ვენერამ უკუსვლა შეწყვიტა - ზოდიაქოს ხუთი იღბლიანი ნიშანი და რჩევები დანარჩენ ნიშნებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიპლანეტა ვენერა
პლანეტა ვენერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენერა სიყვარულისა და ბედნიერების პლანეტაა. ვენერას რეტროგრადული ფაზიდან გამოსვლა ზოდიაქოს ხუთ ნიშანს სასიამოვნო ცვლილებებს ჰპირდება

ვენერა 25 ივნისს პირდაპირ სვლას დაუბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც ვენერას უკავშირდება, გადახედვის, არასტაბილურობისა და ცვლილებების სტადიაში აღმოჩნდება.

ფსიქოლოგიური კუთხით ადამიანები მიიღებენ შანსს, გათავისუფლდნენ ნეგატიური გავლენებისგან, რომლებიც მათ ბედს განაგებს და გააცნობიერონ, რა არის მათთვის მართლაც მთავარი ცხოვრებაში.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

ხუთი იღბლიანი ნიშანი

კურო: ვენერას რეტროგრადული სვლის დასასრული კუროებს შესამჩნევ სიმსუბუქეს მოგიტანთ, რადგან მოიხსნება ბევრი შემაკავებელი ფაქტორი. თუმცა, როდესაც სიმსუბუქეს იგრძნობთ, არ ღირს ემოციებს გონების წინ გასწრების უფლება მისცეთ - არის რისკი იმისა, რომ უსიამოვნო სიტუაციებში მოხვდეთ. ნეგატივს თავიდან აიცილებთ, თუ მოვლენებზე გაწონასწორებული რეაქცია გექნებათ, ხოლო გადაწყვეტილებებს ცივი გონებით მიიღებთ.

Планета Меркурий - Sputnik საქართველო
მერკური უკუსვლას იწყებს: რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული პლანეტა და როგორ ვიმოქმედოთ

სასწორი: სასწორებს ქაოსი გელოდებათ. როდესაც ვენერა პირდაპირ მოძრაობას უბრუნდება, მოვლენები არაერთმნიშვნელოვნად აეწყობა, მაგრამ სწორედ ამის წყალობით შეძლებთ პირდაპირ გზაზე გასვლას. ექსპერტები გირჩევენ, ნაკლები იფიქროთ მომავალზე და ხშირად გააანალიზოთ წარსული - ის პერიოდი, როდესაც ვენერა რეტროგრადული იყო, ანუ 13 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით პერიოდი. ამის წყალობით, სხვადასხვა ვარიანტიდან ერთადერთ სწორ ვარიანტს შეარჩევთ.

თევზები: ვენერა დატოვებს რეტრო-ფაზას და ამით გაააქტიურებს ემოციურობას, აჩქარებასა და მგრძნობიარობას. სწორედ ამ თვისებებთან ბრძოლას გირჩევენ ასტროლოგები ყველა შესაძლო ხერხით. არ ღირს საკუთარ უიღბლობაზე ყურადღების გამახვილება, დამნაშავეების ძებნა, რადგან ვენერას რაღაც დიდი და მნიშვნელოვანისკენ მიჰყავხართ. ექსპერტების თქმით, 25 ივნისიდან პასუხს გასცემთ კითხვებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, წარსულის მოვლენები ერთ მთლიან სურათად შეიკვრება. ეს თქვენთვის იქნება შანსი, რომ ყველაფერი მოაწესრიგოთ როგორც აზრებში, ისე საკუთარ ბედში.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ტყუპი: ვენერასგან სარგებლის მიღებას შეძლებთ ტყუპებიც, განსაკუთრებულ სიკეთეს მიიღებთ პლანეტისგან, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და გზა სუფთა სინდისით განაგრძოთ. შეძლებთ არა მხოლოდ წარსულის გამოსწორებას, არამედ აწმყოს შეცვლასაც, შესაძლებლობების გაფართოებასა და ცხოვრებაში ბედნიერების პოვნას.

კირჩხიბი: რეტროგრადული ვენერა დიდი ხანი თქვენს პირად ცხოვრებაში პროვოკაციებს აწყობდა, მაგრამ ახლა დაძაბულობა შენელდება, თუ იმუშავებთ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებზე. ერთადერთი, რაზეც ასტროლოგები გაფრთხილებენ, ისაა, რომ სიფრთხილე გამოიჩინოთ ყოფილთან ურთიერთობების აღდგენისას. წარსულ ურთიერთობებში დაბრუნება არასასურველია, განსაკუთრებით, თუ მას დიდი ტკივილი და იმედგაცრუება მოჰქონდა თქვენთვის. გამოიყენეთ ეს დრო, რომ წარსულს წერტილი დაუსვათ და ახალ გზას შეუდგეთ.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ვენერას გავლენა ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე

ლომებს, მშვილდოსნებს, თხის რქებსა და მერწყულებს ვენერამ, ილისვლის ფაზის დაბრუნების პირველ დღეებში, შესაძლოა, მერყეობა, ეჭვები, ან პირიქით, უსაფუძვლო თავდაჯერებულობა მოუტანოს. თქვენთვის მარტივი არ იქნება, რადგან ემოციური ფონი მოიმატებს. თუ შეძლებთ სამყაროს წესებით იმოქმედებთ, მაშინ პლანეტა მფარველობას გაგიწევთ, მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ცხოვრება უკეთესი გახადოთ.

უფრო გაუჭირდებათ ვერძებს, ქალწულებსა და მორიელებს. ანტაგონისტი პლანეტის პირდაპირ მოძრაობაში დაბრუნება ნეგატიურ ემოციებს მოგიტანთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება პირველ 2-3 დღეს, არ ენდოთ ინტუიციას, არამედ გამოიყენოთ წარსულის გამოცდილება და გამოცდილი ადამიანების რჩევები. ენერგეტიკის შეცვლა კრიზისულ ვითარებას არ შექმნის, მაგრამ წარსული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გადახედვას მოითხოვს. ეცადეთ, საკუთარი ძალები აღმშენებლობით კალაპოტში მიმართოთ. თუ ვენერა თქვენით კმაყოფილი დარჩება, ის დიდი ენერგეტიკული მუხტით გადაგიხდით მადლობას.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ვენერას რეტრო-მოძრაობის დასასრული - ესაა შანსი, რომ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. სამყარო გაძლევთ შანსს, დაამარცხოთ შიშები, ეჭვები, კომპლექსები, გამოასწოროთ შეცდომები და იპოვოთ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა.

ყველა ახალი ამბავი
0