8 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 8 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

8 აგვისტოს დაბადებულები

8 აგვისტოს შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, მიზანსწრაფული ადამიანები იბადებიან; აქვთ სხვადასხვა ნიჭი და შესწევთ უნარი, რასაც აკეთებენ, მარტივად და ადვილად გააკეთონ. ეს კი ჭორების, შურისა და ინტრიგების საგანი ხდება. ამ დღეს დაბადებულებმა უნდა ისწავლონ, რომ მშვიდად შეხვდნენ კრიტიკას, სჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი სიმართლისა და საკუთარი ძალების.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

ამ დღეს დაბადებულები მრავალსახოვანი ადამიანები არიან, მზად არიან, ნებისმიერი როლი შეასრულონ. მაგრამ ეს მათ უპასუხისმგებლობაზე არ მეტყველებს. მათ სურთ პროფესიულ აღიარებას მიაღწიონ და ამას, როგორც წესი, აღწევენ კიდეც.

ლომი - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

8 აგვისტოს დაბადებულები რეალისტები არიან, პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ ნებისმიერ საქციელს და ახალ როლში შესვლას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როდესაც გრძნობენ, რომ წინა როლი უკვე შესრულებულია. წარუმატებლობა ამ ადამიანებს არ აშინებს, ისინი განაგრძობენ წინსვლას. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება არ უყვართ. არიან საიმედო მეუღლეები, საქმიანი პარტნიორები, მშობლები და მეგობრები. როდესაც არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ, მზად არიან, მოუსმინონ რჩევებსა და მოსაზრებებს. ამ დროს მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. ვითარების გაანალიზების შემდეგ ისინი მზად არიან, მიიღონ შესაფერისი სწორი გადაწყვეტილება და გამოასწორონ მდგომარეობა.

„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები>>

8 აგვისტოს დაბადებულების ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება ყოველდღიურ ყოფაში. მათში ჩადებულია უსაფრთხოებაში ყოფნის სურვილის გრძნობა, რაც მათ მანერებსა და კარიერას სტაბილურობას ანიჭებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე

ჯანმრთელობა

8 აგვისტოს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიშების შესრულება, საქმიანობასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა. მათ განწყობაზე კარგად მოქმედებს აქტიური დასვენება ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ხმაურიანი კომპანიები და სხვა.

რჩევა:

მხოლოდ აქტიური ცხოვრებით ნუ შემოიფარგლებით, ეცადეთ, განავითაროთ მენტალური მხარეც. დაისახეთ რეალური მიზნები, მაგრამ მიზნის მიღწევის შემდეგ ზედმეტ სიამაყეს ნუ გამოამჟღავნებთ.

ყველა ახალი ამბავი
0