წმ. მიქაელის მთა

28 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

514
(განახლებულია 11:01 28.06.2020)
გაეცანით 28 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

21 ივნისი - 1 ივლისი

21 ივნისი - 1 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, სილამაზეს, დამყოლ ხასიათსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან, ძალზე დამოკიდებული არიან ახლობლებზე და პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 50, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ტიტა.

ამ პერიოდში დაბადებულებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ეს ხდება უსიამოვნებების მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობებში. ზედმეტი სიამაყე მათ ხელს უშლის შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც კი, როცა თავად ტყუიან. ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და იმპულსური არიან. ეს მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობებზე, ამიტომ მათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლონ. ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მათ უნდა იფიქრონ თავიანთ ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, ხშირად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, ემოციები და იმუშაონ განვითარებაზე.

28 ივნისს დაბადებულები

28 ივნისს მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი, მამაცი და შეუპოვარი ადამიანები იბადებიან. ისინი უდრეკად მიიწევენ დასახული მიზნისკენ. მოთმინებითა და ვაჟკაცურად ლახავენ ნებისმიერ დაბრკოლებას. არიან მჭევრმეტყველნი, აქვთ სხვებზე ზეგავლენის მოხდენის უნარი. იყენებენ რა თავიანთ უპირატესობებს, ადვილად შეუძლიათ საყვარელ ადამიანთან მოლაპარაკება. აქვთ მტკიცე ხასიათი, რაც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარებათ. ჩვეულებრივ, წარმატებული არიან ფინანსურ საკითხებში.

როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი გაცნობისას>>

28 ივნისს დაბადებულებში ემოციები ჭარბობს გონებას; მათი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მისწრაფებითა და პირდაპირობით გამოირჩევა; არიან ძალზე მიმზიდველნი კოლეგებისთვის, მეგობრებისა და ახლობლებისთვის. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ ახალ გაცნობილებზეც. იუმორი ადამიანებთან ურთიერთობებში ძალიან ეხმარება. ხანდახან მათი საქციელი არაპროგნოზირებადია, მაგრამ გარშემომყოფები ამას მალე ეგუებიან; თუმცა, სპონტანურობის მიღმა ხშირად კარგად გააზრებული და დაგეგმილი ქცევის ხაზი იმალება.

როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულები ღია შეტევის მომხრენი არიან, ვიდრე მოთმინებითა და რწმუნებით ბრძოლისა. მაგრამ იმდენად დახვეწილი და გამოცდილი სტრატეგები არიან, რომ იშვიათად თუ უცრუებენ იმედებს თავიანთ მომხრეებს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო ექსტრავერტები არიან, ვიდრე ინტროვერტები, რთული პიროვნებები არიან, მათი გაგება ადვილი არ არის. ბევრი მათგანი ლიდერის პოზიციებს იკავებს როგორც საზოგადოებრივ, ისე ოჯახურ ცხოვრებაში. სამსახურში, როგორც წესი, სიჩუმესა და სიმყუდროვეში ურჩევნიათ მუშაობა, თუმცა, კარგად გრძნობენ თანამშრომლების განწყობებს და ჩვეულებრივ, საუბარში ჭკვიანური და „ცხარე" კომენტარებით ერთვებიან.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ ადამიანებისთვის ყველაზე დიდი სასჯელია მათი საქმეებისა და ნიჭის შეუფასებლობა, არასათანადო ყურადღება საზოგადოების მხრიდან. სამსახურში სანიმუშო წესრიგით გამოირჩევიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახლში და პირად ცხოვრებაში ასევე მოწესრიგებული აქვთ ყველაფერი. შეუძლიათ, იყვნენ ძალზე ქაოტური ბავშვების აღზრდისას და სასიყვარულო საკითხებში. ამ დღეს დაბადებულები დიდ ინტერესს იჩენენ ადამიანისადმი, შანსი აქვთ, გახდნენ შესანიშნავი ფსიქოლოგები, ხშირად სწავლობენ ადამიანის ქცევას, ისტორიას, ანთროპოლოგიას.

ჯანმრთელობა

28 ივნისს დაბადებულებს უყვართ გემრიელი კვება, ამიტომ ხშირად აწუხებთ ჭარბი წონა. რადგანაც სიცოცხლის მოყვარული და კაშკაშა პიროვნებები არიან, ნებისმიერ სუფრას დღესასწაულად აღიქვამენ, ყურადღებას აქცევენ საჭმლის გემოს და სასიამოვნო კომპანიას. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის რიგ პრობლემებთან მიიყვანოს ისინი. ასევე უნდა შეზღუდონ სპირტიანი სასმელების მიღება. მათთვის რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე და არა საწოლში, როგორც ეს მათ უყვართ.

რჩევა:

ყურადღების ცენტრში ყოფნა თითქმის ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ გაზრდა მაინც ყველას გვიხდება. ეცადეთ, გამოასწოროთ თქვენი ნაკლოვანებები, ენას კბილი დააჭიროთ, როცა ეს საჭიროა და ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ შესანიშნავი იუმორის გრძნობა გამოიყენოთ.

514
ბავშვები შადრევანში

როგორ  დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

23
(განახლებულია 16:03 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატაბა 32 გრადუსს საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები, ასე ვთქვათ უნდა იყოს მიღებული  ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი, ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ყოფნა, ღია სივრცეში არ არის მისაღები.

რაც შეეხება, თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეაძლოა დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ იმისთვის, რომ წესები იყოს დაცული. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ კი 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსი, ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისაგან, როდესაც პირიქით ჯობია დავხურთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ კი რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მითუმეტეს საქართველოში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და  სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინარული წყლები გაახლავთ საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ სითხე იყოს შენარჩუნებული ორგანიზმში და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ. ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის გახლავთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

23
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
შავი ქლიავი

შავქლიავის საფრთხეები: ვის ეკრძალება კატეგორიულად

167
(განახლებულია 17:29 13.07.2020)
ირკვევა, რომ მარგებლობით განთქმულ ჩირს გარკვეული საფრთხეები ახლავს, და რომ არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მისი მიღება ეკრძალებათ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. შავქლიავი, ანუ ქლიავის სხვადასხვა ჯიშებისგან დამზადებული ქლიავის ჩირი შეიცავს А, В, Е და С ვიტამინებს, რის გამოც ის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მისი ჭარბი მიღება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, აცხადებენ მედიკოსები. 

მათი თქმით, ქლიავის ჩირი სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს თმების, კანის, ფრჩხილებისა და პირის ღრუს მდგომარეობას — ებრძვის რა მიკრობების გამრავლებას. თუმცა მისი მიღებისას ზოგმა კატეგორიამ აუცილებლად უნდა დაიცვას ზომიერება, რათა გართულებები თავიდან აირიდოს.

მაგალითად, მედიკოსები შავქლიავის ჭამას არ ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს ან უბრალოდ ზრუნავს საკუთარ აღნაგობაზე. ასეთებმა ან საერთოდ უარი უნდა თქვან, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობით მიიღონ ეს ჩირი. საქმე ისაა, რომ შავქლიავი ზედმეტად კალორიული პროდუქტია და ხელს უშლის გახდომას.

გარდა ამისა, შავქლიავი რაციონიდან უნდა გამორიცხონ შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა. მას შეუძლია გააუარესოს ასეთების მდგომარეობა ან ახალი სიმპტომებიც კი წარმოშვას.

მედიკოსები კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონეებს ურჩევენ, მიიღონ დღეში არაუმეტეს ხუთი ცალი ნაყოფისა, ხოლო თუ შეკრულობა აწუხებთ, დასაშვებია მეტი რაოდენობის ჩირის ჭამა.

შავქლიავი ასევე არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ის ნეგატიურ გავლენას ახდენს პატარის მდგომარეობაზე. ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კუჭის აშლილობა, პირღებინება ან მადის დაქვეითება.

ეს პროდუქტები განწყობა-ხასიათს აფუჭებს: ქვეყნდება ჩამონათვალი>>

სპეციალისტების თქმით, შავქლიავის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მის გარეგნულ სახეს: ხარისხიანი ჩირი უნდა იყოს შავი და ამასთან მსუბუქად, უმნიშვნელოდ უნდა პრიალებდეს. უნდა იყოს „ხორციანი“, ცოტა რბილი და ამასთან მკვრივი. თუ მას ყავისფერი გადაჰკრავს, იცოდეთ, რომ ის არასწორადაა დამუშავებული და სასარგებლო თვისებები უკვე დაკარგული აქვს, ანუ მასში აღარ შედის ჩვეული ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.

167
თემები:
სასარგებლო რჩევები
ზურა ჯაფარიძე

„ავტომობილი საჩუქრად“ რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“

0
(განახლებულია 18:29 13.07.2020)
პარტია „გირჩი“ საკუთარი იმიჯის ერთგული რჩება და ისეთ სერიოზულ საკითხს, როგორიცაა საპარლამენტო არჩევნები, არაორდინარულად უდგება

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველაზე არაორდინარული პარტია - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ აპირებს Tesla-ს მარკის ავტომობილის გათამაშებას მათთვის, ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება >>

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან სიაშია დარეგისტრირებული.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მარტივი პირობის შესრულება - დარეგისტრირება პარტიის პორტალზე, შემდეგ 31 ოქტომბერს არჩევნების დღეს ხმის მიცემა, მერე კი თავისი საარჩევნო უბნის ფონზე სელფის გადაღება და ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთვა.

„გირჩს" მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის, რადგან პირველად, არჩევნები პროპორციული სისტემით, 120/30-ზე ჩატარდება. Tesla-ს პროექტით პარტიას სურს, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები წაახალისოს, რათა რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ჯამში რამდენი ავტომობილი გათამაშდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხმას მიიღებს „გირჩი" და შესაბამისად რამდენი იქნება პარტიისთვის კანონით განსაზღვრული წლიური საბიუჯეტო დაფინანსება.

პარლამენტში მოხვედრილ პარტიებს კანონით ყოველწლიურად ერგებათ გარკვეული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანხა არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ უკვე დაარეგისტრირა.

„გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია. ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პარტიის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ამავე დროს წინასაარჩევნო კამპანიაზე მან ყველა კანდიდატთან შედარებით მინიმალური თანხა დახარჯა.

პარტია „გირჩი“ პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გაჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა.

თავად პარტია ლიბერალური მიმდინარეობისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელით და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიის წყალობით საქართველოში დეკრიმინალიზებულია მარიხუანის მოხმარება.

როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე, როდესაც „გირჩის“ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა.

„ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა. ხოლო რამდენად არაკანონიერია ეს ქმედებები, ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020