2 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Four years / pomegranate treeბროწეულის ყვავილი
ბროწეულის ყვავილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 2 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

2 ივლისს დაბადებულები

2 ივლისს დაბადებულთა დევიზია სიფრთხილე და რაციონალიზმი. საქმიანობად თუ თეატრსა და მუსიკას აირჩევენ, დიდ წარმატებებს მიაღწევენ. ამ ადამიანებს, მატერიალური თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ყოველთვის წარმატება ელოდებათ. მათ უყვართ საკუთარი ოჯახი, სახლი, სადაც მუდამ სიმყუდროვე და კომფორტი სუფევს.

ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული>>

2 ივლისს დაბადებულები დიდი ემოციურობით გამოირჩევიან; ყოველთვის მზად არიან, მხარი დაუჭირონ ახლობლებს. ამ დღეს დაბადებულები ორ ტიპად იყოფიან. პირველნი მალავენ საკუთარ განცდებს, შინაგან კონფლიქტებს, ნეგატიურ აზრებს. მათთვის მძიმე ამოცანაა ცხოვრებაში უცხო ადამიანის შეშვება. მეორე ტიპის ადამიანები ღიად ცხოვრობენ; მათი აზრები და იდეები ყველასთვის ხელმისაწვდომია. პირველი ტიპის ადამიანებმა უნდა შეამცირონ კონტროლი საკუთარ აზრებზე და ხანდახან მაინც გაუზიარონ თავიანთი იდეები გარშემომყოფებს; ხოლო მეორე ტიპის ადამიანები, პირიქით, მეტად თავშეკავებულად მოიქცნენ.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად აკლიათ თავდაჯერებულობა, ახასიათებთ შინაგანი მერყეობა, თუმცა, ეს გარშემომყოფებისთვის უმეტესად შეუმჩნეველია, რადგან ისინი, როგორც წესი, ცხოვრებაში აღწევენ წარმატებებს, საკუთარი თავის რეალიზებას პროფესიაში, არიან კარგი მეოჯახეები. მათი შინაგანი პრობლემები მათი პრობლემებია, რომელზეც ხმამაღლა საუბარი არ უყვართ. უყვართ ოცნება, ფანტაზიებში წასვლა, ამ ფანტაზიების გააზრების შემდეგ, რაც ძალზე საინტერესოა, უფრო თავდაჯერებული ხდებიან. აქედან გამომდინარე, თუ ამ დღეს დაბადებულები მეტ დროს დაუთმობენ საკუთარ თავში გარკვევას, შინაგანი სამყაროს ამოცნობას, ეს მათ ცხოვრებას ძირეულად შეცვლის დადებითი თვალსაზრისით.

თუ ცოლის შერთვას აპირებთ - საუკეთესო ცოლების ტოპ-სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

2 ივლისს დაბადებულების ხასიათის შეცვლასა და პიროვნების ჩამოყალიბებაში არცთუ იშვიათად უზარმაზარ როლს სასიყვარულო პარტნიორები თამაშობენ. ამ დღეს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარენი არიან და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ამიტომ მათთან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. ეს ადამიანები საჭიროებენ გაგებას, მოთმინებას, ფაქიზ დამოკიდებულებას. ყოველთვის არ შეუძლიათ სხვების აგრესიული ქცევის ატანა, ამ დროს ფეთქებად ხასიათს ამჟღავნებენ, ან, უბრალოდ, განზე დგებიან. თუ მოახერხეს ემოციებისა და ფანტაზიების დაბალანსება, ისინი სტაბილური, ერთგული და ძალზე კეთილი მეგობრები ხდებიან.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

2 ივლისს დაბადებული ექსტრავერტების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია ისტერიული ქცევა; ისინი იღლებიან გაუთავებელი უაზრო მღელვარებებითა და განცდებით, რის შედეგად, არ ჰყოფნით ენერგია და ძალები რეალიზებისა და უბრალოდ, პროდუქტიული ურთიერთობებისთვის. ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. როგორც კი სიყვარულსა და ჰარმონიაში გადაეშვებიან, მათი დაავადებები ქრება. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვები, მაგრამ ფანატიზმის გარეშე, ასევე დაბალანსებული, კარგი კვება.

რჩევა:

თვალი ადევნეთ საკუთარ ფიქრებსა და ფანტაზიებს. შეაფასეთ, რამდენად ესადაგება ის თქვენს ემოციურ ფონს. ამ ანალიზის შემდეგ კი გააკეთეთ არჩევანი, ღირს თუ არა ასეთი საქციელი მომავალში. მოაწესრიგეთ თქვენი შინაგანი და გარე სამყარო, მათ შორის ჰარმონია უნდა სუფევდეს.; მეტი ყურადღება დაუთმეთ ნათესავებსა და ახლობლებს.

ყველა ახალი ამბავი
0