ზღაპრული და ჯადოსნური – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება „გიჟური" სიყვარული ამ ზაფხულს

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს ელოდება ვარსკვლავების მხარდაჭერა მტკიცე ურთიერთობების აწყობასა და ბედნიერების მოპოვებაში

ამ ზაფხულში სიყვარულთან შეხვედრა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

ტყუპი

ზაფხულის თვეები ტყუპებისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება როგორც კარიერის, ისე სიყვარულის თვალსაზრისით. გელოდებათ „გიჟური“ რომანი, რომელიც, შესაძლოა, მტკიცე ქორწინებაში გადაიზარდოს. მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, უნდა შეწყვიტოთ წარსულზე ჩივილი და ცხოვრებაში ახალი ფურცელი უნდა გადაშალოთ.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ახალი ნაცნობობისთვის, დიდი ლბათობით, ზაფხულის პირველი თვეა ყველაზე უპრიანი. ივნისში შეგიძლიათ, დააკვირდეთ თქვენს „ახლად გამომცხვარ“ პარტნიორს, შეისწავლოთ მისი ქცევები, მანერები და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოთ, ივლისსა და აგვისტოში კი განამტკიცოთ და განავითაროთ ურთიერთობები.

ქალწული

ასტროლოგები ქალწულებისთვის დაუვიწყარ ზაფხულს წინასწარმეტყველებენ. თქვენში გაჩენილი გრძნობები ნამდვილ ბედნიერებას მოგიტანთ. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იმდენად მოულოდნელი იქნება, რომ დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დიდია შანსი იმისა, რომ ეს ურთიერთობები ოჯახურ კავშირად გადაიქცეს.

ახალი ნაცნობობა ივნისში ნაკლებად მოსალოდნელია. სამაგიეროდ, ივლისი და აგვისტო ამ კუთხით საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. თქვენს მეორე ნახევარს შემთხვევით იპოვით, დიდი ხნის განმავლობაში მის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება არ გექნებათ. ასტროლოგები გირჩევენ, სხვების გასაგონად არ გაიხსენოთ წარსული ურთიერთობები, რომ ბედნიერება არ დააფრთხოთ.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრებაში არ გყოფნიდათ კაშკაშა მოვლენები, მაგრამ ზაფხულის დღეები ამას აანაზღაურებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ემოციები და გრძნობები წინასწარ გააანალიზოთ, გაიგოთ, როგორ პარტნიორს ეძებთ, სხვაგვარად, შესაძლოა, შანსი ხელიდან გაუშვათ.

ივლისში სასწორების მფარველი პლანეტის გავლენა თქვენზე აბსოლუტურად დადებითი იქნება. სიყვარული თქვენ ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება, როგორც მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე. სამომავლო გლობალური გეგმების დაწყობა გართულებული იქნება, რადგან ეს შეხვედრა რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, თან – პოზიტიურად.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

მორიელი

მორიელებს სიყვარული სხვა ნიშნებზე მეტად ესაჭიროება, ამიტომ ისინი ხშირად იწყებენ ჩანასახშივე განწირულ ურთიერთობებს. თუმცა, ამ ზაფხულში შეხვდებით ადამიანს, რომელიც ძირფესვიანად და პოზიტიურად შეცვლის თქვენს ცხოვრებასა და შეხედულებებს ამ სამყაროზე. თქვენ შორის ნამდვილი სიყვარული გაჩნდება, ისეთი, როგორიც ზღაპრებში გვხვდება.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ

ბედის საჩუქარი რომ ხელიდან არ გაუშვათ, მოუსმინეთ შინაგან ხმას. ის სწორ მიმართულებაზე მიგანიშნებთ. ამის წყალობით ურთიერთობები სწრაფად და კარგად განვითარდება. არ შეგეშინდეთ – მიიღეთ ბედნიერება სათანადოდ.

მშვილდოსანი

ეს ნიშანი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ მის წარმომადგენლებს ხირად არ უმუშავებს „მუხრუჭი“ სასიყვარულო საკითხებში. ამ ზაფხულში არ მოგიწევთ მოწონებული ადამიანის გულის დასაპყრობად ათასი ხერხისა და მეთოდის მოსინჯვა.

თვენს გრძნობებს უპასუხებენ. საუკეთესო თვეები ივლისი და აგვისტო გახდება. ბევრი თქვენგანი მიიღებს დაქორწინების წინადადებას. თქვენი ახალი მეგზური გაიზიარებს თქვენს ინტერესებს. მიხვდებით, რომ ის „თქვენი“ ადამიანია.

ყველა ახალი ამბავი
0