ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

© Pixabay / geraltდედამიწის მოსახლეობა
დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი საშიში დაავადება საყოველთაო იზოლაციის, პრობლემებისა და გაუგებრობების მიზეზი გახდა. ყველას აწუხებს კითხვა, თუ როდის დაიხევს დაავადება უკან. ამის თაობაზე ასტროლოგებს თავიანთი მოსაზრება აქვთ

კორონავირუსის გავრცელება მთელ პლანეტაზე პანიკას სთესს, რომელზე აყოლაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ახალი დაავადება ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. მსოფლიოს მეცნიერები ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

სანამ მსოფლიო პანდემიის ტყვეობაშია, თითოეულმა უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე და თავის ოჯახზე, ახლობლებზე, იყოს ფრთხილად და დაიცვას სპეციალისტების რეკომენდაციები.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

როდის დასრულდება პანდემია – ამის შესახებ ასტროლოგები თავიანთ ვარაუდს გამოთქვამენ.

ასტროლოგების უმრავლესობა ჯერდება იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემია უბრალოდ არ დაწყებულა. ნაკიანი 2020 წელი სიურპრიზებს ამზადებს, დიდწილად, სამწუხაროს, და ახალი დაავადების გამოჩენა – ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო.

ასევე არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ შავი მთვარე, ლილიტი. ესაა ასტროლოგიური ტერმინი, რომელიც ცრუ, ფიქტიურ პლანეტას აღნიშნავს. ეს პლანეტა ახასიათებს ყველა იმ უწესო, არაეთიკურ და ამორალურ საქციელს, რომელიც წარსულ ცხოვრებაში ჩაგვიდენია. ლილიტი, ანუ შავი მთვარე – ასტროლოგიაში ესაა ენერგეტიკული ვარდნა, რომელიც მძლავრად და ხარბად ისრუტავს პლანეტის ყველაფერ საუკეთესოს. ის იკვებება პლანეტების ენერგიით, მაგრამ მაინც ვერ „ძღება“.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

შავი მთვარის გავლენამ ვერძის თანავარსკვლავედში გააძლიერა ნაკიანი წლის ენერგეტიკა, რაც განაპირობებს პრობლემებს მთელ მსოფლიოში ყველა ფრონტზე: ეკონომიკური კრიზისი, დაძაბული ვითარება მთელ მსოფლიოში, კონფლიქტები სახელმწიფოთა შორის და, როგორც კანონზომიერი შედეგი – ახალი ვირუსული დაავადების პანდემია.

სოციალური დისტანცირება - Sputnik საქართველო
როგორ იწყებოდა პანდემია, ანუ კაცობრიობის უშეღავათო ბრძოლა „უხილავ მტერთან“

დაავადების გავრცელებას ასტროლოგები ასევე ვირთხის წელსაც უკავშირებენ. სწორედ მღრღნელები ავრცელებენ უამრავ დაავადებას და კავშირების გამოვლენა საკმაოდ იოლია. ნაკიანი ვირთხის წელიწადი, შავი მთვარე, პლანეტების მრავალრიცხოვანი და არამეგობრული ასპექტები – ეს ყველაფერი გახდა მიზეზი ახალი და მასშტაბური კატასტროფისა, რომლის დასასრული ჯერ არ ჩანს.

როდის შენელდება პანდემია

დაავადების გავრცელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გაზრდილ მოსახლეობაზე და ადამიანების უნარზე, ადვილად გადაადგილდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვითარება არცთუ სახარბიელოა.

ციური სხეულების გავლენა და ნაკიანი წლის ენერგეტიკა კაცობრიობას დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ უგზავნის, თუმცა, შესაძლებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ასტროლოგები თითოეულ ადამიანს მოუწოდებენ, ყურადღებით იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

ასტროლოგების განცხადებით, კორონავირუსის პანდემია, რომელმაც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო მოიცვა, აპრილის ბოლოს მინელდება, ხოლო უკვე მაისში ვითარება მოგვარდება. ამასთან, დაავადების გავრცელება შემოდგომაზე გაგრძელდება, როდესაც საზღვრები კვლავ გაიხსნება. თუმცა, არის მოსაზრებაც, რომ შემოდგომისთვის ბევრი გადაიტანს ამ ვირუსულ დაავადებას მსუბუქ ფორმაში და გარკვეულ იმუნიტეტს შეიძენს, ხოლო მეცნიერები და ექიმები დაავადების ახალ ტალღასთან დაპირისპირებას შეძლებენ.

ასტროლოგები მიიჩნევენ რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ამჟამად ადამიანებზე მოქმედებს, ესაა შავი მთვარე. მისი ენერგეტიკა ძალზე ძლიერი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მთელი 2020 წელი დიდი სიფრთხილით უნდა გავატაროთ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

კიდევ ერთი რჩევა ასტროლოგებისგან: უსიტყვოდ ნუ ენდობით და დაუჯერებთ ირგვლივ მყოფთ. ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ. თავდაჯერებულობა და დაუსაბუთებელი რისკების თავიდან აცილება დაგეხმარებათ უსიამოვნებებთან, მათ შორის, დაავადებასთან გამკლავებაში.

P.S.

შავი მთვარის სამი გამოვლინება:

  • ადამიანი კვლავინდებურად ემსახურება ბოროტებას. შავი მთავრის დაბრუნების მომენტებში ის, გარკვეულ პერიოდებში, არ ისჯება. შემდეგ კი, ერთ მომენტში, უცბად, როდესაც გროვდება ნეგატიური კარმა, „ფეთქდება". ფიზიკურ დონეზე ეს შეილება იყო ავარია, ფიზიკური დაზიანება, მატერიალური კეთლდღეობის დაკარგვა, საავადმყოფოში ან ციხეში მოხვედრა მძიმე შედეგებით.
  • შავი მთვარის დაბრუნების მომენტებში ადამიანს „თავს ესხმის“ ბნელი ძალები, რომ ის აცდუნოს და ცუდ გზაზე დააყენოს. მას, შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, მოატყუონ და თუ ეს ადამიანიც ამითვე უპასუხებს, დაამძიმებს თავის კარმას. მან ეს უნდა მოითმინოს. ეს ნიშნავს, რომ ის სხვებს მოექცა ასე და ახლა მას ექცევიან. ძალიან მძიმეა, მაგრამ, სულის განსაწმენდად – ეფექტური.
  • თუ ადამიანი განიწმინდება, ის ხედავს და გრძნობს უწმინდურ ძალებს, და ძალუძს მათ ხელი ჰკრას და უკუაგდოს.
ყველა ახალი ამბავი
0