კაკლის ხე ყვავილობისას

22 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

55
(განახლებულია 13:08 22.05.2020)
გაეცანით 22 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

22 მაისს დაბადებულები

22 მაისს ბედნიერი ადამიანები იბადებიან; რა თქმა უნდა, ცხოვრების გზაზე პრობლემებიც ხვდებათ, მაგრამ მთლიანობაში, იღბალი მუდამ თან სდევთ. ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს ლიტერატურის ნიჭი აქვს. ამ ადამიანებს, თუ ლიტერატურის ნიჭს განავითარებენ, აქვთ შანსი, მსოფლიოში აღიარებული და სახელოვანი ადამიანები გახდნენ. ამ დღეს დაბადებულებს აქვთ ანალიტიკური აზროვნება, შეუძლიათ საკუთარი თავისა და მოსაზრებების დაცვა. მათთვის ასევე პრობლემას არ წარმოადგენს ფულის გამომუშავება.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

22 მაისს დაბადებულებში საოცარი ენერგიაა ჩადებული, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ რაღაც ეპიკური ქმედება ჩაიდინონ. ამ პიროვნებებს უყვართ რაიმე გრანდიოზულის შექმნა, არ იხარჯებიან წვრილმან, ნაკლებად პერსპექტიულ პროექტებზე. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავი სამუშაოს გარეშე, მატერიალური მხარე არ აღელვებთ, სჭირდებათ მეგობრები და სამუშაო, რათა თავიანთი ველური ენერგია რამეში დახარჯონ.

22 მაისს დაბადებულები ნამდვილი კოლექციონერები არიან - აგროვებენ ყველაფერს - საგნებს, ჭორებს, სიახლეებს... და ადამიანებსაც კი, უყვართ, როდესაც მათი კოლექცია სხვადასხვანაირი მეგობრებით ივსება. თუ ამ ადამიანების ენერგია ოჯახს ხმარდება, მათთვის არაფერია იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე საკუთარი თავის ოჯახის თავად აღქმა, თავიანთი ბავშვების განვითარებისა და გაზრდის პროცესის დაკვირვება; თუ თავისი შვილები არ ჰყავთ, ცდილობენ, რეალიზება მოახდინონ ნათლიის, ბიძის, დეიდის, ოჯახის მეგობრისა და სხვა ამპლუაში. ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახური კერა, სიმყუდროვე და სითბო.

ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება>>

ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ღირს უზარმაზარ პროექტებთან შეჭიდება, სჯობს, ძალები დაზოგონ. ამ ადამიანების ყველაზე გავრცელებული „სენია“ გიგანტომანია - ისინი ხანდახან თავს გრძნობენ „წმინდანად“, უმაღლესი მიზნის შემსრულებლად. მაგრამ გიგანტომანიას ხშირად არასრულფასოვნების დაფარული კომპლექსი წარმოშობს. ასევე, 22 მაისს დაბადებულებს შესაშური მეხსიერება აქვთ. ისინი ხშირად იხსენებენ წარსულს, ვერ ივიწყებენ უიღბლო მომენტებს და ცდილობენ, ის შეალამაზონ და სრულიად სხვა სახით წარმოადგინონ.

ჯანმრთელობა

22 მაისს დაბადებულებს ხშირად უწევთ ხელებით მუშაობა და სწორედ ხელებს, განსაკუთრებით მტევნებსა და თითებს უნდა მიაქციონ მათ მეტი ყურადღება. ასევე მათი სუსტი წერტილია ნერვები, რაც ფეთქებად ხასიათს უკავშირდება. ამის გამო ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები სახსრებში. ამ დღეს დაბადებულებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ დასვენებას. კვების მხრივ, რაციონში უნდა შეიტანონ მრავალფეროვნება და უპირატესობა მიანიჭონ ხილ-ბოსტნეულს.

რჩევა:

იმუშავეთ თვითკონტროლზე. შეამცირეთ მომთხოვნელობა პარტნიორების მიმართ, მეტად გააანალიზეთ საკუთარი შეცდომები. ნუ დაისახავთ ამოცანებს, რომელთა შესრულება თქვენს ძალებს აღემატება და ნუ დატოვებს საქმეებს დაუსრულებელს.

55
მისტიკა

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის განჭვრეტის უნარი გააჩნიათ

67
(განახლებულია 15:08 25.05.2020)
ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომელთა წარმომადგენლებს სხვებზე ხშირად შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მოახლოებული ცვლილებების შეგრძნება

თითოეულ ადამიანს აქვს თავისი უნიკალური თვისება და ნიჭი. ზოდიაქოს ამ ოთხ ნიშანს შესწევს უნარი, შეაფასოს მომავალი და პროგნოზები გააკეთოს.

ქალწული

ქალწულები ერთ–ერთი ყველაზე ბრძენი ხალხია. მათი წინასწარ განჭვრეტის უნარი აუხსნელ წინათგრძნობებს ეფუძნება. ხანდახან ეს ცხოვრებისეული გამოცდილებაა, ხანდახან კი, უბრალოდ, გამართლება და ინტუიცია. ასეა თუ ისე, ქალწულებს ვარსკვლავები ხშირად ეხმარებიან მოვლენების ჰორიზონტს მიღმა მზერაში.

ქალწულები უკვე ბავშვობიდან ამბობენ ხშირად: „ხომ ვამბობდი“, რაც ასე არ უყვართ გარშემომყოფებს. იქმნება შეგრძნება, რომ ამ ადამიანებმა ისეთი რამ იციან, რაც სხვა არავინ იცის. ანტენასავით არიან, რომელიც სამყაროს გასაიდუმლოებულ და დაშიფრულ გზავნილებს იღებენ. ამასთან, ისინი კარგად გრძნობენ ადამიანებს – ყოველთვის იციან, ვის უნდა ენდონ და ვის – არა.

მორიელი

მორიელებს მომავლის განჭვრეტის უნარი ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მეტად აქვთ განვითარებული, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები მათ საოცარი ინტუიციით აჯილდოებენ. ეს ადამიანები პრობლემებსა და უიამოვნებებს მათ გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გრძნობენ. თუ მორიელი გეუბნებათ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, სჯობს, ეს სიტყვები არ უგულებელყოთ.

ამ ნიშნის წარმომადგენლები მხოლოდ ცუდს არ წინასწარმეტყველებენ – კარგი ამბების განჭვრეტაც შეუძლიათ. მათ უმართლებთ სასიყვარულო წინასწარმეტყველებებში. წინასწარ გრძნობენ საბედისწერო შეხვედრას, რომ გაიცნობენ თავიანთ საყვარელ ადამიანს, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. ისინი ხშირად წინასწარ გრძნობენ ასევე უსიამოვნებებს სამსახურში, დიდი პრობლემების დაწყების მოახლოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თხის რქა

თხის რქების ნიჭი შორსაა მაგიისა და ინტუიციისგან. ის მხოლოდ მათ მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, დაკვირვების უნარსა და გარშემომყოფებისგან მიღებულ ცოდნას ეფუძნება. ისინი არ წყვეტენ სწავლას, დეტალურად არჩევენ სხვის შეცდომებს. სწავლობენ არა მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე, არამედ ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ახლობლები, მეგობრები თუ გარშემომყოფები უზიარებენ მათ.

ეს თხის რქებს საშუალებას აძლევს, განჭვრიტონ მომავალი, რადგან ბევრი იციან ცხოვრების ზოგიერთ სფეროსა და ასპექტებზე. მათ შეუძლიათ წინასწარ ამოიცნონ მოვლენები და ადამიანების ქცევები, რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ეხმარება წარმატების შენარჩუნებაში, პატივისცემის მოპოვებაში.

მერწყული

მერწყულები თხის რქებს ჰგვანან, რადგან არც ისინი წყვეტენ სწავლას ნებისმიერ ასაკში. მძლავრი სწრაფვა ცოდნის მიღებისკენ მათ ეხმარება ადამიანური ქცევის ზღვრების შესწავლაში. მერწყულებს სჩვევიათ მათთვის საინტერესო სფეროში ყველა წვრილმანის გააზრება. ეს აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო უკეთესად, ხშირად და მკაფიოდ იწინასწარმეტყველონ მომავალი.

როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, მერწყულებს ასევე ნიჭიერი ადამიანების ამოცნობის განსაკუთრებული ალღო აქვთ. იოლად საზღვრავენ, ვინ იქნება წარმატებული და ვინ – არა.

67
თბილისი

26 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

20
(განახლებულია 10:35 26.05.2020)
გაეცანით 26 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

26 მაისს დაბადებულები

26 მაისს დაბადებულების ცხოვრებას, პირველ რიგში, მათი დაბადებისა და აღზრდის ვითარება განსაზღვრავს. თუ ნეგატიური გავლენა დიდი იქნება, ეს ადამიანები სასტიკი, ანგარიშიანი და უსულო, ახლობლებთან ურთიერთობებში გულგრილი გახდებიან.

ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის>>

ამ დღეს დაბადებულებს თანდაყოლილი მომხიბლაობა აქვთ. გარეგნულად ჩანს, რომ ეს ადამიანები ტრადიციული და კონსერვატიული შეხედულებებისა არიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ცხოვრებაში ხშირად აქვს ადგილი უცნაურ და ექსტრავაგანტულ საქციელს. იმპულსურობა მათში სურვილს აღძრავს, რაიმე სასტიკ ავანტიურაში ჩაებან, რომელიც არცთუ ცოტა მსხვერპლს მოითხოვს. დამოუკიდებლად მუშაობისკენ სწრაფვა და მზაობა, რომ გათავისუფლდნენ სხვადასხვა შებოჭილობისგან ხშირად იწვევს კონფლიქტს ქცევის საზოგადოდ დადგენილ წესებთან. ამით 26 მაისს დაბადებულები ინარჩუნებენ წონასწორობას დაშვებულის ზღვარზე, რისკავენ და მოქმედებენ იმგვარად, რომ მათი საქციელი კრიმინალურ მოქმედებებს ესაზღვრება. ასეთი სწრაფვის გამო ისინი ძალზე პოპულარული არიან საზოგადოებაში, რაც ამ დღეს დაბადებულებს უარყოფითი ლიდერის როლის შესრულების საშუალებასაც აძლევს.

26 მაისს დაბადებულები თავისთავად ბოროტი ადამიანები არ არიან, ხშირად არიან გაჭირვებულების საყრდენი. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სხვებისგან - ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც თვითონ ყოველთვის არ გააჩნიათ და ამ გრძნობისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძვიან.

26 მაისს დაბადებულები სერიოზული ადამიანები არიან, ცხოვრებას სიფრთხილითა და დაკვირვებით უყურებენ. ხანდახან ახლობლებსა და მეგობრებს სურთ, რომ მათ სინამდვილე უფრო მარტივად აღიქვან. მათთვის ცნება ბედნიერება, როგორც სულიერი მდგომარეობა, არ არსებობს, რადგან მათი სწრაფვა ბრძოლისკენ და კონფლიქტების ძიებისკენ ყოველთვის დომინირებს მათ ცხოვრებაში.

ამ დღეს დაბადებულები ზედმეტად გულგახსნილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი თავიანთ შინაგან სამყაროს ძალიან უფრთხილდებიან; ხშირად არიან იზოლირებული გარესამყაროსგან და მარტოობას ამჯობინებენ, რადგან თავიანთი ნამდვილი ემოციების დაფარვა უჭირთ. მათ ასევე პრობლემების გადაჭრის საკუთარი მანერა აქვთ - გარშემომყოფებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ისინი ამ პრობლემებს ვერც ამჩნევენ. უმეტესად, 26 მაისს დაბადებულები მაქსიმალისტები არიან და ცხოვრებას „შავ-თეთრ“ ფერებად ყოფენ. ამ ადამიანებს რთული, ღრმა ხასიათი აქვთ, რომელში გარკვევაც ჭირს.

ჯანმრთელობა

26 მაისს დაბადებულებს ჩვევად აქვთ, ყურადღება არ მიაქციონ სხვადასხვა დაავადების სიმპტომებს მანამ, სანამ უკვე გვიანი არ იქნება. ცხოვრებისეული ჩვევებისა და სტილის შეცვლა მათ არ უყვართ, ამიტომ იმაში დარწმუნება, რომ ექიმს მიაკითხონ, ძალზე რთულია. ასევე, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ კვებას და მკაცრად უნდა აკონტროლონ ის. მათ ხასიათს კარგად შეესატყვისება სპორტის აქტიური სახეობები.

რჩევა:

უნდა შეასუსტოთ მომთხოვნელობა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ. ნუ დააკნინებთ ბედნიერების მნიშვნელობას. უნდა შეიძინოთ მეტი სიბრძნე და დადუმდეთ, როცა ღიად, პროვოკაციულად გიწვევენ აგრესიაზე.

20
კორონავირუსული პანდემია

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

0
(განახლებულია 10:59 26.05.2020)
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ამ დროისათვის იმყოფება კორონავირუს SARS-CoV-2–ის პანდემიის შუაში და არსებობს დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების რისკი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ცალკეულ ქვეყნებში, ამ დროისათვის შედარებით მცირეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა იწევს, „რამდენიმე თვის შემდეგ კი დაავადების ახალი ტალღა დაიწყება“. 

რაიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ის ჯერ კიდევ არ  დამთავრებულა. მისი განმარტებით, „დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რახან ახლა დაავადება მცირდება, ის კვლავაც განაგრძობს შემცირებას და ჩვენ რამდენიმე თვე გვექნება იმისთვის, რომ ახალი ტალღის დასახვედრად მოვემზადოთ. მეორე პიკი ამავე ტალღაში შეიძლება დადგეს. ასეთი რამ სხვა პანდემიების შემთხვევებში მომხდარა. ასე იყო „ისპანკის“ დროს 1919 წელს. ამიტომ შესაძლოა მივიღოთ მეორე პიკი და არა აუცილებლად მეორე ტალღა“, — ხაზი გაუსვა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გაჩენის ალბათობა, რომელიც შესაძლოა გრიპის სეზონმა გაართულოს, მოგვიანებით შეფასდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 498 849 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 346 306 და განიკურნა 2 233 180 კაცი.  

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს