ქალი შლაპით

„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ

4530
(განახლებულია 11:20 02.07.2020)
არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სხვებზე მეტად მოსწონთ ყველაფრისგან დრამის შექმნა, სიტუაციის გამძაფრება, სცენის მოწყობა იმისდა მიუხედავად, ღირს თუ არა ამის გაკეთება

არის შემთხვევები, როდესაც სიტუაციის დარეგულირება, მაგალითად, უბრალო საუბრით შეიძლება, მაგრამ ამ ნიშნების წარმომადგენელ ქალებს უყვართ შექსპირისეული დრამების გათამაშება

კურო

კუროები უმეტეს შემთხვევებში ძალიან ჯიუტი ქალები არიან, რაც კონფლიქტური სიტუაციების მოქნილად ავლის საშუალებას არ აძლევს მათ. როდესაც ქალი კურო მიზანს ხედავს, მისთვის ყველა დაბრკოლება ქრება, და თუ მის გზაზე ვინმე სხვა დგება, იმის გამო, რომ გაუგებრობის სწრაფად მოგვარება არ შეუძლია, სცენის მოწყობას ამჯობინებს შექსპირის პიესიდან და კარგი იქნება, თუ ყველა არა და მხოლოდ ერთი ადამიანი დაზარალდება.

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალები ძალზე მგრძნობიარე არიან და არც ისე ძლიერი, როგორც წარმოადგენენ თავს საზოგადოებაში. ამიტომ, თუ ის რაღაცამ სულის სიღრმემდე შეაშფოთა, დაიწყება (უფრო სწორად, დაიწყებს კირჩხიბი) ნამდვილი კამათი, რომელშიც კირჩხიბი არ მოერიდება ემოციების მთელი პალიტრის ჩვენებას. ყოველ ჯერზე, როცა აწყენინებენ, იწყებს დრამატიზირებას, ჭირვეულობას - რჩება შთაბეჭდილება, რომ თეატრში ხარ და სულისშემძვრელ სპექტაკლს უყურებ.

ქალწული

ქალწულ ქალებს ისე უყვართ ყურადღება, რომ ხანდახან მათთვის სულერთია, ამ ყურადღებას როგორ მიიპყრობენ. ისინი წვრილმანებამდე ჩაუღრმავდება საქმეს, სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავს და თუ ეს არ გაჭრის, მერე ნამდვილ დრამას ათამაშებს. სინამდვილეში, სჯობს, თუ ქალწულებთან არ იჩხუბებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სპექტაკლის ყურება ძალიან დიდხანს მოგიწევთ. დრამის პროცესში ხომ იღებს იმას, რაც თავიდანვე სჭირდებოდა - ყურადღებას. ახლა კი ამ პროცესით ტკბება.

მორიელი

ქალი მორიელები ძალზე სკანდალური პიროვნებები არიან. ხშირად მათთვის სულერთია, მხიარულების ცენტრში იქნებიან, თუ დრამის, რომელსაც თავად ქმნიან. ძალზე ემოციური ქალები არიან და თუ რამეზე ბრაზდებიან, ამის შესახებ ყველა იგებს. მოთმენა გარკვეული დროით შეუძლიათ, მაგრამ როცა მათი მოთმინების ფიალა ივსება, იწყება არა დრამა, არამედ ტრაგედია, ნამდვილი შტორმი ოკეანეში.

მერწყული

მერწყული ქალები ხშირად ავლენენ უპასუხისმგებლობასა და ექსცენტრულობას, რაც მათ გარშემომყოფებთან კონფლიქტებში ითრევს. მერწყული კონფლიქტს თვითონ არ დაიწყებს, მაგრამ თუ ამ კონფლიქტში აღმოჩნდა, ყველას აჩვენებს, რომ ჩხუბი მასთან არაფერ კარგს არ მოიტანს. მაგრამ ნებისმიერი კონფლიქტიდან ის ნამდვილი დედოფალივით გამოვა, კვლავ გააგრძელებს მოგონილ ზღაპარში ცხოვრებას და პრინცზე ფიქრს.

4530
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

25
(განახლებულია 14:35 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 15 აგვისტო, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

კირჩხიბის დღეებში ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მგრძნობიარე, სენტიმენტალური, მეოცნებე ხდებიან. საწინააღმდეგო სქესის მიმართ იღვიძებს არა ვნება, არამედ უფრო სინაზე. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ხშირად ხანგრძლივი და მტკიცე ქორწინებით სრულდება.

რეკომენდებულია ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეგობრების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება, მარტივი საკითხების გადაჭრა, კოლეგების საქმიანობაში მონაწილეობა, ან ნეიტრალური მდგომარეობის დაკავება, სამსახურის დატოვება, თუ ეს თქვენს გეგმებში შედიოდა, ნებისყოფისა და ამტანობის გამოჩენა, სიმშვიდის შენარჩუნება, ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი ყურადღებით ყოფნა, გზაზე ყურადღების გამოჩენა.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე და ცდუნებებზე აყოლა, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნეს–საქმიანობა, მოგზაურობა.

არასასურველი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე მგრძნობიარე დღეა. ნებისმიერ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არარეკომენდებულია თმის შეჭრა და შეღებვა, ასევე მანიკური.

მებაღეობა: შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების დარგვა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახის მცენარეების მორწყვა.

რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

არასასურველია იმ მცენარეების დარგვა ან დათესვა, რომლებიც მაღალი იზრდებიან, ხილისთვისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.

25
მზის ჩასვლა

15 აგვისტოს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

5
(განახლებულია 13:41 13.08.2020)
გაეცანით 15 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

13-22 აგვისტო

13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.

Знаки Зодиака - Лев
© Sputnik / Maria Tsimintia
ლომი

ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.

პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.

15 აგვისტოს დაბადებულები

15 აგვისტოს კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ასეთებზე ამბობენ ხოლმე, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო. არიან სამართლიანი და ერთგული მეგობრები. არიან შესანიშნავი ლიდერები. თითოეულ საქმეს ნამდვილად დიდი მონდომებით უდგებიან.

ამ დღეს დაბადებულები საქმეში ძირითად ყურადღებას აქცევენ მთავარს და არა დეტალებს. ხშირად საზოგადოებრივი ან საქმიანი ჯგუფის, ან ოჯახური კლანის ლიდერად გვევლინებიან, რადგან თავს შესანიშნავად გრძნობენ, როდესაც საპასუხისმგებლო ამოცანებს წყვეტენ. თვითონ შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, მაგრამ თავს ნამდვილ სამეფო ტახტის წარმომადგენლად აჩვენებენ.

ამ დღეს დაბადებული ქალები თავიანთ გარშემო მზრუნველ ადამიანებს იკრებენ. მათი სახლი სასახლეა, ქმარი - მეფე, ხოლო შვილები - პრინცები და პრინცესები. მამაკაცებს მართვის არაჩვეულებრივი უნარები გააჩნიათ. მიუხედავად აშკარად გამოხატული ძალაუფლების ენერგეტიკისა, მათ პატივისცემისა და ტაქტის საკმარისი მარაგი გააჩნიათ იმისთვის, რომ მოუსმინონ თანამოსაუბრეს და შესაძლოა, მიიღონ კიდეც მათი თვალსაზრისი, თუ ეს ამად ნამდვილად ღირს.

ამ ადამიანების ტიპური თვისებები სითბო და სიკეთე არ არის, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ სასტიკ ადამიანთა რიგს მივაკუთვნოთ. 15 აგვისტოს დაბადებულები თავს ძნელად აკონტროლებენ, რის გამოც ხშირად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, რომელსაც შემდეგ დიდხანს ნანობენ. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ მოთმინება და ადამიანების გაგება, რის შედეგად ამ ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი თავისთავად მოგვარდება.

ჯანმრთელობა

15 აგვისტოს დაბადებულებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, ამან კი მათ ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია - უნდა გააკონტროლონ რაციონი, მოერიდონ ცხიმიანისა და ტკბილის უზომოდ მიღებას; უნდა იაქტიურონ ფიზიკურად.

რჩევა:

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში პირველი ვერ იქნებით. მოერიდეთ უკონტროლო კონტროლისა და თქვენით აღფრთოვანების სურვილებს.

5