ვენერას გასვლა მზის დისკოში

ვენერა კირჩხიბის ნიშანში გადავიდა: როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

696
ვენერა 2020 წლის 7 აგვისტოს კირჩხიბში –ერთ–ერთ ყველაზე ემოციურ ნიშანში გადავიდა და იქ 6 სექტემბერამდე დაჰყოფს. რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს ვენერა–კირჩხიბის ტანდემის დროს – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

დიდი ზომისა და დედამიწისგან მცირე მანძილით დაშორებული ვენერა ადამიანების ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პლანეტადაა მიჩნეული. ის ადამიანებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ენერგიით კვებავს. მას სიყვარულის სფეროს მფარველ პლანეტად მიიჩნევენ. ის ფინანსების ზოგიერთ ასპექტსაც განაგებს.

კირჩხიბი ერთ–ერთი ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე ნიშანია, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში ჩვენი შეხედულებები ტყუპისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური და რამდენადმე გარიყულიდან ნაზ, მზრუნველ და ემოციურ მოსაზრებებად გარდაიქმნება.

ვენერა კირჩხიბში ამ მხრივ რამდენადმე ცბიერი და მზაკვარია: ის ხშირად გვაიძულებს ვიფიქროთ გულით ისეთ მომენტებშიც კი, როცა გონების ჩართვაა აუცილებელი. გარდა ამისა, კირჩხიბი ემოციურად არასტაბილურია, ამდენად, შეასაძლოა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი გრძნობები „ამერიკულ მთებს“ ემსგავსება. მაგრამ ემოციური სიღრმის წყალობით, რომელსაც ეს ნიშანი გვაძლევს, ვიგრძნობთ ძალასა და შთაგონებას.

როგორ მოქმედებს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე>>

ამასთან, კირჩხიბი, ტყუპისგან განსხვავებით, ერთგული და მყარი ნიშანია. აქედან გამომდინარე, პარტნიორის ღალატი მოსალოდნელი არაა. ადამიანებს გაუჩნდებათ სიყვარულისა და სინაზის გაცემის, მზრუნველობის სურვილი.

ამასთან, ყველაფერი არც ისე კარგად შეიძლება განვითარდეს – კირჩხიბი მეოჯახე ნიშანია და თუ ოჯახისგან ადამიანი ვერ იგრძნობს სათანადო მხარდაჭერას, სიყვარულსა და ზრუნვას, შესაძლოა, მან უცბად იგრძნოს, რომ ეს ძალიას სჭირდება, თუმცა ამგვარი განცდა მანამდე არ ჰქონია. მას ასეთმა გრძნობამ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯისკენ უბიძგოს.

ამგვარად, ვენერა კირჩხიბში – ესაა სიყვარული, მაგრამ ყურადღებით, ეჭვებითა და მერყეობით სავსე, რომელიც ამასთან, მოითხოვს ეკონომიკურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფებს მივცეთ დაცულობისა და მყარი ფუნდამენტის შეგრძნება.

ვენერა კირჩხიბში გვაბრუნებს ტრადიციულ ფასეულობებთან, სადაც ოჯახური ტრადიციები და ნათესაური ურთიერთობები ძალიან ფასობს. ასევე დიდ და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რომანტიკა, ფლირტი.

როგორ იმოქმედებს ვენერას გადასვლა კირჩხიბში ზოდიაქოს ნიშნებზე

ვერძი: დროა, ოჯახზე გადაიტანოთ ყურადღება. იყავით ოჯახის წევრების მიმართ ფრთხილი და მზრუნველი, რადგან ვენერამ კირჩხიბში თქვენი, ისედაც მგზნებარე ტემპერამენტის პატრონების ემოციები, შესაძლოა, ძალიან მერყევი გახადოს.

კურო: იღბლიანები ხართ. ვენერა კირჩხიბში დადებითად იმოქმედებს ყველაფერზე თქვენს ცხოვრებაში: ოჯახური, რომანტიკული, პროფესიული და მეგობრული ურთიერთობები მხოლოდ გაგახარებთ. თქვენც და თქვენ ირგვლივ მყოფებსაც დაუძლეველი სურვილი გექნებათ, რომ ერთმენთსა სასიამოვნო წუთები აჩუქოთ. თუ მარტოხელა ხართ, გაგიმართლებთ სიყვარულის ძებნაში, ხოლო ვისაც პარტნიორი ჰყავს, მას მრავალი სასიამოვნო მომენტი ელოდება.

ტყუპი: პლანეტამ დატოვა თქვენი ნიშანი, მაგრამ განაწყენება არ ღირს. ვენერა მხოლოდ სიყვარულის პლანეტა არაა, ის ფულსაც აკონტროლებს. ახლა სწორედ რომ დროა, მოძებნოთ ახალი სამუშაო, მოითხოვოთ დაწინაურება ან პრემია. ასეა თუ ისე, თვის ბოლოს თანხით შეხვდებით.

შეყვარებულებისთვის: როგორი სიყვარული შეუძლიათ ზოდიაქოს ნიშნებს>>

კირჩხიბი: ვენერა თქვენ ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდ საკუთარი სტიქიის ტალღებზე გაატარებთ, იგრძნობთ,მ რომ თქვენ წინაშე ყველა კარი ღიაა და რაც მთავარია, სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნებებით აღივსებით. ვისაც არ ჰყავს საყვარელი ადამიანი, გაითვალისწინეთ – 6 სექტემბრამდე საოცნებო პარტნიორის შეხვედრის ყველაზე დიდი შანსი გაქვთ.

ლომი: ლომებისთვის დასვენებისა და სიმშვიდის დრო დადგა. გაჩნდება სურვილი, რომ მიატოვოთ მთელი ეს ორომტრიალი და გახვიდეთ სადმე, გამორთოთ ტელეფონი და დაისვენოთ. არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის – ყველაფერი წესრიგშია, კვლავ ჰოროსკოპების მეფე ბრძანდებით. უბრალოდ, ვენერა კიურჩხიბში საშუალებას გაძლევთ, რომ ქაოსს გაეცალოთ და საკუთარ თავში ჩაიხედოთ.

ქალწული: პირდაპირ რომ გითხრათ, განსაკუთრებული გამართლების იმედი სიყვარულში არ უნდა გქონდეთ, მაგრამ არც უიღბლობა იქნება. სამაგიეროდ, უხვი იქნება ეს პერიოდი ახალი ნაცნობობის მხრივ, ასევე ძველი მეგობრების გახსენებით. ყველა იოცნებებს, რომ თქვენ მიგიწვიონ თავიანთ საღამოზე, წვეულებებზე. ასე რომ, იზრუნეთ გარდერობის განახლებაზე.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>

სასწორი: ვენერა კირჩხიბში ყველაფერს ერთად გპირდებათ: ფულსაც და სიყვარულსაც. მოსალოდნელია ახალი სტატუსი – ან ახალი თანამდებობა, ან გულისა და ხელის შემოთავაზება. ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩებით.

მორიელი: სიყვარულის დროა. ვენერა კირჩხიბში თქვენს მკაცრ ჩარჩოებს ცოტა შეარყევს – გახდებით რამდენადმე რბილი, ნაზი, სიამოვნებით მიიღებთ ნებისმიერ თავგადასავალს, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებთ. ერთი რჩევა ასტროლოგებისგან: სანამ სიყვარულში „იბანავებთ“, არ დაგავიწყდეთ ახალი ნაცნობების შეძენა, რომლესაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ – ისინი უახლოეს მომავალში აუცილებლად დაგჭირდებიან.

მშვილდოსანი: დასვენების დრო დადგა – ვენერა კირჩხიბში ცოტა მოაკლებს თავენს ტემპერამენტს ალს, ასე რომ, მგზნებარე ვნებების ნაცვლად ნაზი, მშვიდი ურთიერთობები გელოდებათ. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ სიახლეს შეიტანთ სექსუალურ ცხოვრებაში – გაიგებთ, რომ ისეთი ინტიმური კავშირიც არსებობს, რომლის დროსაც მეზობლები კედლებზე არ აკაკუნებენ.

თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თხის რქა: თქვენი გული ცხრაკლიტულშია მოთავსებული, რომლის მოძებნასაც ცხრა გასაღების პოვნა და მორგება სჭირდება. მაგრამ სწორედ ახლა გამოჩნდება მამაცი, გულადი, კეთილი „რაინდი“, რომელიც ამ გასაღებს მიაგნებს. და ისე მოგეწონებათ ეს ამბავუ, რომ მზად იქნებით, მაშინვე დაიდგათ ქორწინების უღელი.

მერწყული: სანამ სხვები ქარაფშუტული სისულელეებით არიან დაკავებული, თქვენ ყველაზე სერიოზული საკითხის გადაჭრა მოგიწევთ – ეს ჯანმრთელობაა. არ შეგეშინდეთ – სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, პირიქით – ახლა რასაც გააკეთებთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ეს ძლიერ დადებით ეფექტს მოიტანს. სასიყვარულო ასპარეზზე თვის მეორე ნახევარში, უფრო კონკრეტულად, 20 აგვისტოდან გაგიმართლებთ და მრავალი საინტერესო რამ გელოდებათ როგორც დაქორწინებულებს, ისე მარტოხელებს.

თევზები: ვენერა კირჩხიბში საუკეთესო შეთავსებაა სწორედ თქვენთვის და თქვენი პირადი ცხოვრებისთვის. ჩათვალეთ, რომ ჯეკ–პოტი მოიგეთ: თუ ვენერა კირჩხიბში სხვა ნიშნებს სიყვარულის ზღვას სთავაზობს, თქვენთვის მთელი ოკეანე ემეტება – თუნდაც არაფერი გააკეთოთ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. და თუ ამისთვის ნაბიჯებს გადადგამთ, მაში ყველაზე თამამი გეგმის შედგენა მოგიწევთ – ყველაფერი ახდება.

696
მედიტაცია

22 სექტემბერი: უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური დღე ბუნიობა და ზოდიაქოს ნიშნები

30
(განახლებულია 11:41 21.09.2020)
ასეთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური დღე, როგორიც შემოდგომის ბუნიობაა, ხშირად არ დგება, ამიტომ საჭიროა, ყურადღებით იყოთ და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის მომენტი

ასტროლოგები 22 სექტემბერს ყოველი ცოცხალი არსების განახლების დღეს უწოდებენ. ექსპერტების თქმით, ეს დღე საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ადამიანებისთვის. მთელი სამყარო ჰარმონიასა და ბალანსს მოისურვებს.

შემოდგომის ბუნიობა 22 სექტემბერს ასტრონომიული შემოდგომის დასაწყისია. ამ დღეს დღე–ღამის ნათელი და ბნელი დრო ერთმანეთს გაუტოლდება, ანუ დღისა და ღამის დრო გათანაბრდება, 22 სექტემბრის შემდეგ კი დღე კლებას დაიწყებს. შემდეგი დღეღამტოლობა უკვე 2021 წლის მარტში დადგება.

მთელი ასტროლოგიური სამყაროსთვის 22 სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მზე სასწორის ნიშანში გადადის. როგორც ცნობილია, სასწორი ჰარმონიის, მუდმივობის, პრინციპების ერთგულებისა და თავშეკავებულობის ნიშანია.

ბუნიობის მომენტში ეს ნიშანი იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ბუნების ძალებზეც – იწყება ზამთრის პერიოდი და ბევრი მცენარე თუ ცხოველი ზამთრის ძილს მიეცემა.

ეს ენერგეტიკულად ძლიერი დღე შესანიშნავია იმისთვის, რომ მოვიწესრიგოთ ცხოვრება, მივხედოთ თვითგანვითარებას, ვიფიქროთ მომავალზე.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგვეხმარება ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი

ვერძები ძალებისა და მოტივაციის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ. ასტროლოგები გირჩევენ, ეს ძალები კარიერისა და ფულის სფეროსკენ მიმართოთ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროცესის სტაბილიზება და სულიერი ჰარმონიის მოპოვება – ესაა ფულადი შემოსავლების გასაღები. შემოდგომა თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება ფულის ინვესტირების, დიდი შენაძენებისა და არასტანდარტული იდეების გამოყენებისთვის.

კურო

კუროები გზაჯვარედინზე აღმოჩნდებით. 22 სექტემბერს თქვენ წინაშე მწვავედ დადგება საკითხი:  ღირს თუ არა საკუთარი რესურსების ხარჯვა იმაზე, რომელსაც უკვე აღარ მოაქვს კმაყოფილება? ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, სანამ საბედისწერო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. არ არის გამორიცხული, რომ ბედნიერების გასაღები ძველი სქემებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებაა.

ტყუპი

ასტროლოგები გაფრთხილებენ: 22 სექტემბერს ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გააკონტროლოთ საკუთარი თავი და არ ჩაერიოთ მოვლენების მსვლელობაში. ენერგია მოჭარბებულად გექნებათ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ შინაგანი ბალანსი დაიცვათ. რამდენიმე თვის განმავლობაში შეძლებთ ცხოვრებაში მატერიალური სიკეთისა და წარმატებების მოზიდვას, თუ ყოველდღე პოზიტიურად განაწყობთ თავს.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

კირჩხიბი

შემოდგომის ბუნიობა იმ პროცესებს დაიწყებს, რომლებსაც კირჩხიბები დიდხანს უვლიდით გვერდს. სულ მალე სამყარო თქვენგან არცთუ მარტივი არჩევნის გაკეთებას მოითხოვს: ან საკუთარი პირადი საქმეები ან ურთიერთობების შენარჩუნება გარკვეულ ადამიანებთან. სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ასტროლოგები გირჩევენ, გაერკვეთ პირად გრძნობებსა და სურვილებში და გაავლოთ პირადი „საზღვრები“.

ლომი

ლომებს მიზანსწრაფულობა და სიმტკიცე არ გაკლიათ, მაგრამ უახლოეს მომავალში საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გადახედვა მოგიწევთ. შემოდგომის დღეღამტოლობის დროს და შემდეგ პერიოდში, შესაძლოა, ემოციებმა გძლიოთ. ეს ემოციები ყოყმანს გაიძულებთ, ერთი გადაწყვეტილებიდან მეორისკენ გადახვალთ. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ამ ყველაფერს გაუძლოთ, გაათანაბროთ ენერგეტიკა და შემოდგომის პერიოდისთვის კონკრეტული მიზნები დაისახოთ.

ქალწული

ქალწულებზე შემოდგომის ასტროლოგიური მოვლენები ხელსაყრელად აისახება. თქვენ ძალაუფლების მძლავრი ენერგია აგავსებთ. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ – გზას ის გადალახავს, ვინც იმოძრავებს. პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია, ასე რომ, ნამდვილად ღირს, საკუთარი თავი გამოიწვიოთ და ციხესიმაგრეების დასაპყრობად გაეშუროთ. ის, ვინც სუსტ პოზიციაში დარჩება, რისკავს იმით, რომ „სხვის დაკრულზე მოუწევს ცეკვა“.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

სასწორი

სასწორებს შემოდგომის ბუნიობა სასიამოვნო ცვლილებებს მოგიტანთ, ეს კი შემდგომ დიდ ცვლილებებში შეიძლება გადაიზარდოს. ახლა აუცილებელია მოვლენების ჩაკეტილი წრე გაირღვეს და განვითარების ახალ საფეხურზე გადახვიდეთ. ასტროლოგები გირჩვენ, შეჩერდეთ, დაფიქრდეთ და შეგნებულად დაანგრიოთ ის, რასაც დიდი ხანია, ვერ ელევით. თქვენ წინაშე გაიხსნება ახალი ცხოვრება და მომავლისკენ დიდ ნატომს გააკეთებთ.

მორიელი

მორიელებს სამყარო უკეთესი ცხოვრებისთვის მძლავრ იმპულსს მოგცემთ. 22 სექტემბერს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის ძლიერ ბიძგს მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, შეადგინოთ სურვილების ჩამონათვალი და მათ რელაიზებას შეუდგეთ. ბუნიობა ენერგიის მძლავრ „აფეთქებას“ მოიტანს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მიმართოთ, რათა დიდი ხნის სურვილი აისრულოთ.

მშვილდოსანი

შემოდგომის დღეღამტოლობა მშვილდოსნებს რეფლექსიის მდგომარეობას მოგიტანთ. თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სიმაღლეს და რაღაც პერიოდი ჰარმონიულ მდგომარებასა და ნელ მოძრაობაში იქნებით. არ ღირს სამყაროსთან დაპირისპირება, სჯობს, დატკბეთ მიღწეულით – რასაც ბუნიობის დღისთვის მიაღწიეთ. ასევე კარგი იქნება, თუ შინაგან სამყაროში „ჩაიხედავთ“ და თქვენს „ბნელ“ მხარეებს შეიცნობთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

თხის რქა

თხის რქებს 22 სექტემბრიდან თითქმის ნოემბრის შუა რიცხვებამდე ტრანსფორმაცია გელოდებათ. ასტროლოგების თქმით, ეს პროცესი მარტივი და მსუბუქი იქნება, მაგრამ ყველასთვის – არა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიაროთ კარმული გამოცდა, რათა განიწმინდოთ სხეული და გონება ყველაფერი ზედმეტისგან, რათა უფრო მეტი მიიღოთ. მნიშვნელოვანია მკაფიო მიზნების დასახვა უახლოესი თვეებისთვის და ამ მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებით სვლა.

მერწყული

მერწყულებისთვის ბუნიობის გარდამტეხი დღე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. ასტროლოგები გირჩევენ, მოემზადოთ ამ გამოცდისთვის და თუ საჭიროა, შეჩერდეთ, ღრმად ჩაისუნთქ–ამოისუნთქოთ, გადაერთოთ საკუთარ თავზე, თავი აარიდოთ საინფორმაციო ნაკადებს. ეს „ამოსუნთქვა“ დაგეხმარებათ აზრების სტრუქტურიზებაში, მიზნების განსაზღვრაში, ამოცანების დასახვასა და მათი რეალიზებისთვის აუცილებელი ენერგიის მომარაგებაში.

თევზები

მიუხედავად ენერგეტიკის მკვეთრი ცვლილებისა, თევზები სულიერ მხნეობას არ დაკარგავთ. 22 სექტემბერს გაგიჩნდებათ გამარჯვების განწყობა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც გსურთ. მთავარი ამოცანაა, არ ჩარადეთ პანიკაში, აპათიაში, ცხვირი არ ჩამოუშვათ. რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით მალე მოიპოვებთ ძალისა და ენერგიის ახალ და საჭირო დონეს.

30
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 22 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

15
(განახლებულია 09:34 21.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

22 სექტემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

იზრდება აქტიურობა, სიცოცხლის ხალისი. ადამიანებში ჩნდება სტაბილურობისა და წესრიგის თვისებები. განწყობაში სიმშვიდე დომინირებს. ამ დღეს კარგია შეთანხმებების დადება. იღვიძებს საზოგადოებრივი საქმის კეთების ინტერესი. კარგი დღეა სამართლებრივი საკითხების გადაჭრისთვის. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, შორეულ ადგილებში გამგზავრება. არ ღირს მიწის ყიდვა და მშენებლობის დაწყება.

ამ დღეს კარგად გამოდის ერთობლივი რომანტიკული მოგზაურობა, ან რამე სახის ღონისძიებაზე ერთად დასწრება, ასევე ხელსაყრელი დროა მეგობრული საღამოებისა და ოჯახური წვეულებების მოწყობისთვის.

ასეთ პერიოდში დაწყებული რომანი რომანტიკული, მგზნებარე იქნება, რომელიც მრავალ კმაყოფილებასა და იმედს მოიტანს. მსოფლმხედველობის, ვნების, აზარტისა და ორმხრივი კმაყოფილების თანხვედრა განამტკიცებს ურთიერთობებს, შედეგად დგება მსუბუქი და ოპტიმისტური კავშირი. თუ რომელიმე წყვილში მეორის ცხოვრების მასწავლებელი ან მისი წამოწყებების მფარველი გახდება, ეს ძალიან წაადგება ამ კავშირს. თუმცა, სწრაფად გაჩენილი მგზნებარება შეიძლება ასევე სწრაფად ჩაქრეს.

ასეთ დღეს, ძირითადად, ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და კაშკაშა ურთიერთობები იბადება.

რეკომენდებულია მატერიალური საკითხების გადაწყვეტა, მუშაობა და ბიზნეს–საქმიანობა, გარკვეული პასიურობა, აწმყოს გაანალიზება და მომავალზე დაფიქრება.

არარეკომენდებულია სესხის გაცემა ან რამე ნივთის თხოვება, რადგან მიიჩნევა, რომ მასთან ერთად იღბალსა და სიმშვიდეს გასცემთ, გადაღლა სამუშაოზე, ფინანსურ საქმიანობაზე ზედმეტი ზეწოლა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსნის დღე არ მიიჩნევა ხელსაყრელ დროდ თმის შეჭრის ან შეღებვისთვის. მანიკურისთვის ნეოტრალური დღეა.

მებაღეობა: მშვილდოსანი დღე კარგია ხილის დარგვა, ასევე იმ ხეების, რომლებიც მალე უნდა გაიზარდოს. შეიძლება ხილის ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, მავნებლებთან ბრძოლა.

ამ დღეს არ შეიძლება ნიადაგის გაფხვიერება.

15