16 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Torquay Palms / Summer in Torquayაყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 16 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64. 

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

16 მაისს დაბადებულები

16 მაისს მეოცნებე, რბილი ხასიათის, კეთილი გულისა და სულის ადამიანები იბადებიან. აქვთ საოცარი უნარები, დიდი ინტუიცია, რაც არა მარტო საკუთარი, არამედ მასშტაბურად, კაცობრიობის მომავლის დანახვაში ეხმარება მათ. არცთუ იშვიათად ეს ადამიანები გამოდიან მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები. შესანიშნავი გონებრივი შესაძლებლობების წყალობით, ნებისმიერ საქმიანობაში შეუძლიათ წარმატების მიღწევა, მაღალი თანამდებობის დაკავება. ადრეული ქორწინება, როგორც წესი, არ ამართლებს; მათი პირველი სიყვარული თითქმის ყოველთვის შეცდომაა, მაგრამ ასევე, ჩვეულებრივ, ადრე ქორწინდებიან, ხოლო განქორწინება მათ ფსიქიკას დიდ ტრავმას აყენებს.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

16 მაისს დაბადებულებმა ბალანსი უნდა დაიცვან თავიანთ დაუოკებელ ზნესა და ფსიქიკის სტაბილურობის შენარჩუნებას შორის. ბევრი მათგანი უკვე ადრეულ ასაკში აცნობიერებს თავის ექსცენტრულობას, ყველაფერ უჩვეულოსა და უცნაურის მიმართ სწრაფვას. მათ, ვისაც მკაცრი მშობლები ზრდიდნენ, ეს ცეცხლი მხოლოდ მოწიფულობაში მოედებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ბობოქარი სული ნებისმიერ ასაკში იჩენს თავს.

ამ დღეს დაბადებულები სხვებზე გაწონასწორებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ; ბევრი მათგანი ყურადღებიანი და თავაზიანია. მაგრამ თუ რაიმეს მიმართ ინტერესი უჩნდებათ, უკვე ხდებიან ისინი, ვინც სინამდვილეში არიან - მგზნებარებით, ბობოქარი ვნებებით შეპყრობილნი. თუ საკუთარ ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავენ, საოცარ წარმატებებს მიაღწევენ. ვინც ამ ენერგიასთან გამკლავებას ვერ ახერხებს, პრობლემები უჩნდებათ, მათ შორის - ფსიქიკური ხასიათის.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

16 მაისს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახლობლების დახმარება და გვერდში დგომა. თუ ისინი კარგ განწყობაზე არიან, მათ გვერდით ყოფნას არაფერი სჯობს.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ამ დღეს დაბადებულებს, პრაქტიკულად ყველას, უყვარს გარშემომყოფთა ეპატირება, მათ შორის თავიანთი სამოსით. ფერი, ფასონი, ტანსაცმლის მარკა - ამას მათთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, მათი ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა აცვიათ. ეს გასაგებიცაა, რადგან თვითგამოხატვის მოთხოვნილება მათი განმასხვავებელი ნიშანია. საკუთარი სტილისა და ინდივიდუალობის ხაზგასმა მათ აბედნიერებს, წარმატებულს ხდის და ასევე არჩეულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წარმატებების გარანტორია.

ჯანმრთელობა

16 მაისს დაბადებულებს ძალიან კარგი ჯანმრთელობა და ენერგიის დიდი მარაგი არ აქვთ. ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას მხოლოდ სულიერი მდგომარეობის გაწონასწორებულობით შეძლებენ. მათ ყურადღება უნდა მიაქციონ საჭმლის მომნელებელ სისტემას და ზოგადად, კვებას. დაბალანსებული დიეტა ქიმიური დანამატების გარეშე, მაღალი ფიზიკური აქტივობა, სტაბილური და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობები მათი ჯანმრთელობის გარანტია.

რჩევა:

ოქროს შუალედის დაცვა ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ - გახსენით გული, არ დაივიწყოთ თვითკონტროლი. ჯერ ერთი საქმე დაასრულეთ და მეორეს შემდეგ შეუდექით. შეარჩიეთ თვითგამოხატვის საკუთარი ფორმები, ნუ მიბაძავთ სხვებს.

ყველა ახალი ამბავი
0