მზე

მზებუდობა 21 ივნისს წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე: რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

6888
(განახლებულია 11:25 21.06.2020)
ამ დღის მაგიურ ძალას აძლიერებს მზის დაბნელება, მაგრამ ამით არ მთავრდება – ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა – ახალმთვარეობაა.

ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როცა არის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია.

ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს და ზენიტში გარკვეული დრო დაჰყოფს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ემსახურება.

მზე გადადის კირჩხიბის ნიშანში. ესაა ბუნების აყვავების დრო, მისი პიკი, ყველა სტიქიის – წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ჰარმონია.

ზაფხულის მზებუდობის დროს არ შეიძლება ცუდ განწყობაზე ყოფნა, რადგან ამ დღის ენერგეტიკა დადებითია და გავლენას მხოლოდ მათზე ახდენს, ვინც მზადაა, ის თავის ცხოვრებაში შემოუშვას.

გასათვალისწინებელია, რომ 21 ივნისს მზის რაკლისებრი დაბნელება იქნება, რის გამოც მისი გავლენა რამდენადმე შემცირდება. ამ დღეს ორი მძლავრი ძალა – მზე და მთვარე შეეჯახებიან ერთმანეთს, ამიტომ უნდა იყოთ ფრთხილად და არ გარისკოთ.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მზებუდობა 2020 წლის 21 ივნისს თბილისის დროით 01:44 საათზე, ხოლო მზის დაბნელების მაქსიმალური ფაზა კი 10:40 საათზე დადგება.

მზებუდობასაც და მზის დაბნელებასაც ასტროლოგები განსაკუთრებულ მაგიურ თვისებებს მიაწერენ, ხოლო დაბნელება, რომელიც მზებუდობას ემთხვევა, მთელი ზაფხულის სეზონის ყველაზე ძლიერი და ცენტრალური მოვლენაა.

ამ დღის მაგიურ ძალას გააძლიერებს რკალისებრი მზის დაბნელება, მაგრამ ამით არ მთავრდება. ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა – ახალმთვარეობაა.

ეზოთერიკოსების ირწმუნებიან, რომ ზაფხულის მზებუდობა საუკეთესო დროა სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად, ჯანმრთელობის გამტკიცების, სიყვარულისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. თუ ამ დღეს სურვილს ჩაუთქვამთ, ის წლის ბოლომდე ახდება.

მზის დაბნელება კი, შესაძლოა, ადამიანების ცუდად ყოფნისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდეს. სპეციალისტები გვირჩევენ, არ ვიფიქროთ და არ დავიმძიმოთ თავი ცუდზე ფიქრით, თავი ავარიდოთ სტრესს, სწორად ვიკვებოთ.

რეკომენდაციები ამ დღისთვის

არ შეშინდეთ, არ გაღიზიანდეთ.

ამ დღეს და მის ენერგეტიკას განსაკუთრებით შეიგრძნობენ ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანები.

რადგანაც მზის დაბნელება კირჩხიბის ნიშანში მოხდება, ოჯახის, ოჯახური ფასეულობების, ახლობლებთან ურთიერთობების თემა ბევრისთვის იქნება აქტუალური. არის ჩხუბისა და კამათის ალბათობა, რადგან ძალიან მოიმატებს გაღიზიანება, ამიტომ ეცადეთ, დღე მაქსიმალურად მშვიდად და გარშემომყოფებთან ჰარმონიულად გაატაროთ.

ეს არაა ახალი საქმეების დაწყების დრო. ამასთან, მერკური რეტროგრადულია და 12 ივლისამდე ისედაც არ ღირს ახალ საქმეებთან შეჭიდება.

21 ივნისი არახელსაყრელი დღეა ასევე პლასტიკური ოპერაციების, სილამაზესთან დაკავშირებული სერიოზული პროცედურებისთვის, რადგან დიდია ალბათობა, რომ უკმაყოფილო დარჩეთ. სჯობს, მხოლოდ გამაჯანსაღებელი პროცედურებით შემოიფარგლოთ.

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები>>

თუ არასასურველია ახალი საქმეების დაწყება, სამაგიეროდ, ხელსაყრელია და სასურველიც კი ძველი საქმეების დამთავრება.

იდეალური დღეა იმისთვის, რომ სახლიდან გაიტანოთ, გადაყაროთ ძველმანები და უსარგებლო ნივთები.

მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან და მეგობრებთან შეხვედრა, რაღაც სიტუაციების „ამოტივტივება“ წარსულიდან, რომელთა გადაჭრაც მოგიწევთ.

21 ივნისი არახელსაყრელი დღეა სასიყვარულო საქმეებისთვისაც. შესაძლოა, იგრძნოთ გარკვეული ცვლილებები ურთიერთობებში, იყოს წყენა, იმედგაცრუება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ეს დროებითი მოვლენაა, ამიტომ „ცხელ გულზე“ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოთ.

ასევე არ იჩქაროთ, თუ ადამიანი მოგწონთ და მასთან ურთიერთობების გაბმა გსურთ. ასევე არასასურველი დღეა ქორწინებისთვის.

ეს ყველაფერი რეტროგრადული ვენერას „დამსახურებაა“, რომელსაც ახალმთვარეობა, მზებუდობა და მზის დაბნელება ემატება.

რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

  • ვერძი: გარშემომყოფები მიმართ განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას იგრნობთ, გახდებით ემოციური და გულგახსნილი, რაც დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და ახლობლებთან ურთიერთობების აღდგენაში.
  • კურო: წარმატებული დღეა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისა და კარიერულ კიბეზე წინსვლისთვის. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც. არ შეუშინდეთ თამამ მოქმედებებს – დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან.
  • ტყუპი: ტყუპებს ზაფხულის მზებუდობა ნამდვილად არ მოგეწონებათ, რადგან ეს დღე მაქსიმალურად რთული და პრობლემატური გახდება თქვენთვის. ადვილად ებმებით სკანდალებში და ამით ახალი მტრების გაჩენით რისკავთ.
  • კირჩხიბი: ასტროლოგიური პროგნოზით, ეს დღე მრავალ ახალ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. გაგიჩნდებათ გარემოცვის, სამუშაოს ან გარემოს შეცვლის სურვილი. აჰყევით განწყობას, რადგან ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.
  • ლომი: ლომებისთვის დღევანდელი დღე ზრდისა და თვითგანვითარების სიმბოლოდ იქცევა. ამ დღეს სჯობს, განმარტოვდეთ და ისე შეისწავლოთ ახალი ინფორმაცია, მიიღოთ სასარგებლო გამოცდილება. იქნებით კონცენტრირებული და შეგიძლიათ საოცარი წარმატებების მიღწევა.
  • ქალწული: მზებუდობა ქარწულებს არცთუ მარტივ პერიოდს გიმზადებთ. ბედი მუდმივად შეეცდება თქვენს ცდუნებას და ასეთი დისციპლინირებული ნიშნის წარმომადგენლებში ამან ბზარი შეძლება შეიტანოს. გაგიჭირდებათ თავშეკავება და პრიორიტეტების სწორად განაწილება.
  • სასწორი: მორალურად უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ თქვენი პოზიციები და მიზნები, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს. ამის მიღება, ბევრ ჩვეულ რამეზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, თქვენთვის მტკივნეული იქნება მაგრამ ეს ცვლილებები უკეთეს მომავალს მოგიტანთ.
  • მორიელი: მორიელებს ხელსაყრელი დღე გელოდებათ. სურვილი გექნებათ ურთიერთობების, ადვილად მოინადირებთ ადამიანების გულებს, რომელთა შორის, შესაძლოა, ახალი სიყვარულიც იყოს.
  • მშვილდოსანი: თქვენთვის რთული დღეა. ბედი თითქოს სპეციალურად გიმზადებთ უამრავ ხაფანგს და ამუხრუჭებს თქვენს საქმეებს. განწყობა, შესაძლოა, დილიდან გაგიფუჭდეთ, ამიტომ, სჯობს, გარშემომყოფებთან კონტაქტს მოერიდოთ.
  • თხის რქა: ცოტა შეარბილეთ თქვენი ხასიათი და დათრგუნეთ გარშემომყოფებზე ზეწოლის სურვილი. თქვენ ცდილობთ, რომ ყველა თქვენს წესებს დაემორჩილოს, რაც, შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტში და უთანხმოებებში გადაიზარდოს.
  • მერწყული: გაატარეთ ეს დღე აქტიურად. დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას, ბუნებაში გასვლას, ახალ ნაცნობობას. ყოველი ახალი მოქმედება საშუალებას მოგცემთ, გაიაზროთ, რომ არ გაქვთ საზღვრები და მეტის გაკეთება შეგიძლიათ.
  • თევზები: თევზებისთვის 21 ივნისი შესანიშნავი დღე იქნება პროფესიულ სფეროში. ჯერ ადრეა ახალი პროექტის დაწყება, მაგრამ მისთვის ნიადაგის მომზადება შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ, გაიცნოთ პერსპექტიული ადამიანები. კრეატიულ იდეებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გექნებათ.
6888
კოღო

ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე

141
(განახლებულია 19:19 14.07.2020)
ზაფხული ის დროა, როცა განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ხშირია მწერების ნაკბენით გამოწვეული უსიამოვნებები, რაც, შესაძლოა, პარაზიტული დაავადებების გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

რომელი პარაზიტული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულის სეზონზე, რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ისინი, ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში პარაზიტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირმა კოკაიამ ისაუბრა.

- ზაფხულის სეზონთან ყველაზე ხშირად რომელი პარაზიტული დაავადებები ასოცირდება?

- ზაფხულის სეზონთან ასოცირებული პირველი ჯგუფის, ყველაზე ხშირი დაავადებებია მწერების დაკბენით გამოწვეული დაავადებები. ასევე ზაფხულის პერიოდში სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება ნაწლავური პარაზიტული დაავადება. მწერების კბენასთან ასოცირებული პარაზიტული დაავადებების მატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე. პირველი ის არის, რომ ზაფხულის ცხელ პერიოდთან ერთად მწერების აქტივობა არის მომატებული და ეს გამომდინარეობს მათი ბიოლოგიიდან. მეორე ფაქტორი, რის გამოც იმატებს ეს დაავადებები და ამ დაავადებებთან დაკავშირებული საფრთხე, არის ის, რომ უშუალოდ ადამიანების ურთიერთობა ბუნებასთან არის გაცილებით აქტიური. ეს არის სეზონი, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად გადიან ქალაქგარეთ პიკნიკებზე, აგარაკებზე, სოფლებში და ა.შ. შესაბამისად, ეს საფრთხე არის მომატებული.

- იქნებ ეს დაავადებები განვიხილოთ...

- მწერების კბენით გამოწვეული დაავადებებიც ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს. ეს არის უშუალოდ დაკბენასთან ასოცირებული ალერგიული რეაქციები და მეორე – უფრო დიდი საფრთხე, ის დაავადებები, რომელიც გადააქვთ მწერებს. ბოლო პერიოდში ინტენსიურად არის მომატებული ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. ეს დაავადება ძალიან აქტუალურია საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ამ მხრივ დიაგნოსტიკაც უფრო გაუმჯობესებულია. მეორე დაავადება, რომელიც ინტენსიური ხდება ამ პერიოდში, არის ლეიშმანიოზი, რომელიც ასევე მწერებს გადააქვთ. ეს არის პატარა ზომის მოსკიტები, ფლებუტომუსები. გარდა ამისა, კიდევ არის რამდენიმე დაავადება, მაგალითად, კოღოებთან ასოცირებული მალარია, რომელიც ასევე ზაფხულის დაავადებაა. თუმცა, საბედნიეროდ, მალარიის ენდემური შემთხვევები ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არ გვაქვს დაფიქსირებული. შემთხვევები, რაც გვაქვს, ძირითადად არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული. კიდევ ერთი დაავადება გახლავთ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ცალსახად ტკიპას უკავშირდება.

- რა ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებებს?

- ვინაიდან ყველაზე გავრცელებულია, დავიწყოთ ლაიმის დაავადებით. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ტკიპის კბენა არ არის საკმარისი დაავადების გამოწვევისთვის. თვითონ ტკიპა უნდა იყოს ინფიცირებული, რომ გამოიწვიოს დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველა ტკიპის კბენის შემდეგ, რა თქმა უნდა, დაავადება არ ვითარდება. 100 კბენიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დაავადება. კბენის დროს ამის მიხვედრა წარმოუდგენელია. ამას სჭირდება სპეციალური ანალიზი, რომელიც საკმაოდ რთულად კეთდება და არ არის მოწოდებული, რომ ყველა შემთხვევაში გაკეთდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ტკიპა აღმოჩნდა ინფიცირებული და დაავადების გადამტანი, კლინიკური სიმპტომები, რომელიც დამახასასიათებელია ლაიმის დაავადებისთვის, არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გამოვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, არის სამი დღიდან 28 დღემდე. ანუ ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება გამოვლინდეს კლინიკური ნიშნები. ამას იმიტომ ვამბობ ხაზგასმით, რომ ძალიან ხშირად ტკიპის კბენის შემდეგ მეორე და მესამე დღეს მოდიან ხოლმე პაციენტები და ითხოვენ ანალიზის ჩატარებას, რომელიც ამ შემთხვევაში არ არის ინფორმატიული. ამისთვის საჭიროა დრო, რადგან ანალიზით ხდება ანტისხეულების განსაზღვრა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, 28 დღე, შესაძლოა იყოს ხუთი დღე. დაჟინებით ითხოვენ ხოლმე ანალიზს. ზოგჯერ მოდიან, ტკიპა ისევ აზით კანზე. ამ დროს პირველ რიგში ვაცილებთ ტკიპს. გულდასმით ვუხსნით, რომ ამ შემთხვევაში ტესტის პასუხი შესაძლოა იყოს ნეგატიური, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ეს დაავადება გაქვს, რადგან წინ გაქვს მთელი ინკუბაციური პერიოდი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც ცოტა მოგვიანებით ვიბარეთ, რომ თავიდან გადავამოწმოთ ეს ადამიანი. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე ხშირად ვლინდება გამონაყარი ნაკბენის ირგვლივ, რომელიც არის უხშირესად გამოხატული. თუმცა, შესაძლოა, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილშიც გამოვლინდეს. ეს არის წითელი რკალისებრი შემოხაზვა, რომლის დიამეტრი საკმაოდ დიდია, შესაძლოა ხუთი სანტიმეტრი და მეტიც იყოს. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომებია ცხელება, სახსრების ტკივილი, კუნთის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა, ხშირად გამოვლინდება თავის ტკივილი. არის კიდევ ისეთი ნიშნები, რომელიც უკვე სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს. ეს არის გართულებები გულის და ნერვული სისტემის მხრივ. ეს ორი დაზიანება, ნერვული და გულის მხრივ, ცოტა უფრო მოგვიანებით ფაზებში ვითარდება, სადღაც ერთი თვის მერე.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი საინკუბაციო პერიოდი არის 4-6 თვე. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ ხდება ხოლმე კლინიკური სურათის მანიფესტირება. ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ყველა მკურნალობის გარეშე შემთხვევები და, მათ შორის, დაგვიანებული შემთხვევები ხშირ შემთხვევაში ცუდი გამოსავლით მთავრდება.

- წლევანდელ სეზონზე საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა პარაზიტული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევა?

- წელევანდელ სეზონზე ინტენსიურია კახეთის შემთხვევები. საკმაოდ ბევრი შემთხვევა შემოვიდა კახეთიდან, შედარებით ნაკლებია თბილისის შემთხვევები.

- ძირითადად რა სიმპტომებით შემოდიან პაციენტები?

- შემოდიან ცხელებით, ღვიძლის და ელენთის გადიდებით, ანემიით, ჰემოგლობინის ნაკლებობით და წონის კარგვით. ეს არის ძირითადი სიმპტომები, თუმცა შესაძლოა დაფიქსირდეს დაბალი ლეიკოციტი, დაბალი თრომბოციტი. ეს ის დაავადებაა, რომელიც არ გამოგვეპარება, რადგან მკვეთრად არის სიმპტომები გამოხატული და ყველა ნიშნის არსებობის შემთხვევაში, რაც დროზე მიმართავთ ექიმს, გამოსავალი უფრო მარტივად მოიძებნება. დაავადების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

 

141
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ქალი

შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

1259
(განახლებულია 10:38 14.07.2020)
მოდა იცვლება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ახალი კოლექცია, მათ შორის მაინც შეიძლება იმ განსაკუთრებული ჩანთის პოვნა, რომელზეც ქალი იტყვის „საჩემოა“

ჩანთა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია ქალის გარდერობში და გარდა იმისა, რომ მას აუცილებელი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ის ასევე ხაზს უსვამს ადამიანის ინდივიდუალობასა და ხასიათს.

როგორი ჩანთა შეეფერება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებს, როგორს ანიჭებენ ისინი უპირატესობას – ამის შესახებ გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.

ვერძი

ვერძი ავანტიურისტია თავისი ბუნებით. ხანდახან ძნელად განსაჭვრეტია, რით დამთავრდება საღამო და საით წაიყვანს მას მოვლენების მთელი რიგი. ამ ნიშნის ქალებს ყველაზე მეტად ტევადი ჩანთა მიესადაგება, სადაც მოათავსებენ კბილის ჯაგრისს, ფეხსაცმელს, თმის ლაქს და საყვარელი სუნამოს ფლაკონს. ვერძების ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე, ამიტომ ნუ გაიფუჭებთ განწყობას პატარა ჩანთით.

კურო

კუროებმა აქცენტი დეტალებზე უნდა გააკეთოთ. თუ რესტორანში ან წვეულებაზე მიდიხართ, შავი პატარა ჩანთა დაგჭირდებათ. თუ შოპინგზე მეგობართან ერთად – დიდი ჩანთა, რომელსაც თავისი „ეშხი“ ექნება – განსაკუთრებული ფერი ან ორნამენტი. მთავარია, რომ შინაგანად გრძნობდეთ, რომ ნივთი უნიკალურია, საინტერესო და გარშემომყოფების ყურადღებას იპყრობს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ტყუპი

ტყუპებმა ბოლომდე თავადაც არ იცით, რა გსურთ. მიზეზი მარტივია: ერთი მხრივ, თქვენში მოკრძალებული ნატურა ცხოვრობს, რომელიც მოდის ბოლო ტენდენციებს მისდევს, ხოლო მეორე მხრივ – მეამბოხე, რომელსაც თვითგამოხატვის სურვილი არ ასვენებს. თქვენი ხასიათის გათვალისწინებით შეარჩიეთ ორფერიანი ჩანთები. თქვენი განწყობის ცვალებადობის მიუხედავად, არის შანსი, რომ ჩანთის ფერი გაგახარებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები არ ჩქარობთ, რომ თითოეული ადამიანის წინაშე გული გახსნათ – ეს თქვენთვის საინტერესო არაა. თუმცა ნივთების საშუალებით თავის წარმოდგენა გიყვართ. საჭიროა არაა, ეს რამე მყვირალა და ორიგინალური იყოს, უფრო დახვეწილი, ნატიფი და უჩვეულო იქნება. მაგალითად, საშუალო ზომის „დუტის“ ჩანთა.

ლომი

ლომებს ყურადღების გარეშე ყოფნა არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ, რომ ყურადღება მიიქციოთ, მათ შორის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებით. მოგიხდებათ ლითონით დამშვენებული კაშკაშა ფერის ჩანთები. ეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულები, თუ არ მოგწონთ, მოდის გამო ჩანთას არ იყიდით – უფრო საკუთარ თავს მოუსმენთ და რამე უნივერსალურს, საიმედოს და ვინტაჟურსაც კი შეარჩევთ. ჩანთის ფერი ისეთი იქნება, რომ ნებისმიერ სამოსს მოუხდეს, ზომა კი – იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიზნით ყიდულობთ მას.

სასწორი

ზოდიაოქს ნიშანი თვითონ მეტყველებს ყველაფერზე – სასწორები დიდხანს წონიან დასკვნებს, სანამ არჩევანს გააკეთებენ. ამასთან, გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელია ხოლმე. მაგალითად, თუ არჩევენ ჩანთას – წითელი აიღონ თუ ნაცრისფერი, უეცრად თვალს მოჰკრავენ დამაჯერებლი ზომის ჩანთა–საქაღალდეს და არჩევანს მასზე აჩერებენ. აქ წინასწარ ვერასდროს გამოიცნობთ. უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს.

მორიელი

მორიელის გარდერობში იდეალურად ჩაეწერება რთული შეფერილობის ჩანთა აქტუალური პალიტრიდან. ეს შეიძლება იყოს ტყავის ან ზამშის ჩანთა, ოღონდ უნიკალური და თავისი საოცარი პეწით. ასეთი ჩანთების შეხამება სხვადასხვა სტილის ნივთებთან შეიძლება. თუმცა, მორიელები თავადაც შესანიშნავად ერკვევიან ამაში – გემოვნების „დეფიციტი“ არა აქვთ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ორიგინალური ნივთები უყვართ, მათ შორის სხვადასხვა მორთულობა. გამონაკლისი არც ჩანთაა. ფერი და ზომა სხვადასხვა შეიძლება იყოს, მთავარია, რომ ხაზი გაუსვას თქვენს ორიგინალობასა და გადმოსცეს განუმეორებელი გემოვნება.

თხის რქა

თხის რქები ყველაფერში პრაქტიკულობას აფასებენ: ს ეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, ისე ნივთების შერჩევას. ამ ნიშნისთვის იდეალური ვარიანტია ნატურალური ტყავის ჩანთა. ჯერ ერთი, დიდხანს ძლებს, მეორეც – ყოველთვის მოდური და ესთეტიკურია.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტებისა არ ეშინიათ. მათ „არსენალში“ შეიძლება შეგხვდეთ ნოუთბუქისთვის განკუთვნილი ან მყვირალა ლიმონისფერი ჩანთა, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივს ვერაფერს აღმოაჩენთ. განაგრძეთ ექსპერიმენტების ჩატარება და ირგვლივ მყოფთა გაოცება.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები

თევზები არ უშინდებიან სიახლეებს და ამიტომ ადვილად შეუძლიათ რამე მოულოდნელი, უჩვეულო მოსინჯონ, მაგალითად, კასრის ფორმის ჩანთა – ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ამ ნიშნის ქალებისთვის.

1259
კიკვიძის პარკი

თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

0
პარში მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (კიკვიძის) გაიხსნა, იუწყება მერიის ვებგვერდი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 ათას 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 ათას 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 500 ათასი ლარი გამოიყო.

0
თემები:
თბილისის მერია