ადამიანი ანთებული ნათურის თავით

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები

9080
(განახლებულია 14:58 03.04.2020)
თითოეული ადამიანი თავისებურად ლამაზი და მომხიბლავია, მაგრამ ზოდიაქოს თანავარსკვლავედში თავისი განსაკუთრებული ქარიზმატულობით რამდენიმე ნიშანი გამოირჩევა

ამ ნიშნების წარმომადგენლებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ, არიან ძლიერი ადამიანები და ვისაც ცხოვრებაში აწყდებიან, გულგრილს თითქმის არავის ტოვებენ.

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, როგორ გამოიყურება ზოდაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნების რეიტინგი.

მეხუთე ადგილი: ქალწული

ქალწულები ბრძენი და იდუმალი ხალხია, რომლებიც თავიანთი შინაგანი სილამაზით ყველას ხიბლავენ. მათი ძლიერი მხარეა ნებისმიერ სიტუაციაში კომპრომისის მოძებნის უნარი. ნებისმიერი კონფლიქტი მათთან სასიამოვნო საუბარში შეიძლება გადაიზარდოს, ხოლო სიძულვილი – სიყვარულში. მოშურნეები მათზე ხშირად ავრცელებნ სხვადასხვა ჭორს, რაც ამ ადამიანებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებზეც ამბობენ ხოლმე „ამქვეყნიური არააო“. მათ კილომეტრში გამოარჩევთ: იცვამენ სხვანაირად, საუბრობენ განსაკუთრებულად და ასხივებენ საოცარ სიმშვიდეს. ამის წყალობით შედიან კიდეც ყველაზე ქარიზმატული ადამიანები ხუთეულში.

მეოთხე ადგილი: მერწყული

მერწყულები ქარიზმატულიც არიან და მომხიბლავიც, მაგრამ ადამიანები ამ თვისებას მათში ხშირად ცოტა მოგვიანებით, ურთიერთობების დაწყებიდან გარკვეული დროის მერე ამჩნევენ. და ადრე თუ გვიან, გარშემომყოფები აცნობიერებენ, რომ მერწყულები არიან ადამიანები იუმორის შესანიშნავი გრძნობითა და განსაკუთრებული ენერგეტიკით. მათ გვერდით რაღაც განაკუთრებულისადმი სწრაფვის სურვილი ჩნდება.

მერწყულებს, ბედნიერი თილისმის მსგავსად, გარშემომყოფები სინათლისკენ მიჰყავთ, ეხმარებიან ადამიანებს საკუთარ არსში ჩაწვდომაში, ამოცანებისა და მიზნების დასახვაში, თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ამხნევებენ მათ სხვადასხვა ქათინაურით. მერწყულებისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს და ეს თავდაჯერებულობა სხვებისთვისაც „გადამდებია“.

მესამე ადგილი: მორიელი

მორიელების შესახებ ცოტამ თუ იცის სიმართლე. ბევრს სურს მათთან დამეგობრება, დაახლოება, მათი უკეთესად გაცნობა. მორიელებს დამატებითი ქულები ეძლევა მეექვსე გრძნობის – ინტუიციის წყალობით, რომელიც მათში ყველაზე მძლავრია სხვა ნიშნებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდებიან ცხოვრებაზე კონსერვატიული შეხედულებების მქონენი, უმცროს თაობებში ეს მათგან დაშორებისა და განცალკევების სურვილს მაინც არ იწვევს. მორიელებს პატივს სცემენ, უყვართ ან ეშინიათ, რადგან იციან, რომ მათ წყენა არ ავიწყდებათ. მათი მეგობრობა – დიდი პატივია.

მეორე ადგილი: ტყუპი

ექსპერტების აზრით, ყველაზე მოლაპარაკე ადამიანები ტყუპები არიან. ერთი საუკეთესო ნიჭი–თვისება აქვთ: შეუძლიათ, ყველაზე უტყვიც კი აალაპარაკონ. მათი იუმორი მსუბუქია, ხოლო ქარიზმა – შეუფასებელი. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული ხიბლით დააჯილდოვა, რაც მათ ნებისმიერ კოლექტივში ლიდერის პოზიციების დაკავებაში ეხმარება.

ტყუპებს უამრავი ნაცნობი ჰყავთ, რომლებსაც მათზე ცუდს ვერაფერს წამოაცდევინებ, რადგან იციან, რომ ჭორებს არავინ დაუჯერებს. ცხოვრება ტყუპის გვერდით მსუბუქი და მშვენიერია, ხოლო იყო მისი მეუღლე ან საუკეთესო მეგობარი – ნამდვილი პატივი და დიდი გამართლება.

პირველი ადგილი: მშვილდოსანი

მშვილდოსნები ბუნებისგან მძლავრი ჰიპნოზური ქარიზმითა და საოცარი მომხიბვლელობით არიან დაჯილდოებული. ეს მათ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ასაკში წარმატებების მიღწევაში ეხმარება. მათ არავისთვს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. საკმარისია მხოლოდ რამის სურვილი, მიზნის დასახვა.

მშვილდოსნებს ასევე განსაკუთრებული ნიჭი აქვთ – სხვების დარწმუნების უნარი. შეუძლიათ, ადამიანებს გააკეთებინონ ის, რაც სჭირდებათ, მათი ნდობის მოპოვებას კი სულ რამდენიმე წამში დასჭირდება. მათ მჭევრმეტყველებას საზღვრები არა აქვს, ხოლო იუმორის იდეალური გრძნობა გარშემომყოფებს მოდუნებასა და სიფხიზლის დაკარგვას აიძულებს.

9080
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 28 ნოემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

314
(განახლებულია 12:14 27.11.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ნოემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია.

კუროს დღეს კარგია, როცა საქმეს საფუძვლიანად აკეთებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი სამსახურის დაწყების, ფინანსური გარიგებების გაფორმებისთვის, უძრავი ქონებისა და ზოგადად, ქონებრივი საკითხებით დაინტერესებისთვის.

ეს დღე ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის. ქალები განსაკუთრებით მომაჯადოებელი ხდებიან. ხელსაყრელი დროა ერთობლივად ბუნებაში გასვლისთვის. ამ დღეებში ყალიბდება ურთიერთობები, როდესაც პარტნიორები ერთმანეთის გვერდით თავს გრძნობენ დაცულად, სტაბილურად. ესაა ურთიერთპატივისცემაზე, დახმარებასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული კავშირი, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც. ამ ურთიერთობებს რამდენადმე აკლია ცეცხლი და მგზნებარება, ამიტომ სასურველია მასში არტისტიზმის შეტანა.

რეკომენდებულია კორექტივების შეთანა ბიზნესში, გავლენის სფეროების გაფართოება, შეთანხმებებზე ხელმოწერა, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, სამუშაოზე თანამშრომლების აყვანა, ცოდნის დონის ამაღლება, მუშაობა გუნდურად, მატერიალური საკითხებით დაკავება, მტკიცე მოქმედებები.

არარეკომენდებულია სერიოზული საქმეების წამოწყება, უსაქმურობა.
ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა თმის შეჭრისთვის – თმა კარგად გაიზრდება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. შეიძლება თმის შეღებვაც. მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს კარგია მცენარეების დარგვა–გადარგვა, მიწაში არსებულ მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ზამთრის მარაგის გაკეთება და მოსავლის აღება.

314
რაჭა

28 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

140
(განახლებულია 10:10 28.11.2020)
გაეცანით 28 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

28 ნოემბერს დაბადებულები

28 ნოემბერს დაბადებულები პირველაღმომჩენები არიან. ეძებენ ფეხდაუდგმელ მიწებს, ახალ ტექნოლოგიებს, ახალ იდეებსა და მათი გადაწყვეტის გზებს; სწყურიათ ახალი შეგრძნებები. ძალიან ბევრს გაიღებენ, რომ წამოიძახონ „ევრიკა!“. მათ ხშირად შერეკილებს უწოდებენ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. კბილს უსინჯავენ ისეთ რამეს, რასაც სხვა ვერასდროს გაბედავს.

ამ ადამიანების ძლიერი მხარეა საკუთარი პრინციპებისა და იდეალების ერთგულება. მათ მოსაზრებებს ვერავინ ვერასდროს იყიდის. ამ ადამიანებს არაორდინარულს ხდის სამართლიანობა, ოპტიმიზმი, იუმორის გრძნობა.

28 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნები ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. მათში შერწყმულია ფილოსოფიური გონება და სპორტული ჟინი, ძლიერი სული და მგრძნობიარობა, მეოცნებეობა და ამბიციურობა. ასეთი „კოქტეილი“ პოტენციური წარმატებული ადამიანის სავიზიტო ბარათია. ამ ადამიანებს წაგება არ სჩვევიათ, ყოველთვის ბოლომდე მიდიან, ძალებს რაციონალურად ხარჯავენ, პოულობენ ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს.

ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, გონიერი, შესამჩნევი პიროვნებები არიან, იზიდავენ ადამიანებს, უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მარტოობის წინააღმდეგიც არ არიან. ამით მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი არ სრულდება. მთლიანობაში ადამიანი-სიურპრიზი არიან.

საქმიანობის არჩევისას პრიორიტეტული სფერო, შესაძლოა, რამდენიმე ჰქონდეთ. ხშირად ირჩევენ ბიოლოგიასთან, ბოტანიკასთან, ზოოლოგიასთან, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სფეროებს; მათთვის მნიშვნელოვანია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

ჯანმრთელობა

28 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ავადდებიან ბრონქებით. უნდა მოერიდონ გაციებებს, სიგარეტის მოწევას, რადგან ფილტვის პათოლოგიების განვითარების რისკი დიდია. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა.

რჩევა:

წინააღმდეგობრივი თვისებები თქვენს პიროვნებას ფიტავს. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ზედმეტ დაძაბულობას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება და თან - არა მხოლოდ შვებულების დროს.

140
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში