8 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 8 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 აპრილი

2-11 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მზე მფარველობს. ამ პერიოდში დაბადებულები პატივმოყვარე, მტკიცე და ძალაუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 15,19, 30, 35, 45, 57, 60, 76.

ამ ადამიანთა სიმბოლოა მაგნოლია.

© Sputnik / Maria Tsimintiaვერძი
8 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე პატივმოყვარე პიროვნებები არიან. პირველობისკენ სწრაფვაში ხშირად ავიწყდებათ სხვების ინტერესები, ხანდახან ვერ საზღვრავენ საკუთარ ძალებს და თავიანთ შესაძლებლობებს აზვიადებენ. ხშირად ყურადღებას არ აქცევენ გარშემომყოფების რჩევებს. მათ უნდა ისწავლონ სხვა ადამიანების რჩევებისა და ინტერესების გათვალისწინება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

8 აპრილს დაბადებულები

8 აპრილს დაბადებულები ბუნებით ჰუმანისტები და ალტრუისტები არიან, მათი ერთ–ერთი პირველი მახასიათებელია თანაგრძნობის უნარი. მათ არ აკმაყოფილებთ მხოლოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მათ ასევე სურს, თავის გარშემო ყველა ადამიანის ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა. ახლობლების კეთილდღეობა – მათი უმაღლესი კრედოა, ეს ადამიანები ხშირად საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა საერთო სიკეთეს აყენებენ და თავიანთი სოციალური ჯგუფის ინტერესების დასაცავად ხანდახან დიდ მოუთმენლობასაც იჩენენ და სისასტიკეს ამჟღავნებენ.

ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია>>

საოცარია, მაგრამ ხშირად მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილი ძალიან უბრალოდ ერწყმის მათ სიმორცხვეს. ეს ადამიანები წინააღმდეგობებით არიან აღსავსე და ეს წინააღმდეგობები მათ ნატურაში მსუბუქად უთავსდება ერთმანეთს. ბრწყინავენ რა ცხოვრების სცენაზე, მიუხედავად ამისა, ცხოვრობენ საკუთარი შეგრძნებებით, თავიანთ სამყაროში. ამ ადამიანების ტემპერამენტს ხშირად ერთი სიტყვით ვერ დაახასიათებთ. ხშირად სანგვინიკები არიან, მაგრამ ფლეგმატიკურის ნიშნებით, რაც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში ვლინდება. მათ უმრავლესობას გულწრფელად სჯერა, რომ ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს ბოძებული ერთნაირი შესაძლებლობები და ამის დამტკიცებას ცდილობენ, მონაწილეობენ ყველა საზოგადოებრივ პროექტში. ხშირად ყველაზე მგზნებარე ოპოზიციონერები არიან, მათ შორის – ხელისუფლების. აქვთ სარკაზმის გრძნობა და ამიტომ ხელისუფლების გაკრიტიკება თითოეული შეცდომისა და უსამართლობისთვის ძალზე მწვავედ გამოსდით.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ამ დღეს დაბადებულები ნათელი, კაშკაშა პიროვნებები არიან. მათ ცხოვრებაშიცაა აღმაფრენები და ვარდნები – ხშირად ობიექტური და ხანდახან – არცთუ ობიექტური მიზეზებით. მათი შინაგანი სამყარო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ სამყაროს ძალიან უფრთხილდებიან და იქ არავის უშვებენ. ასევე, ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ წარსულში უდიდესი ტკივილი, რყევები განიცადეს, ასეთი სახე გარშემომყოფებში მათი დახმარების სურვილს აღძრავს. მაგრამ 8 აპრილს დაბადებულები მიჩვეული არიან გაცემას და არა მიღებას, დიდად არ რჩებიან განაწყენებული, თუ მათი ბევრს არ ესმის.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ამასთან, დაბადებით სიმორცხვე ამ დღეს დაბადებულებს აიძულებს, მოერიდონ დახმარებას, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის დახმარება. ეს ადამიანები შორეულ, ცაზე ამაყად, ცივად, ლამაზად მოკაშკაშე ვარსკვლავებს გვაგონებენ. მათში, რაც უნდა მაღალი მიზანი დაისახონ, არ არის ეგოიზმის მარცვალიც კი. მაშინაც კი, როცა ხელისუფლების ან ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან, პირველ რიგში, იმაზე ფიქრობენ, რას მოუტანს ეს სხვა ადამიანებს. ნამდვილი ალტრუისტები არიან – თან, პათოსის გარეშე.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

8 აპრილს დაბადებულებს დიდი ენერგია გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი მიზნებისკენ სწრაფვისას დროთა განმავლობაში ამ ენერგიისგან იცლებიან, ავიწყდებათ საკუთარი ჯანმრთელობა. ენერგიის შესავსებად მათთვის საკმარისია ბუნებაში გასეირნება, რაც ისედაც უყვართ. არიან გურმანები, გემრიელი საკვებისგან უდიდეს სიამოვნებას იღებენ, თუმცა, ჭარბი წონის საშიშროება, უმეტესად, არა აქვთ, რადგან ძალიან უყვართ საკვების გაღება ახლობლებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უჭირს.

რჩევა:

8 აპრილს დაბადებულებმა მოთმინება უნდა ისწავლოთ. მაღალი მიზნებისკენ სწრაფვაში საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყოთ. არ გაწყენდათ მეტი გულგახსნილობა. მეტი ყურადღება დაუთმეთ თვითანალიზს, ეს თქვენი საქმეების გაგებაში დაგეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0