მთვარის კალენდარი: 29 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / kasabubuსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ივნისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, სტუმრების მიღებისთვის, პარტნიორებთან (პირადი თუ ბიზნესის) ურთიერთობებისთვის.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მუშაობის მხრივ საუკეთესო დროა გარემო სივრცის გალამაზების, საზოგადოებრივი საქმიანობისა და პარტნიორული ურთიერთობებისთვის.

კარგი დღეა მხატვრების, ხელოვნებათმცოდნეების, იურისტების, სოციოლოგებისა და ფსიქოლოგ–კონსულტანტებისთვის.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: სასწორის ნიშანი თქვენი თმის საერთო მდგომარეობაზე დიდად არ იმოქმედებს. თუ გსურთ, თმა მალე გაიზარდოს, ეს დღე ამისთვის სრულიად შესაფერისია. თუმცა თმა გახდება დაუმორჩილებელი, ცუდად დაემორჩილება დავარცხნას. არასასურველი შედეგია მოსალოდნელი, თუ თმას მოკლედ შეიჭრით.

თმის ფერის მკვეთრი შეცვლა ამ დღეს არ ივარგებს. შედეგი, დიდი ალბათობით, თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებს.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

კარგი დღეა თმის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის, ეს დიდ სარგებელს მოიტანს. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ ნიღბებსა და ნატურალურ, მცენარეულ ნახარშებს.

  • მებაღეობა: ბაღში მუშაობისთვის კარგი დღეა. შესაძლებელია ხეებისა და ბუჩქების დარგვა, მშრალი სასუქის მიცემა, მაგრამ არასასურველი დღეა მორწყვისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

ზოგადად, სასწორი საშუალოდ ნაყოფიერი ნიშანია. უზრუნველყოფს ისეთი მოსავლის მიღებას, რომელიც დიდხანს ინახება, ვარგისია სათესლედ, იძლევა მსხვილ და გემრიელ, არომატულ ნაყოფს. მცენარეების ფესვები კარგად იტანენ გადარგვას.

ყველა ახალი ამბავი
0