კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 29 ივნისი - 5 ივლისის პერიოდში

გამოწერა
ეს შვიდი დღე ზოდიაქოს ნიშნებისთვის ენერგეტიკულად ძალიან განხვავებული იქნება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები ყოველთვის პოზიტიური არ იქნებიან

ასტროლოგებისგან კვირის უმნიშვნელოვანესი რჩევები ყველა ნიშნისთვის – ესაა დრო, როდესაც არ შეიძლება გადაუდებელ საკითხებში დაყოვნება, უნდა გათვისუფლდეთ შურის, ბრაზისა და წყენისგან და ეს გრძნობები ირგვლივ არ უნდა გაავრცელოთ.

როგორ დავგეგმოთ სწორად კვირა, როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნებებს და როგორ მივაღწიოთ წარმატებებს – ამაზე ასტროლოგები გვესაუბრებიან.

მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
სიყვარული, ფული, შრომა: ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის პოზიტიური ივლისი - თვის პროგნოზი

ვერძი

საჭიროა, რომ წინ იაროთ და უკანმოუხედავად გადალახოთ ყველა ბარიერი. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით აქტუალური იქნება სიყვარულში. ვინც ეძებთ სიყვარულს, თუ ასე არ მოიქცევით, არ იქნებით მტკიცე და თამამი, მეორე ნახევრის პოვნა პრაქტიკულად არარეალური იქნება, ხოლო ვისაც უკვე გყავთ პარტნიორი, თქვენ პირიქით, არ უნდა მოახდინოთ მასზე ზეწოლა და საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება უნდა მისცეთ.

რაც შეეხება სამუშაოსა და ბიზნესს, აქ ასტროლოგები მეტი აქტიურობის გამოჩენას გირჩევენ, მაგრამ უფრო სხვაგვარად – სასურველია იდეების წამოყენება და პარტნიორებისა და ხელმძღვანელობისთვის ყველაფრის განმარტება, რომ ეს იდეები ნამდვილად მოიტანს მოგებას.

კურო

ამ კვირაში მნიშვნელოვანია ადრე დაწყებული საქმეების გაგრძელება. ახალი საქმეების გადადება შეიძლება, ხოლო თუ ძველ პროექტებს მიჰყვებით, მოგეცემათ მათი ვადამდე დასრულების შანსი, ასევე დაგეხმარებათ კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილების მოხდენაში. ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერში საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და არ გადააბაროთ სხვებს პასუხისმგებლობა.

ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი და საოცარი ზაფხული მათ ცხოვრებაში

არ არის გამორიცხული რომ ჰორიზონტზე ახალი არაკეთილმოსურნეები გამოჩნდნენ, ამიტომ ფრთხილად იყავით. 30 ვნისი და 1 ივლისი იდეალური დროა საყიდლებისთვის, თამამად შეგიძლიათ ფული დახარჯვა სასურველ ნივთებზე. მთავარია, ამის გამო ვალი არ აიღოთ და რთულ ფინანსურ ვითარებაში არ აღმოჩნდეთ.

ტყუპი

ტყუპებისთვის ძალზე იღბლიანი პერიოდი იწყება მოგზაურობის, გარემოს გამოცვლისა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ასევე სასარგებლო იქნება სახლის ენერგეტიკის განახლება საფუძლიანი დალაგების, ავეჯის გადაადგილების, რამე ახლის ყიდვის მეშვეობით. ასტროლოგები გირჩევენ, გარეგნულ იერსაც დაუთმოთ ყურადღება: შეიცვალოთ იმიჯი, ვარცხნილობა, განაახლოთ გარდერობი.

იმუშავეთ საკუთარ თავზე, რათა თავდაჯერებულობა მოგემატოთ საქმიანობაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მოულოდნელად შეიძლება გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები და ვალდებულებები. ახალი იდეები უსწრაფეს რეალიზებას მოითხოვს.

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
ზღაპრული და ჯადოსნური – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება „გიჟური" სიყვარული ამ ზაფხულს

კირჩხიბი

ამ კვირაში კირჩხიბებს ახალი შესაძლებლობების დამოუკიდებლად ძიება მოგიწევთ. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე უცნაურ მდგომარეობაში არიან – მათგან არც კარგი და არც ცუდი გავლენა არ მოდის. პირველი, რასაც ასტროლოგები გირჩევენ, ესაა იმ გრძნობებისა და ემოციებისგან გათავისულება, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობასა და იღბალზე მოქმედებს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო ტალღაზე აწყობა. ამაში მოტივირებული და ოპტიმისტური ადამიანები დაგეხმარებიან. რჩევების საკითხავად, ასევე თავისუფალი დროის გატარებისთვის ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები. არ დაივიწყოთ დასვენებაც, რადგან გადაღლა ყურადღების კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს.

ლომი

ყველას აქვს მოტივაციის თავისი წყარო. ლომებს ამ წყაროების გააქტიურება მოგიწევთ, რათა თქვენში. გაიღვიძოს მუშაობის, ურთიერთობებისა და სწორად დასვენების სურვილმა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აპათია დაგეუფლოთ, რომელიც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე.

„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
 

ასევე საჭიროა მოუსმინოთ გარშემომყოფებს, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებს. შესაძლოა, მათ თქვენი ემოციური მხარდაჭერა დასჭირდეთ. თუ მათ გრძნობებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ეს ურთიერთობებში სირთულეებით დაგიბრუნდებათ.

ქალწული

კვირის პირველი სამი დღე ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უკიდურესად რთული იქნება. ვარსკვლავები და პლანეტები ძალების აღდგენაში ვერ დაგეხმარებიან, ამიტომ საჭიროა საქმეების სწორად დაგეგმვა და შინაგანი რესურსების ფრთხილად დახარჯვა.

ასტროლოგები გირჩევენ, არ დახარჯოთ ძალები მეორეხარისხოვან ამოცანებზე და გარშემომყოფებზე ფიქრში. ემპათიის გამოვლენა, სჯობს, უქმეებისთვის მოიტოვოთ. ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი მშვენიერი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, კვირას კი შეგიძლიათ ინტერნეტით იშოპინგოთ და ქსელებში ახალი ადამიანები გაიცნოთ.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სასწორი

სასწორებს ვარსკვლავები დაგეხმარებიან, მაგრამ მათი მხარდაჭერა უბრალო რიგით საკითხებზე იქნება მიმართული. რაც შეეხება ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეებს, აქ „მარიფათის“ გამოჩენა მოგიწევთ, არ უნდა დაკარგოთ ძალა და სითამამე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კვირის ყველაზე არახელსაყრელ დღეებში – 29 და 30 ივნისს.

ოთხშაბათიდან ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება. ვარსკვლავები ბევრად პოზიტიური გახდებიან, ამიტომ შეძლებთ ბევრი პრობლემის გადაწყვეტას. ასტროლოგები გაფრთხილებენ – არ დაივიწყოთ ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მორიელი

ვარსკვლავცებისა და პლანეტების ნეგატიური ენერგია აქტუალური 1 და 2 ივლისს იქნება. ამ დღეებში საჭიროა სიფრთხილე გზებზე, ეკონომია ფინანსური თვალსაზრისით. ამ ორ არახელსაყრელ დღეს აჯობებს, თუ თავს სამუშაოთი არ გადაიღლით.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

29, 30 ივნისი და 4,5 ივლისი ძალიან პოზიტიური დღეებია, რომლებიც ნეგატიურ და საშიშ დღეებს გადაფარავს. ამ დადებით დღეებში იყავით მეტად აქტიური სიყვარულშიცა და საქმეებშიც, გააფართოეთ თქვენი თვალსაწიერი და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის საშიში კვირის მხოლოდ პირველი დღე იქნება. 29 ივნისს გააქტიურდებიან თქვენი მტრები და არაკეთილმოსურნეები. საჭიროა, მოერიდოთ ამ ადამიანებთან უსიამოვნებებსა და კონფლიქტებს. დანარჩენ შემთხვევებში ორშაბათი საკმაოდ სტაბილური და სასიამოვნო დღე იქნება.

ძალაზე მშვიდი და ზომიერი დღეები იქნება დანარჩენი კვირაც, როდესაც მხოლოდ თქვენ თვითონ განსაზღვრავთ განვითარების გზასა და აქტიურობის სფეროს. ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, მოტივაცია დაკარგოს. ამ ნაკლის შევსებაში მეგობრები და ახლობლები დაგეხმარებიან.

პარალელური სამყაროები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ

თხის რქა

მშვენიერი და ხელსაყრელი კვირა გელოდებათ. ეს პერიოდი შეგიძლიათ მიუძღვნათ სულიერ ძიებებს, სამუშაოს, ბიზნესს, შემოქმედებას, მოგზაურობას. არჩევანი უზარმაზარი გექნებათ, ამიტომ გეგმების ასაწყობად მოუსმინეთ ინტუიციას, რომელსაც ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ. ყველა შესაძლო შეზღუდვა მხოლოდ თქვენს თავში იქნება და არა – რეალურად.

ნეიტრალური დღეები იქნება პარასკევი და შაბათი, ამიტომ ამ დღეებისთვის რამე გრანდიოზულისა და მასშტაბურის დაგეგმვა არ ღირს. რაც შეეხება დასვენებას, აქაც უზარმაზარი არჩევანი გექნებათ, ერთადერთი რჩევაა – დაისვენეთ ახლობლებთან ერთად.

მერწყული

ამ კვირაში მერწყულებისთვის ძირითადი ფინანსური სფერო გახდება. შესანიშნავი კვირაა გაყიდვებისთვის, გართობისა და ძვირადღირებული შენაძენებისთვის. ძალიან გაუმართლებს მათ, ვისი სამუშაოც პირდაპირ უკავშირდება ციფრებს.

ვარსკვლავების სისტემა - Sputnik საქართველო
რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასევე გაგიმართლებთ სიყვარულში, ამიტომ სწორად უნდა გაანაწილოთ ძალები სამუშაოსა და ამურულ საქმეებს შორის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა მეტი ყურადღება მოითხოვოს თქვენგან. ესაა კვირა, როდესაც კარგად უნდა გათვალოთ და დაგეგმოთ თითოეული დღე, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.

თევზები

კვირის პირველ ორ–სამ დღეს ვარსკვლავები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იქნებიან, ამიტომ სიფრთხილე არ უნდა დაივიწყოთ. დიდი ალბათობით, ნეგატიური ენერგეტიკა მხოლოდ თქვენს განწყობაზე აისახება. თავდაჯერებულობისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში სწორი გარემოცვა დაგეხმარებათ. არ ღირს კვირის დასაწყისში ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობები.

კვირის მეორე ნახევარი ძალზე იღბლიანი იქნება სასიყვარულო თავგადასავლების მხრივ. იდეალური დროა მეორე ნახევრის ძებნისთვის, უკვე არსებული ურთიერთობების დალაგებისთვის. კარგი იქნება, თუ უქმეებს დაუთმობთ საყვარელ ადამიანს, ოჯახს, სასიამოვნო ურთიერთობებს.

ყველა ახალი ამბავი
0