მთვარის კალენდარი: 2 ივლისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© photo: Pixabay / susan-lu4esmსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

2 ივლისი, ხუშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

ძლიერი ენერგიის დღეა. საჭიროა ძალების დაწყებულ საქმეებზე მიმართვა, აქტიურობა. არ ივარგებს ერთ ადგილზე გაჩერება - ამ დღის მძლავრი ენერგია უნდა გამოვიყენოთ.

სამების ტაძრის ვარდების ბაღი - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი

უცნობ საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, შესაძლოა, წარუმატებელი აღმოჩნდეს, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო.

მშვილდოსნის ნიშნის წყალობით, გამძაფრდება მგრძნობიარობა, გაძლიერდება ოპტიმიზმი, ხანდახან შესუსტდება ირგვლივ მიმდინარე მოვლენების არსის დანახვა და პირიქით, გაძლიერდება საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად აღქმა, რამაც არაგონივრული ქმედებებისკენ შეიძლება გვიბიძგოს.

თმის შეჭრა, შეღებვა: თუ ახალი ვარცხნილობის დიდი ხნით შენარჩუნება გინდათ, მაში თმას დღეს ნუ შეიჭრით - თმა მალე გაიზრდება და დაუმორჩილებელი იქნება. თუ მაინც გადაწყვეტთ დღეს შეჭრას, მაშინ ეცადეთ, კარგი განწყობა შეიქმნათ და სტილისტიც, შესაბამისად, ენერგიული და მხიარული შეარჩიოთ.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის შეღებვამ, შესაძლოა, მოლოდინები არ გაამართლოს - დიდი ალბათობით, ფერი მალე გახუნდება.

მებაღეობა: მშვილდოსანი ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია. ამ პერიოდში დათესვის დროს მცენარე მალე იზრდება, მაგრამ დიდ მოსავალს არ იძლევა. შესაძლებელია ბაღში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარება.

ამ დღეს შეიძლება თესლის აღება, ხახვის, მწვანილეულის, ნივრის, სალათების დარგვა, თივის დამზადება. არ ღირს გასხვლა, გამხმარი რტოებისა და ფოთლების მოცილება, მცენარის ფესვებთან მუშაობა

ყველა ახალი ამბავი
0