ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 19 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

126
(განახლებულია 12:12 19.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

19 ივნისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

მთვარე ტყუპის ნიშანში ნიშნავს, რომ სწრაფი და ენერგიული საქმეების დღე დადგა. მომატებულია იმპულსურობა, აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ ისეთ საკითხებს მიხედავთ, რომლებიც დიდ ყურადღებასა და დროს არ მოითხოვს. ინტელექტუალური აქტიურობა გაზრდილია. დღე ხელსაყრელია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული საქმეებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ ნიშნის გავლენით თმის ზოგადი მდგომარეობა არ შეიცვლება. თმის შეჭრა ამ დღეს დააჩქარებს მისი ზრდის პროცესს, თუმცა, თმა დაუმორჩილებელი იქნება. ეს მის ხარისხზე არანაირად არ აისახება. კარგი დღეა თმის შეღებვისთვის და სხვა ქიმიური დამუშავებისთვის.

მებაღეობა: მთვარე ტყუპის ნიშანში არცთუ ნაყოფიერია. ამ დღეს დათესილ და დარგულ მცენარეებს არა აქვს მკაფიოდ გამოხატული გემო და სუნი, სუსტია მისი ღეროც.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

ამ დღეს შეიძლება მშრალი სასუქის მიცემა, გასხვლა, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება: არასასურველია მორწყვა.

126
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 10 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

57
(განახლებულია 10:39 09.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

10 ივლისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

კრიტიკული დღეა. იდეალური იქნება სახლში დარჩენა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. მიუძღვენით ეს დღე ზნეობრივ განწმენდას, მონანიებას, ილუზიებისგან, სიცრუისა და სიამაყისგან გათავისუფლებას. ძალზე არახელსაყრელი დღეა ქორწინებისა და სხვა პარტნიორული შეთანხმებებისთვის.

ადამიანები ერთმანეთზე ამ დღეს ცუდ გავლენას ახდენენ. სჯობს, ამ დღეს არავინ გაიცნოთ, რადგან ურთიერთობები მძიმე იქნება, თან, შესაძლოა, მისი გავოლენის ქვეშ მოექცეთ.

დღე რომ სტრესის გარეშე გადაიტანოთ, დაზოგეთ ძალები, განმარტოვდით, გათავისუფლდით მძიმე და ნეგატიური აზრებისგან, ასევე კარგი იქნება, თუ სახლსაც გაათავისუფლებთ ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან.

ხელსაყრელი დღეა ბუნებაში დასვენებისთვის. დაუფიქრდით თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას.

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

ამ დღეს ინფორმაციას უზარმაზარი ძალა გააჩნია, ადვილად შესაძლებელია, რომ მასზე დამოკიდებული გავხდეთ.

თმის შეჭრა, შეღებვა: თევზების გავლენა ძირითადად თავის კანზე გამოიხატება, ამიტომ თუ არის შესაძლებელი, რომ არ შეიჭრათ ან არ დაიბანოთ თმა, კარგი იქნება.

ასევე უარყოფითად იმოქმედებს თმაზე ქიმიური ზემოქმედება - დახვევა ან შეღებვა. შესაძლებელია თმის ბოლოების გაყოფა, დაზიანება.

კარგი იქნება, თუ სალონს გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის ეწვევით.

მებაღეობა: საკმაოდ პასიური დღეა. აქტიურობა ბაღში შეიძლება, მაგრამ არასასურველია. მთვარის ამ დღეს მცენარეების ქვედა ნაწილის აქტიური კვება მიმდინარეობს, იწყება ფესვების ზრდა.

როგორ მოქმედებებს ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე>>

არარეკომენდებულია დათესვა და დამუშავება. მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

57
როკის კონცხი

10 ივლისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

23
(განახლებულია 11:40 08.07.2020)
გაეცანით 10 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

10 ივლისს დაბადებულები

10 ივლისს დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მრავალმხრივი ნიჭით, გამბედაობით, შრომისმოყვარეობითა და დამოუკიდებელი ხასიათით. არიან ძალზე აქტიურნი, საქმიანი, თამამი; თუმცა, ხშირად დაუდევრად რისკავენ. უნდა იყვნენ მეტად ფრთხილი და ყურადღებიანი, რადგან დიდია სხვადასხვა ტრავმის მიღების საშიშროება. ამ დღეს დაბადებულებს შორის ხშირად გვხვდებიან ნიჭიერი მუსიკოსები, მწერლები, მხატვრები და სხვა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

10 ივლისს დაბადებულებს ხშირად, მთელი ცხოვრების განმავლობაში, საკუთარი წარმატებებისა და გამარჯვებების მიმართ პასიური და გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, გარშემომყოფების მიმართ უდიდეს სიკეთეს იჩენენ. ამ უჩვეულო ადამიანებს ერთდროულად შეუძლიათ, გამარჯვებისკენაც ისწრაფვოდნენ და მოულოდნელად უკანაც დაიხიონ, როდესაც გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ. ხასიათის ეს თვისება გარშემომყოფებში დიდ გაურკვევლობას იწვევს. ამ ადამიანებს განსაკუთრებით თვალის მეხსიერებასთან დაკავშირებული ნიჭი აქვთ. ისინი „ისრუტავენ“ მოვლენებს, ატარებენ მას საკუთარ მსოფლაღქმაში და ენთუზიაზმით იყენებენ საკუთარ ნამუშევრებში.

ზედმეტი მგრძნობიარობისა და ემოციურობის გამო, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ უცხოებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროსა და სულის გახსნა. გარეგნულად უინიციატივონი, მკვეთრად იცვლებიან, როდესაც დგება მათი კარიერული ზრდის ან დასახული გეგმების მიღწევის საკითხი: ხდებიან ზეაქტიურნი და მიზანსწრაფულნი. ეს ადამიანები აკვირდებიან გარემო სამყაროს, ადგენენ ფასეულობათა საკუთარ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს მათ ცხოვრებისეულ კრიტერიუმებს. ხანდახან რადიკალური შეხედულებები, მკაფიო პოზიცია და საკუთარი პოლიტიკური რწმენა აქვთ. რადგან ორატორული ნიჭი, ჩვეულებრივ, არა აქვთ, ადამიანების დარწმუნებას თავიანთ შეხედულებებში არც ცდილობენ. უმეტესად, ისინი წყნარი და ჩაფიქრებული ადამიანები არიან, რომელთაც ურჩევნიან, უფრო მოისმინონ და დააკვირდნენ და თუ მოქმედებაა საჭირო, ნელა და გააზრებულად იმოქმედონ.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

10 ივლისს დაბადებულთა უმრავლესობას არ უყვარს ცვლილებები, უფრო კონსერვატიული არიან. ცხოვრობენ მოკრძალებულად, აღზრდა უფლებას არ აძლევს, რომ იტრაბახონ, ზედმეტად თავისუფლად მოიქცნენ. იმპულსური ძალიან იშვიათად არიან - უფრო ახალგაზრდობაში. სხვების პრობლემებს ძალზე ემოციურად განიცდიან და ხშირად საკუთარ კეთილდღეობას სხვათა გეგმებს სწირავენ.

ჯანმრთელობა
10 ივლისს დაბადებულები საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ პასიური არიან, არ აქცევენ ყურადღებას დაავადებას, რაც ხშირად ქრონიკულ ფორმებს იღებს. მათთვის რეკომენდებული მსუბუქი ფიზიკური სავარჯიშოები, ფეხით სიარული, ცურვა. მართებთ რაციონის გამრავალფეროვნება ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით.

რჩევა:
გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, გათავისუფლდით კონსერვატიზმისგან. ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაში ხელს სიმორცხვე, მერყეობა და თავდაუჯერებლობა გიშლით. იყავით მეტად აქტიური და ნუ შეუშინდებით შეცდომების დაშვებას.

23
სვანეთის კოშკები

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

0
(განახლებულია 00:09 10.07.2020)
ერთი პროექტისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 5-დან 50 ათას ევროს შეადგენს, კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროში პროექტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებში მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების 860 ათასი ევროს მოცულობის მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 24 თვით. ყველა დაგეგმილი ღონისძიებები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18:00 საათი თბილისის დროით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომელთა საქმიანობის ძირითადი ნაწილი პროექტით დაფარულ არეალებში ხორციელდება ან განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება >>

კონკურსი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტის - GRETA-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

GRETA-ს მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს - ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.                         

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში