მთვარის კალენდარი: 22 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

22 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია.

ძალზე ენერგიული დღეა. ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვებისთვის, პასიურობა უკუნაჩვენებია. მომატებული ენერგიის გამო საქმეებში შესაძლებელია საბრძოლო თვისებების გამომჟღავნება, მაგრამ აგრესიის გარეშე.

სატურნი - Sputnik საქართველო
სატურნისა და მზის დაპირისპირება 20 ივლისიდან: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება წარმატებები

კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება.

რეკომენდებულია სიმტკიცისა და შეუპოვრობის გამოჩენა, ახალ ეტაპზე გადასვლა, ზომიერად, გონივრულად გარისკვა, აქტიურობა ფინანსურ საკითხებში – უმართლებს იმას, ვინც ფულზე არა მხოლოდ ოცნებობს, არამედ ენერგიულად მოქმედებს, კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის, მგზავრობისთვის.

არარეკომენდებულია მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან შესაძლებელი დანაკარგები.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თმის შეჭრა, შეღებვა: ლომი ძალზე ხელსაყრელი ნიშანია თმისთვის. თუ გინდათ, რომ თქვენი თმა უფრო ხშირი და ფაფუკი გახდეს, სწორედ რომ შესაფერისი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის შეღებვა, დახვევა. მანიკურის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ, აჯობებს, თუ ამ პროცესს შემოქმედებითი კუთხით გადაწყვეტთ.

მებაღეობა: ლომი არანაყოფიერი ნიშანია. არასასურველია დათესვა. შეიძლება ნებისმიერი სამუშაოების ჩატარება. ნაკლებად სასურველია ხეების გასხვლა და პიკირება. თუმცა, გასხვლის შემთხვევაში შეიძლება მალე ამოიყაროს ახალი ყლორტები, მაგრამ არის საფრთხე - მცენარემ შეიძლება ბევრი წვენი დაკარგოს და დაიღუპოს

ყველა ახალი ამბავი
0