მთვარის კალენდარი: 18 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

18 ივნისი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

მთვარე კუროს ნიშანში – ესაა მატერიალური სტაბილურობის, სიმტკიცისა და გულმოდგინების ნიშანი, ამიტომ ყველაზე ხელსაყრელი დღეა სხვადასხვაგვარი ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

ამავე დროს შეინიშნება აზრობრივი უნარების გაძლიერება, თუმცა, მეორე მხრივ, მატულობს ინერტულობა და სიზარმაცე, ჩნდება კომფორტისა და სიმყუდროვის, მოდუნების სურვილი.

ლავანდების მინდორი - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს გავლენით თმის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კარგი დღეა თმის შეჭრისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის, ასევე შეღებვისთვის.

მებაღეობა: მთვარე კუროს ნიშანში ძალზე ნაყოფიერი, მაღალპროდუქტიული ნიშანია. ამ ნიშანში დათესილი ან დარგული მცენარე უხვ მოსავალს გვპირდება. ნაყოფი დიდხანს ინახება. კარგად იტანენ სიცივეს, მაგრამ შეიძლება ხშირად დაავადდნენ და არცთუ მაღალი ხარსხის თესლს იძლევიან.

ხელსაყრელი დღეა ნიადაგის გაფხვიერებისთვის, ოღონდ ფესვებს უნდა მოუფრთხილდეთ, რომ არ დაზიანდეს, მორწყვისთვის, გასხვლისთვის, დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავებისთვის, მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0