მთვარის კალენდარი: 26 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

26 ივლისი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს სიტყვას. არ შეიძლება მოტყუება, ფუჭი ლაპარაკი, ყველაფერს დუმილი აჯობებს.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონია და სინაზე ჭარბობს. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ორივე შეეცდება, ეს კავშირი განსაკუთრებული და ამაღლებული იყოს.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კავშირების დამყარება, სააგიტაციო და სარეკლამო კამპანიების წარმოება, გასაუბრება სამსახურის თაობაზე, სიტყვის ძალის გამოყენება პარტნიორების, ინვესტორებისა და სპონსორების დასარწმუნებლად, ხელმძღვანელებისა და ქვეშევრდომების ურთიერთობა და სხვ.

არარეკომენდებულია ვინმეს რამეში დარწმუნების მცდელობაში ზედმეტობა, გადაჭარბება, საფრთხეებსა და ეჭვებზე ლაპარაკი.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

კარგი დღეა როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიანი მოგზაურობის დასაწყებად.

თმის შეჭრა, შეღებვა: სასწორის დღეები ხელსაყრელია სილამაზის სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის შეჭრაც და შეღებვაც.

მებაღეობა: ნეიტრალური დღეა ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება მცენარეების გადარგვა, პიკირება. შეიძლება მარცვლოვანი მცენარეების, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დათესვა-დარგვა, მოსავლის აღება - ამ დღეს აღებული მოსავალი კარგად შეინახება.

ყველა ახალი ამბავი
0