მთვარის კალენდარი: 9 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© Pixabay / jplenioსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

9 ივნისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

თანდათანობით იკლებს დაგროვებული სასიცოცხლო და ფსიქიკური ენერგია, რომელიც სავსემთვარეობისას აღინიშნებოდა. შესაბამისად, იკლებს აქტიურობა, ხშირად იცვლება მდგომარეობა, იდეები. იწყება გეგმების რეალიზება.

ლავანდების მინდორი - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

იცვლება განწყობაც. ეს შეინიშნება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ცხოვრებაში. შესანიშნავი პერიოდია ძველი ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, რამე ახლის მოსინჯვისთვის. ურთიეთობებში მაღალ დონეზეა სიახლოვე და რომანტიკა. კარგი დროა თვითგანვითარებისა და შემოქმედებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის ექსპერიმენტული და ექსტრავაგანტული შეჭრისა და ვარცხნილობისთვის. თუ უბრალო და არაფრით გამორჩეული ვარცხნილობა გსურთ, ამისთვის არცთუ საუკეთესო დღეა – ვარცხნილობა მალე მოგწყინდებათ, ცუდად დაემორჩილება დავარცხნას, ამასთან, შესაძლოა, თმის ცვენაც დაიწყოს.

წარმატებული იქნება ასევე ექსპერიმენტები უჩვეულო ტონირებასთან და თქვენთვის უჩვეულო ფერად შეღებვისთვის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მებაღეობა: მთვარე მერწყულის ნიშანში უნაყოფო პერიოდიადათესვა, დარგვა და გადარგვა დაბალ მოსავალ იძლევა. მცენარეებს უჭირთ გადარჩენა, მაგრამ თუ გადარჩნენ, მძლავრ ფესვსა და ღეროს იკეთებენ, აქვთ ლამაზი ყვავილები და ნაყოფი. წარმატებული დროა ექსპერიმენტებისთვის, როდესაც რამე განსაკუთრებული, უჩვეულო მცენარის გამოყვანა გსურთ. კარგი დღეა სამკურნალო მცენარეების შეგროვებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0