საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე

4 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

443
(განახლებულია 11:12 04.08.2020)
გაეცანით 4 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

3-12 აგვისტო

3-12 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს ჯანსაღ აზრსა და გონიერებას ანიჭებს. ამ ადამიანებს უყვართ მხიარულება და გართობა, ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრება საზოგადოების გარეშე.
მნიშვნელოვანი წლებია 19, 36, 40, 57, 76.

მათი სიმბოლოა მზესუმზირა.

ამ პერიოდში დაბადებულები ასხივებენ ნათელ, მზიან და მსუბუქ ენერგეტიკას. ამბიციები არ ჩრდილავს მათ გონებას, წარმატებებით ზედმეტი ქება-დიდების გარეშე ხარობენ, არ ახასიათებთ „ვარსკვლავური“ დაავადება. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება, რომ მიზნისკენ მსუბუქად იარონ.

4 აგვისტოს დაბადებულები

4 აგვისტოს ნებისყოფიანი და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები იბადებიან. მათში აშკარად იკვეთება ლიდერის, ხელმძღვანელის თვისებები. ოჯახურ ცხოვრებაში დესპოტიზმს ამჟღავნებენ, რაც პირად ფრონტზე მათ წარუმატებლობას განაპირობებს. იქ, სადაც ისინი მთელ თავიანთ ძალას დებენ, წარმატება ელოდებათ.

4 აგვისტოს დაბადებულებზე შეიძლება ითქვას, რომ მართვის ცენტრი არიან. არიან აქტიური, იდეებით სავსე, ნებისმიერ სოციალურ ჯგუფში, პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ოჯახურ საქმეებში კოორდინატორი ხდებიან. ყოველთვის არ იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს, თუმცა მათი უხილავი გავლენა გარშემომყოფებს მუდამ თან ახლავს.

4 აგვისტოს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის პოვნა უზარმაზარ სამყაროში; ისინი თავიანთ თავს დაუღალავად ეძებენ. არიან გამჭრიახი, მოქნილი გონების პატრონი. ბავშვობაში ამის წყალობით ხშირად აღწევენ თავს სასჯელს და ეს თვისება, რომ დაუსჯელი დარჩნენ, შემდეგაც გაჰყვებათ ხოლმე. ხშირად ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, თუ წინააღმდეგობა ხვდებათ გზაზე. მათთვის მნიშვნელოვანია თავისუფლების შეგრძნება - საქციელში, სიტყვაში, ქცევაში.

ამ დღეს დაბადებულები სკრუპულოზური არიან ყველაფერში - ტანსაცმლის დეტალებიდან დაწყებული, ქცევის მანერამდე დასრულებული. უკვე თავისი არსებობით ახდენენ გავლენას გარშემომყოფებზე. აქვთ რა მობილური გონება და ობიექტურობის გრძნობა, ისინი სწრაფად აფასებენ გარემო ვითარებას და ამ ვითარების შეცვლაზე სწრაფად რეაგირებენ.

ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს>>

თუ ამ ადამიანებმა მნიშვნელოვან მოვლენებში ცენტრალური ადგილი არ დაიკავეს, შეუძლიათ საკუთარი თავისა და საქმეებისთვის ზიანის მიყენება. ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად თავიანთ ქცევას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და მეომრულ მგზნებარებას კონსტრუქციული გადაწყვეტილებებისკენ მიმართავენ ხოლმე. ასევე, ასაკის მატებასთან ერთად მეტად მატულობს მათი სიყვარული ბუნებისადმი.

ჯანმრთელობა

4 აგვისტოს დაბადებულები ყურადღებას არ აქცევენ ექიმებისა და ახლობლების გაფრთხილებებს. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ არ უყვართ, როდესაც ვინმე რაიმეს კარნახობს. ამის გამო ხშირად უმწვავდებათ დაავადება და სერიოზულ სენში გადადის. მათ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ დაბალანსებულ კვებას, სრულფასოვან ძილს და ფიზიკურ დატვირთვას.

რჩევა:

არ უგულებელყოთ თქვენი მოვალეობები, ყოველთვის გახსოვდეთ ისინი. იპოვეთ ძალა, რომ იყოთ ტაქტიანი. ნუ გექნებათ პირადი თავისუფლების მიმართ ზედმეტად გადაჭარბებული დამოკიდებულება, რადგან ხანდახან მასზე მეტად სხვა რამ ფასობს. მიიღეთ გარშემომყოფები თავიანთი პრინციპებით, ხასიათითა და ურთიერთსაპირისპირო თვისებებით. ნუ გარისკავთ ზედმეტად.

443
დიმიტრი ლეკვეიშვილი

დიმიტრი ლეკვეიშვილის „ტარატურა“- ანუ იმპროვიზაციები მუსიკასა და ცხოვრებაში  

106
(განახლებულია 15:15 26.09.2020)
ამ ეტაპზე თავს ჯაზის მუსიკოსად თვლის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ნამდვილი პროფესიონალი ცხოვრების მანძილზე მარტო ერთი ჟანრით არ უნდა შემოიფარგლოს.

დიმიტრი ლეკვეიშვილმა მუსიკალურ სამყაროში სხვადასხვა ეტაპები გაიარა. თავიდან ფოლკლორით დაიწყო, შეისწავლა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, იყო ფოლკ-ანსამბლების წამყვანი მუსიკოსი. 19 წლისას საკუთარი ეთნო-ბენდი ჰყავდა. სცენაზე ცნობილ მომღერლებთან ერთად გამოდიოდა. თუმცა ყველაფერი რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა როცა მის ცხოვრებაში გაჩნდა ჯაზი...

მალე მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგება ახალი საავტორო პროექტით, რომელიც პერფორმანსულ-გასართობ პროგრამას მოიცავს.

დიმიტრი ლეკვეიშვილი
დიმიტრი ლეკვეიშვილი

- დიმიტრი, საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. ჩვენში სამწუხაროდ მუსიკის გაკვეთილებს ბავშვები არ წყალობენ და ხშირად ამის მიზეზი მასწავლებელია, თქვენ შემთხვევაში, როგორ იყო საქმე?

- როცა მეორე კლასში ვიყავი სმენით ვაწყობდი ქართულ სიმღერებს და ფორტეპიანოზე შემიყვანეს. დაახლოებით ერთ წელში გამოვედი, თუმცა ის კლასი ფრიადზე დავამთავრე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ნოტები და მარტო კლასიკური მუსიკა, ანუ რაღაც ჩარჩოში მოქცევა ვერ ავიტანე. მუსიკის მასწავლებელი ბრწყინვალე სპეციალისტი იყო, მაგრამ მე სურვილი გამიჩნდა, რომ საკუთარი ინტერპრეტაციით დამეკვრა. ამის მიზეზს ახლა, 25 წლის მერე მივაგენი, რადგან დღეს ჯაზ-შემსრულებელი ვარ, ნებისმიერ ინსტრუმენტზე, რასაც და როგორც მინდა თავისუფლად ვუკრავ.

- თუმცა ნოტების ცოდნა აუცილებელია...

- რა თქმა უნდა, მუსიკოსი თუ ხარ, ნოტების ცოდნა, ყველა ვარიანტში, საჭიროა, ესაა შენი ანბანი, მაგრამ მარტო ნოტებზე დამოკიდებულება ჩემთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს მომენტი უფრო ნათლად გამოიკვეთა წლების მანძილზე, როდესაც ჩემთან პროფესიული გამოცდილება მოვიდა.

გადაცემაში სტუმრად ამერიკის ერთ-ერთ ტელეარხზე
გადაცემაში სტუმრად ამერიკის ერთ-ერთ ტელეარხზე

- სანამ ჯაზთან „მიხვედით“- რა ეტაპები გაიარეთ?

- სანამ ჯაზთან მივედი ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპები გავიარე.  თავიდან ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლა დავიწყე. ვუკრავდი სხვადასხვა ფოლკ-ანსამბლში, მათ შორის იყო „ზარები“, „ივერონი“. სხვების თქმით, ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი ვიყავი. 19 წლის ასაკში საკუთარი ეთნო-ბენდი მყავდა. მაშინ გარკვეული დროის მანძილზე, ჯაზი არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ მე ჩემს მუსიკას ვეძებდი...

- ალბათ უფრო საკუთარ თავს მუსიკაში...

- დიახ, ზუსტად ეგრე იყო... იმ პერიოდში სხვადასხვა ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებს ვუსმენდი. შემდეგ ჩემი გონება, შესაძლებლობები და განვითარება იმ დონეზე მივიდა, რომ მუსიკის ეს ჟანრი კარგად აღვიქვი და ჯაზიც მაშინ შემიყვარდა. გადავწყვიტე-მორჩა, ჯაზურ მუსიკას უნდა ვუსმინო, ის უნდა შევისწავლო და გავერკვიო, რა ხდება მეთქი...

გოსპელის მუსიკოსებთან ერთად
გოსპელის მუსიკოსებთან ერთად

- პირველად როდის გაგიჩნდათ ამგვარი აზრი, თუ გახსოვთ?

- კარგად  მახსოვს... ერთხელ ჩემმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა, პიანისტმა ნოდარ გასიტაშვილმა, რომელიც 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოსკარ პიტერსონის მუსიკალური კომპოზიცია გამომიგზავნა. სწორედ ეგ გახდა ჩემთვის გარდამტეხი, რომ ჯაზი საბოლოოდ შემყვარებოდა. ამის მერე საქსოფონისტების მოსმენა დავიწყე.

- ვიცი, რომ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავთ...

- 15 წელი აქტიურად ვუკრავდი ფანდურზე, სალამურზე, გიტარაზე.. თუმცა მთელი ცხოვრება მინდოდა საქსაფონზე დაკვრა მესწავლა. გავიკითხე მასწავლებელი და სწავლა დავიწყე. მალე ათწლედში ჯაზის ფაკულტეტი გაიხსნა და იქ ჩავაბარე. ამ დროს შევიძინე ბასიც და ისიც შევისწავლე, ერთ წელიწადში კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტზე მოვხვდი. ამ პერიოდში ბასით სხვადასხვა ანსამბლებში ვუკრავდი. კონსერვატორიის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ჯაზის მასტერ-კლასები გავიარე. მალე, ამერიკაში, ინტერნაციონალურ ჯაზ-ფესტივალზე მიგვიწვიეს.

დიმიტრი ლეკვეიშვილი
დიმიტრი ლეკვეიშვილი

- ჯაზის სამშობლოში ყოფნამ რაიმე შეცვალა თქვენს მუსიკალურ გემოვნებაში?

- ეს იყო 2017 წელი, ამერიკაში სულ რაღაც ორი კვირა ვიყავით, მაგრამ ეს ორი კვირა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ოც წელს უდრის. ეს იყო ინტერნაციონალური ფესტივალი. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებს ვუსმენდი და მათთან მქონდა ურთიერთობა-ამან როგორც მუსიკოსი, ძალიან გამზარდა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ჯაზი-ჩემი მუსიკაა. თანაც, ფესტივალის ჯაზის საღამოზე გამოვედი და დავუკარი. იქ საოცარი გარემო იყო და არაჩვეულებრივი მუსიკოსები იყვნენ.

ნონსტოპთან და მაკა ზამბახიძესთან  ერთად სტუდიაში
"ნონსტოპთან" და მაკა ზამბახიძესთან ერთად სტუდიაში

- როგორ ფიქრობთ, ჯაზი ის მუსიკაა, სადაც საბოლოოდ „ჩასახლდით“, თუ ფიქრობთ, რაღაც დროის მერე პრიორიტეტებს შეიცლით?

- ამ ეტაპზე ჯაზ-შესმრულებელი ვარ, მაგრამ ზოგადად არ მომწონს, როცა მუსიკისოები მხოლოდ კლასიკით შემოიფარგლებიან, ან მხოლოდ ფოლკ-მუსიკით. ჯაზმენებშიც არსებობს ასეთი, ცოტა არ იყოს, „სექტანტური“ დამოკიდებულება, მათთვის მუსიკაში მარტო ჯაზია და მეტი არაფერი.

-ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

-  ერთი მხრივ, ვეთანხმები, მაგრამ მეორე მხრივ, არა... ჯაზი -მუსიკის უმაღლესი საფეხურია, მაგრამ ჩემთვის პირადად ცალკე არსებობს ჯაზი და საერთოდ მუსიკა, ერთ მიმართულებაზე არ ვარ ჩაციკლული. როცა პრეტენზია გაქვს მუსიკოსობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკალურ სამყაროს წარმოადგენ. აუცილებელია, რომ მუსიკოსმა თავი არა რომელიმე ერთ ჟანრში, არამედ, ზოგადად მუსიკაში დაიმკვიდროს. ბოლოს, ორ წელზე მეტია, რაც ვიყავი ბენდში „ნონსტოპი”, რომლის სოლისტები მაკა ზამბახიძე და ლელა წურწუმია არიან. ახლა ამ ბენდიდან მოვდივარ, რადგან საავტორო პროექტს ვიწყებ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა პროექტზეა საუბარი?

- ესაა საავტორო პროექტი, სახელად „ტარატურა“, რომელიც მოიცავს სახელოვნებო, პერფორმანსულ -გასართობ პროგრამას, ასევე იგეგმება სხვადასხვა მინი-პროექტებიც. სიტყვა „ტარატურა“ ძველქართულია და სწრაფად მოლაპარაკე ადამიანს ნიშნავს. ის სულხან-საბას ლექსკონიდან ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში მას ასეთი ახსნა აქვს: ჩვენ ადამიანებთან პერფორმანსით და მუსიკით ვსაუბრობთ და ამგვარი საუბრები გვინდა, რომ ხშირი იყოს და სწრაფად მივაწოდოთ.

- ვიცი, რომ ხშირად მოგზაურობთ და ზაფხულში, სვანეთში ველოსიპედით ასულხართ, მართალია?

- დიახ, ასეა, ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოვიდა. შარშან, მესტიაში ერთ ეთნო ბენდში ვუკრავდი. მე და აკარდეონისტს მოგვინდა ველოსიპედებით გასეირნება და გადავწყვიტეთ უშგულში ველოსიპედით ასვლა. ჯამში 90კმ გამოვიდა, საღამოს კი სცენაზე გამოვედით და დავუკარით.

- ანუ თავადაც ასეთი ხართ-ტარატურა-ანუ სწრაფად მოაზროვნე და აქტიური ადამიანი ...

- აქტიური ტიპი ვარ, მთელი ბავშვობა კალათბურთზე და სპორტის სხვა სახეობებზე დავდიოდი. დღეს ვცდილობ არ გავჩერდე და პროფესიულ განვითარებაში აქტიურად ვიყო ჩართული. მუსიკოსი დროს არ უნდა ჩამორჩეს და სანამ არის, სცენა და ადამიანებთან მუსიკით საუბრის საშუალება მაქსიმაურად უნდა გამოიყენოს...

106
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 26 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

288
(განახლებულია 10:18 26.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

26 სექტემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია დასვენების დღის მოწყობა, ძალების აღდგენა, შინაგან სამყაროზე ზრუნვა, ძვირფასი ნივთების დაცვა, რადგან მატულობს გაქურდვის ალბათობა, თავშეკავებულობა და მოთმენა სამსახურში ურთიერთობებისას – ამ დღეს დაწყებული კონფლიქტი რთულად აღმოსაფხვრელია, არც აგრესიის და არ კეთილი ზრახვების გამოვლენა, სერიოზული საქმეების გადადება, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, პრეზენტაციებსა და მხიარულ ღონისძიებებზე დასწრება, შეთანხმებებზე და კონტრაქტებზე ხელმოწერა, დოკუმენტების გაფორმება, სესხის აღება და გაცემა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს არასასურველია თმის შეჭრა, მაგრამ კარგი დღეა შეღებვისთვის. ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია. ამ დღეს შეიძლება ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ხოლო არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

288
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა