ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

23 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

52
(განახლებულია 10:17 23.06.2020)
გაეცანით 23 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 ივნისი - 1 ივლისი

21 ივნისი - 1 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, სილამაზეს, დამყოლ ხასიათსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან, ძალზე დამოკიდებული არიან ახლობლებზე და პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 50, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ტიტა.

ამ პერიოდში დაბადებულებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ეს ხდება უსიამოვნებების მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობებში. ზედმეტი სიამაყე მათ ხელს უშლის შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც კი, როცა თავად ტყუიან. ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და იმპულსური არიან. ეს მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობებზე, ამიტომ მათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლონ. ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მათ უნდა იფიქრონ თავიანთ ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, ხშირად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, ემოციები და იმუშაონ განვითარებაზე.

23 ივნისს დაბადებულები

23 ივნისს დაბადებულები ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის ადამიანები არიან. განწყობების ცვლა, გონებაგაფანტულობა, არაპრაქტიკულობა ამ ადამიანებს მუდამ თან სდევს და მათი ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ხშირად მოუწესრიგებელი აქვთ პირადი ცხოვრება; ხშირად იცვლიან საცხოვრებელს, ცვალებადობა მათი ცხოვრების ნორმა ხდება, ხოლო ყურადღების კონცენტრირება ერთ რამეზე უძნელდებათ. მათ თავი ხელში უნდა აიყვანონ, დასახონ კონკრეტული მიზნები და მთელი ძალები მათ მისაღწევად მიმართონ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

23 ივნისს დაბადებულების ცხოვრებისეული პერიპეტიების შემადგენელი ნაწილია სასიყვარულო ლირიკა და მღელვარე ურთიერთობები. ისინი ადვილად იწყებენ ურთიერთობებს, აფასებენ პარტნიორთან სიახლოვეს და უფრთხილდებიან ამას. თანაც, მთელ თავიანთ მომხიბვლელობას რჩეულის გულის დასაპყრობად იყენებენ. შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ძალზე მგრძნობიარენი და დამოკიდებული არიან სოციალური გარემოს, საზოგადოებრივი პრინციპების, მორალური კანონების გავლენაზე და ეს გავლენა ხშირად მათ ინტიმურ ცხოვრებას ზღუდავს. ამის გამო პრობლემები ექმნებათ პირად ფრონტზე. ხელმძღვანელობენ რა საზოგადოდ აღიარებული პრინციპებით, მათი დარღვევის ძალა არ შესწევთ. და თუ ერთხელაც საყვარელი ადამიანი შესთავაზებს სადმე მოშორებით სოფელში ან მიყრუებულ ტყეში გაქცევას, ისინი აუცილებლად უარს იტყვიან.

ისინი თავისუფლად ტკბებიან საზოგადოების მიერ დაშვებული პრივილეგიებით შეყვარებული წყვილებისთვის. თუმცა, ურთიერთობების ოფიციალური გაფორმება, ქორწინება მათი პირველი რიგის ამოცანა არ არის, თუ ამის საშუალებას რელიგიური რწმენა აძლევთ. მათი ნომერი პირველი სიყვარული და ერთგულების ობიექტი – ეს ხელოვნებაა – ლიტერატურა, მუსიკა, რაც სამუდამოდ იპყრობს მათ გულებს.

ამ დღეს დაბადებულები ემოციების გარეშე ერთვებიან რუტინულ საქმეებში და წარმატებით ართმევენ მათ თავს, თუმცა, სასიყვარულო კავშირებისგან განსხვავებით - არცთუ დიდი მონდომებითა და გულმოდგინებით. აინტერესებთ ადამიანური ურთიერთობები, სწავლობენ მას და ამ საკითხისადმი სერიოზული დამოკიდებულება შეიძლება სრულიად სერიოზული და სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ დასკვნებში გამოვლინდეს. შეიძლება გახდნენ ავტორები ახალი, საოცარი და აბსურდული თეორიებისა სიყვარულისა და სექსუალური ურთიერთობების შესახებ. თავიანთ იდეებს ისინი გარშემომყოფებში ავრცელებენ და ეს მათთვის სრულიად საკმარისია. ეს თვისება – უზარმაზარი ინტერესი ადამიანების ინტიმური ურთიერთობებისა, სიყვარულის შესახებ ყველა კითხვაზე პასუხის მიღების სურვილი – უტაქტობასა და თავშეუკავებლობასთან ერთად, შესაძლოა, ჭორაობასა და სხვა ადამიანების პირად სივრცეში შეჭრაში გადაიზარდოს. ამ დღეს დაბადებულები უნდა უფრთხილდნენ მოშურნეებსა და ბოროტ ადამიანებს.

ჯანმრთელობა

23 ივნისს დაბადებულების კარგ მდგომარეობას ხელს უწყობს მოთხოვნებისა და სურვილების – გართობა, საღამოები, ცეკვა და სხვა – ხორცშესხმა. მაგრამ ეს მავნე ჩვევების შეძენის საფრთხეს ქმნის – მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკები. ასევე, უყვართ საკვები, განსაკუთრებით, ეგზოტიკური. ზომიერების დაკარგვის შემთხვევაში კუჭთან დაკავშირებით პრობლემების რისკი დიდია.

რჩევა:

ლოიალური იყავით ყოველდღიური რუტინული საქმეების მიმართ, გამოიჩინეთ ენთუზიაზმი მათი შესრულებისას. სისტემაში მოიყვანეთ როგორც საშინაო საქმეები, ისე საკუთარი ცხოვრება. ტაქტიანი იყავით სხვების მიმართ დააკვირდით თქვენს სიტყვებსა და საქციელს.

52
პლანეტა მერკური

მერკურიმ რეტროსვლა შეწყვიტა: ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომლებსაც ფინანსებში გაუმართლებს

1270
(განახლებულია 11:51 12.07.2020)
რეტროგრადული მერკური 12 ივლისს ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, ანუ დირექტული ხდება. პლანეტის ენერგეტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ფინანსურ ნაკადებთან, რაც უკვე 12 ივლისს გამოვლინდება ზოდიაქოს ხუთი ნიშნისთვის

მერკურის მძლავრი ენერგია შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში და პოზიტიურად იმოქმედებს მუშაობისა და ფულის სფეროებზე.

უკუსვლის დროს ყველაზე საშიშად მიჩნეულია პლანეტები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან განლაგებული დედამიწასთან, კერძოდ, ვენერა, მარსი და მერკური. სწორედ ეს უკანასკნელი წყვეტს რეტროსვლას, რომელიც 18 ივნისს ტყუპის ნიშანში დაიწყო კირჩხიბის ნიშანში დაასრულა.

მერკური უკუსვლას იწყებს: რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული პლანეტა და როგორ ვიმოქმედოთ>>

2020 წელს რეტროგრადული ბევრი პლანეტა იქნება, მაგრამ ასტროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის მერკურის უთმობენ. მისი უკუსვლა ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სწავლა, ურთიერთობები, ფინანსები და სამუშაო.

ზოგადად, მერკური რეტროგრადული წელიწადში 3-4-ჯერ არის, დაახლოებით ოც-ოცი დღის განმავლობაში. ამ წელიწადში ის რეტროგრადული იყო პირველად 17 თებერვლიდან 10 მარტამდე, მეორედ კი 18 ივნისიდან 12 ივლისამდე.

მზესთან ყველაზე ახლოს მყოფმა მერკურიმ თავისი სახელწოდება რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის, მოგების, გამდიდრების ღმერთისგან, ასევე მოგზაურთა მფარველისგან მიიღო – მერკური (ლათ. Mercurius) მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან merx, რაც ვაჭრობას ნიშნავს.

მერკური ადამიანების ინტელექტსა და ინდივიდუალობას მართავს. როდესაც ეს პლანეტა ძლიერი და აქტიურია, ის ადამიანებში აღვიძებს შემეცნების, ახლის შეცნობის სურვილს. სწრაფად ხდება სწავლის, ათვისების პროცესი. ის მოქმედებს შემოსავლებზე, მუშაობაზე.

მერკური ხელს უწყობს საქმიანი მივლინებების, გაყიდვებისა და ყიდვების პროცესის წარმატებას. ბევრი ფიქრობს, რომ პლანეტა ადამიანებს ფულის დაგროვებაში ეხმარება, მაგრამ ეს ასე არაა – მერკური ეხმარება ფულის ხარჯვაში და ამისგან მოგების მიღებაში.

ერთადერთი მინუსი დირექტული, მძლავრი მერკურისა ისაა, რომ ის მოვლენებს უმართავს ხდის, აჩქარებს. ის, ვინც მოახერხებს ამ პლანეტას მიჰყვეს, მას იღბალიც გაუღიმებს.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 12 ივლისიდან ფინანსურ საკითხებში ზოდიაქოს ხუთ ნიშანს გაუმართლებს.

კირჩხიბი

მერკური ამ მომენტში კირჩხიბის ნიშანში იმყოფება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი ფინანსური წარმატება ელოდება. ექსპერტები გირჩევენ, ფული დახარჯოთ საკუთარ საცხოვრებელზე, ახლობლებისთვის საჩუქრები ყიდვაზე. ეს ძალზე პოზიტიურად აისახება ურთიერთობებზე.

გახსნილი ფულის ნაკადი რთული ვითარებებისა და პრობლემების გადაჭრის გზებს გიკარნახებთ. შესაძლოა, ღირდეს დახმარებისთვის ახლობლებს მიმართოთ, ვალის აღებაც შეგიძლიათ, მაგრამ მცირე რაოდენობით და არავითარ შემთხვევაში – გართობისთვის. კარგი იქნება, თუ ფულს მოახმართ სწავლას, გამოცდილების მიღებას, ბიზნესის განვითარებას და სხვ.

ლომი

ლომებმა 12 ივლისსა და უახლოეს რამდენიმე დღეში, შესაძლოა, თანხა მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს ადრე გაცემული ვალის დაბრუნება, ან ბიზნესში წარმატება.

გელოდებათ ახალი შესაძლებლობები, ამიტომ 12 ივლისიდან შეიძლება სამუშაოს გამოცვლა, ბიზნესის დაწყება, ახალი შემოსავლების ძებნა. ფინანსური ნაკადები საკმაოდ მძლავრი იქნება, მაგრამ მუშაობაც ბევრი მოგიწევთ.

სასწორი

სასწორებს ნებისმიერი ტიპის ფინანსურ საქმიანობაში გელოდებათ წარმატება. მთავარია, რომ 12 ივლისიდან გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან – მერკური იმ სასწორებს დაეხმარება, რომლებსაც წინსვლის სურვილი აქვთ. იდეალური დრო იქნება ძვირადღირებული შენაძენებისა და ახალი წამოწყებებისთვის.

გაიცნობთ ახალ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის მოტივაციის წყარო გახდებიან. იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიოთ სამუშაოსა და ფინანსებში, დაუთმეთ დრო გარშემომყოფებს – ეს ნამდვილად ღირს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის შესანიშნავი პერიოდი დგება, რადგან რეტროფაზიდან გამოსული მერკური აქტიურ გადაადგილებაზე აკრძალვას აუქმებს. სამუშაო მივლინებები მოგიტანთ მოგებას, პირდაპირ ან ირიბად იმოქმეებს წარმატებებზე სამუშაოსა და ბიზნესში. ამასთან გარემოს შეცვლა თქვენზე ძალიან კარგად მოქმედებს შემოქმედებითი თვალსაზრისით – არაა გამორიცხული, რომ ბევრი ძალიან საინტერესო იდეა გაჩნდეს.

თვის მეორე ნახევარში წაგადგებათ ფულის დახარჯვა გართობაში, ცოდნის მიღებაში. როგორც მოგზაურობის მოყვარულებმა და ამასთან, რადგან თქვენი საქმიანობაც ხშირად მგზავრობასთან არის დაკავშირებული, შეგიძლიათ, ავტომობილი იყიდოთ ან გამოცვალოთ.

თევზები

ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი თევზებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ფსიქოლოგების, ანალიტიკოსების, ექიმებისა და პერსონალის მართვის განყოფილების წარმომადგენლებისთვის მერკურის ჩვეულ ტრაექტორიაზე დაბრუნება ფინანსურ ნაკადებს გახსნის.

ფინანსური ნაკადების გასნა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა შენაძენში დაგეხმარებათ: შეგიძლიათ იმოგზაუროთ, შეიძინოთ ახალი ტექნიკა, გაარემონტოთ ბინა თუ სხვადასხვა ნივთი და სხვ.

1270
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე

მთვარის კალენდარი: 12 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

460
(განახლებულია 10:23 12.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

12 ივლისი, კვირა ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეს სასურველია აქტიურობა, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენა; უნდა გახსოვდეთ ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ, მოერიდოთ აჩქარებას, მოუთმენლობასა და იმპულსურობას.

კარგი დღეა წინსვლისთვის, სწავლისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის.

წარმატებული დღეა, სამუშაო კარგად აეწყობა. კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის.

მთვარე ვერძის ნიშანში ამაღლებს საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს. ახალ ნაცნობობას, შესაძლოა, მგზნებარე რომანი მოჰყვეს, მაგრამ დიდი აბათობით – ხანმოკლე

რეკომენდებულია: წინსვლა, ფულის საკითხების გადაწყვეტა, აქტიურობა, ბიზნესის საქმეების გაკეთება, კონტაქტი ხელმძღვანელობასთან, ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, მუშაობა როგორც ინდვიდუალურად, ისე გუნდურად, შემოქმედებითი საქმიანობა, კარიერული წინსვლა, ახალი საქმეების დაწყება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

არარეკომენდებულია გუნდიდან გამოყოფა და მასთან დაპირისპირება, წვრილმან საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება და მათზე დროის დაკარგვა.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრის ან შეღებვისგან. ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატს ამ დღეს უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს იმუნიტეტზე.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

მებაღეობა: ამ დღეს სასურველია ბაღში მცენარის მიწისზედა ნაწილებთან მუშაობა, რადგან ქვედა ნაწილზე იზრდება ზეწოლა, მცენარის წვენი ფესვებისკენ მიდის. მცენარეები ამ დროს ისვენებენ და ცუდად იზრდებიან.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

460
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში