სატურნისა და მზის დაპირისპირება 20 ივლისიდან: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება წარმატებები

გამოწერა
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა – სატურნისა და მზის დაპირისპირება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს დიდ წარმატებებს ჰპირდება

სატურნისა და მზის დაპირისპირება მნიშვნელოვანი მოვლენაა ასტროლოგიის სამყაროში. ეს პროცესი გვეხმარება განვითარებაში, უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბებაში.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

სატურნი ჩვენს ცხოვრებაში წესრიგსა და ქაოსს აკონტროლებს. ის გლობალურად მოქმედებს. სატურნი ცვლის თავად ადამიანების აზროვნების ხერხებს. ამ პლანეტას მძლავრი გავლენა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზეს უპირისპირდება.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მზისა და სატურნის ოპოზიცია ივლისში

სატურნი ასტროლოგიაში მარსთან, ურანთან და ნეპტუნთან თანასწორი „მკაცრი“ პლანეტაა. სატურნს სერიოზული უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. დაპირისპირება ისედაც უარყოფითი ასპექტია, ხოლო მასში სატურნისა და მზის მონაწილეობა მოვლენების ფატალურობას ამძაფრებს.

სატურნისა და მზის დაპირისპირება – ეს დაძაბული ასპექტია, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება და უიღბლობა მოაქვს. შეჯახება ხელისუფლებასთან, ჩხუბი, კონფლიქტები, მომატებული პასუხისმგებლობა, მოულოდნელი პრობლემები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რისი მოტანაც შეუძლია სატურნს 20 ივლისის შემდეგ. მცირე დადებითი შედეგის მისაღწევადაც კი დიდი ძალისხმევაა საჭირო. მართალია, ეს დაპირისპირება დიდხანს არ გასტანს, მაგრამ მისი ენერგია სამყაროში მაინც იტრიალებს გარკვეული დრო. მინიმუმ ერთი კვირა სიფრთხილეა საჭირო.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის ეს ნეგატიური ფაქტორები დადებით ეფექტს მოიტანს. უფრო მეტიც, სატურნი მათ ხასიათის ძლიერი თვისებებით დააჯილდოებს, რაც ამ ნიშნების წარმომადგენლების მომავლის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 20 ივლისის მერე წარმატებები ელოდება

სასწორი

სასწორებს იღბლიანი პერიოდი გელოდებათ, რადგან შეძლებთ და გაუმკლავდებით პრობლემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გტანჯავდათ. გახდებით უფრო თავდაჯერებული, შეუპოვარი, მეტი ძალა მოგეცემათ დასახული მიზნების ხორცშესხმისთვის. მთავარია, რომ სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები.

თხის რქა

სატურნი თხის რქების მფარველია, ასე რომ, ამ ნიშნის წარმომადგენლების სასიცოცხლო ძალებს პლანეტის ენერგია კვებავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალა, რომელსაც სხვებისთვის პრობლემები მოაქვს, თხის რქებისთვის საკვები გარემოა, რომელსაც წარმატებები მოაქვს. ექსპერტები გირჩევენ, დიდი ყურადღებით მოეკიდოთ შემოსულ ინფორმაციას: იქნება ბევრი ფინანსური მინიშნება, რომლებიც თქვენს კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

მერწყული

სატურნის „აყვავების“ პერიოდში მერწყულები თავს კომფორტულად გრძნობთ. პლანეტის ენერგია ინფორმაციის უწესრიგო ნაკადის გაწმენდაში გეხმარებათ და შედეგად, ამ ინფორმაციებს იდეებად აქცევთ. იდეების რეალიზებას დრო და ძალა დასჭირდება, მაგრამ პირველ წარმატებებს მალე დაინახავთ. ასევე შეძლებთ ყველაფერი დრომოჭმულისგან გათავისუფლებას, რაც წინსვლაში გიშლით ხელს.

Планета Меркурий - Sputnik საქართველო
მერკურიმ რეტროსვლა შეწყვიტა: ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც ფინანსებში გაუმართლებს

კურო

კუროებისთვის დგება პერიოდი, როდესაც „ყველაფერი რთულია“: სატურნის ენერგიას ცვლილებების მოტანა შეუძლია, მათ შორის, დამანგრეველის, მაგრამ ნეგატიური შედეგების თავიდან არიდებას შეძლებთ. მეორე მხრივ, ამას შეიძლება მხარდაჭერა ვუწოდოთ – ასპექტი დააჩქარებს მოვლენების განვითარებას და ამით მოქმედებებისა და ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. მთავარია, რომ არჩეულ კურსს არ გადაუხვიოთ და დაწყებული შუა გზაზე არ მიატოვოთ.

ტყუპი

ტყუპებს მზისა და სატურნის დაპირისპირება მრავალ მოულოდნელობას გპირდებათ. შემთხვევითი შეხვედრები შეიძლება შემოსავლიან პროექტებში გადაიზარდოს, ხოლო წამიერი ნაცნობობა – მგზნებარე რომანში. იღბალი თქვენი თანმდევი იქნება ყველაფერში, უბრალოდ, უნდა იმოქმედოთ მტკიცედ და უკან, წარსულისკენ არ უნდა იყუროთ.

ყველა ახალი ამბავი
0