კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 22-28  ივნისის პერიოდში

© Pixabay / 12019მზის ჩასვლა მთების ფონზე
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკმაოდ არაპროგნოზირებადი კვირა გველოდება. 22–28 ივნისის პერიოდი ყველასთვის ხელსაყრელი არ იქნება.

როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნებებს და როგორ მივაღწიოთ წარმატებებს – ამაზე ასტროლოგები გვესაუბრებიან

ვერძი

ვერძებს ამ კვირაში მცირე პრობლემების ჯერი გელოდებათ, რომლებსაც თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყველაფერს მსუბუქად შეხედოთ და მკვეთრი რეაგირება არ გქონდეთ პროვოკატორების საქციელსა თუ სიტყვებზე. ბედნიერება ელოდება მას, ვისაც შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.

განთიადი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის

შემოიკრიბეთ გარშემო საიმედო და სანდო ადამიანები და ნუ გამოედევნებით ეგოისტებსა და მიკერძოებულებს, რომლებსაც თქვენთვის მხოლოდ ტკივილისა და პრობლემების მოტანა შეუძლიათ. უქმეები შეგიძლიათ დაუთმოთ გარემოს გამოცვლასა და მსუბუქ შოპინგს.

კურო

ასტროლოგები გირჩევენ, კვირის დასაწყისშივე გაისუფთავოთ ენერგეტიკა. საქმე ისაა, რომ ვარსკვლავები და პლანეტებიკუფრო დესტრუქციული იქნებიან 24 და 25 ივნისს. საჭიროა ამ ორი დღოსთვის სათანადო მომზადება, შემდეგ უკვე სიმშვიდე დაისადგურებს.

უქმეები სახლის საქმეებს დაუთმეთ, ახლობლებთან ურთიერთობებს. ექსპერტები გირჩევენ, არ დატოვოთ მშობლიური ქალაქი და თუ აუცილებელი არაა, სახლიც. შეგიძლიათ ხანდახან სუფთა ჰაერზე გასვლა. მსუბუქი სეირნობა განმარტოებით მნიშვნელოვან პრობლემებზე დაფიქრებისა და მათი გადაწყვეტის საშუალებას მოგცემთ.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ტყუპი

ტყუპებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება სასიყვარულო თავგადასავლების კუთხით. წარმატებებს რომ მიაღწიოთ როგორც ამ, ისე სხვა სფეროებში, პოზიტიურად უნდა იაზროვნოთ. ასეთ შემთხვევაში ეს კვირა წარმატებული იქნება ახალ წამოწყებებში, ფინანსურ და სამუშაო საკითხებში.

გაგიმართლებთ შემოქმედებაში, თუ ხშირად მოუსმენთ საკკუთარ გულს. სასიყვარულო სფეროში არასტანდარტული მოქმედებები წაგადგებათ. ეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ კვირაში თქვენთვის უმნიშვნელოვანესი სფეროები ფული და სამუშაო გახდება. იდეალური დროა გარიგებების დადებისთვის, ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის. განსაკუთრებით გაუმართლებს მაღალი თანამდებობის პირ კირჩხიბებს.

ვარსკვლავური სისტემა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება

სასიყვარულო სფეროში, სჯობს, მცირე პაუზა გააკეთოთ, რათა მთელი ყურადღება მხოლოდ სამუშაოზე გქონდეთ გადატანილი. თუ არ გაქვთ საქმე, მაშინ შეგიძლიათ მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. კარგი დროა შვებულების აღებისთვის, გარემოს გამოცვლისთვის.

ლომი

ლომებს ვარსკკვლავები და პლანეტები არ დაგეხმარებიან, მაგრამ არც ხელს შეგიშლიან. წარმატებების მისაღწევად საჭირო კილოზე უნდა აეწყოთ. საკმაოდ სასიამოვნო და დინამიკური კვირა იქნება. აუცილებელი იქნება სსწრაფად ფიქრი, სწრაფად მოქმედება და ცივი გონების შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.

ამ კვირაში ხშირად უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ სამყარო ყოველთვის პროგნოზირებადი და კეთილი არაა. კარგად მიმდინარე საქმეები თვალის დახამხამებაში შეიძლება უკუღმა დატრიალდეს, განსაკუთრებით პარასკევსა და შაბათს. ამ კვირაში კარგი იქნება სახლის საფუძვლიანი დალაგება.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას

ქალწული

ამ კვირაში ნამდვილად ღირს, რომ ინტუიციას მოუსმინოთ. კარგად გეხერხებათ რთული სიტუაციებიდან გამარჯვებული გამოსვლა. ამისთვის გჭირდებათ საკუთარი თავის რწმენა და გარშემომყოფების დახმარება. ამ პერიოდში არ მოგერიდოთ მხარდაჭერის თხოვნა.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. ორშაბათს უსაქმოდ ნუ დასხდებით. საჭიროა პირველივე წუთებიდან მუშაობის დაწყება. ეს დაგეხმარებათ, რომ მომდევნო ორ დღეს პრობლემები არ შეგექმნათ. მოდუნების საუკეთესო საშუალება იქნება ახლობლებთან ურთიერთობები. მარტო დიდხანს ნუ დარჩებით.

სასწორი

რიგითი, ჩვეულებრივი კვირა გელოდებათ, მაგრამ საფრთხეებიც არის მოსალოდნელი და პირველი – ეს გადაღლაა. ამან, შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ ჯანმრთელობისა და განწყობის თვალსაზრიით. ძალზე მნიშვნელოვანია სულიერი სიმხნევის, კარგ განწყობის შენარჩუნება და პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...

კვირის მეორე ნახევარი უფრო უკეთესი იქნება. ზოგადად, ეს შვიდი დღე სასწორების სიმტკიცეზე გამოცდის პერიოდი იქნება. არ შეუშინდეთ არაფერს. სირთულეები გაგაძლიერებთ.

მორიელი

ასტროლოგების დაჟინებული რჩევაა, ამ კვირაში მოერიდოთ ნეგატიურ ადამიანებს, არ გაუზიაროთ მათ საკუთარი გეგმები და არ იქონიოთ მათთან ფინანსური საქმეები. ეს იდეალური დროა მარტოხელა მორიელებისთვის, რომლებიც მიჩვეული არიან ყველაფრის თვითონ კეთებას.

სასიყვარულო სფეროში „დათბობის“ პერიოდი დგება, როდესაც ყველა ჩხუბი და კონფლიქტი წარსულს ჩაბარდება. არ დაიტოვოთ ნეგატივი გულში, აპატიეთ ყველას, ვინც რამე გაწყენინათ და თქვენც პატიება ითხოვეთ იმ ადამიანებისგან, ვისთვისაც რამე გიწყენინებიათ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისი იდეალურია აქტიურობისა და საშინაო საქმეებისთვის. შეგიძლიათ სახლი ძირფესვიანად დაასუფთაოთ. ეს სახლში და ოფისში ენერგიის ნაკადების დასტაბილურებაში დაგეხმარებათ.

ძალიან გაგიმართლებთ სასიყვარულო სფეროში. ვარკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან საყვარელი ადამიანის მოძებნაში, ან უკვე არსებული ურთიერთობების გამტკიცებაში. მთავარია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გელოდებათ ახალი ნაცნობობა, სასიამოვნო ურთიერთობები, ფლირტი და რომანტიკა.

თხის რქა

ამ კვირაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედად მოგიწევთ ყოფნა. ექსპერტები გირჩევენ, არავის გაანდოთ საკუთარი გეგმები. გახსოვდეთ, რომ წარმატებასა და ფულს სიჩუმე უყვარს. ეს ნიშნავს, რომ ასევე არ უნდა იტრაბახოთ ირგვლივ მყოფებთან თქვენი წარმატებებით.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

ანალოგიური ვითარება იქნება სასიყვარულო სფეროშიც. თუ გინდათ, იპოვოთ სიყვარული ან მოაგვაროთ პრობლემები ურთიერთობებში, ეს დამოუკიდებლად, მესამე პირის ჩარევის გარეშე უნდა გააკეთოთ.

მერწყული

არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გარშემომყოფების დახმარების იმედი არ გქონდეთ, თანაც, კარგი იქნება, თუ მათ შეამოწმებთ – ხომ არ არიან მათ შორის ეშმაკი ადამიანები. თუ არიან, მათგან თავი შორს დაიჭირეთ, ყოველ შემთხვევაში, პარასკევამდე მაინც. პარასკევს ვარსკვლავები და პლანეტები უფრო პოზიტიური გახდებიან და საშიშროებაც გაივლის.

უქმეებზე ენერგიისა და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. შეგიძლიათ, შემოქმედებით საქმიანობაზე გადაერთოთ, ან სამუშაო სახლში შეასრულოთ. სახლის გარემო ჩვეულ ამოცანებს სხვაგვარად დაგანახებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

თევზები

თქვენს ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა ფულს უნდა უფრთხილდეთ. 23–დან 25 ივნისის ჩათვლით მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. ეს ის დროა, როცა ფული კარგად უნდა ითვალოთ, ყურადღებით იყოთ ფინანსური ოპერაციების დროს. არ გაასესხოთ ფული.

უფრო სტაბილური ვითარება იქნება სამუშაოსა და სასიყვარულო სფეროში. მოახერხებთ ორი კურდღლის ერთდროულად გამოდევნებას, ანუ გაგიმართლებთ საქმეებშიცა და სიყვარულშიც. მხოლოდ საჭიროა ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა.

ყველა ახალი ამბავი
0