17 ივნისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 17 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 ივნისი

11-20 ივნისის პერიოდი ტყუპის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთავარი პლანეტა – მზე მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები უზარმაზარი ფიზიკური და სულიერი ძალით გამოირჩევიან, მაგრამ, ჩვეულებრივ, იმპულსური, თავშეუკავებელი და უხეში არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70, 80.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ზიზილა.

ეს ადამიანები ძალზე საზრიანი არიან, მაგრამ რომანტიზმის შეგრძნება სრულიად არ გააჩნიათ. ისინი ხშირად ეჭვობენ, სანამ რაიმეს გააკეთებენ. მათ შორის თითქმის არ გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარისკო საქმიანობისკენ ისწრაფვიან. მათ უყვართ მშვიდი ვითარება, სიჩუმე და ოჯახური სიმყუდროვე. ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად სჭირდებათ თავდაჯერებულობა. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ადამიანებთან ურთიერთობები, იყვნენ უფრო აქტიური და თამამი.

17 ივნისს დაბადებულები

17 ივნისს დაბადებულებს ცხოვრება ბედნიერებისა და კეთილდღეობის ყველა შანსს აძლევს; აქვთ უფლება, რომ საკუთარი ხელით ააგონ საკუთარი ბედი. ასევე აქვთ არჩევანი. თუ სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობის პოზიციას აირჩევენ, საკითხებს სიყვარულითა და სიკეთით გადაწყვეტენ და საკუთარ მოსაზრებას ყველაზე მაღლა არ დააყენებენ, მათ ზღარული მომავალი ელოდებათ.

რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს>>

17 ივნისს დაბადებულები თავიანთი საქმის მიმართ ძალზე სერიოზული არიან. გარშემომყოფებს ისინი, შესაძლოა, ძალზე თავისუფალი და ცოტა თავქარიანიც მოეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი დასახული მიზნებისკენ შეუპოვრად და თანამიმდევრულად მიიწევენ, არიან საიმედო საყრდენი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. მათი ცხოვრება უზრუნველი და მსუბუქი მოჩანს, თუმცა, ისინი ძალიან მომთხოვნი არიან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. ამას ხანდახან ურთიერთობების გართულება მოაქვს, განსაკუთრებით, თუ მათ ხელმძღვანელის პოზიციები უკავიათ. ისინი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვენ.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

ამ დღეს დაბადებულებს აზრის სიმსუბუქე და დახვეწილი საქმეები გამოარჩევს. ამასვე მოითხოვენ ისინი გარშემომყოფთაგან. სამწუხაროდ, ცუდი მასწავლებლები არიან, არ ჰყოფნით მოთმინებისა და გაგების უნარი, რაც ამ საქმისთვის არის საჭირო. უჭირთ იმ თანამშრომლისთვის თვალის მიდევნება, ვინც სამუშაოს ვერ უძღვება და ურჩევნიათ, თვითონ გააკეთონ საქმე. საკუთარი აზრი რომ დაამტკიცონ, მოჰყავთ უდავო არგუმენტები, ხანდახან კი, უბრალოდ, ზეწოლას ახდენენ გარშემომყოფებზე. ყველაზე ნიჭიერებს დიდი გავლენა აქვთ კოლექტივში და მათ კონსულტაციებისთვის ხშირად მიმართავენ. ნებისმიერ საზოგადოებაში მათი გამორჩევა ადვილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებთან ურთიერთობებში არ ჰყოფნით გარკვეული ალღო და სითბო. სხვა ადამიანების გრძნობები მათთვის უხილავია, თან ძალზე უნდობი არიან და იმპულსურად მოქმედებენ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>

17 ივნისს დაბადებულებს თავისუფლად შეუძლიათ მუშაობა ლოგისტებად, მენეჯერებად, დიზაინერებად, ასევე შეიძლება გახდნენ დიდი მოგზაურები, რადგან მშვენივრად აქვთ განვითარებული ორიენტაციის უნარი, ტოპოგრაფიული ალღო. ამ დღეს დაბადებულებს სჩვევიათ საკუთარი მონათხრობის შელამაზება და მასში ხანდახან ტყუილების გარევაც. მიდრეკილება აქვთ აზარტული თამაშებისადმი. მათ გარშემო აუცილებლად ტრიალებენ თაყვანისმცემლები და მიმდევრები.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ

ჯანმრთელობა

17 ივნისს დაბადებულებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალი მავნე ჩვევებს – თმბაქოს, სპირტიან სასმელებსა და სხვა. მათ გააჩნიათ ნებისყოფა, როდესაც ცხოვრებისეული მიზნებისკენ მიდიან, მაგრამ უჭირთ მავნე ჩვევებთან გამკლავება, ხანდახან, უბრალოდ, ვერ ხედავენ მათში ჩამალულ საფრთხეებს. მათ ჯანმრთელობას წაადგება ზომიერი სტილი კვებაში, სპორტულ აქტივობებში.

რჩევა:

მოერიდეთ ზედმეტ გავლენასა და ზეწოლას ახლობლებზე, მიეცით მათ ინიციატივის გამოჩენის შესაძლებლობა, ერთადერთი სწორი მხოლოდ თქვენი მოსაზრება შეიძლება არ იყოს. ნუ იქნებით მათთვის დიქტატორი და ნუ გამოიყენებთ ადამიანებს თქვენს სასარგებლოდ. შეხედეთ სიმართლეს პირდაპირ და ნუ დაექვემდებარებით ტკბილ ილუზიებს.

ყველა ახალი ამბავი
0