კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 6–12 აპრილის პერიოდში

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგს ამ კვირაში აუცილებლად დასჭირდება სიყვარულზე ფიქრი, ზოგს – სამუშაო გაუგებრობების გადაწყვეტა, მაგრამ ყველა უნდა ვეცადოთ, რომ დავიწყოთ უბრალო ადამიანური ბედნიერებითა და ფიქრით იმაზე, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და კარგი განწყობა

კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომდინარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და შეძლებთ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მომენტები ან მათი გავლენა თქვენზე.

ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები>>

ვერძი

ვერძებისთვის ეს კვირა შესანიშნავად მიესადაგება სასიყვარულო თავგადასავლებს. მარტოხელებს დიდი შანსი აქვთ, მეორე ნახევარი იპოვონ, ვარსკვლავები თქვენ გვერდით იქნებიან. მთავარია, სათამაშო ტალღაზე აეწყოთ და იყოთ დადებითად განწყობილი.

Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან

ეს კვირა თქვენთვის შეიძლება წარმატებული გახდეს სხვა მიმართულებებშიც. საფრთხილო დღეებია მხოლოდ ხუთშაბათი და პარასკევი. ამ დღეებში ვარსკვლავები დესტრუქციული იქნებიან, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, მკვეთრად არ შეცვალოთ გეგმები. დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები გამო შეიძლება მატერიალურად იზარალოთ, გქონდეთ კონფლიქტი ოჯახში ან სამსახურში.

კურო

უქმეებზე კუროებს ურთიერთობებში სირთულეები გელოდებათ. სწორედ ამიტომ, სჯობს, შაბათ–კვირა განმარტოებით გაატაროთ და პირად საქმეებს მიხედოთ. სამუშაო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები პოზიტიურად იქნებიან განწყობილი, ისინი მაინც არ მოიწონებენ დაუფიქრებელ საქციელს, როგორიცაა დიდი ხარჯები და გადაღლა.

მუშაობაცა და დასვენებაც მაქსიმალურად ზომიერად არის საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ახლობლების მიმართ არ იძუნწოთ. კარგი კვირაა ვალების გასტუმრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია გაუგებრობების დაწყება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ>>

ტყუპი

წარმატებების მისაღწევად გამარჯვების დიდი სურვილი გჭირდებათ. ამ შემთხვევაში, სურვილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმატებებისკენ მიმავალ გზაზე გამოყენებული საშუალებები. ზედმეტი არ იქნება ახალი მისწრაფებები, ამბიციები. ბევრ რამეში დაგეხმარებათ ინტუიცია.

მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან

თქვენთვის აუცილებელია მოქმედება და არა უსაქმოდ ჯდომა. ეს ეხება ასევე სასიყვარულო სფეროსაც. ამაზე უკეთეს დროს კაშკაშა და არაორდინარული მოქმედებებისთვის, რომ ადამიანს თქვენი სიყვარული აჩვენოთ, ვერ ნახავთ.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში არცთუ მარტივი პერიოდი იწყება. არ არის გამორიცხული, რომ უამრავი პრობლემა შეგექმნათ. კარგი იქნება, თუ სათადარიგო გეგმას იქონიებთ, რათა რთულ სიტუაციაში ამ გეგმას მიმართოთ. ამ კვირაში ყველაზე საშიში დღეებია ორშაბათი და ოთხშაბათი.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ გვერდზე არ გადგეთ, თუ ახლობელს რამე მნიშვნელოვან საქმეში თქვენი დახმარება დასჭირდება. სხვისი პრობლემების გადასაჭრელად დაგჭირდებათ სიმტკიცე, ნებისყოფა. ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ფიზიკური აქტიურობა, რათა ენერგეტიკა მაღალ დონეზე შეინარჩუნოთ.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი>>

ლომი

ექსპერტები გირჩევენ, პოზიტიურად იფიქროთ. ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიმიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციაში, რათა იღბალმა არ მიგატოვოთ. გარშემომყოფები, შესაძლოა, აგრესიული და უხეში გახდნენ თქვენ მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენც ამითვე უნდა უპასუხოთ – ხანდახან გაჩუმება სჯობს.

წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ

ლომებს ასევე მოგიწევთ საკუთარ „დემონებთან“ ბრძოლა, როგორიცაა, მაგალითად, ეჭვიანობა. ამ გრძნობის გამო საყვარელ ადამიანთან პრობლემები არ არის გამორიცხული. ამ კვირაში კარგი იქნება, თუ ახლობელ ადამიანებთან თანხმობით იცხოვრებთ და საკუთან ნებას არ მოახვევთ მათ.

ქალწული

სიჯიუტეს დიდი პრობლემების გამოწვევა შეუძლა. აუცილებელია, ისწავლოთ დათმობა, კომპრომისების მოძებნა კოლეგებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებთან გამკლავება მარტოს მოგიწევთ, რაც ამ პერიოდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის.

რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება სწორი განწყობაც, ოპტიმიზმისა და მშვენიერი მომავლის რწმენის შენარჩუნება. ნაკლები ურთიერთობები იქონიეთ ეგოისტ ადამიანებთან და ეს თვისება არც თქვენ გამოამჟღავნოთ. არ ღირს წვრილმანების გამო გაღიზიანება.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

სასწორი

ამ კვირაში ხშირად უნდა მოუსმინოთ გულის ხმას. არ არის გამორიცხული, რომ ვარსკვლავების გავლენით ცხოვრებაზე და მის ზოგიერთ ასპექტზე სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ჩამოგიყალიბდეთ. ამასთან, ეს ახალი მოსაზრებები დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში, გაიზრდება თქვენი საზრიანობა, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, რაშიც ინტუიცია დაგეხმარებათ.

Вспышки на Солнце - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ

ახლა ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვან საქმეებში დამოუკიდებლად იმოქმედოთ, რათა გარშემომყოფების მოსაზრებებმა სინამდვილის ობიექტურ აღქმაში არ შეგიშალოთ ხელი. შეხედეთ საგნებს უფრო რეალურად, რომ განიმტკიცოთ პოზიციები როგორც საქმეებში, ისე სასიყვარულო სფეროშიც.

მორიელი

ძალზე დინამიკური კვირა იქნება, აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა, ენერგეტიკულად მალე გამოიფიტოთ. ეს ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე, იღბალზე და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამ კვირაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს გულისყურის მიპყრობას აღმშენებლობით საქმიანობაზე, გარშემომყოფების დახმარებაზე. ნებისმიერი სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ფინანსურ სფეროში შესაძლებელია მოულოდნელი გაუგებრობები, ასევე, სიყვარულში ვარსკვლავებმა და პლანეტებმა, შესაძლოა სხვადასხვა დაბროლება შეგიქმნან. ეს ძირითადად, კვირის დააწყისშა მოსალოდნელი, შემდეგ ვითარება უკვე დასტაბილურდება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

მშვილდოსანი

შესაძლოა, ძალები არ გეყოთ ყველა პრობლემის გადასაჭრელად, რაც ამ კვირაში გელოდებათ. სჯობს, ყველა საკითხი თანამიმდევრულად, აუჩქარებლად გადაწყვიტოთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ძალების რაციონალურად გადანაწილება და ახალი გაუგებრობის თავიდან აცილება.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი

იდეალური კვირაა საოჯახო საქმიანობისთვის, ინტერნეტით ურთიერთობებისთვის, ასევე, განმარტოებისთვის. მარტოხელებმა, სჯობს, სასიყვარულო თავგადასავლები სამომავლოდ გადადოთ და ყურადღების კონცენტრაცია რამე უფრო მნიშვნელოვანზე მოახდინოთ. შეგიძლიათ სახლის საფუძვლიანი დალაგება, მოწესრიგება. ეს იღბლის მოზიდვაში და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ხუთშაბათსა და პარასკევს საშიში დღეებია, როდესაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სამუშაო გეგმების ჩაშლა. უქმეებზე შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა. ეს თქვენს ქარიზმას გააძლიერებს, რაც შესანიშნავად აისახება სასიყვარულო სფეროზე და წარმატებებზე, ზოგადად.

თხის რქებს, როგორც წესი, ფულთან დაკავშირებულ საკითხებში გიმართლებთ. ამ კვირაში ამ მხრივ მეტი დაკვირვება და სიფრთხილე დაგჭირდებათ. ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემა განიხილეთ, როგორც დროებითი მსუბუქი სირთულე.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

მერწყული

დისჰარმონიამ ვარსკვლლავებსა და პლანეტებს შორის კვირის დასაწყისში შეიძლება გამოიწვიოს გეგმების ჩაშლა, დინამიკური ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში. ყველაზე პოზიტიური დღეები იქნება ხუთშაბათი და პარასკევი. დიდი მნიშვნელობა ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში თქვენს პოზიტიურ განწყობას მიენიჭება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კვირის დასაწყისი, ფინანსური კუთხით, რთული იქნება, ამიტომ არ ღირს ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კარგი პერიოდია საოჯახო საქმეებისთვის, სპორტისთვის, ფიზიკური აქტიურობისთვის – ზოგადად.

თევზები

ამ კვირაში სასიყვარულო ასპარეზზე არაფერი მნიშვნელოვანი სიახლე არაა მოსალოდნელი. აუცილებელია, რომ მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, ერთად გაერთოთ, უყუროთ ფილმებს... ვინც სიყვარულს ეძებს, სიფრთხილე და ყურადღება, მეტი დაკვირვება სჭირდება.

ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ფინანსებსა და სამუშაო საკითხებში წარმატებები გელოდებათ. ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ასტროლოგები გირჩევენ, წინ წამოწიოთ თქვენი იდეები, დაასრულოთ ნებისმიერი დაწყებული საქმე და ყურადღება არ მიაქციოთ წინააღმდეგობებს. უქმეები იდეალური დრო იქნება დასვენებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0