გაზაფხული

26 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

367
(განახლებულია 10:16 26.07.2020)
გაეცანით 26 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

23 ივლისი – 2 აგვისტო

23 ივლისი – 2 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას შრომის, პასუხისმგებლობისა და თვითშეკონტროლის პლანეტა – სატურნი მართავს, რომელსაც სახელი ღმერთი–ტიტანის საპატივცემულოდ ეწოდა. სატურნი თავის „აღსაზრდელებს" ნამდვილი მასწავლებელივით ექცევა და მათგან მოთმინებას, შრომისმყოვარეობას მოითხოვს.

მნიშვნელოვანი წლებია: 19, 39, 57, 76.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ასკილი.

ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტითა და სიმტკიცით, უდრეკობით, არიან ამბიციური, ეგოისტური და ანგარიშიანი. ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა განვითარებული. თავიანთი სიძლიერის წყალობით ცხოვრებისეულ გამოცდების გატანა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებზე ამბობენ, სამყაროს თავიანთი მხრებით ზიდავენო. ანალიზისა და რაციონალური თვითშეფასების უნარი მათში სამართლიანობისა და ჭეშმარიტი ფასეულობების დაცვის გრძობებს ანვითარებს.

26 ივლისს დაბადებულები

26 ივლისს დაბადებულები ორბუნებოვანი ნატურები არიან. მათი ცხოვრება გარესამყაროსადმი მათი დამოკიდებულებით იქნება განპირობებული. თუ სიყვარულითა და სიკეთით გაჯერებულ ევოლუციის გზას აირჩევენ, შეიქმნიან არაჩვეულებრივ პირობებს, მოიპოვებენ ჭეშმარიტ ბედნიერებას, სიმდიდრესა და სიყვარულს. თუმცა, თუ ხასიათის ნეგატიურ თვისებებს განავითარებენ, უღიმღამო, უსიხარულო ცხოვრებით რისკავენ.

სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>

26 ივლისს დაბადებულები დომინანტი პიროვნებები არიან. მათი ავტორიტეტი არ შემოისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური ან ფინანსური სიმძლავრით. მშვენივრად ესმით ცხოვრების სიმართლე და მოვლენების არსი. აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მოვლენაში, ამის წყალობით იძენენ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რასაც ეფუძნება მათი მსჯელობა და კომენტარები. ამ დღეს დაბადებულთაგან ზოგიერთი შესანიშნავი ლიდერი დგება, თუმცა, ხელს უშლით ის, რომ რომელიმე კონკრეტული დეტალის შესწავლას ანდომებენ უზარმაზარ ძალასა და დროს, გარშემომყოფები მათ ძალზე სწორხაზოვან ადამიანებად მიიჩნევენ.

26 ივლისს დაბადებულები ხანდახან ძალზე თამამი მსჯელობით გამოდიან, რომლის აღსაქმელად გარშემომყოფები მზად არ არიან. თუმცა, საკუთარი თავდაჯერებულობის წყალობით, ვერანაირი გარე წყარო ვერ აიძულებს მათ, დაეჭვდნენ საკუთარ თავსა და საკუთარ მიზნებში. ამ დღეს დაბადებულთა უმეტესობა ბუნებით მოთამაშეა, იტაცებთ ცრუ და სახიფათო ვითარებები. თავიანთი ბუნები, უზარმაზარი ნებისყოფისა და ამტანობის დამსახურებით ეს ადამიანები არასდროს დაიხევენ უკან, სანამ ამოცანას გასაღებს არ მოარგებენ.

26 ივლისს დაბადებულებს არ უყვართ რეალობის შელამაზება. ისინი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ - ისე, როგორც არის და არ ღელავენ იმაზე, თუ რა შეიძლება განიცადოს ამ დროს სხვა ადამიანმა. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტება იყოს ჭეშმარიტება და თან შელამაზების გარეშე.

ჯანმრთელობა

26 ივლისს დაბადებულები ძალზე დინამიკური ადამიანები არიან და მუდამ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყვნენ, სხვაგვარად ენერგეტიკულად ვითარებების გამკლავებას ვერ შეძლებენ. ცხოვრების ზეაქტიური ტემპის გამო, როგორც წესი, ვერ ახერხებენ სრულფასოვან ძილსა და კვების სწორი რეჟიმის დაცვას. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მათთვის აუცილებელია ახლობლებთან და მეგობრებთან თბილი ურთიერთობები.

რჩევა:

ეცადეთ, დაისვენოთ საკუთარი თავისგან. მიეცით საშუალება ახლობლებს, თქვენზე იზრუნონ. განავითარეთ კაცთმოყვარეობა, კეთილშობილება და გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროს მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი ხართ.

367
სალომე ხოტივარი

მხატვარ-ილუსტრატორის „ცენზორები“ და სამი სახლი, როგორც სიმბოლური კავშირი ბავშვობასთან

317
(განახლებულია 21:25 21.09.2020)
ნიჭიერი მხატვარ-ილუსტრატორის სალომე ხოტივარის დღევანდელი საქმიანობა დასტურია იმისა, რომ ნიჭი თუ გაქვს, ადრეულ წლებში მიღებული ნათელი შთაბეჭდილებები ერთ დღეს აუცილებლად იქცევა ხელოვნებად – პერსონაჟებად, რომელთაც ქვეყნად ყველაზე მკაცრი შემფასებელი – ბავშვები ჰყავს.

ილუსტრატორობაზე თავიდანვე ოცნებობდა. მისი პირველი სერიოზული შეკვეთა გამომცემლობა „ელფის“ 200 გვერდისგან შემდგარი „ქრესტომათია" იყო. წლების მანძილზე საბავშვო დიზაინერი იყო ჟურნალში „საბავშვო კარუსელი". არაერთი საინტერესო საბავშვო პერსონაჟი შექმნა და დახატა. სამომავლოდ ბევრი საინტერესო იდეა და პროექტი აქვს.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- სალომე, იყო საბავშვო ილუსტრატორი, ალბათ გაცილებით რთულია, რადგან ამისთვის მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, ასეა?

- დიახ, ასეა. პირველ რიგში, საბავშვო ილუსტრატორი ვერ გახდები, თუ არ გიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა და თამაშიც კი. რაც მთავარია, გულწრფელად უნდა შეგეძლოს მათი მოსმენა, ბავშვების მსგავსად გაიგო და იაზროვნო, რომ სწორედ ისე აღიქვა სამყარო, როგორც ისინი აღიქვამენ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ანუ დღეს აკეთებთ საქმეს, რომელიც გიყვართ...

- დიახ, აკადემიაში ჩაბარებაც სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ დავუფლებოდი პროფესიას, რომელიც ბავშვობიდან მიზიდავდა, ანუ საბავშვო ილუსტრატორობას. ჩემი ამჟამინდელი ოცნების ასრულებაში დიდი როლი დედის გარდა ბებიამ და ბაბუამ ითამაშეს. ბებო, ლიანა ციცქიშვილი ხშირად მიყვებოდა მის მიერ გამოგონილ ზღაპრებს, რომლის სიუჟეტები არასოდეს მეორდებოდა. ჩემი ფანტაზია იმ ზღაპრებით დღემდე საზრდოობს...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- თქვენი საყვარელი ბავშვობისდროინდელი პერსონაჟი რომელი იყო?

- ეს იყო ასტრიდ ლინდგრენის პეპი გრძელი წინდა, სხვათა შორის, ბავშვობაში მეც წითური და ოდნავ ჭორფლიანი ვიყავი. კიდევ „დაჩის ზღაპრები“ და ძმები გრიმებიც ძალიან მიყვარდა. წიგნებში ილუსტრაციებს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებოდი. დედა თბილისში მუშაობდა. მისი გავლენაა, რომ წიგნები მიყვარდა, ჟურნალ „დილის“ თითქმის ყველა გამოშვება მქონდა. დედამ მიმიყვანა პირველად ზესტაფონში არსებულ გალერეაში, მას სხვა სახელი არ ჰქონდა, ყველა გალერეას ეძახდა. ჩემი პირველი პედაგოგი ქალბატონი ირინა ნებიერიძეა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- პირველი სამუშაო გამოცდილება სად მიიღეთ?

- ბევრი წელი ვმუშაობდი გრაფიკულ დიზაინერად, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ერთ დღესაც, რვა წლის მუშაობის შემდეგ, სამუშაო ადგილი დავტოვე იმის გამო, რომ მეკეთებინა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მიყვარს. საკმაოდ ბევრი წელი საბავშვო დიზაინერიც ვიყავი ჟურნალში “საბავშვო კარუსელი", რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ უშვებს, თუმცა მივხდი, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ილუსტრატორობაა.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- რომელია პირველი საბავშვო წიგნი თქვენი ილუსტრაციებით?

- ჩემი პირველი ილუსტრირებული წიგნი გამომცემლობა „ელფმა" გამოსცა, რედაქტორი თინა დიდებულიძე გახლდათ. ეს იყო პირველი გამომცემლობა, რომელმაც საკმაოდ დიდი წიგნი, 200 გვერდისგან შემდგარი “ქრესტომათია" ჩამაბარა. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე და ამ პროფესიაში გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- ბავშვებზე თუ ტესტავთ თქვენს ნამუშევრებს?

- ბავშვების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ჩემი ნახატები მათი განხილვის გარეშე მთავარ დამკვეთამდე არასოდეს მიდის. ბავშვების შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისიც, თუ რას ფიქრობენ ჩემზე. ერთხელ სხვისგან გავიგე, თუ რა აზრის არიან ჩემზე: „სალომე, დედაჩემის დაქალი, ძალიან მკაცრია, მაგრამ სამართლიანიო“. მართლაც ასეა: რამდენადაც კარგად ვარ ბავშვებთან, იმდენად არ მიყვარს ხოლმე, თუ რაიმე ზღვარს გადადიან. მე ექვსი ნათლული მყავს, ახლა მეშვიდეს ველოდები. სხვებსაც აღუნიშნავთ, რომ ბავშვებთან ურთიერთობა კარგად გამომდის. ჩემი ნათლულებიდან ბევრი გაიზარდა და დღეს თინეიჯერები არიან, პატარებს კი აინტერესებთ, რასაც ვაკეთებ.

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- კონკრეტული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- მინდა ერთი გოგონა ვახსენო. წელს ზღვაზე ვიყავი მასთან ერთად და ამ გოგოს საქციელი და სიტყვები შოკში მაგდებდა. როდესაც ვმუშაობდი ჩეხოვის „კაშტანკაზე“, რომელიც „პალიტრა L“-ის გამომცემლობის შეკვეთაა, ის გოგონა სახლში მყავდა და, შეიძლება ითქვას, მისი „მითითებებით“ შევქმენი ეს გმირი, რომელიც გაახმოვანა კიდეც.

სალომე ხოტივარი
სალომე ხოტივარი

- ხშირად ილუსტრატორები ანიმაციაში გადადიან, თქვენ თუ გაგჩენიათ მსგავსი სურვილი?

- ჩემთვის როგორც ილუსტრირება, ასევე ანიმაციაზე მუშაობა ძალიან საინტერესოა. სულ ახლახან ჩავერთე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელზეც ღიად ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ...

სალომე ხოტივარის ილუსტრაცია
სალომე ხოტივარის ილუსტრაცია

- როგორ ფიქრობთ, რა მოჰყვება ადამიანს ბავშვობიდან და თქვენ შემთხვევაში რა არის ასეთი?

- ჩემ შემთხვევაში ასეთი გულწრფელობა და ბუნების სიყვარულია, იმერეთის სიყვარული. ჩემი როგორც მხატვარ-ილუსტრატორის გამოძერწვა სწორედ იქ და მაშინ დაიწყო. ამის მიზეზი ბავშვობაა, სადაც ადამიანი იზრდება და საიდანაც სულიერ საზრდოს იღებს. მე უკვე 20 წელზე მეტია, რაც აღარ მყავს ბებო, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და უმისობას ძლივს მივეჩვიე. სიცოცხლეში სულ მთხოვდა ხოლმე, რომ მისთვის დიდი ნახატი დამეხატა. პანდემიის დროს იმერეთში ვიყავი ჩასული და გვიან, მაგრამ მაინც შევუსრულე ბებოს თხოვნა – დავხატე სამი პატარა სახლი, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ ჩვენ სამნი ვართ: მე, დედა და ბებო...

317
ბროკოლი

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები

152
(განახლებულია 17:49 21.09.2020)
ბროკოლი ეფექტურია კიბოს, დიაბეტის, შეკრულობისა და სხვა დაავადებების დროს, მაგრამ მისი მომზადებისა და მიღების დროს გასათვალისწინებელია რეკომენდაციები, რათა ამ ძალზე სასარგებლო პროდუქტისგან უკუშედეგები არ მივიღოთ.

ბროკოლი (ლათ.Brassica oleracea ან Brassica sylvestris) კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა. იტალიური სიტყვა broccoli ითარგმნება, როგორც კომბოსტოს აყვავებული ყლორტი.

ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო იტალიაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო. მცენარის შესახებ პირველი ცნობები საფრანგეთში მე-16 საუკუნით თარიღდება, აშშ-ში კი ბროკოლი მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში „გაიცნეს“.

ბროკოლის კალორიულობა და შემადგენლობა

ბროკოლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 28 კკალორიაა. მოხარშულში – 35 კკალორია. გაყინულის – 23 კკალორია.

ბროკოლი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ნაცარს, წყალს. ვიტამინებს: А (კომბოსტოს სახეობებს შორის ამ ვიტამინის შემცველობით „რეკორდსმენია“), С, В1, В2, В5, В6, РР, Е, К; უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას, მანგანუმს, გოგირდს, ფოლიუმის მჟავას, ბეტა-კაროტინს.

ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუმი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%-ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროკოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს С ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას – 89,2 მილიგრამი, დღიური ნორმაა 90 მილიგრამი დღეში.

ბროკოლის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნერვული აშლილობები, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.

ბროკოლი კიბოს წინააღმდეგ

ბროკოლიდან გამოყვეს ანეტოლ-ტრიტიონი, რომელიც ამცირებს სწორი ნაწლავისა და მკერდის კიბოს დაავადებების შემთხვევებს.

იმის შესახებ, რომ ბროკოლი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ, ცნობილი არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. ჯონს ჰოპკინსის კოლეჯის მედიკოსების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერება სულფორაფანს, რომელიც კლავს კუჭის ზოგიერთი სახეობის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს, აბრკოლებს კუჭის კიბოს განვითარებას.

არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>

უფრო მეტიც, სულფორაფანი იმ ბაქტერიებსაც ანადგურებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს არ ემორჩილება. ახლა მეცნიერები ცდილობენ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე დაყრდნობით პრეპარატი შექმნან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ოპტიმალურად შეითვისებს.

ბროკოლის სხვა სასარგებლო თვისებები

ბროკოლს აქვს არა მხოლოდ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ ასევე ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ეფექტურია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, არის დამამშვიდებელი, გამხსნელი და ნაღვლმდენი საშუალება.

ბროკოლი ამცირებს ინფარქტებისა და ინსულტების რისკს. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აფერხებს ქოლესტერინის დაგროვებას ორგანიზმში.

ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.

ბროკოლი მდიდარია უჯრედისით (ნედლი პროდუქტის 100 გრამზე 2,6 გრამი). ის წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს მის მუშაობას. აქვს გამხსენლი ეფექტი და მისი რეგულარული მიღებით შესაძლებელია ქრონიკული შეკრულობისგან გათავისუფლება.

კომბოსტოს ეს სახეობა ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას.

ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.

ვიტამინი В1 არეგულირებს ნერვული სისტემის საქმიანობას. ამ ვიტამინის უკმარისობა კი აუარესებს ნერვული სისტემის, გულის, სისხლძარღვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ამიტომ ბროკოლი აუცილებელია იმ ადამიანების რაციონში, ვისაც აქვს ნერვული აშლილობები, არიან ზედმეტად გაღიზიანებული და აქვთ ცუდი მეხსიერება.

ბროკოლი შესანიშნავი პროდუქტია დასუსტებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, ბავშვებისა და ასაკოვანი ხალხისთვის.

აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები:

ბროკოლის მიღება შეიძლება ნედლი, მოხარშული, ორთქლზე დამზადებული და შემწვარი სახით. მას ასევე იყენებენ, როგორც ერთ-ერთ ინგრედიენტს სუპებში, სოუსებში, ომლეტებში, ბოსტნეულის გარნირებში.

ბროკოლი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს წყლის ჭავლით, რადგან მასში, შესაძლოა, მწერები იყვნენ დაბუდებული.

არ არის რეკომენდებული ბროკოლის დამზადება მიკროტალღურ ღუმელში, გაყინულის გალღობა და შემდეგ ისევ გაყინვა, თბილ ადგილზე შენახვა.

საკვებად იყენებენ როგორც ყვავილედს, ისე ღეროს. ღერო უნდა გათალოთ კანისგან და კანგაცლილი შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ სუპში ან სხვა კერძში.

ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>

ბროკოლის მოხარშვის წესი: ბროკოლი ჩაუშვით მდუღარე, მარილიან წყალში და ხარშეთ 5-7 წუთი. თუ გაყინული იყო, ხარშვის დრო 10-12 წუთამდე გაზარდეთ. მოხარშვის მერე გადაავლეთ ცივი წყალი, რადგან მასზე მაღალი ტემპერატურა კვლავ განაგრძობს გავლენას.

ორთქლზე მომზადებისას გასათვალისწინებელია, თუ როგორ მდგომარეობაში გინდათ მისი მიღება – თუ ხრაშუნა გსურთ, ორთქლზე მოამზადეთ 5-7 წუთი, თუ ისეთი, პირში რომ დნებოდეს – 12-15 წუთი.

შეგიძლიათ ასევე ბროკოლის ბლანშირება, ღუმელში გამოცხობა და ნედლი სახით მიღება (სხვადასხვა სალათში).

ბროკოლს აქვს უკუჩვენებებიც

გაითვალისწინეთ: მისი მიღება ნედლი ან შემწვარი სახით არ შეიძლება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას, გასტრიტისა და წყლულის დროს.

როდესაც ექიმის მიერ დანიშნული გაქვთ დიეტა, რომელიც უხეში უჯრედისის მიღებას გამორიცხავს.

იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი>>

ინდივიდუალური აუტანლობის დროს.

ბროკოლის შეწვისას გამოიყოფა კანცეროგენები და ორგანიზმში გროვდება, ამიტომ რჩევაა – არ შეწვათ ის ბევრი რაოდენობის ცხიმში და მაღალ ცეცხლზე.

152
თემები:
სასარგებლო რჩევები
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

4
თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.

4
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი