვის დრო. შეძლებთ განგაშის მომგვრელი ფიქრების დაძლევასა და დილემის გადაწყვეტას.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ასტროლოგები გირჩევენ, სიყვარულსა და საქმეებში მეტი ჟინი და სიჯიუტე გამოიჩინოთ. საჭიროა, რომ ნებისმიერ ვითარებაში დარჩეთ ის, ვინც ხართ, გააკეთოთ მეტი სიკეთე და სიტყვებიდან საქმეზე გადახვიდეთ. ვარსკვლავთცვენა ცხოვრებისეული პრიორიტეტების სწორად განაწილებაში დაგეხმარებათ.

ქალი შლაპით - Sputnik საქართველო
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

თხის რქა

12 აგვისტოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხიოთ სირთულეების წინაშე. ვარსკვლავთცვენის ენერგია დაგეხმარებათ, რომ გარშემომყოფებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეთ, მოიპოვოთ მეტი ავტორიტეტი და პატივისცემა ხელმძღვანელობის, კოლეგებისა და მეგობრების მხრიდან.

მერწყული

ასტროლოგები გირჩევენ, ამ ხელსაყრელ დღეს ყველაფრის მიმართ ძალზე ყურადღებიანი იყოთ. ჩართული უნდა იყოთ ყველა მიმდინარე მოვლენაში. ბევრი პრობლემა თავისთავად გადაწყდება. პერსეიდები ენერგიის ფარულ მარაგებს ააქტიურებენ.

როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>

თევზები

თევზებს 12 აგვისტოს მძლავრი პოზიტიური იმპულსი გელოდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, მომხიბვლელობისა და ქარიზმის მომძლავრება, მეხსიერების გაძლიერება. ასტროლოები გირჩევენ, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. შეიძლება საქმეებში „თავით გადაშვება“ ან დღის რომანტიკის, სიყვარულისა და ურთიერთობებისთვის დათმობა.

ყველა ახალი ამბავი
0