გვირილა

29 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

390
(განახლებულია 10:30 29.06.2020)
გაეცანით 29 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

21 ივნისი - 1 ივლისი

21 ივნისი - 1 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, სილამაზეს, დამყოლ ხასიათსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან, ძალზე დამოკიდებული არიან ახლობლებზე და პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 50, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ტიტა.

ამ პერიოდში დაბადებულებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ეს ხდება უსიამოვნებების მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობებში. ზედმეტი სიამაყე მათ ხელს უშლის შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც კი, როცა თავად ტყუიან. ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და იმპულსური არიან. ეს მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობებზე, ამიტომ მათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლონ. ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მათ უნდა იფიქრონ თავიანთ ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, ხშირად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, ემოციები და იმუშაონ განვითარებაზე.

29 ივნისს დაბადებულები

29 ივნისს კეთილმოსურნე, მხიარული ხასიათის ადამიანები იბადებიან. ისინი გამოირჩევიან თავდაჯერებულობით, პატივმოყვარეობით, ამბიციურობით, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებით. ხასიათის ნებისმიერი თვისება მათში გაათმაგებულია. მაგალითად, ადამიანის მიმართ მიმნდობნი არიან, რაც მიამიტობაშია გადაზრდილი. დაბადებიდან არიან ქარიზმატული და მომხიბვლელი. ამ დღეს დაბადებულები დიდ წარმატებებს აღწევენ შემოქმედებით ან სამეცნიერო სფეროებში. ამასთან, ძნელად იტანენ ნებისმიერ კრიტიკას, მწვავედ რეაგირებენ მცირე შენიშვნაზეც კი, ამიტომ მათთან ოჯახური ცხოვრება რთულია. ეს ნაწილობრივ იმით კომპენსირდება, რომ მატერიალურ სფეროში პრობლემები, ჩვეულებრივ, არა აქვთ.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

29 ივნისს დაბადებულებს უყვართ „ღრუბლებში ფრენა" და არცთუ იშვიათად მათი მთავარი მიზანი სანუკვარი ოცნების ცხოვრებაში რეალიზება ხდება. რაც უნდა საოცარი იყოს, ისინი ხშირად ახერხებენ თავიანთი იდეების პრაქტიკაში განხორციელებას და ამასთან, თავიანთი ფანტაზიებით გარშემომყოფების „დავირუსებას". ეს ადამიანები ფაქიზად შეიგრძნობენ სხვა ადამიანებს და წარმატებით ახორციელებენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვათა სურვილებსაც. რასაც არ უნდა საქმიანობდნენ, საგნის არსს ღრმად წვდებიან. სამწუხაროდ, თავიანთი ჩანაფიქრისა და წინადადებების გადმოცემა უჭირთ, მაგრამ ყოველთვის აღწევენ შთამბეჭდავ წარმატებებს.

ამ დღეს დაბადებულები ძალზე მგრძნობიარედ აღიქვამენ ტყუილს, მცირე სიყალბესაც კი იოლად ამოიცნობენ ხოლმე და სიმართლისთვის მებრძოლებად გვევლინებიან. ხშირად ძალზე რელიგიურნი არიან; შეუძლიათ, დაკმაყოფილდნენ მცირედით და პირადი სარგებლისთვის არ იბრძოლონ. უყვართ ბუნება, სიმღერა, ცეკვა. არიან აქტიურნი, ბევრს მოძრაობენ, ასხივებენ სიცოცხლის ხალისს.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ საკუთარ მორალურ პრინციპებზე საუბარი, რის გამოც ზოგიერთს ისინი ზედაპირული და არასერიოზული ეჩვენება. მართლაც, ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბავშვებივით არიან, რადგან მოწიფულობაშიც ინარჩუნებენ უშუალობასა და უბრალოებას. მაგრამ, ამასთან, მშვენივრად შეუძლიათ თანხის გამომუშავება და მისი სწორად განკარგვა, გარკვეულ სიმაღლეებს აღწევენ კომერციულ საქმიანობაში. აქ ერთი საფრთხეც არსებობს - თუ ზედმეტად ჩაეფლობიან ბიზნესში, შესაძლოა, თავიანთი სიმსუბუქე და ხალისიანობა დაკარგონ და ცინიკურნი გახდნენ. არიან კარგი საქმიანი პარტნიორები, შეუძლიათ გუნდის კეთილდღეობისთვის მუშაობა, არაფერს იშურებენ, რომ გარშემომყოფებს ბედნიერება და სიხარული მოუტანონ.

ჯანმრთელობა

29 ივნისს დაბადებულებმა იციან, როგორ შეუთავსონ ერთმანეთ მუშაობა დასვენება, დაიცვან ბალანსი, მაგრამ არ შეუძლიათ ზომიერების დაცვა თანაგრძნობის დროს, ზედმეტი მგრძნობიარობის გამო, შესაძლოა, თავად შეექმნათ პრობლემები. მათ წაადგებათ ისეთი ფიზიკური აქტივობები, რომლებიც სუნთქვის კონტროლთან არის დაკავშირებული, მაგალითად, იოგა, სირბილი, ცეკვა, ცურვა, ასევე - სიმღერა.

რჩევა:

29 ივნისს დაბადებულებმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციონ გარშემომყოფთა თვალსაზრისს; არ უნდა შეუშინდნენ დამოუკიდებლობას, ხშირად გამოიჩინონ ინიციატივა, ისწავლონ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, განავითარონ მეტყველებითი უნარები.

390
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

125
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

125
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ქალი

შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

1210
(განახლებულია 10:38 14.07.2020)
მოდა იცვლება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ახალი კოლექცია, მათ შორის მაინც შეიძლება იმ განსაკუთრებული ჩანთის პოვნა, რომელზეც ქალი იტყვის „საჩემოა“

ჩანთა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია ქალის გარდერობში და გარდა იმისა, რომ მას აუცილებელი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ის ასევე ხაზს უსვამს ადამიანის ინდივიდუალობასა და ხასიათს.

როგორი ჩანთა შეეფერება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებს, როგორს ანიჭებენ ისინი უპირატესობას – ამის შესახებ გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.

ვერძი

ვერძი ავანტიურისტია თავისი ბუნებით. ხანდახან ძნელად განსაჭვრეტია, რით დამთავრდება საღამო და საით წაიყვანს მას მოვლენების მთელი რიგი. ამ ნიშნის ქალებს ყველაზე მეტად ტევადი ჩანთა მიესადაგება, სადაც მოათავსებენ კბილის ჯაგრისს, ფეხსაცმელს, თმის ლაქს და საყვარელი სუნამოს ფლაკონს. ვერძების ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე, ამიტომ ნუ გაიფუჭებთ განწყობას პატარა ჩანთით.

კურო

კუროებმა აქცენტი დეტალებზე უნდა გააკეთოთ. თუ რესტორანში ან წვეულებაზე მიდიხართ, შავი პატარა ჩანთა დაგჭირდებათ. თუ შოპინგზე მეგობართან ერთად – დიდი ჩანთა, რომელსაც თავისი „ეშხი“ ექნება – განსაკუთრებული ფერი ან ორნამენტი. მთავარია, რომ შინაგანად გრძნობდეთ, რომ ნივთი უნიკალურია, საინტერესო და გარშემომყოფების ყურადღებას იპყრობს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ტყუპი

ტყუპებმა ბოლომდე თავადაც არ იცით, რა გსურთ. მიზეზი მარტივია: ერთი მხრივ, თქვენში მოკრძალებული ნატურა ცხოვრობს, რომელიც მოდის ბოლო ტენდენციებს მისდევს, ხოლო მეორე მხრივ – მეამბოხე, რომელსაც თვითგამოხატვის სურვილი არ ასვენებს. თქვენი ხასიათის გათვალისწინებით შეარჩიეთ ორფერიანი ჩანთები. თქვენი განწყობის ცვალებადობის მიუხედავად, არის შანსი, რომ ჩანთის ფერი გაგახარებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები არ ჩქარობთ, რომ თითოეული ადამიანის წინაშე გული გახსნათ – ეს თქვენთვის საინტერესო არაა. თუმცა ნივთების საშუალებით თავის წარმოდგენა გიყვართ. საჭიროა არაა, ეს რამე მყვირალა და ორიგინალური იყოს, უფრო დახვეწილი, ნატიფი და უჩვეულო იქნება. მაგალითად, საშუალო ზომის „დუტის“ ჩანთა.

ლომი

ლომებს ყურადღების გარეშე ყოფნა არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ, რომ ყურადღება მიიქციოთ, მათ შორის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებით. მოგიხდებათ ლითონით დამშვენებული კაშკაშა ფერის ჩანთები. ეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულები, თუ არ მოგწონთ, მოდის გამო ჩანთას არ იყიდით – უფრო საკუთარ თავს მოუსმენთ და რამე უნივერსალურს, საიმედოს და ვინტაჟურსაც კი შეარჩევთ. ჩანთის ფერი ისეთი იქნება, რომ ნებისმიერ სამოსს მოუხდეს, ზომა კი – იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიზნით ყიდულობთ მას.

სასწორი

ზოდიაოქს ნიშანი თვითონ მეტყველებს ყველაფერზე – სასწორები დიდხანს წონიან დასკვნებს, სანამ არჩევანს გააკეთებენ. ამასთან, გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელია ხოლმე. მაგალითად, თუ არჩევენ ჩანთას – წითელი აიღონ თუ ნაცრისფერი, უეცრად თვალს მოჰკრავენ დამაჯერებლი ზომის ჩანთა–საქაღალდეს და არჩევანს მასზე აჩერებენ. აქ წინასწარ ვერასდროს გამოიცნობთ. უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს.

მორიელი

მორიელის გარდერობში იდეალურად ჩაეწერება რთული შეფერილობის ჩანთა აქტუალური პალიტრიდან. ეს შეიძლება იყოს ტყავის ან ზამშის ჩანთა, ოღონდ უნიკალური და თავისი საოცარი პეწით. ასეთი ჩანთების შეხამება სხვადასხვა სტილის ნივთებთან შეიძლება. თუმცა, მორიელები თავადაც შესანიშნავად ერკვევიან ამაში – გემოვნების „დეფიციტი“ არა აქვთ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ორიგინალური ნივთები უყვართ, მათ შორის სხვადასხვა მორთულობა. გამონაკლისი არც ჩანთაა. ფერი და ზომა სხვადასხვა შეიძლება იყოს, მთავარია, რომ ხაზი გაუსვას თქვენს ორიგინალობასა და გადმოსცეს განუმეორებელი გემოვნება.

თხის რქა

თხის რქები ყველაფერში პრაქტიკულობას აფასებენ: ს ეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, ისე ნივთების შერჩევას. ამ ნიშნისთვის იდეალური ვარიანტია ნატურალური ტყავის ჩანთა. ჯერ ერთი, დიდხანს ძლებს, მეორეც – ყოველთვის მოდური და ესთეტიკურია.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტებისა არ ეშინიათ. მათ „არსენალში“ შეიძლება შეგხვდეთ ნოუთბუქისთვის განკუთვნილი ან მყვირალა ლიმონისფერი ჩანთა, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივს ვერაფერს აღმოაჩენთ. განაგრძეთ ექსპერიმენტების ჩატარება და ირგვლივ მყოფთა გაოცება.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები

თევზები არ უშინდებიან სიახლეებს და ამიტომ ადვილად შეუძლიათ რამე მოულოდნელი, უჩვეულო მოსინჯონ, მაგალითად, კასრის ფორმის ჩანთა – ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ამ ნიშნის ქალებისთვის.

1210
ნაყოფის თოჯინა

ზუგდიდში დაურეგისტრირებელი ახალშობილი დამარხეს: შსს-მ გამოძიება დაიწყო

0
გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდში ახალგაზრდა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელიც შემდეგ ბავშვის მამამ დამარხა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ქალმა ჩვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, შემდეგ დაურეკა ბავშვის მამას, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა და ახალშობილი დაამარხინა.

ახალნამშობიარებმა საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინციდენტის შესახებ სწორედ ქალის მიერ კლინიკაში მიმართვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ექიმები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიაში არ ავრცელებენ.

დედა, რომელმაც შვილი დაქირავებულ ბინაში გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ახალშობილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს მთავარ კითხვას პასუხი - ქალს მკვდარი ჩვილი გაუჩნდა თუ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში