ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 22 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

375
(განახლებულია 10:42 22.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

22 ივნისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

შესაძლებელია მომატებული ემოციურობა. რეკომენდებულია ყველანაირი სახლის საქმის გაკეთება, ოჯახური სიმყუდროვის შექმნა, ახლობლებზე ზრუნვა. სერიოზული საქმეების გაკეთება არ ღირს.

კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშების ციკლის დასაწყებად, სამკურნალო შიმშილობის ან დიეტისთვის.

ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა ბოროტება და სიძუნწე. მათი გადალახვა ახალი წამოწყებების რეალიზებაში დაგეხმარებათ.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის გავლენა თქვენს თმაზე არაერთ უხერხულობას შეგიქმნით. თმა დაუმორჩილებელი ხდება.

თმის შეჭრა დააჩქარებს თმის ზრდას და ასევე ჯანმრთელობის ენერგიის ნაკადს მოიზიდავს.

მშრალი და დაზიანებული თმისთვის ძალზე წარმატებული იქნება გამაჯანსაღებელი და მკვებავი პროცედურების ჩატარება.

მებაღეობა: ზოგადად, კირჩხიბი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს დათესილი ნელა ამოვა, ფესვი კარგად ვითარდება, მაგრამ სუსტი აქვს მიწისზედა ნაწილი, თუმცა, ნაყოფი უხვი და ძალზე გემრიელია. სუსტი ღეროსა და უხვი ნაყოფის გამო შეიძლება გადატყდეს.

ამ დღეს არარეკომენდებულია გასხვლა.

375
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 10 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

60
(განახლებულია 10:39 09.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

10 ივლისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

კრიტიკული დღეა. იდეალური იქნება სახლში დარჩენა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. მიუძღვენით ეს დღე ზნეობრივ განწმენდას, მონანიებას, ილუზიებისგან, სიცრუისა და სიამაყისგან გათავისუფლებას. ძალზე არახელსაყრელი დღეა ქორწინებისა და სხვა პარტნიორული შეთანხმებებისთვის.

ადამიანები ერთმანეთზე ამ დღეს ცუდ გავლენას ახდენენ. სჯობს, ამ დღეს არავინ გაიცნოთ, რადგან ურთიერთობები მძიმე იქნება, თან, შესაძლოა, მისი გავოლენის ქვეშ მოექცეთ.

დღე რომ სტრესის გარეშე გადაიტანოთ, დაზოგეთ ძალები, განმარტოვდით, გათავისუფლდით მძიმე და ნეგატიური აზრებისგან, ასევე კარგი იქნება, თუ სახლსაც გაათავისუფლებთ ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან.

ხელსაყრელი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის. დაუფიქრდით თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ამ დღეს ინფორმაციას უზარმაზარი ძალა გააჩნია, ადვილად შესაძლებელია, რომ მასზე დამოკიდებული გავხდეთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: თევზების გავლენა ძირითადად თავის კანზე გამოიხატება, ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რომ არ შეიჭრათ ან არ დაიბანოთ თმა, კარგი იქნება.

ასევე უარყოფითად იმოქმედებს თმაზე ქიმიური ზემოქმედება - დახვევა ან შეღებვა. შესაძლებელია თმის ბოლოების გაყოფა, დაზიანება.

კარგი იქნება, თუ სალონს გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ეწვევით.

მებაღეობა: საკმაოდ პასიური დღეა. აქტიურობა ბაღში შეიძლება, მაგრამ არასასურველია. მთვარის ამ დღეს მცენარეების ქვედა ნაწილის აქტიური კვება მიმდინარეობს, იწყება ფესვების ზრდა.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

არარეკომენდებულია დათესვა და დამუშავება. მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

60
როკის კონცხი

10 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

23
(განახლებულია 11:40 08.07.2020)
გაეცანით 10 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

10 ივლისს დაბადებულები

10 ივლისს დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი ნიჭით, გამბედაობით, შრომისმოყვარეობითა და დამოუკიდებელი ხასიათით. არიან ძალზე აქტიურნი, საქმიანი, თამამი; თუმცა, ხშირად დაუდევრად რისკავენ. უნდა იყვნენ მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი, რადგან დიდია სხვადასხვა ტრავმის მიღების საშიშროება. ამ დღეს დაბადებულებს შორის ხშირად გვხვდებიან ნიჭიერი მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

10 ივლისს დაბადებულებს ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, საკუთარი წარმატებებისა და გამარჯვებების მიმართ პასიური და გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, გარშემომყოფების მიმართ უდიდეს სიკეთეს იჩენენ. ამ უჩვეულო ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ, გამარჯვებისკენაც ისწრაფვოდნენ და მოულოდნელად უკანაც დაიხიონ, როდესაც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. ხასიათის ეს თვისება გარშემომყოფებში დიდ გაურკვევლობას იწვევს. ამ ადამიანებს განსაკუთრებით თვალის მეხსიერებასთან დაკავშირებული ნიჭი აქვთ. ისინი „ისრუტავენ“ მოვლენებს, ატარებენ მას საკუთარ მსოფლაღქმაში და ენთუზიაზმით იყენებენ საკუთარ ნამუშევრებში.

ზედმეტი მგრძნობიარობისა და ემოციურობის გამო, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ უცხოებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სულის გახსნა. გარეგნულად უინიციატივონი, მკვეთრად იცვლებიან, როდესაც დგება მათი კარიერული ზრდის ან დასახული გეგმების მიღწევის საკითხი: ხდებიან ზეაქტიურნი და მიზანსწრაფულნი. ეს ადამიანები აკვირდებიან გარემო სამყაროს, ადგენენ ფასეულობათა საკუთარ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებისეულ კრიტერიუმებს. ხანდახან რადიკალური შეხედულებები, მკაფიო პოზიცია და საკუთარი პოლიტიკური რწმენა აქვთ. რადგან ორატორული ნიჭი, ჩვეულებრივ, არა აქვთ, ადამიანების დარწმუნებას თავიანთ შეხედულებებში არც ცდილობენ. უმეტესად, ისინი წყნარი და ჩაფიქრებული ადამიანები არიან, რომელთაც ურჩევნიან, უფრო მოისმინონ და დააკვირდნენ და თუ მოქმედებაა საჭირო, ნელა და გააზრებულად იმოქმედონ.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

10 ივლისს დაბადებულთა უმრავლესობას არ უყვარს ცვლილებები, უფრო კონსერვატიული არიან. ცხოვრობენ მოკრძალებულად, აღზრდა უფლებას არ აძლევს, რომ იტრაბახონ, ზედმეტად თავისუფლად მოიქცნენ. იმპულსური ძალიან იშვიათად არიან - უფრო ახალგაზრდობაში. სხვების პრობლემებს ძალზე ემოციურად განიცდიან და ხშირად საკუთარ კეთილდღეობას სხვათა გეგმებს სწირავენ.

ჯანმრთელობა
10 ივლისს დაბადებულები საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ პასიური არიან, არ აქცევენ ყურადღებას დაავადებას, რაც ხშირად ქრონიკულ ფორმებს იღებს. მათთვის რეკომენდებული მსუბუქი ფიზიკური სავარჯიშოები, ფეხით სიარული, ცურვა. მართებთ რაციონის გამრავალფეროვნება ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით.

რჩევა:
გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, გათავისუფლდით კონსერვატიზმისგან. ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაში ხელს სიმორცხვე, მერყეობა და თავდაუჯერებლობა გიშლით. იყავით მეტად აქტიური და ნუ შეუშინდებით შეცდომების დაშვებას.

23
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

0
(განახლებულია 09:36 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%–ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მათი ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

0
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა