27 ივნისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 27 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

21 ივნისი - 1 ივლისი

21 ივნისი - 1 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, სილამაზეს, დამყოლ ხასიათსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან, ძალზე დამოკიდებული არიან ახლობლებზე და პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 50, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ტიტა.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ეს ხდება უსიამოვნებების მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობებში. ზედმეტი სიამაყე მათ ხელს უშლის შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც კი, როცა თავად ტყუიან. ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და იმპულსური არიან. ეს მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობებზე, ამიტომ მათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლონ. ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მათ უნდა იფიქრონ თავიანთ ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, ხშირად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, ემოციები და იმუშაონ განვითარებაზე.

27 ივნისს დაბადებულები

27 ივნისს დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ჩხუბისა და კამათის მოყვარე ადამიანები იბადებიან. მათთვის მნიშვნელოვანია ჩხუბსა და კამათში გამარჯვება და ნაკლებად აინტერესებთ, რამდენად მართალნი არიან. ეს ადამიანები ძალზე მტკივნეულად განიცდიან ნებისმიერ შეზღუდვას, ამიტომ ძალიან ხშირად მშობლების სახლს ადრე ტოვებენ. ხშირად უყვართ მოგზაურობა, ზოგადად, იზიდავთ ცვლილებები. ფინანსურ საკითხებში, როგორც წესი, უმართლებთ, თუმცა, საქმიანი პარტნიორების არჩევისას ფრთხილად უნდა იყვნენ.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

27 ივნისს დაბადებულებს სწამთ, რომ თავდასხმაში წარმატებისთვის, პირველ რიგში, თავდაცვის გეგმა უნდა იყოს სწორად აგებული. ისინი ძალიან შფოთავენ პირადი „სამფლობელოების" ხელშეუხებლობის გამო, იქნება ეს ბიზნესი თუ ოჯახი. სარისკო ღონისძიებებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც დარწმუნდებიან, რომ მათ პირად ტერიტორიას არაფერი ემუქრება. დასახული მიზნისკენ მთელი ძალებით ისწრაფვიან, არანაირი დაბრკოლება და წარუმატებლობა უკან დახევას მათ ვერ აიძულებს.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

თუმცა, 27 ივნისს დაბადებულებში იმდენად არის განვითარებული მეტოქეობის სული, რომ მთელი აზარტით ერთვებიან ბრძოლაში მეტოქესთან ან კონკურენტთან. ეს კი ხშირად მტრების შეძენას განაპირობებს, რაც აბრკოლებს მათ პროგრესს ან სულაც, მათ „წალეკვას" უწყობს ხელს. მათი ცხოვრებისეული ფილოსოფია არ ცნობს მარცხს, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი უპირატესობაც აქვს. თუმცა, ასეთ თავდაჯერებულობას ისინი უკიდურეს სიჯიუტესთან მიჰყავს, ახლობლების კონსტრუქციული კრიტიკის შედეგად კი თავის თავში იკეტებიან და წინასწარ მომზადებული თავდაცვითი პოზიციიდან უკან იხევენ.

ამ დღეს დაბადებულთა ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელია დაუძლეველი სწრაფვა, დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ახლობლები, მეგობრები, ოჯახი. ამ ადამიანებს დაბადებით აქვთ ვაჭრობის ბრწყინვალე უნარი; სულ ადვილად მიჰყიდიან იტალიელებს მაკარონსა და ესკიმოსებს - ყინულს. თავად ძალზე მგრძნობიარენი არიან და ასევე განიცდიან სხვა ადამიანების სულიერ განცდებს. გარშემომყოფები კი ფიქრობენ, რომ 27 ივნისს დაბადებულები იმდენად ძლიერი პიროვნებები არიან, რომ თანაგრძნობა არ სჭირდებათ და ამიტომ იშვიათად უთანაგრძნობენ მათ.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

27 ივნისს დაბადებულები ძალზე მკაცრი არიან საკუთარი თავის მიმართ; რისკის ქვეშ აყენებენ ჯანმრთელობას. ამ ადამიანებისთვის ძალზე სასარგებლოა ფიზიკური სავარჯიშოები, რომლებიც ხსნის კუნთების დაძაბულობას და ენერგეტიკულ ბლოკადას (იოგა, ტაი-ში, ცურვა და სხვა).

რჩევა:

პერიოდულად ეცადეთ, შეაფასოთ საკუთარი საქციელი, აზრები, მსჯელობა. მოდუნდით, მოუსმინეთ სხვებს; ადეკვატურად შეაფასეთ ოპონენტი, როდესაც საჭიროა, აღიარეთ, რომ არ ხართ მართალი.

ყველა ახალი ამბავი
0