მზის ჩასვლა შრი-ლანკაზე

20 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

64
(განახლებულია 09:51 20.05.2020)
გაეცანით 20 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64. 

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

20 მაისს დაბადებულები

20 მაისს მეოცნებე, მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები იბადებიან. არიან ძალზე ემოციური და რომანტიკული პიროვნებები. ნიჭს ავლენენ მუსიკაში, ფერწერაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში. ხშირად აინტერესებთ ოკულტიზმი, მისტიციზმი, სხვა ეზოთერული პრაქტიკები. ჩვეულებრივ, კეთილშობილი ადამიანები არიან. ცხოვრებაში წარმატება და იღბალი სდევთ თან. როგორც წესი, ქორწინებაში უმართლებთ.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები ბუნებით მაქსიმალისტები არიან. საყვარელ საქმეს მთელ ძალას ახარჯავენ. არ შეუძლიათ საკუთარი განცდების შეკავება, სჭირდებათ „ორთქლის გამოშვება“. სწავლობენ რა ცხოვრებას, დეტალურად აანალიზებენ საკუთარ იდეებსა და აზრებს, აქვთ კარგად განვითარებული ანალიტიკური უნარები. ხანდახან ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ მუდამ გასართობს ეძებენ და მოსაწყენ ვითარებაში აღმოჩენის ეშინიათ. ეს გარშემომყოფებს მათთან ურთიერთობაში გარკვეულ სირთულეებს უქმნის.

20 მაისს დაბადებულები, როგორც წესი, გულგახსნილი ადამიანები არიან. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ცხოვრების მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ - ეს ნაწილობრივ მართალიც არის, თუმცა არა - უმრავლესობისთვის. ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს უყვარს მოგზაურობა, უბრალოდ, სახლის გარეთ სეირნობა.

ამ დღეს დაბადებულები საოცარი ენთუზიასტები არიან და თან, ამავე დროს, საკმაოდ კრიტიკულად განწყობილები. მათ გამოარჩევთ არა მხოლოდ ცოცხალი გონება, არამედ მშფოთვარე ხასიათი-განწყობა, გრძნობები. მათ საოცარი სისწრაფით შეუძლიათ ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა, ადვილად ითვისებენ ახალ საგანს, მაგრამ ახალ ცოდნას არ უღრმავდებიან. მათი კრედო ერთი ფრაზით ასე შეიძლება დავახასიათოთ: „ცხოვრების გემო მის მრავალფეროვნებაშია“. და მაინც, საუკეთესო წარმატება მას ელოდება, ვინც თავისი ნიჭის სრულად რეალიზებას ერთ არჩეულ საქმეში ცდილობს.

ჯანმრთელობა

20 მაისს დაბადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადად, სტაბილურია. ნორმალურ სიცოცხლისუნარიანობას ხელს უწყობს ფიზიკური სავარჯიშოები, ცეკვები, ბავშვების აღზრდა. ოჯახზე პასუხისმგებლობას მათთვის გარკვეული სულიერი კომფორტი მოაქვს. მათ ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ტრანკვილიზატორების, საძილე საშუალებების ან ფსიქოტროპული პრეპარატების დიდხანს მიღებისას. რაც შეეხება კვებას, რაციონში უნდა შეიტანონ რაც შეიძლება მეტი მინერალები და ვიტამინები, განსაკუთრებით - С-ვიტამინი.

რჩევა:

ხშირად მიადევნეთ თვალი საკუთარ თავს. იფიქრეთ. ეცადეთ, საკუთარ თავში მიზიდულობის ცენტრი აღმოაჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ უახლოეს პრობლემებს, რომლებსაც სწრაფი გადაწყვეტა ესაჭიროება.

64
ყვავილნარი ნავში

რა გველოდება ზაფხულში: სამი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

17
(განახლებულია 13:39 28.05.2020)
დგება ნანატრი ზაფხული, რომელსაც ყოველთვის ახალი იმედებითა და ოცნებებით ვხვდებით და მითუმეტეს ახლა, როდესაც გაზაფხული თვითიზოლაციის პირობებში გავატარეთ კორონავირუსის პანდემიის გამო.

იმისთვის, რომ ეს ზაფხული დიდხანს დაგამახოვრდეთ, ნანატრმა პერიოდმა პოზიტივისა და ბედნიერების ეგიდით ჩაიაროს, მოუსმინეთ ასტროლოგებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

ასტროლოგები გვირჩევენ, ვიყოთ მეტად გულღია, კომუნიკაბელური და ვარსკვლავები ბედნიერებისა და წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ არ ვიზარმაცოთ და საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ.

ვერძი

ვერძებს ივნისში სხვადასხვა ფრონტზე უსიამოვნებები გელოდებათ, რადგან ძალზე უარყოფითად იმოქმედებს ივნისის დაბნელებები. ივლისი და აგვისტო პირიქით, ვარსკვლავებისა და პლანეტების აღმშენებლობითი ენერგიის ეგიდით ჩავლის, გაიხსნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესსა და სამუშაოზე, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი, სარგებლის მომტანი იდეები, აზრები.

ასტროლოგების უმთავრესი რჩევაა, რომ შთაგონების, ენერგიისა და ძალების წყარო ეძებოთ. ზაფხულის ბოლოს სასურველია გარემოს შეცვლა, სადმე გამგზავრება. აგვისტო შესანიშნავი პერიოდია რემონტის გაკეთებისა და ძვრადღირებული რამის შესაძენად.

განსაზღვრეთ თქვენი ბინის ციფრი და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის სახლის ატმოსფეროზე>>

კურო

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ამ ზაფხულში გამუდმებით შეიცვლება, თანაც არა კვირის ან თვის მასშტაბებით, არამედ ხანდახან ყოველდღიურადაც კი. 2020 წლის ზაფხული რაღაც ახალს ნამდვილად გასწავლით.

ღამის მანათობლების განწყობის ცვლა თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. პირველ რიგში, უნდა მოერიდოთ დაუფიქრებელ ქცევებს საქმიანობაში. სასიყვარულო სფეროში გაუმართლებს იმას, ვისაც შეუძლია პირადი ინტერესების მეორე პლანზე გადაწევა და გარშემომყოფების სასარგებლოდ მოქმედება.

ტყუპი

ასტროლოგები გირჩევენ, ამ ზაფხულში ხშირად მიმართოთ საკუთარ ინტუიციას. ეს იდეალური დრო იქნება იმისთვის, რომ ადრე დაწყებული საქმეებისა და პროექტების სამომავლო ბედი განსაზღვროთ. ხშირად მოუსმინეთ გულისძახილს, განსაკუთრებით ივნისში.

ზაფხულის მეორე ნახევარში ბევრად მგრძნობიარე და ემოციური გახდებით, რაც ახლობლებთან ურთიერთგაგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია დაგეხმარებათ, რომ ცხოვრება, პრინციპები და შეხედულებები მთლიანობაში შეცვალოთ. ბევრი სირთულე, შესაძლოა, გაუცნობიერებლად გადალახოთ.

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>

კირჩხიბი

ასტროლოგები გირჩევენ, ზაფხულის დასაწყისში ეცადოთ, გაძლიერდეთ როგორც პიროვნება და უკეთესი გახდეთ. ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ, დადგა შინაგანი გარდაქმნების პერიოდი, რის შემდეგაც უკვე ირგვლივ ყველაფრის შეცვლის დაწყება შეგიძლიათ. ივლისში შეიძლება ფიქრი სამუშაოს გამოცვლაზე, სწავლის დაწყებაზე.

ივლისსა და აგვისტოში წაგადგებათ ფულის რამე მნიშვნელოვანის შეძენაზე დახარჯვა. ეს შეიძლება იყოს ძვირადღირებული ნივთი, ავტომობილი, ბინა... განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახლში სახარბიელო ატმოსფეროს შექმნას: დაალაგეთ, გააკეთეთ რემონტი, გადააადგილეთ ავეჯი. სასურველია, ჩანაფიქრს, სიყვარული იქნება ეს თუ სამუშაო, ეშმაკობითა და შანტაჟით არ მიაღწიოთ.

ლომი

ლომებს ივნისის პირველივე დღეებიდან დაგეხმარებიან ვარსკვლავები და პლანეტები. იღბალი რომ არ დააფრთხოთ, აუცილებელია კარგზე იფიქროთ. დაბრკოლებების გადალახვითვის საკუთარი თავის რწმენა უნდა შეინარჩუნოთ.

კარგი იქნება, თუ ბევრ ადამიანს გაიცნობთ. დიდია ალბათობა იმისა, რომ იპოვოთ მეორე ნახევარი, კარგი მეგობარი ან ადამიანი, რომელიც საინტერესო იდეას მოგაწოდებთ. წაგადგებათ ახლობლებთან ხშირი ურთიერთობები. არ შეუშინდეთ სირთულეების ერთობლივად გადაწყვეტას. ამაში თქვენი ნიშნის ლიდერის თვისებები დაგეხმარებათ.

ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს>>

ქალწული

ამ ზაფხულს ქალწულებისთვის ჯადოსნური პერიოდი დგება, როდესაც შეძლებთ მრავალი სანუკვარი ოცნების ასრულებას. ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოთ იმ საქმეებს, რომლებიც თქვენს ოცნებებთან დაგაახლოებთ.

ზაფხულის უკვე პირველი კვირებიდან უნდა განეწყოთ ბრძოლისთვის, მოიპოვოთ გამარჯვების ნება, თავდაჯერებულობა. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ ამ დროისთვის არაფერი გრანდიოზული არ დაგეგმოთ. ზახულის ბოლოს შესაძლებელია გაუგებრობები პირად ურთიერთობებში, ამიტომ სჯობს, იყოთ უფრო მოქნილი, დიპლომატიური.

სასწორი

სასწორებს ამ ზაფხულში უამრავი საინტერესო რამ გელოდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები თითქმის გამუდმებით საკმაოდ უჩვეულო მდგომარეობაში იქნებიან. ივნისი, დაბნელებების გამო, საკმაოდ რთული აღმოჩნდება თქვენთვის.

ადამიანებთან ურთიერთობებში სასურველია, რომ იყოთ გულღია და კეთილი, დაეხმაროთ გაჭირვებაში ჩავარდნილებს. ასეთი საქციელი სიკეთითვე დაგიბრუნდებათ. ზაფხულის ბოლოს შესაძლებელია რაღაც დიდი ცვლილებები. აგვისტოში კარგი იქნება სტილის, ვარცხნილობის შეცვლა, გარდერობის განახლება. ვარსკვლავების ენერგია ნებისმიერ ახალ საქმეში დაგეხმარებათ.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მორიელი

მორიელებს საკმაოდ საინტერესო და მოვლენებით „დახუნძლული“ ზაფხული გელოდებათ. განსაკუთრებულად შედეგიანი ის შეიძლება ფინანსებისა და სამუშაოს კუთხით იყოს. იღბალმა რომ არ მიგატოვოთ, შეგიძლიათ სპეციალური ნუმეროლოგიური ხერხები გამოიყენოთ. არ გაწყენთ ასევე საქმეების წინასწარი დაგეგმვა, მაგრამ საკუთარ გეგმებზე არავის არაფერი უთხრათ.

ივლისში შემთხვევითობების მთელი ჯაჭვია მოსალოდნელი – ვიღაცას მეტად გაუმართლებს, ვიღაცას – ნაკლებად, მაგრამ რომელიმე სფეროში რევოლუციის მოხდენის შანსი ყველას მიეცემა. ზაფხულის პერიოდი პოზიტიური დრო იქნება შემოქმედების, არასტანდარტული გადაწვეტილებების მიღებისთვის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ივნისში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ. იყავით მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებსა და კრიტიკას. იფრთხილეთ ენერგოვამპირებთან და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობებისას. სჯობს, ადამიანების ნეგატივს ნეგატივითვე არ უპასუხოთ.

ივლისიდან საქმეები კარგად წავა, სირთულეები ნელ–ნელა უკან დაიხევს. გაქრება განცდები, შეიქმნება საუკეთესო პირობები პიროვნული განვითარების, ახალი ცოდნისა და უნარების მიღებისთვის. გახდებით ბევრად უფრო მგრძნობიარე, გაძლიერდება მეხსიერება. თუ ურთიერთობებში პრობლემებმა იჩინა თავი, სჯობს, სასწრაფოდ მოძებნოთ კომპრომისი.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

თხის რქა

თხის რქებს ძალზე პროდუქტიული ზაფხული გელოდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან იმის მიღებაში, რაზეც ოცნებობთ. ეს იქნება იდეალური დრო ახალი მეგობრების, მეორე ნახევრის მოძებნისთვის, მთლიანობაში –ურთიერთობებისთვის. იყავით უფრო გულგახსნილი.

არ არის გამორიცხული, რომ შემოსავლების დამატებითი წყარო იპოვოთ, ან მიმდინარე სამუშაო ადგილზე მოგემატოთ ხელფასი. ზაფხულის ბოლოს წაგადგებათ მივლინებაში წასვლა, რამე ახალი საქმის დაწყება, საკუთარი სტატუსის ამაღლება ხელმძღვანელობის ან პარტნიორების თვალში.

მერწყული

მერწყულებისთვის ზაფხულის პირველ ნახევარში წინა პლანზე ფინანსური სფერო გამოვა. ძალზე მნივნელოვან როლს შეასრულებს თავდაჯერებულობა. უნდა გააკეთოთ მხოლოდ ის, რისიც გჯერათ. ივნისი იდეალური დროა შემოქმედებითი მუშაობისთვის. ივლისში კარგი იქნება, თუ ვალებს დააბრუნებთ.

აგვისტო კი სიყვარულის დროა. მარტოხელა მერწყულებმა მეტად უნდა იაქტიუროთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, მან პირველ ადგილზე უნდა დააყენოს საყვარელი ადამიანი, ხოლო სამუშაო იქნება, ჰობი, თუ სახლის საქმეები, მეორე ადგილზე გადაწიოს. ზაფხული პოზიტიურ ნოტზე დასრულდება.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

თევზები

ზაფხულის დასაწყისი ძალზე რთული და უსიამოვნო შემთხვევითობებით სავსე იქნება თევზებისთვის. ამის გამო შეიძლება გაგიფუჭდეთ განწყობა, დაგერღვეთ ძილის რეჟიმი. ამ ზაფხულში, სჯობს, არ გადადოთ საქმეები, არამედ ისინი რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ. ეს შემდგომ სრულფასოვან დასვენებაში დაგეხმარებათ.

მთლიანობაში, ზაფხული თქვენთვის საკმაოდ პროდუქტიული პერიოდი იქნება. შეიგრძნობთ იღბალს როგორც ფინანსურ, ისე სასიყვარულო სფეროებში. ვარსკვლავები გააძლიერებენ თქვენს ქარიზმასა და მომხიბვლელობას, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, ამ სამი თვის განმავლობაში ხშირად დაეყრდნოთ ინტუიციას.

17
თბილისი

29 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

11
(განახლებულია 08:45 28.05.2020)
გაეცანით 29 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

29 მაისს დაბადებულები

29 მაისს მიზანსწრაფული, ძლიერი, გონებაგამჭრიახი, არაჩვეულებრივი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები იბადებიან. არიან აზარტულები, ამიტომ ხშირად აქვთ საშიშროება, ჩაერთონ ავანტიურასთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, რაც ცუდად მოქმედებს მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ახლობლებთან ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და სიყვარულს ეფუძნება.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულების ცხოვრების მთავარი აზრი ტრადიციებში, იდეების აღმოჩენებსა და გაცვლაში მდგომარეობს. მათ შემოქმედებითი ინტერესები აქვთ დრამატული მოვლენების მიმართ და პიროვნებების იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც სირთულეებისა და უსამართლობის წინაშე შიში არა აქვთ. ისინი მისდევენ საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის მზად არიან კომპრომისისთვის, ცდილობენ, მოუსმინონ სხვების აზრს. უმრავლეს შემთხვევებში, 29 მაისს დაბადებულები სხვა ადამიანებისთვის ცხოვრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ინტერესები დავიწყებულია. მათ შესწევთ უნარი, იპოვონ სწორი თანაფარდობა პირად და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ბუნებით მეომრები არიან, მათთვის აუცილებელია უკან დახევის სწავლა, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს. ანუ, მათ არ უნდა შეაკავონ მრისხანების გამოვლენა, უბრალოდ, ეს სოციალურად მისაღები ფორმებით გამოხატონ - მაგალითად, სპორტულ შეჯიბრებებში, ან სიტყვიერი პაექრობით, მაგრამ არა - ფიზიკური დაპირისპირებით. მათ უნდა აკონტროლონ ემოციები.

29 მაისს დაბადებულებს დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ ფულის გამომუშავება, ისინი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც ფულს „უყვარს“. ამ ადამიანებს აუცილებლად ესაჭიროებათ ნათესავების, კოლეგებისა თუ ახლობლების აღიარება. თუ აღიარება არ არის, ისინი გაღიზიანებული არიან და შეიძლება დეპრესიაც დაემართოთ.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

ამ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ენამახვილობით, ცინცხალი გონებით, იუმორითა და მომხიბვლელობით. განსაკუთრებით უყვართ სიტყვიერ ბატალიებში მონაწილეობა. მიუხედავად გონებრივი ენერგიის აშკარა დომინირებისა, მათ ასევე ესაჭიროებათ ფიზიკური ენერგიის დროულად დახარჯვაც.

ჯანმრთელობა

29 მაისს დაბადებულები უნდა უფრთხილდნენ სარისკო მოქმედებებს, რათა ფიზიკური ტრავმები აირიდონ თავიდან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ შიში ისევე, როგორც ტკივილი, ბუნებამ ადამიანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად უბოძა. მათთვის აუცილებელია სამჯერადი სრულფასოვანი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

ნუ შეუშინდებით, რომ ახლობლებს რჩევა ჰკითხოთ ან დახმარება სთხოვოთ. ნაკლებად გარისკეთ და ისწავლეთ თავდაცვა. მოთოკეთ ემოციები და სიტყვიერ პაექრობას ფიზიკურ დაპირისპირებაში ნუ გადაზრდით.

11
დაკეტილი მაღაზიები აბანოთუბანში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი

78676
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 738 ადამიანს შეადგენს, აქედან 573 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78676
თემები:
COVID-19 საქართველოში