25 ივნისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: courtesy of Giorgi Tchanishvili პლაჟი კარიბის ზღვაზე
 პლაჟი კარიბის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 25 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 ივნისი - 1 ივლისი

21 ივნისი - 1 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, სილამაზეს, დამყოლ ხასიათსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან, ძალზე დამოკიდებული არიან ახლობლებზე და პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 50, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ტიტა.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ეს ხდება უსიამოვნებების მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობებში. ზედმეტი სიამაყე მათ ხელს უშლის შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც კი, როცა თავად ტყუიან. ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და იმპულსური არიან. ეს მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობებზე, ამიტომ მათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლონ. ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მათ უნდა იფიქრონ თავიანთ ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, ხშირად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, ემოციები და იმუშაონ განვითარებაზე.

25 ივნისს დაბადებულები

25 ივნისს დელიკატური და ტაქტიანი ადამიანები იბადებიან, აქვთ ძლიერი შინაგანი ხმა და ინტუიცია, მდიდარი ფანტაზია. არიან ძალზე ემოციური ადამიანები. ხშირად ნიჭს ავლენენ მუსიკასა და ლიტერატურაში. იზიდავთ ყოველი ამოუცნობი. ოკულტიზმსა და მისტიკაში ჩართვა მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ახალი ემოციებისა და შთაბეჭდილებების მისაღებად ხშირად მოგზაურობენ. ჩვეული ვითარების გამოცვლა და ახალი შეგრძნებების ძიება მათთვის მოთხოვნა ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსაწყენი ცხოვრება და რუტინა მათი განწყობის ვარდნას იწვევს და შესაძლოა, დეპრესიაც განვითარდეს. როგორც წესი, აქვთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

25 ივნისს დაბადებულებს წარმატებისა და გამარჯვებისკენ სწორი მიმართულების აღების ალღო აქვთ. ამიტომ მათთვის კანონზომიერია წარმატება საქმეებში. ნებისმიერი ოცნების რეალობად გარდაქმნაში სიტუაციის ობიექტურად გაგების უნიკალური უნარი და ინტუიცია ეხმარებათ. ხელიდან არ უშვებენ შანსებს, რომლებსაც ცხოვრება აძლევთ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობები საჭირო კალაპოტში გამოიყენონ.

ამ დღეს დაბადებულებისთვის საქმიანობაში მნიშვნელოვანი და მასტიმულირებელია გარშემომყოფების გაგება და მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა ვერ დაინახეს, მორალურად ითრგუნებიან და ძალებს ფუჭ საქმეზე ხარჯავენ. ხშირად ხდებიან საკუთარი სურვილებისა და გრძნობების მონები და ავიწყდება რაციონალურობა. სხვისი ენერგეტიკის მიმართ მგრძნობიარენი არიან, ამიტომ ღრუბელივით იწოვენ როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ იმპულსებს. მათთვის მნიშვნელოვანია, გააკონტროლონ სხვა ადამიანების ემოციების გავლენა.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ამ დღეს დაბადებულებმა, თავიანთი ფსიქოლოგიური სიმშვიდისა და კომფორტისთვის, უნდა განავითარონ სიტუაციის გაანალიზების უნარი, ობიექტურად შეაფასონ გარემო ვითარებებისადმი დამოკიდებულება. თავიანთ დანიშნულებას ცხოვრებაში მარჩენლის როლში ხედავენ. თან ეს ვლინდება არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სამსახურშიც. კეთილდღეობისთვის მათთვის მნიშვნელოვანი პრინციპია თანხის დაგროვება და გამრავლება, ამასთან, ამას სოლიდური ბანკირის ოსტატობით აკეთებენ და არ ივიწყებენ არც ქველმოქმედებისა და სიკეთის შესახებ პრინციპით - „რასაცა გასცემ, შენია".

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები>>

ამ დღეს დაბადებულებს, ერთი მხრივ, ყურადღება და ნდობა სჭირდებათ, ხოლო მეორე მხრივ, ფეთქებადი და მერყევი ხასიათი აქვთ, ამიტომ მათ თავიანთ ემოციებსა და მოთხოვნილებებს შორის ბალანსის დაცვა უნდა ისწავლონ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

25 ივნისს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს გარე ფაქტორებისგან დაუცველობა, რადგან ძალზე მგრძნობიარენი არიან. მუდამ უნდა მიმართონ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. დაუპირისპირდნენ გარე ნეგატივს და ისწავლონ კომფორტული ცხოვრება ამ გარემოში. საკვები ფსიქოლოგიური კომფორტისა და ჰარმონიული განვითარებისკენ მიმართული კომპლექსური მოქმედებების ნაწილი უნდა იყოს. სპორტული აქტივობებიდან წაადგებათ ცურვა.

რჩევა:

ისწავლეთ საკუთარი ქცევის, ემოციების, გრძნობების ობიექტურად შეფასება. უფრთხილდით ნეგატიურ გავლენას. დარჩით ღია ნათელი, პოზიტიური ქცევებისთვის. ასევე ისწავლეთ საკუთარი აზრების, გრძნობების, იდეების სხვების იდეებისგან განსხვავება.

ყველა ახალი ამბავი
0