მთვარის კალენდარი: 21 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

21 ივნისი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. ახალი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

ახალმთვარეობის დღეს ბევრი ადამიანი იგრძნობს დისკომფორტს, განგაშს. ოჯახებში შესაძლებელია მცირე კონფლიქტები, მაგრამ არ ღირს ნეგატივზე და ჩხუბზე „ჩაციკლვა“. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ.

ხვეული თმა - Sputnik საქართველო
თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

ნაკლებად ეფექტური დღეა როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობისთვის. ხელსაყრელია ამ დღეს განმარტოება, თვითანალიზი, წარსული მოქმედებების შეფასება და სამომავლო გეგმების დაწყობა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალმთვარეობასთან ერთად არის მზებუნიობა და მზის დაბნელება, ამდენად, საფრთხის შემცველი დღეა.

თმის შეჭრა, შეღებვა: ახალმთვარებაზე თმის შეჭრა არასასურველია. ბევრ ხალხშია ცრურწმენა გავრცელებული, რომ რამდენ თმასაც ამ დღეს დაკარგავს ადამიანი, იმდენით მოკლე იქნება მისი სიცოცხლე.

თმის შეღებვა დასაშვებია მხოლოდ ნატურალური საღებავებით.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

მებაღეობა: ზოგადად, კირჩხიბი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ახალმთვარეობის დღეს მცენარეებთან მუშაობა ნებისმიერი კუთხით ძალზე არახელსაყრელია.

ყველა ახალი ამბავი
0