სამყარო

სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი

7988
(განახლებულია 12:02 01.07.2020)
ბევრი ფიქრობს, რომ სიბრძნე - ესაა მაღალი შეფასებები სკოლაში, ტექსტის დაზუთხვა და ა.შ. სინამდვილეში კი სიბრძნე - ესაა ცხოვრების საფუძვლების ცოდნა, თვითგანვითარება და უნარების პრაქტიკაში გამოყენება

გთავაზობთ ზოდიაქოს სამი ბრძენი ნიშნის დახასიათებას. რომელია ეს ნიშნები, ამას სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ, თქვენ კი ეცადეთ და დახასიათების მიხედვით გამოიცანით, რომელ „ტრიოზეა" საუბარი.

ნიშანი პირველი

ამ ნიშნის მფარველია თავად სატურნი, ამიტომ მას პრაქტიკულად ყველაფერი აინტერესებს და ფართო თვალსაწიერი აქვს.

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ რაკეტის აგებულება და ამავე დროს, დაინტერესდნენ კულინარიით.

და მათი პლუსი ისაა, რომ რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდნენ, ნამდვილ სპეციალისტებად ყალიბდებიან.

აღმერთებენ კითხვას და მიიჩნევენ, რომ თეორია საჭირო ნაწილია, მაგრამ მაინც - პრაქტიკა ბევრად მნიშვნელოვანი.

ბავშვობიდან აქვთ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ მზად არიან, გარშემომყოფებს უანგაროდ გაუზიარონ თავიანთი ცოდნა.

ნიშანი მეორე

უკვე ბავშვობაში არიან გონიერი, დაფიქრებული და მომთმენი.

ნებისმიერ ოჯახში, სადაც არ უნდა დაიბადონ, ძალიან მალე იწყებენ „ზრდას", ანუ, ასაკის მიუხედავად, მოწიფული ხდებიან. მათ აღფრთოვანებაში მოჰყავთ მასწავლებლები და მშობლები.

თანატოლებთან ურთიერთობა არ უყვართ, მათთვის ეს ძალიან მოსაწყენია, ამიტომ ცდილობენ, ასაკით უფროსებთან იურთიერთონ.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ისახავენ მაღალ მიზნებს, მაგრამ სხვებს „თავებზე არ ახტებიან", არამედ პატიოსნად მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.

როდესაც გამაოგნებელ წარმატებას აღწევენ, მაინც არ იცვლებიან და ყოველთვის ახსოვთ, როგორი გზა განვლეს.

არასდროს გახდება ამპარტავანი და არ დაავადდება „ვარსკვლავური სენით".

ნიშანი მესამე

ამ ნიშანს ურანი მფარველობს.

პლანეტა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახლის შესწავლისა და უცნობის შეცნობისკენ უბიძგებს.

ისინი მსუბუქად იცვლიან პრიორიტეტებს შესწავლის სფეროს არჩევაში.

თავიანთი ცოდნა ავტომატურ რეჟიმზე გადაჰყავთ და მას პრაქტიკაში იყენებენ.

აღმერთებენ მეცნიერებას, ახალ ტექნიკასა და მოგზაურობას.

აქვთ თავიანთი თვალსაზრისი, რომელსაც სხვაზე არასდროს გაცვლიან, მაგრამ არც სხვას მოახვევენ თავს. პატივს სცემენ სხვა თვალსაზრისსაც.

ძალზე ტოლერანტული ადამიანები არიან და სხვებს იღებენ ისეთს, როგორიც ისინი არიან.

  • პასუხები: პირველი ნიშანია მშვილდოსანი, მეორე - თხის რქა და მესამე - მერწყული.
7988
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 10 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

92
(განახლებულია 11:12 10.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

10 ივლისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

კრიტიკული დღეა. იდეალური იქნება სახლში დარჩენა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. მიუძღვენით ეს დღე ზნეობრივ განწმენდას, მონანიებას, ილუზიებისგან, სიცრუისა და სიამაყისგან გათავისუფლებას. ძალზე არახელსაყრელი დღეა ქორწინებისა და სხვა პარტნიორული შეთანხმებებისთვის.

ადამიანები ერთმანეთზე ამ დღეს ცუდ გავლენას ახდენენ. სჯობს, ამ დღეს არავინ გაიცნოთ, რადგან ურთიერთობები მძიმე იქნება, თან, შესაძლოა, მისი გავოლენის ქვეშ მოექცეთ.

დღე რომ სტრესის გარეშე გადაიტანოთ, დაზოგეთ ძალები, განმარტოვდით, გათავისუფლდით მძიმე და ნეგატიური აზრებისგან, ასევე კარგი იქნება, თუ სახლსაც გაათავისუფლებთ ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან.

ხელსაყრელი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის. დაუფიქრდით თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ამ დღეს ინფორმაციას უზარმაზარი ძალა გააჩნია, ადვილად შესაძლებელია, რომ მასზე დამოკიდებული გავხდეთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: თევზების გავლენა ძირითადად თავის კანზე გამოიხატება, ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რომ არ შეიჭრათ ან არ დაიბანოთ თმა, კარგი იქნება.

ასევე უარყოფითად იმოქმედებს თმაზე ქიმიური ზემოქმედება - დახვევა ან შეღებვა. შესაძლებელია თმის ბოლოების გაყოფა, დაზიანება.

კარგი იქნება, თუ სალონს გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ეწვევით.

მებაღეობა: საკმაოდ პასიური დღეა. აქტიურობა ბაღში შეიძლება, მაგრამ არასასურველია. მთვარის ამ დღეს მცენარეების ქვედა ნაწილის აქტიური კვება მიმდინარეობს, იწყება ფესვების ზრდა.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

არარეკომენდებულია დათესვა და დამუშავება. მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

92
როკის კონცხი

10 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

43
(განახლებულია 10:50 10.07.2020)
გაეცანით 10 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

10 ივლისს დაბადებულები

10 ივლისს დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი ნიჭით, გამბედაობით, შრომისმოყვარეობითა და დამოუკიდებელი ხასიათით. არიან ძალზე აქტიურნი, საქმიანი, თამამი; თუმცა, ხშირად დაუდევრად რისკავენ. უნდა იყვნენ მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი, რადგან დიდია სხვადასხვა ტრავმის მიღების საშიშროება. ამ დღეს დაბადებულებს შორის ხშირად გვხვდებიან ნიჭიერი მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

10 ივლისს დაბადებულებს ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, საკუთარი წარმატებებისა და გამარჯვებების მიმართ პასიური და გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, გარშემომყოფების მიმართ უდიდეს სიკეთეს იჩენენ. ამ უჩვეულო ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ, გამარჯვებისკენაც ისწრაფვოდნენ და მოულოდნელად უკანაც დაიხიონ, როდესაც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. ხასიათის ეს თვისება გარშემომყოფებში დიდ გაურკვევლობას იწვევს. ამ ადამიანებს განსაკუთრებით თვალის მეხსიერებასთან დაკავშირებული ნიჭი აქვთ. ისინი „ისრუტავენ“ მოვლენებს, ატარებენ მას საკუთარ მსოფლაღქმაში და ენთუზიაზმით იყენებენ საკუთარ ნამუშევრებში.

ზედმეტი მგრძნობიარობისა და ემოციურობის გამო, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ უცხოებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სულის გახსნა. გარეგნულად უინიციატივონი, მკვეთრად იცვლებიან, როდესაც დგება მათი კარიერული ზრდის ან დასახული გეგმების მიღწევის საკითხი: ხდებიან ზეაქტიურნი და მიზანსწრაფულნი. ეს ადამიანები აკვირდებიან გარემო სამყაროს, ადგენენ ფასეულობათა საკუთარ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებისეულ კრიტერიუმებს. ხანდახან რადიკალური შეხედულებები, მკაფიო პოზიცია და საკუთარი პოლიტიკური რწმენა აქვთ. რადგან ორატორული ნიჭი, ჩვეულებრივ, არა აქვთ, ადამიანების დარწმუნებას თავიანთ შეხედულებებში არც ცდილობენ. უმეტესად, ისინი წყნარი და ჩაფიქრებული ადამიანები არიან, რომელთაც ურჩევნიან, უფრო მოისმინონ და დააკვირდნენ და თუ მოქმედებაა საჭირო, ნელა და გააზრებულად იმოქმედონ.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

10 ივლისს დაბადებულთა უმრავლესობას არ უყვარს ცვლილებები, უფრო კონსერვატიული არიან. ცხოვრობენ მოკრძალებულად, აღზრდა უფლებას არ აძლევს, რომ იტრაბახონ, ზედმეტად თავისუფლად მოიქცნენ. იმპულსური ძალიან იშვიათად არიან - უფრო ახალგაზრდობაში. სხვების პრობლემებს ძალზე ემოციურად განიცდიან და ხშირად საკუთარ კეთილდღეობას სხვათა გეგმებს სწირავენ.

ჯანმრთელობა
10 ივლისს დაბადებულები საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ პასიური არიან, არ აქცევენ ყურადღებას დაავადებას, რაც ხშირად ქრონიკულ ფორმებს იღებს. მათთვის რეკომენდებული მსუბუქი ფიზიკური სავარჯიშოები, ფეხით სიარული, ცურვა. მართებთ რაციონის გამრავალფეროვნება ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით.

რჩევა:
გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, გათავისუფლდით კონსერვატიზმისგან. ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაში ხელს სიმორცხვე, მერყეობა და თავდაუჯერებლობა გიშლით. იყავით მეტად აქტიური და ნუ შეუშინდებით შეცდომების დაშვებას.

43
წყალდიდობა ფოთში

კოკისპირული წვიმის გამო ფოთის ქუჩები დაიტბორა

0
(განახლებულია 11:44 10.07.2020)
ქუჩაში გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომობილებს. პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქის ყველა სამსახურია მობილიზებული

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ფოთში ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, იუწყება პირველი არხი.

ქუჩებში გადაადგილება რთული გახდა როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე მსუბუქი ავტომობილებისთვის. ამასთან, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც.

ფოთის მერიის პრეს–სამსახურის განცხადებით, სატუმბები გამართულად მუშაობს და დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა სამსახურია მობილიზებული.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ ამ პრობლემას აწყდებიან.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში