მერკურიმ რეტროსვლა შეწყვიტა: ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც ფინანსებში გაუმართლებს

გამოწერა
რეტროგრადული მერკური 12 ივლისს ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, ანუ დირექტული ხდება. პლანეტის ენერგეტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსურ ნაკადებთან, რაც უკვე 12 ივლისს გამოვლინდება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის

მერკურის მძლავრი ენერგია შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში და პოზიტიურად იმოქმედებს მუშაობისა და ფულის სფეროებზე.

უკუსვლის დროს ყველაზე საშიშად მიჩნეულია პლანეტები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან განლაგებული დედამიწასთან, კერძოდ, ვენერა, მარსი და მერკური. სწორედ ეს უკანასკნელი წყვეტს რეტროსვლას, რომელიც 18 ივნისს ტყუპის ნიშანში დაიწყო კირჩხიბის ნიშანში დაასრულა.

მერკური უკუსვლას იწყებს: რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული პლანეტა და როგორ ვიმოქმედოთ>>

2020 წელს რეტროგრადული ბევრი პლანეტა იქნება, მაგრამ ასტროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის მერკურის უთმობენ. მისი უკუსვლა ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სწავლა, ურთიერთობები, ფინანსები და სამუშაო.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ზოგადად, მერკური რეტროგრადული წელიწადში 3-4-ჯერ არის, დაახლოებით ოც-ოცი დღის განმავლობაში. ამ წელიწადში ის რეტროგრადული იყო პირველად 17 თებერვლიდან 10 მარტამდე, მეორედ კი 18 ივნისიდან 12 ივლისამდე.

მზესთან ყველაზე ახლოს მყოფმა მერკურიმ თავისი სახელწოდება რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის, მოგების, გამდიდრების ღმერთისგან, ასევე მოგზაურთა მფარველისგან მიიღო – მერკური (ლათ. Mercurius) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან merx, რაც ვაჭრობას ნიშნავს.

მერკური ადამიანების ინტელექტსა და ინდივიდუალობას მართავს. როდესაც ეს პლანეტა ძლიერი და აქტიურია, ის ადამიანებში აღვიძებს შემეცნების, ახლის შეცნობის სურვილს. სწრაფად ხდება სწავლის, ათვისების პროცესი. ის მოქმედებს შემოსავლებზე, მუშაობაზე.

მერკური ხელს უწყობს საქმიანი მივლინებების, გაყიდვებისა და ყიდვების პროცესის წარმატებას. ბევრი ფიქრობს, რომ პლანეტა ადამიანებს ფულის დაგროვებაში ეხმარება, მაგრამ ეს ასე არაა – მერკური ეხმარება ფულის ხარჯვაში და ამისგან მოგების მიღებაში.

ერთადერთი მინუსი დირექტული, მძლავრი მერკურისა ისაა, რომ ის მოვლენებს უმართავს ხდის, აჩქარებს. ის, ვინც მოახერხებს ამ პლანეტას მიჰყვეს, მას იღბალიც გაუღიმებს.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 12 ივლისიდან ფინანსურ საკითხებში ზოდიაქოს ხუთ ნიშანს გაუმართლებს.

კირჩხიბი

მერკური ამ მომენტში კირჩხიბის ნიშანში იმყოფება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი ფინანსური წარმატება ელოდება. ექსპერტები გირჩევენ, ფული დახარჯოთ საკუთარ საცხოვრებელზე, ახლობლებისთვის საჩუქრები ყიდვაზე. ეს ძალზე პოზიტიურად აისახება ურთიერთობებზე.

გახსნილი ფულის ნაკადი რთული ვითარებებისა და პრობლემების გადაჭრის გზებს გიკარნახებთ. შესაძლოა, ღირდეს დახმარებისთვის ახლობლებს მიმართოთ, ვალის აღებაც შეგიძლიათ, მაგრამ მცირე რაოდენობით და არავითარ შემთხვევაში – გართობისთვის. კარგი იქნება, თუ ფულს მოახმართ სწავლას, გამოცდილების მიღებას, ბიზნესის განვითარებას და სხვ.

ლომი

ლომებმა 12 ივლისსა და უახლოეს რამდენიმე დღეში, შესაძლოა, თანხა მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, ან ბიზნესში წარმატება.

ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

გელოდებათ ახალი შესაძლებლობები, ამიტომ 12 ივლისიდან შეიძლება სამუშაოს გამოცვლა, ბიზნესის დაწყება, ახალი შემოსავლების ძებნა. ფინანსური ნაკადები საკმაოდ მძლავრი იქნება, მაგრამ მუშაობაც ბევრი მოგიწევთ.

სასწორი

სასწორებს ნებისმიერი ტიპის ფინანსურ საქმიანობაში გელოდებათ წარმატება. მთავარია, რომ 12 ივლისიდან გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან – მერკური იმ სასწორებს დაეხმარება, რომლებსაც წინსვლის სურვილი აქვთ. იდეალური დრო იქნება ძვირადღირებული შენაძენებისა და ახალი წამოწყებებისთვის.

გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის მოტივაციის წყარო გახდებიან. იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიოთ სამუშაოსა და ფინანსებში, დაუთმეთ დრო გარშემომყოფებს – ეს ნამდვილად ღირს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის შესანიშნავი პერიოდი დგება, რადგან რეტროფაზიდან გამოსული მერკური აქტიურ გადაადგილებაზე აკრძალვას აუქმებს. სამუშაო მივლინებები მოგიტანთ მოგებას, პირდაპირ ან ირიბად იმოქმეებს წარმატებებზე სამუშაოსა და ბიზნესში. ამასთან გარემოს შეცვლა თქვენზე ძალიან კარგად მოქმედებს შემოქმედებითი თვალსაზრისით – არაა გამორიცხული, რომ ბევრი ძალიან საინტერესო იდეა გაჩნდეს.

სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

თვის მეორე ნახევარში წაგადგებათ ფულის დახარჯვა გართობაში, ცოდნის მიღებაში. როგორც მოგზაურობის მოყვარულებმა და ამასთან, რადგან თქვენი საქმიანობაც ხშირად მგზავრობასთან არის დაკავშირებული, შეგიძლიათ, ავტომობილი იყიდოთ ან გამოცვალოთ.

თევზები

ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი თევზებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფსიქოლოგების, ანალიტიკოსების, ექიმებისა და პერსონალის მართვის განყოფილების წარმომადგენლებისთვის მერკურის ჩვეულ ტრაექტორიაზე დაბრუნება ფინანსურ ნაკადებს გახსნის.

ფინანსური ნაკადების გასნა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შენაძენში დაგეხმარებათ: შეგიძლიათ იმოგზაუროთ, შეიძინოთ ახალი ტექნიკა, გაარემონტოთ ბინა თუ სხვადასხვა ნივთი და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0