დარიალის ხეობა

21 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

395
(განახლებულია 10:14 21.06.2020)
გაეცანით 21 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 ივნისი - 1 ივლისი

21 ივნისი - 1 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას ვენერა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, სილამაზეს, დამყოლ ხასიათსა და მომხიბვლელობას ანიჭებს. ეს ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან, ძალზე დამოკიდებული არიან ახლობლებზე და პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 25, 50, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ტიტა.

ამ პერიოდში დაბადებულებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. ეს ხდება უსიამოვნებების მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობებში. ზედმეტი სიამაყე მათ ხელს უშლის შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც კი, როცა თავად ტყუიან. ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარე და იმპულსური არიან. ეს მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობებზე, ამიტომ მათ თავიანთი ემოციების გაკონტროლება უნდა ისწავლონ. ბედნიერებისა და კეთილდღეობის მისაღწევად მათ უნდა იფიქრონ თავიანთ ნაკლოვანებებზე, სისუსტეებზე, ხშირად გააანალიზონ საკუთარი საქციელი, ემოციები და იმუშაონ განვითარებაზე.

21 ივნისს დაბადებულები

21 ივნისს საოცრად იღბლიანი ადამიანები იბადებიან. ისინი იოლად აღწევენ წარმატებებს ცხოვრებაში, ფორტუნა მათ მხარესაა. თუ გეგმები პოზიტიურია, მათი მიღწევისთვის ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ. ჩვეულებრივ, ისინი შემოქმედებითი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან და ამ ნიჭს ისინი საკუთარი და ახლობლების კეთილდღეობისთვის იყენებენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

21 ივნისს დაბადებულებს ცხოვრება ყველა თავისი გამოვლინებით უყვართ, ამიტომ ხშირად „ჩქარობენ“, იცხოვრონ და ისწრაფვიან, ყველა მიწიერი სიხარული შეიცნონ. დროს ფეხს თავდაჯერებულად უწყობენ და მუდამ მოვლენების საქმის კურსში არიან. უყვართ ფული და ფულსაც უყვარს ისინი, ამიტომ ისინი შესანიშნავად ავლენენ თავს ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ადამიანების საქმიანობა მიმართულია მიზნების მიღწევისკენ, ამიტომ ისინი ძალზე იშვიათად ამბობენ უარს საკუთარ მოსაზრებებზე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.

ამ დღეს დაბადებულები ძალზე სექსუალური და მგრძნობიარე ადამიანები არიან. საქმიანობის, მორალური ფასეულობებისა და ინტელექტის დონისგან დამოუკიდებლად, ამ დღეს დაბადებულები დაუოკებელი სიყვარულისა და ვნების მონებად შეიძლება ჩაითვალონ.

21 ივნისს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, საზოგადოებაში ლიდერის პოზიციები უკავიათ, არიან პოპულარულნი. ისინი თავდაჯერებულად მიიწევენ ცხოვრების გზაზე. მიუხედავად ამ გზის სიმსუბუქისა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ დასაშვების ზღვარი ბეწვის ხიდივითაა და თუ მას ერთხელ გადააბიჯებენ, შესაძლოა, უკან დაბრუნების ძალა არ ეყოთ. თავისუფლებისმოყვარეობა მათ აუხსნელ ხიბლსა და მაგნიტურ ქარიზმას ანიჭებს, მაგრამ, ამავე დროს, ამორალური საქციელი ხშირად მათი პიროვნების დეგრადაციისა და თვითგანადგურების მიზეზი ხდება.

ჯანმრთელობა

21 ივნისს დაბადებულების დღეგრძელობის საიდუმლო შინაგან სიმშვიდესა და რეგულარულ სულიერ განვითარებაშია. მათთვის აუცილებელია გონების სულიერი საზრდოთი გამოკვება, ხოლო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სწორი, დაბალანსებული კვება. მათთვის ასევე სასურველია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და დღის სწორი დაგეგმვა.

რჩევა:

შეეცადეთ გააკონტროლოთ თქვენი მიწიერი ვნებები, ხომ შეიძლება, რომ ყველაფრის და თან ერთდროულად გასინჯვის შემდეგ ცხოვრების ინტერესი დაკარგოთ. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებსა და ახლობლებს. იპოვეთ ამოუწურავი სულიერი ფასეულობანი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.

395
ანა კოსტავა

ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები

665
(განახლებულია 13:34 15.07.2020)
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ სასახელო ქართველს - ანა კოსატავას გაგაცნობთ.

როგორც, წესი, კულინარიისადმი ინტერესს, ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგო ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ. ჩვენი რესპონდენტიც მათ რიცხვშია.

დღეს გერმანიის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტორიის განხრით სწავლობს. პარალელურად ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ თავისი კულინარიული შედევრებით ფლეგმატურობით ცნობილი გერმანელების აღფრთვანებას იწვევს.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- ანა, როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი პროფესიულ დონეზე?

- ჩემს შემთხვევაში, კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად გავხადე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა დ კულინარიული ექსპერიმენტის წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი, როგორც კარგ კულინარად ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევავში, ასე თვლიან ჩემს გარშემო მყოფები. თუმცა, მე უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ და უფრო მეტიც, საუკეთესო კულინარამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- პირველად გერმანიაში თხუთმეტი წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ საკონდიტროში მუშაობთ - როგორია გერმანული სამზარეულო და ქართულ კერძს სთავაზობთ სტუმრებს?

- ჩვენი სამზარეულოსგან განსხვავებით გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ აქ არ მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კერძები შევთავაზო სტუმრებს. თუმცა, ოჯახში მოსულ სტუმრებს ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული გემოები გავაცნო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორ ფიქრობთ, გემოების მიხედვთ თუ არის შესაძლებელი, რომ ზოგადად ერის ბუნებასა და ხასიათზე იმსჯელო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ შესაძლებელია. მაგალითად, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე და მწარე კერძები გვიყვარს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- პარალელურად სწავლობთ პროფესიულ სასწავლებელში, კონდიტორიის განხრით - რა სასწავლებელია ეს და ძირითადად რა სახის ცოდნას იძლევა?

-დიახ, პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობ კონდიტერიის განხრით. სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება.  პრაქტიკულ სწავლებას საკონდიტროში გავდივარ.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- თქვენ მიერ შექმნილ რომელ კულინარიულ ნაკეთობას გამოარჩევდით?

- თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. თუ არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულიდან შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული და გერმანული კერძი?

- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმაში, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. რაც შეეხება გერმანულ კერძს, არც მაქვს რომელიმე გამორჩეულად საყვარელი კერძი. დიდად გურმანიც არ ვარ, ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია: ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური...

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი კერძი?

- ჩვენს ოჯახში რა თქმა უნდა ქართული კერძებია პრიორიტეტული,  განსაკუთრებით ხაჭაპური.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ფოტოგრაფიითაც სერიოზულად ხართ გატაცებული...

- ფოტოგრაფია ჩემთვის გატაცებაზე მეტია. ისევე როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. საკმარისია თუნდაც ხუთი წუთიც იმისთვის, რომ მოვწყდე რეალობას და მთლიანად გადავეშვა ჩემს მიერ შექმნილ პატარა სამყაროში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ხილის ლამაზად გაფორმების ხელოვნებით ხართ დაინტერესებული და საოცარ ნიმუშებს ქმნით...

- დიახ, კონდიტორიასთან შეთავსებით ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი სფერო კარვინგია, რომლითაც რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება  და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთ კვირიანი მასტერკლასი გამევლო ამ სფეროში ორ გზის მსოფლიო ჩემპიონთან, Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა  და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ  ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შედეგად ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა).  ასევე გამორჩეული  იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორია პირადად თქვენი კულინარიული შეგრძნებები- ტკბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე ან მწარე?

- ჩემი კულინარიული შეგრძნებები თავისუფალია, მას არა აქვს ჩარჩოები და სტანდარტები. ყოველთვის ორიგინალური და პიკანტური გემოების ძიებაში ვარ. მიყვარს გემოებით თამაში, თუნდაც მჟავე, ტკბილი, ცხარე გემოების უჩვეულო კომბინაციები. მთავარია, რომ ეს გემოები უხდებოდეს და აბალანსებდეს ერთმანეთს. არ მიზიდავს ეგზოტიკური სამზარეულო და არც ევროპაში გავრცელებული უჩვეულო გემოების მიქსი, მაგალითად, ხორცის წვნიანში მანდარინის ლებნები, ხახვის დესერტი და ა. შ. თუმცა ინტერესის გულისთვის მაინც ვსინჯავ ხოლმე.  ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია კერძის ესთეტიკური მხარე, მისი გემო ვიზუალიდან უნდა იგრძნობოდეს, ამიტომ მიმზიდველი უნდა იყოს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

-ბოლოს, ჩვენს მკითხველს, ანა კოსტავას „ფელამუშის ტარტის“ საავტორო რეცეპტს ვთავაზობთ:

-„ფელამუშის ტარტისთვის“ დაგვჭირდება:

200 გრ. ორცხობილა;

150 გრ. კარაქი.

1ლ. ყურძნის ნატურალური წვენი (უმჯობესია ბადაგი);

1 პაკეტი ვანილი;

1 სავსე ჭიქა სიმინდის ფქვილი;

1 ს/კ პურის ფქვილი;

100 გრ. თხილი ან ნიგოზი.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშნათ წვრილად და შევურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადმოვიტანოთ ფორმაში და დავკეპოთ ხელით. მოვადუღოთ ფელამუში ჩვეული წესით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და როცა ცოტა გაგრილდება დავასხათ ორცხობილას თავზე, გავასწროთ ზედაპირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნოგოზი. აი, ასე მარტივად და ცხობის გარეშე შეძლებთ დაამზადოთ გემრიელი ტარტი!...

 

665
თემები:
ქართველები უცხოეთში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

436
(განახლებულია 10:44 15.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

15 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

იზრდება ფიზიკური ძალა, იღვიძებს მამაკაცური ენერგია. შესანიშნავი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის. ხელსაყრელი დღეა საქმეების, მშენებლობის საფუძვლის ჩაყრისთვის, რემონტის დაწყების, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, მიმდინარე საქმეების განხილვა, დაგეგმვა, საბუღალტრო ოპერაციები, არქივებთან მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, უძრავი ქონების ყიდვა, მშენებლობის, რემონტის დაწყება, გამოფენების მოწყობა, სიტყვით გამოსვლა, კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

არარეკომენდებულია რთული პროექტების განხილვა. 

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეები კარგია სალონში ვიზიტისთვის. თმა კარგად გაიზრდება და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღეა ნიღბების გასაკეთებლად.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: კურო ნაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან (მღრღნელებთან) ბრძოლა.

უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დატენიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.

დეტალურად იხილეთ აქ>>

436
ტოკიო

ფუკუშიმის შედეგი: პლუტონიუმის ნაწილაკები მთელს იაპონიაშია აღმოჩენილი

0
(განახლებულია 15:33 15.07.2020)
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან ცხრა წლის შემდეგ რეაქტორების მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიულ ნაწილაკებად დაიშალა, ქარმა კი ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტა. 

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ფუკუშიმა-1-ის ატომური ელექტროსადგურის  ბირთვული საწვავის შემადგენლობაში შემავალი პლუტონიუმის ნაწილაკები, სადაც 2011 წელს კატასტროფა მოხდა, დღემდე გარემოში რჩება, ასკვნიან ექვსი ქვეყნის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები ჟურნალ Science of the Total Environment-ში არის  გამოქვეყნებული.

ეკოლოგებმა და ქიმიკოსებმა ადრევე აღნიშნეს, რომ მასალა, რომელიც ავარიის შემდეგ ატმოსფეროში, ნიადაგსა და ზღვის წყალში მოხვდა, პლუტონიუმის კვალს შეიცავდა, მაგრამ მისი ფიზიკური, ქიმიური და იზოტოპური ფორმები უცნობი რჩებოდა.

ახლა კი იაპონელი, ფინელი, ფრანგი, შვეიცარიელი, ინგლისელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პლუტონიუმის ოქსიდების ნანოზომის ჩანართები ცეზიუმით მდიდარ მიკრონაწილაკებს (CsMP) შეიცავს.

ბირთვული საწვავი რეაქტორის შიგნით წვის შემდეგ  სტრუქტურულ ბეტონთან ურთიერთქმედებაში შევიდა. აფეთქების დროს მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიურ ნაწილაკებად დაიშალა, რომელიც ქარმა მთელ იაპონიაში მიმოფანტა.

აღმოჩნდა, რომ CsMP ძალიან რადიოაქტიურია და ძირითადად ბეტონის სილიციუმის შუშისა და რადიოაქტიური ცეზიუმისგან (სწრაფად აქროლადი დაშლის პროდუქტი) შედგება. ისინი რეაქტორებში საწვავის წვის დროს წარმოიქმნება.

მეცნიერებმა მიკრონაწილაკების ქიმიური შემადგენლობა მოწინავე ანალიტიკური მეთოდების კომბინაციის გამოყენებით შეისწავლეს.

„შედეგები დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ ნანოზომის არაერთგვაროვნება, ჰეტეროგენობა, რომელიც ნორმალური ბირთვული საწვავისთვისაა დამახასიათებელი, საწვავის ნარჩენებში კვლავ არსებობს, რომელიც დაზიანებული რეაქტორების შიგნით რჩება“, — აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა, იაპონიის კიუსიუს უნივერსიტეტის დოქტორმა სატოში უცუნომიამ.

მეცნიერის თქმით, ამ ინფორმაციით შესაძლებელია დაზიანებული რეაქტორის დნობის ხარისხის დადგენა, რაც ენერგეტიკოსებს საშუალებას მისცემს, დროულად გაიყვანონ ისინი ექსპლუატაციიდან და სწორად მიუდგნენ ნარჩენებს.

მკვლევარები აპირებენ, განაგრძონ CsMP-ის მიკრონაწილაკების შესწავლა, რათა უკეთ გაიგონ მათი გრძელვადიანი ქცევა და გარემოზე გავლენა.

შეგახსენებთ: 2011 წლის 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1–ზე“  აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რაც გაგრილების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია. მთავრობამ მოსახლეობა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 20 კილომეტრიანი ზონიდან გაიყვანა და, ჩერნობილის მსგავსად, საშიშროების მაქსიმალური დონე გამოაცხადა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუკუშიმას პრეფექტურის დაბინძურებულ ნიადაგს 30 წლის განმავლობაში გაანადგურებდნენ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს