ძველი თბილისი

16 ივნისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

70
(განახლებულია 11:16 18.06.2020)
გაეცანით 16 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 ივნისი

11-20 ივნისის პერიოდი ტყუპის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთავარი პლანეტა – მზე მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები უზარმაზარი ფიზიკური და სულიერი ძალით გამოირჩევიან, მაგრამ, ჩვეულებრივ, იმპულსური, თავშეუკავებელი და უხეში არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70, 80.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ზიზილა.

ეს ადამიანები ძალზე საზრიანი არიან, მაგრამ რომანტიზმის შეგრძნება სრულიად არ გააჩნიათ. ისინი ხშირად ეჭვობენ, სანამ რაიმეს გააკეთებენ. მათ შორის თითქმის არ გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარისკო საქმიანობისკენ ისწრაფვიან. მათ უყვართ მშვიდი ვითარება, სიჩუმე და ოჯახური სიმყუდროვე. ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად სჭირდებათ თავდაჯერებულობა. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ადამიანებთან ურთიერთობები, იყვნენ უფრო აქტიური და თამამი.

16 ივნისს დაბადებულები

16 ივნისს ფეთქებადი, რთული, არაერთმნიშვნელოვანი ხასიათის ადამიანები იბადებიან. აქვთ სხვადასხვა ნიჭი, მახვილი გონება, არიან მიზანსწრაფული, ამავე დროს – ძალზე მშფოთვარე, მათი განწყობა ხშირად იცვლება. ამის გამო განვითარების მათთვის შესაფერისი ვარიანტი შეიძლება ხელიდან გაუშვან და დრო დაკარგონ. მათი ცხოვრება სხვადასხვა მოვლენითაა სავსე, ხოლო ვექტორი თავად მათზეა დამოკიდებული. ამ ადამიანებისთვის სწორი გზა მხოლოდ ერთია – განვითარება, ევოლუცია, თავის თავზე მუშაობა. მხოლოდ ასე მიაღწევენ წარმატებებს.

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

16 ივნისს დაბადებულები კარგად ერკვევიან კაპიტალის მართვის წესებში. ეს, პირველ რიგში, ფულს ეხება, როცა ის არის. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას სხვა ცხოვრებისეულ ფორმებზე, როგორიცაა ოჯახი, ჯანმრთელობა, კარიერა. ამ დღეს დაბადებულებს ეს მშვენივრად ესმით და საკუთარ ენერგიას საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დებენ. მათ შეუძლიათ მოულოდნელი იდეების წამოყენება საკუთარი პროექტებისთვის. წარუმატებლობასა და კრიზისს აღიქვამენ, როგორც დამატებით ბიძგს პროექტების რეალიზებისთვის.

16 ივნისს დაბადებულები მომავლისთვის შრომას ანიჭებენ უპირატესობას, არ ეშინიათ, თუ წამიერ მოგებას ვერ ნახავენ და შრომის მთელ პროცესს დიდი ყურადღებითა და მოთმინებით აკვირდებიან. მათ მოსწონთ თანხის დაგროვება, რათა შემდეგ ის მომგებიან შესაფერის საქმეში ჩადონ. მაგრამ არის საფრთხეც – შესაძლოა, შესაბამისი შანსი, საკუთარი მერყეობისა და რისკის შიშის გამო, ხელიდან გაუშვან. მათ უნდა დაძლიონ ერთგვარი სიძუნწე და უნდა გაიაზრონ, რომ ფულიც ენერგიაა და ენერგიის დახარჯვით შეიძლება მისი უკან დაბრუნება და თან – არაერთჯერადი მოგებით.

სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...>>

16 ივნისს დაბადებულები მომავლისთვის შრომას ანიჭებენ უპირატესობას, არ ეშინიათ, თუ წამიერ მოგებას ვერ ნახავენ და შრომის მთელ პროცესს დიდი ყურადღებითა და მოთმინებით აკვირდებიან. მათ მოსწონთ თანხის დაგროვება, რათა შემდეგ ის მომგებიან შესაფერის საქმეში ჩადონ. მაგრამ არის საფრთხეც – შესაძლოა, შესაბამისი შანსი, საკუთარი მერყეობისა და რისკის შიშის გამო, ხელიდან გაუშვან. მათ უნდა დაძლიონ ერთგვარი სიძუნწე და უნდა გაიაზრონ, რომ ფულიც ენერგიაა და ენერგიის დახარჯვით შეიძლება მისი უკან დაბრუნება და თან – არაერთჯერადი მოგებით.

ჯანმრთელობა

16 ივნისს დაბადებულები, ჩვეულებრივ, თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. სპორტის მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება არა აქვთ, მაგრამ მიესალმებიან ფიზიკურ ვარჯიშებს, ოღონდ არა დიდი დატვირთვით. ასეთივე დამოკიდებულება აქვთ დიეტების მიმართ. როგორც წესი, არ იტაცებთ მოწევა, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ასევე ტკბილეული. მაგრამ თუ მაინც მოუწევთ მათი ზემოქმედების ძალის ქვეშ მოქცევა, შემდეგ უკვე უჭირთ ამ ტყვეობიდან გამოსვლა.

რჩევა:

სულიერი და ფიზიკური კომფორტი თქვენთვის დიდად მომგებიანი არ არის, თქვენი ტონუსში ყოფნა მხოლოდ რისკს შეუძლია. ყურადღებით იყავით, ხელიდან არ გაუშვათ ცვლილებების შესაძლებლობა. ნუ აქცევთ ფულს ცხოვრებისეულ გზაზე ბარიერად. მეტად ენდეთ მეგობრებს.

70
ანა კოსტავა

ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები

30
(განახლებულია 13:34 15.07.2020)
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ სასახელო ქართველს - ანა კოსატავას გაგაცნობთ.

როგორც, წესი, კულინარიისადმი ინტერესს, ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგო ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ. ჩვენი რესპონდენტიც მათ რიცხვშია.

დღეს გერმანიის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტორიის განხრით სწავლობს. პარალელურად ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ თავისი კულინარიული შედევრებით ფლეგმატურობით ცნობილი გერმანელების აღფრთვანებას იწვევს.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- ანა, როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი პროფესიულ დონეზე?

- ჩემს შემთხვევაში, კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად გავხადე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა დ კულინარიული ექსპერიმენტის წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი, როგორც კარგ კულინარად ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევავში, ასე თვლიან ჩემს გარშემო მყოფები. თუმცა, მე უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ და უფრო მეტიც, საუკეთესო კულინარამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- პირველად გერმანიაში თხუთმეტი წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ საკონდიტროში მუშაობთ - როგორია გერმანული სამზარეულო და ქართულ კერძს სთავაზობთ სტუმრებს?

- ჩვენი სამზარეულოსგან განსხვავებით გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ აქ არ მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კერძები შევთავაზო სტუმრებს. თუმცა, ოჯახში მოსულ სტუმრებს ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული გემოები გავაცნო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორ ფიქრობთ, გემოების მიხედვთ თუ არის შესაძლებელი, რომ ზოგადად ერის ბუნებასა და ხასიათზე იმსჯელო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ შესაძლებელია. მაგალითად, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე და მწარე კერძები გვიყვარს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- პარალელურად სწავლობთ პროფესიულ სასწავლებელში, კონდიტორიის განხრით - რა სასწავლებელია ეს და ძირითადად რა სახის ცოდნას იძლევა?

-დიახ, პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობ კონდიტერიის განხრით. სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება.  პრაქტიკულ სწავლებას საკონდიტროში გავდივარ.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- თქვენ მიერ შექმნილ რომელ კულინარიულ ნაკეთობას გამოარჩევდით?

- თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. თუ არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულიდან შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული და გერმანული კერძი?

- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმაში, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. რაც შეეხება გერმანულ კერძს, არც მაქვს რომელიმე გამორჩეულად საყვარელი კერძი. დიდად გურმანიც არ ვარ, ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია: ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური...

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი კერძი?

- ჩვენს ოჯახში რა თქმა უნდა ქართული კერძებია პრიორიტეტული,  განსაკუთრებით ხაჭაპური.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ფოტოგრაფიითაც სერიოზულად ხართ გატაცებული...

- ფოტოგრაფია ჩემთვის გატაცებაზე მეტია. ისევე როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. საკმარისია თუნდაც ხუთი წუთიც იმისთვის, რომ მოვწყდე რეალობას და მთლიანად გადავეშვა ჩემს მიერ შექმნილ პატარა სამყაროში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ხილის ლამაზად გაფორმების ხელოვნებით ხართ დაინტერესებული და საოცარ ნიმუშებს ქმნით...

- დიახ, კონდიტორიასთან შეთავსებით ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი სფერო კარვინგია, რომლითაც რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება  და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთ კვირიანი მასტერკლასი გამევლო ამ სფეროში ორ გზის მსოფლიო ჩემპიონთან, Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა  და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ  ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შედეგად ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა).  ასევე გამორჩეული  იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორია პირადად თქვენი კულინარიული შეგრძნებები- ტკბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე ან მწარე?

- ჩემი კულინარიული შეგრძნებები თავისუფალია, მას არა აქვს ჩარჩოები და სტანდარტები. ყოველთვის ორიგინალური და პიკანტური გემოების ძიებაში ვარ. მიყვარს გემოებით თამაში, თუნდაც მჟავე, ტკბილი, ცხარე გემოების უჩვეულო კომბინაციები. მთავარია, რომ ეს გემოები უხდებოდეს და აბალანსებდეს ერთმანეთს. არ მიზიდავს ეგზოტიკური სამზარეულო და არც ევროპაში გავრცელებული უჩვეულო გემოების მიქსი, მაგალითად, ხორცის წვნიანში მანდარინის ლებნები, ხახვის დესერტი და ა. შ. თუმცა ინტერესის გულისთვის მაინც ვსინჯავ ხოლმე.  ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია კერძის ესთეტიკური მხარე, მისი გემო ვიზუალიდან უნდა იგრძნობოდეს, ამიტომ მიმზიდველი უნდა იყოს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

-ბოლოს, ჩვენს მკითხველს, ანა კოსტავას „ფელამუშის ტარტის“ საავტორო რეცეპტს ვთავაზობთ:

-„ფელამუშის ტარტისთვის“ დაგვჭირდება:

200 გრ. ორცხობილა;

150 გრ. კარაქი.

1ლ. ყურძნის ნატურალური წვენი (უმჯობესია ბადაგი);

1 პაკეტი ვანილი;

1 სავსე ჭიქა სიმინდის ფქვილი;

1 ს/კ პურის ფქვილი;

100 გრ. თხილი ან ნიგოზი.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშნათ წვრილად და შევურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადმოვიტანოთ ფორმაში და დავკეპოთ ხელით. მოვადუღოთ ფელამუში ჩვეული წესით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და როცა ცოტა გაგრილდება დავასხათ ორცხობილას თავზე, გავასწროთ ზედაპირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნოგოზი. აი, ასე მარტივად და ცხობის გარეშე შეძლებთ დაამზადოთ გემრიელი ტარტი!...

 

30
თემები:
ქართველები უცხოეთში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 15 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

400
(განახლებულია 10:44 15.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

15 ივლისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

იზრდება ფიზიკური ძალა, იღვიძებს მამაკაცური ენერგია. შესანიშნავი დღეა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობებისთვის. ხელსაყრელი დღეა საქმეების, მშენებლობის საფუძვლის ჩაყრისთვის, რემონტის დაწყების, შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, მიმდინარე საქმეების განხილვა, დაგეგმვა, საბუღალტრო ოპერაციები, არქივებთან მუშაობა, ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, უძრავი ქონების ყიდვა, მშენებლობის, რემონტის დაწყება, გამოფენების მოწყობა, სიტყვით გამოსვლა, კონცერტები, შემოქმედებითი საღამოები, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

არარეკომენდებულია რთული პროექტების განხილვა. 

კარგი დღეა მოგზაურობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კუროს დღეები კარგია სალონში ვიზიტისთვის. თმა კარგად გაიზრდება და გაუმჯობესდება მისი მდგომარეობა.

არახელსაყრელი დღეა ნიღბების გასაკეთებლად.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მებაღეობა: კურო ნაყოფიერი ნიშანია. დასაშვებია მცენარეების დარგვა–გადარგვა, ფორმის მიცემა, მავნებლებთან (მღრღნელებთან) ბრძოლა.

უნდა შეზღუდოთ ნიადაგის დატენიანებისა და სასუქის მიცემის სამუშაოები. შეიძლება სარეველებისგან გაწმენდის „არააგრესიული“ სამუშაოები.

დეტალურად იხილეთ აქ>>

400
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება

0
(განახლებულია 13:55 15.07.2020)
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტიც ქალბატონი გვყავს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, მსოფლიო სტატისტიკის ფონზე ითვლება, რომ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დონე საკმაოდ დაბალია.

ჰოდა, ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონი, მეცხრე მოწვევისამ მიიღო და მეათე მოწვევის ქალებს გაუმართლათ.

თუ პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე სავალდებულოდ ქალი უნდა იყოს, პარტია, რომელიც ყოველ მესამედ ქალს ჩაწერს სიაში, დამატებით დაფინანსებას მიიღებს. საქართველოში კი ჭკვიანი და განათლებული ქალების დეფიციტი ნამდვილად არაა. რამდენიმე პარტიის ლიდერი საერთოდ ქალია და მომავალი მოწვევის პარლამენტში 37-40 ქალბატონი იქნება.

დავიწყოთ მმართველი პარტიით:

ქვოტირება ნამდვილად არ სჭირდება და დიდი ხანია, გადაწყვეტილია თეა წულუკიანის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. სხვადასხვა ვერსიებით ის საბურთალოს ან ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ყველა შემთხვევაში მომავალ პარლამენტში თეა წულუკიანს ყველა ხედავს... მაღალი ალბათობით, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან მაია ცქიტიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე. ასევე მყარად დგას კობახიძის გუნდის წევრი სოფო კილაძე, რომელსაც ცოტა ქმრის აქტიურობამ კი შეუშალა ხელი, მაგრამ იმ გუნდის წევრია, ვისაც ახლა პარლამენტის მართვის სადავეები აქვს. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშვნამ ბევრს მოატეხა ფრთები, განსაკუთრებით კი კახი კალაძეს, რომლის მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება 2020-ის პარლამენტში სათუოა.

მოქმედი ქალი დეპუტატებიდან, მომავალ პარლამენტში ყოფნა თითქმის ყველას სურს, რეალური შანსი კი ფატი ხალვაშსა და გუგული მაღრაძეს აქვს. ასევე საუბარია მაღრაძის ქალიშვილზე, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის დიდ პროგრამას მართავს. თუ მაგდა მაღრაძე პარლამენტში წავა, ის, სავარაუდოდ, განათლების კომიტეტს ჩაიბარებს.

სხვადასხვა დროს გავრცელდა ხმები ჟურნალისტ ეკა ბერიძისა და სადაზღვევო საქმის სპეციალისტ ნინო კობახიძის სიაში ყოფნის შესახებ, თუმცა ჯერ რაიმის დაზუსტებით თქმა ძნელია. ასევე პარლამენტისკენ ეპატიჟებიან ფერმერ ნინო ზამბახიძეს, მაგრამ რამდენად გადაწყვეტს თავად საკანონმდებლო საქმიანობას, მეორე საკითხია. ყველა შემთხვევაში ქართული ოცნებიდან მინიმუმ 10-12 ქალი გამსვლელ სიაში მოხვდება, 37-დან 40-მდე კი 150 კაციან შემადგენლობაში.

მთლად ქალებს მიჰყავთ პოლიტიკა „პატრიოტთა ალიანსში“, რომელიც, ექსპერტების თქმითა და ხელისუფლების ხელშეწყობით მომავალ პარლამენტში უკეთ იქნება წარმოდგენილი.

საკმაოდ ბევრი ქალი ჰყავთ „ლელოშიც“, რომელთაგან ანი ნაცვლიშვილი უეჭველად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი.

დეპუტატობისათვის ლამის მარტოხელა მგლის სტატუსით იბრძოლებენ: ნინო ბურჯანაძე, თაკო ჩარკვიანი, ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე.

მოკლედ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ხანა იწყება და ცნობილ ქალებს კიდევ ორი თვე რჩებათ სააქტიუროდ... ასე რომ, საქართველოს ქალებო, ახლა თქვენი დროა.

0