სამყარო

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

765
(განახლებულია 11:57 22.04.2020)
ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, მნიშვნელობა აქვს; ყველაფერი ცუდი უკან გვიბრუნდება, მაგრამ ეს პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მუშაობს, რაც მათი შეხედულებებიდან და სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი მანკიერება და სისუსტე აქვს. ეს მანკიერებები და სისუსტეები გვაიძულებს, შევამოწმოთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბუმერანგის პრინციპი 100 პროცენტით მუშაობს. ადამიანების უმრავლესობა მუდამ ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ამის შეცვლა, სამწუხაროდ, შეუძლებელია — ასეთია ჩვენი ბუნება.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

ვერძი

ვერძებს უკან უბრუნდებათ თავიანთი სიტყვები, რასაც ისინი იშვიათად აკონტროლებენ. ერთი მხრივ, ეს კარგია, რომ ასე პატიოსანი არიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მათთვის დამანგრეველია. ხანდახან ხდება, რომ საჭიროა კოლეგის დახმარება, ის კი ვერძს თავის წყენას ახსენებს. დახმარებას ვერძები იშვიათად ითხოვენ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასე უბრუნდებათ მათ ბუმერანგივით გაფრენილი სიტყვა.

კურო

კუროებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ ბედი მათ თავიანთ თავმოყვარეობას სიყვარულში წარუმატებლობის ფორმით უბრუნებს. თითქმის ყველა კურო ფიქრობს, რომ იდეალურია, ამიტომ ურთიერთობებში ხშირად ზღვარს გადადიან. ეს მათ პირად ცხოვრებაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

ტყუპი

ტყუპები არ აფასებენ იმას, რასაც სხვები მისთვის აკეთებენ, ამიტომ ხშირად მარტონი რჩებიან. მათი ქარაფშუტობა და გულგრილობა მათ მიმართ, ვინც ეხმარება, ვისაც უყვარს, ვინც ზრუნავს — აი, რა უბრუნდებათ მათ ბუმერანგივით, აშორებს რა მათ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს და ამასთან ერთად — იღბალს.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

კირჩხიბი

კირჩხიბები მანიპულაციით არიან დაწყევლილები და ეს მათ არასდროს ტოვებს. მათ უყვართ, როდესაც ყველაფერს აკონტროლებენ, ამიტომ ვარსკვლავები ხშირად ისე აკეთებენ, რომ კირჩხიბების ცხოვრებაში ქაოსი შეიტანონ, რომელიც კლავს მათში კარგ განწყობას და უფუჭებს ნერვებს.

ლომი

ლომები მხოლოდ საკუთარ თავზე და ოჯახზე ფიქრობენ და ყველაფერი გარშემო საერთოდ არ ანაღვლებთ. მათთვის სამყარო განსაკუთრებულ ორბიტაზე მოძრაობს, რომლის ცენტრი თვითონ არიან. როდესაც ამას ახლობელი ადამიანები შეიგრძნობენ, ისინი ტოვებენ ლომს. მათ ცოტა მეგობარი ჰყავთ — მხოლოდ მლიქვნელები და პირმოთნეები — რასაც გასცემ, იმასვე იღებ. ეს ეგოისტური ნიშანია, რომელსაც გარშემო თავისნაირივე ადამიანები ახვევია.

ქალწული

ქალწულს მუდამ ყველაფერში ეჭვი ეპარება და სულ ცუდზე ფიქრობს. ამას სამყარო ზოდიაქოს არც ერთ ნიშანს არ პატიობს და მას იღბალს ართმევს. უმიზეზო ნეგატივს ბუმერანგის პრინციპით აბრუნებს მიზეზიანი წარუმატებლობით სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში.

ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>

სასწორი

სასწორები ზედმეტად უზრუნველნი არიან, ამიტომ მათ ცხოვრებაში მუდამ მრავალი სირთულეა. ისინი იშვიათად მიმართავენ ექიმს, არ აკონტროლებენ დანახარჯს, არასწორად იკვებებიან. შემდეგ უკვირთ, რატომ აქვთ ცოტა ფული და რატომ გრძნობენ თავს ცუდად.

მორიელი

მორიელებს უყვართ ინტრიგები, მანიპულაციები, ადვილად წყვეტენ ურთიერთობებს ადამიანებთან, რომლებსაც ისინი მოსწონთ. სწორედ ამიტომ ზურგს უკან ხშირად ჭორაობენ მათზე; ვარსკვლავები და სამყარო მათ პრობლემებს ახვევს თავს და ართმევს უნარს, ერთმანეთისგან გაარჩიონ კარგი და ცუდი ადამიანები.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ზედმეტად უტაქტო და თავისუფლებისმოყვარე ხალხია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. უყვართ, როცა მათ გამარჯვებულებს უწოდებენ, ამიტომ პირველი ადგილისთვის ყველაფერზე წამსვლელი არიან. ბუმერანგის პრინციპი მათთვის მუდმივი წვრილი და აბეზარი პრობლემების სახით მუშაობს.

რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>

თხის რქა

თხის რქებს უყვართ, როცა სამყაროს მბრძანებლის როლს თამაშობენ. ისინი ზედმეტად სერიოზული არიან, ამიტომ ეს მათ ბუმერანგივით კურიოზული უსიამოვნო ვითარებების სახით უბრუნდებათ, რის გამოც ყველა მათ დასცინის. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ — სამართლიანად.

მერწყული

მერწყულებს თავი გმირები ჰგონიათ, რომელთაც განგებამ სამყაროს უბედურებებისა და კატაკლიზმებისგან ხსნა დაუწესა. ისინი ცდილობენ საკუთარი აზრები სხვებს მოახვიონ თავს და ეს ჭეშმარიტებად აქციონ, რის გამოც ბედი მათ მკაცრად სჯის ოჯახური და მოულოდნელი პრობლემებით — მათ ხშირად ტოვებენ საუკეთესო მეგობრებიც კი.

თევზები

თევზებთან საქმე უფრო იოლად არის — ისინი მეოცნებენი არიან, ცხოვრობენ მხოლოდ მშვენიერზე ფიქრებით. მათ არ ჰყოფნის სერიოზულობა, ამიტომ სჯიან საკუთარ თავს — მათ ხომ ცოტა თუ ვინმე აღიქვამს სერიოზულად.

765
კოლეგებთან ერთად

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: ემოციის კარნახით ჩატარებული გაკვეთილი-სპექტაკლები

24
(განახლებულია 10:47 24.10.2020)
მისთვის გაკვეთილი მარტო პროგრამით გათვალისწინებული, წინასწარ დაგეგმილი მასალის სწორად გადაცემა არ არის, ეს გულწრფელი, ღრმა ემოციაა, რომელიც მოსწავლეებთან ურთიერთობას მოყვება და რიგით გაკვეთილს სპექტაკლად აქცევს...

მზია ვაშალომიძე ორ ათეულ წელზეა მეტია, რაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორია, ამასთან ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი-მასწავლებელი, ამბობს, რომ მისი ყველა გაკვეთილი თავის სახელოვან მასწავლებლებს ეძღვნება- „დღესაც თითქოს ანგარიშს ვაბარებდე!“

ბახვის საჯარო სკოლას მართლაც საამაყო, ისტორიული წარსული, სახელოვანი კურსდამთავრებულები და გამოცდილი პედაგოგები ჰყავს. ალბათ სწორედ ტრადიციების გამო, სკოლამ თამასა დაბლა არ დაწია და თანამედროვე სტანდატრებსაც წარმატებით მოერგო.

უკვე 14 წელის, რაც ბახვის სკოლა ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს მშვიდობის კორპუსთან, რის შედეგადაც აქ შვიდი ამერიკელი მოხალისე მასწავლებელი მუშაობდა. სკოლის სამი მოსწავლე, სხვადასხვა დროს lex-ის პროგრამის გამარჯვებული გახდა და ისინი ერთი წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდნენ. ბახვის სკოლის პედაგოგებთა შორის კი „აირექსის“ პროგრამის მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულები არიან...

მზია ვაშალომიძე
მზია ვაშალომიძე

 -ქალბატონო მზია, გაიხსენეთ მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ სკოლაში მუშაობა?

- ძალიან ადრეული ასაკიდან მახსოვს: მასწავლებლობანას თამაში მიყვარდა ძალიან, თავდაპირველად რეზინის თოჯინები იყვნენ ჩემი მოსწავლეები, მერე, მეზობელი გოგონები, მასწავლებელი ყოველთვის მე ვიყავი.სიარულის მანერით და ხმის დიქციით ყოველთვის ჩემს პირველ მასწავლებელს, ნუნუ კუტუბიძეს ვბაძავდი. მთელი დღეები ვვარჯიშობდი, რომ ჩემი ხელწერა ნუნუ მასწავლებლის ფაქსიმილესთვის მიმემსგავსებინა. ბოლოს, ისე კარგად ვახერხებდი, რომ ორიგინალისგან ვერ გაარჩევდით და თავი მასწავლებელი მეგონა. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლობის სურვილი კი გენიალურმა პედაგოგებმა, ლეონინა კილაძემ, ცაცა ქიქოძემ და ნათელა მელუამ შთამაგონეს. დღემდე მავსებს და გზას მინათებს მათი სულის სითბო და გონების ნათელი.

კაბინეტში
კაბინეტში

- თუ გახსოვთ როგორ ჩაატარეთ თქვენი პირველი გაკვეთილი?

- პირველი გაკვეთილი მშობლიურ სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკის ფარგლებში ჩავატარე. გაკვვეთილი თემა: მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელიდან“- იყო. მახსოვს, გაკვეთილზე დასასწრებად ჩემი მასწავლებლები: ცაცა ქიქოძე, ნათელა მელუა და სკოლის დირექტორი ბეჟან მდინარაძე შემოვიდნენ. იმდენად დიდი იყო რიდი და პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ, რომ საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი: ტექსტი, ავტორი, კლასი, მხოლოდ მათ ვხედავდი და უცებ... ვიგრძენი მზერა-ცაცა მასწავლებელი თვალებით მამხნევებდა, მივხვდი, ჩემს მასწავლებელს ჩემი იმედი ჰქონდა... გაკვეთილის ბოლოს მითხრეს, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რომ ძალიან, ძალიან კარგი გაკვეთილი გამომივიდა, შენიშვნებიც მომცეს ფრთხილად და კორექტულად. დღეს მენტორი მასწავლებელი ვარ და მაინც... ჩემი ყველა გაკვეთილი მათ ეძღვნება, თითქოს ანგარიშს ვაბარებდე!..

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- ბახვის სკოლას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და სახელოვანი კურსდამთავრებულები ჰყავს...

 - ჩვენი სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერაა დაარსებული. მისი მშენებლობა 1870 წელს დაიწყო და 1872 წელს დასრულდა. სკოლის პირველი მასწავლებელი და დირექტორი, ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გიგო შარაშიძე იყო. ამჟამინდელი შენობა, რომელიც აშენებულია 1934 წელს, გათვლილია 700 მოსწავლეზე, ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს. სკოლას ცნობილი კურსდამთავრებულები ჰყავს, ესენი გახლავთ: პირველი დამფუძნებელი კრების დეპუტატები გერონტი ქიქოძე, (ცნობილი პუბლიცისტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი და მთარგმნელიც), ქრისტინე და დავით შარაშიძეები, ალექსანდრე ლომთათიძე, მხატვარები შალვა ქიქოძე, დიმიტრი შევარდნაძე, მწერლები: ნინო ნაკაშიძე, ვახტანგ ჭელიძე, მომღერალი დავით ანდღულაძე, კომპოზიტორი არტემ კვაჭანტირაძე, მეცნიერები: ნიკოლოზ კანდელაკი, პეტრე ჟღენტი, პოლიტიკოსი  და პუბლიცისტი ხარიტონ შავიშვილი და სხვა. ვცდილობთ ღირსეულად გავაგრძელოთ ეს ტრადიციები და ვფიქრობ, ამის დასტურია ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ისიც, რომ  სკოლას ჰყავს 20 მასწავლებელი: ერთი მენტორი, ოთხი წამყვანი, 14 უფროსი და ერთი პრაქტიკოსი. ოთხი მასწავლებელი ელოდება გარე დაკვირვებას და ვფიქრობ, ეს სტატისტიკაც შეიცვლება.

მზია ვაშალომიძე
მზია ვაშალომიძე

- რა საერთო პრობლემის წინაშე დგას რაიონის სკოლები და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბახვის სკოლა? 

- ორ ათეულ წელზეა მეტია, სკოლის დირექტორი ვარ, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პრობლემის წინაშე ვიდექით. ბედნიერი ვარ, რომ მიმდინარე სასწავლო წელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემის გარეშე დავიწყეთ. დასრულდა სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანად მოგვიგვარდა. დღეს სოფელ ბახვის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარების შესაფერისი შენობითა და ინვენტარით აგრძელებს სასწავლო პროცესს. ჩემი და ჩემნაირი, ანუ მცირეკონტიგენტანი სკოლების პრობლემად რჩება ვაუჩერულ დაფინანსებაზე დამოკიდებულება, მწირი თანხები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სკოლის საჭიროების მიხედვით განვკარგოთ საშტატო განრიგი. კოვიდ 19-ის პრობლემამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ სკოლებში საკმარისი არაა ტექნიკური პერსონალი, დამატებითი კადრების აყვანის შესაძლებლობას კი ბიუჯეტი არ იძლევა.

ბახვის სკოლის მასწავლებლებთან ერთად
ბახვის სკოლის მასწავლებლებთან ერთად

 - ამ ეტაპზე სკოლებში ონ-ლაინ გაკვეთილები ტარდება, თქვენი აზრით, როგორ უნდა დააინტერესოს მასწავლებელმა მოსწავლეები გაკვეთილის ამ ფორმატით ჩატარების დროს?

 - ონლაინ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელია. გასულ სასწავლო წელს, ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, მოულოდნელად, ყოველგვარი მომზადების გარეშე, იძულებული გავხდით, რომ სწავლების ამ ფორმატზე გადავსულიყავით. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სწრაფად შევძელით სასწავლო პროცესის ორგანიზება. წელს, სამართლებრივად, ტექნიკურად და მეთოდურად უფრო მზად ვართ. ამ სასწავლო წელს ჩემი სკოლა მხოლოდ ორი კვირით იყო ონ-ლაინ ფორმატზე გადასული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ისევ არ მოგვიწევს საკლასო სივრციდან გადანაცვლება. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მოსწავლე სახლშია, მას იქ  საგაკვეთილო გარემო უმეტესწილად არ აქვს, ამიტომ ვერ აიძულებ  ჩაგერთოს, თუ ინტერესი არ ექნება. მონიტორზე ხედავდე მასწავლებელს, რომელიც მხოლოდ გაკვეთილს გიხსნის და დავალებას გაძლევს, საკმარისი არ არის.

მზია ვაშალომიძე
მზია ვაშალომიძე

- რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

 -მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომ მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი კარგად ახერხებს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ისინი ფლობენ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს და გაკვეთილებიც თანამედროვე მოთხოვნებით უნდა დაგეგმოს. მითუმეტეს, რომ არსებობს ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმები, როგორიცაა, Kahoot, sway, fligrid , არაფერს ვამბობ power-pointის გამოყენებაზე და კიდევ უამრავი სხვა. სასურველია, რომ მასწავლებელი ჯერ თავად დაეუფლოს ამ პროგრამებს და მერე მოსწავლეებს გააცნოს გაკვეთილები, რაც საგრძნობლად საინტერესო და ხალისიანი გამოვა.

სკოლის საკითხებზე შეხვედრის დროს
სკოლის საკითხებზე შეხვედრის დროს

- როგორ ფიქრობთ, რომელია მასწავლებლის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა?

 - შეუმცდარი არავინაა, ყველანი ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ და ვიზრდებით, მაგრამ შეცდომაც არის და შეცდომაც... მიუტევებელია, თუ  მასწავლებლობა იმისთვის აირჩიე, რომ დასაქმების სხვა შანსი არ გამოჩნდა, ხელფასის ან თავისუფალი და საშვებულებო დროის ხელსაყრელი პირობების გამო. თუ სკოლაში მისვლას ბავშვის სიყვარული არ უდევს საფუძვლად, ასეთი მასწავლებელი შეიძლება საგანს კარგად გადასცემდეს, მაგრამ კარგ პედაგოგად ვერ შედგეს. ყოვლად დაუშვებელია მოწავლეთა  სტიგმატიზაცია. შეუძლებელია  ყველა კლასში ყველა მოსწავლესთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ერთნაირად დალაგებულ-დავარცხნილი ურთიერთობები გვქონდეს.  ყოვლად დაუშვებელია ხელის ჩაქნევა და გაფიქრება: „ამას მაინც ვერაფერს შეასმენ,“ ყველაზე მეტად ის მოსწავლეები გვახსენდება ვისზე ფიქრითაც არაერთი ღამე გაგვითენებია, ურთიერთობის გზები და საშუალებები გვიძებნია, ყველაზე დიდი სიყვარულითაც ისინი გვიხსენებენ და მადლიერებას გამოხატავენ.

ყოფილ მოსწავლეებთან ერთად
ყოფილ მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი უფლება რომ იყოს, რას შეცვლიდით სასწავლო სისტემაში?

-განათლების მკვლევარ გრანტ უიგინსს დავესესხები: „ავთენტური შეფასება სასკოლო განათლების ტროას ცხენიაო“, მიმაჩნია, რომ ბევრი რამ არის შესაცვლელი შეფასების სისტემაში. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ამოვიღებდი ეროვნული სასწავლო გეგმიდან განმსაზღვრელ შეფასებას. ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური და სკოლის ხელმძღვანელის პრაქტიკა მუდმივად იყო და არის მიმართული სკოლაში შეფასების მიდგომების და მექანიზმების გაუმჯობესებისკენ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, განმავითარებელ შეფასებას ჯერ კიდევ სათანადო ადგილი არ უჭირავს სასკოლო ცხოვრებაში.

კოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად

- გაკვეთილი თავისებური „სცენაა“, რომელსაც მოსწავლეთა სახით მაყურებელი ჰყავს, გაიხსენეთ ყველაზე დასამახსოვრებელი „სპექტაკლი“...

 - გაკვეთილი მართლაც უჩვეულო რამ არის, შეიძლება წინასწარ დაგეგმო, მოემზადო, რესურსები შექმნა, ერთი შეხედვით, ყველაფერი გათვალო და მაინც... პროცესი სულ სხვანაირად წარიმართოს. ერთ ამბავს გავიხსენებ: მაშინ დამამთავრებელი კლასი მეთერთმეტე იყო. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებას გავდიოდით. კლასში შევედი, მოვემზადე გაკვეთილის დასაწყებად და უცებ... გადავიფიქრე. დაფასთან მივედი და დავწერე „მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს...“ მერე კლასს გავხედე, ორიოდე წუთი ვდუმდით... შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა გალაკტიონის ლექსები, საუბარი გალაკტიონის შესახებ, მერე ისევ ლექსები... მაშინ არც პროექტორი გვქონდა, არც კომპიუტერი. მხოლოდ გალაკტიონის ლექსების კრებული და პოეზიის სიყვარული გვაერთიანებდა... ძალიანაც რომ მომენდომებინა, ალბათ ასეთ კარგ ლიტერატურულ დილას ვერც მოვამზადებდი. უშუალო, ემოციური და გულწრფელი გაკვეთილი-სპექტაკლი გამოვიდა. ოღონდ, ეს იყო, გაკვეთილისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ... გასულ წელს, ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში ვიყავით მე და ჩემი მოსწავლეები, გვიანი შემოდგომის თბილი და მზიანი დღე იყო. სახლ-მუზეუმში მხოლოდ ჩვენ და უკარგესი ექსკურსიამძღოლი ვიყავით. მაშინაც ასე მოხდა-დაუგეგმავად, ემოციების კარნახით, დიდებული და დაუვიწყარი გაკვეთილი- სპექტაკლი გამოგვივიდა! ყველაფერს ისევ გალაკტიონი წარმართავდა, რადგან „დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა და რაც მაშინ ხდებოდა, -მისი ჟინი მართავდა...“

 

24
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

75
(განახლებულია 12:48 24.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ოქტომბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

75
ტესტი კორონავირუსზე

კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

0
პარლამენტის დეპუტატი ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს. ასევე ინფიცირებულია ოთარ კახიძის მეუღლეც.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

კახიძის თქმით, მას ხველა, სიცხე და სახსრების ტკივილი აღენიშნება. ის ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.

დეპუტატის ინფორმაციით, ვირუსი მის მეუღლესაც დაუდასტურდა.

„მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით“, - წერს კახიძე.

ოთარ კახიძის თქმით, მისი გუნდი ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის რეკომენდაციებით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძე ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში