მთების პეიზაჟი

9 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

333
(განახლებულია 10:25 06.08.2020)
გაეცანით 9 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

9 აგვისტოს დაბადებულები

9 აგვისტოს ბედნიერი ადამიანები იბადებიან; მათ წინაშე უდიდესი შესაძლებლობებია გაშლილი, არიან ნიჭიერი, წარმატება ნებისმიერ ჩანაფიქრსა და საქმეში სდევთ თან. მათ მეტი თავდაჯერებულობა ესაჭიროებათ, უნდა განავითარონ სითამამე და სიმტკიცე, რთულ სიტუაციებში სიმტკიცე და ურყეობა უნდა გამოამჟღავნონ. თუ ამ თვისებებს შეიძენენ, ეს მათი წარმატებული ცხოვრების გარანტი იქნება, ხოლო ხასიათის სისუსტეები მათ ბედნიერ ცხოვრებას ხელს შეუშლის.

9 აგვისტოს დაბადებულები საიმედო საყრდენი არიან იმ ადამიანებისთვის, ვინც მათზეა დამოკიდებული. არიან შესანიშნავი გუნდური მოთამაშეები, შეუძლიათ მიმართულების მიცემა ნებისმიერი ჯგუფისთვის, რომლის ნაწილიც თვითონ არიან. მიუხედავად ლიდერის აშკარად გამოკვეთილი თვისებებისა, ამას ყოველთვის არ იყენებენ ცხოვრებაში და ამით თავიანთ გუნდს აზარალებენ.

9 აგვისტოს დაბადებულებს ბრძოლა სისხლში აქვთ გამჯდარი. ისინი ადვილად წვდებიან ადამიანების ფსიქოლოგიას, ყოველთვის იციან, რა აღელვებთ გარშემომყოფებს. მათ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის ხასიათის სფეროს სპეციალისტები. იციან ადამიანებთან ინდივიდუალური ურთიერთობების ხერხები. მათ მიმართავენ რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის; ამ ადამიანების მოსაზრებებს, როგორც წესი, წონა აქვს.

მათი გონება მუდმივად იდეებითაა დაკავებული და ეს იდეები, ჩვეულებრივ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას უკავშირდება. ხანდახან მათი რჩევები საზღვარს გადადის იმ თვალსაზრისით, რომ მოითხოვენ დაჟინებით მათ შესრულებას, სრულ კონტროლსა და დომინირებას სხვის მოსაზრებებზე. აქვთ სხვებზე ძლიერი ზეგავლენის უნარი, მაგრამ, ამავე დროს, თავიანთი მეურვეობის ქვეშ მყოფებზე პასუხისმგებლობასაც იღებენ. ეს პასუხისმგებლობა ნებისმიერ სფეროში ვლინდება - ფინანსები, განათლება, ჩვეულებები, დასვენება.

ამ დღეს დაბადებულებისთვის წარუმატებლობა იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. მათი უმეტესობა კარგი მშობელი და ახლო მეგობარია. ისინი ქორწინებაში მთლიანად იხარჯებიან, თავიანთ გრძნობებს ბოლომდე გასცემენ. თუმცა, საკუთარი აზრების სხვებზე მოხვევის თვისება ხშირად აქაც იჩენს ხოლმე თავს. ამ შემთხვევებში მათ ახლო მეგობარი სჭირდებათ, რომელიც სწორ გზას მიუთითებს.

ჯანმრთელობა

9 აგვისტოს დაბადებულებს, ზოგადად, კარგი ჯანმრთელობა აქვთ, მაგრამ არ უვლიან თავს და არ ითვალისწინებენ ექიმებისა თუ ახლობლების რჩევებს კვებასთან, დასვენებასთან თუ ფიზიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. მათ გვერდით სჭირდებათ ახლობლები, რომლებიც მუდმივად შეახსენებენ მათ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.

რჩევა:

თქვენი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტება ვერ იქნება. თქვენი ოპტიმალური ვარიანტი სხვების წარმოდგენას აუცილებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიძლება არ შეესატყვისებოდეს. დაუფიქრდით სიტყვებს, ნუ ატკენთ გულს სხვა ადამიანებს, გააკონტროლეთ თქვენი გამონათქვამები.

333
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

26
(განახლებულია 12:24 22.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 სექტემბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდა, წახალისება, ხოლო ქვეშევრდომებს შეუძლიათ მიმართონ თხოვნით ხელმძღვანელობას, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა, ახალი პარტნიორების ძებნა, უფრო ინდივიდუალურად მუშაობა, ვიდრე გუნდურად.

არარეკომენდებულია გაძლიერებული მუშაობა, რომელსაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

26
ხავსმოდებული ხე

24 სექტემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

7
(განახლებულია 10:19 22.09.2020)
გაეცანით 24 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.

24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.

24 სექტემბერს დაბადებულები

24 სექტემბერს დაბადებულები შემოქმედებითი ადამიანები არიან. თითოეულს თავისი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ვიღაცას ფერწერა აინტერესებს, ვიღაცას - ცეკვა, მაგრამ ყველა არჩეულ სფეროში წარმატებას აღწევს. ამ ადამიანებისთვის ყველაზე მთავარია სრულყოფა. ისინი ხვეწენ ოსტატობას და მუდამ იმაღლებენ კვალიფიკაციას.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებს უზადო გემოვნება გააჩნიათ. იციან სილამაზის ფასი. გარშემო ფუფუნებით გარემოს იქმნიან, თან სულაც არაა აუცილებელი, ეს ფუფუნება ძვირადღირებული იყოს.

24 სექტემბერს გულწრფელი, გამგები ადამიანები იბადებიან. მათთან ურთიერთობა ადვილია. ასეთი ადამიანები მარტონი, პრაქტიკულად, არასდროს არიან. არიან ინდივიდუალისტები და ენთუზიასტები, მომთმენნი. უყვართ საკუთარი თავის გაანალიზება, რაც ხშირად ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის. უყვართ მოგზაურობა და ხანდახან პროფესიასაც ისეთ ირჩევენ, რომელიც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.

თუ მათი საქმიანობა მოგზაურობას არ უკავშირდება, შთაბეჭდილებების კომპენსირებას ჰობით ახდენენ. სამსახურში სრულიად სხვადასხვა ამოცანას ასრულებენ. არიან მშვენიერი ინჟინრები, ტექნოლოგები.

ხელქვეითის ამპლუაში არიან პასუხისმგებლიანი, საიმედო ადამიანები, ხელმძღვანელი კი - ტოლერანტული, სამართლიანი, ცოტა ნერვული. სამუშაოს იმდენ ენერგიას ახმარენ, რამდენიც მათთვის მოსახერხებელი და კომფორტულია.

ჯანმრთელობა

24 სექტემბერს დაბადებულები ხშირად საჭიროებენ ფსიქოლოგის დახმარებას, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემები ქმნის მათთვის მთავარ საფრთხეს. ამ პრობლემებს კი ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების სირთულე ქმნის. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, მათ წაადგებათ სწორად გათვლილი რეჟიმი, დეტა ნატურალური პროდუქტებით და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

თქვენი მთავარი მტერი დეპრესიაა. ნუ დაუტოვებთ მას რაიმე შანსს. ეცადეთ, სტაბილური ცხოვრება მოიწყოთ. დააფასეთ ისინი, ვინც თქვენ გაფასებთ. თამამად გამოიყენეთ საკუთარი ნიჭი.

7