ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

27 მარტს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

40
(განახლებულია 11:57 27.03.2020)
გაეცანით 27 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

ვერძი
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

27 მარტს დაბადებულები

27 მარტს დაბადებულებს ბედი ანებივრებს და აჯილდოებს ბედნიერებით, ნიჭით, წარმატებებითა და გამარჯვებებით; მაგრამ, ამავე დროს პასუხისმგებლობასაც აკისრებს. მათ ცხოვრებაში იქნება ყველაფერი - აღმაფრენები და ვარდნები, შურიანი და ბოროტი, ასევე კეთილი ადამიანები. ამ დღეს დაბადებულებს აქვთ დიდი მაგნეტიზმი, არიან მომხიბლავი, თავდაჯერებული, მტკიცე ხასიათის ადამიანები. წარმატებები ელოდებათ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელსაც ხელს მოკიდებენ. სიმამაცის წყალობით ნებისმიერ რთულ სიტუაციას ღირსეულად იტანენ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

27 მარტს დაბადებულები ინდივიდუალისტები არიან. ცოდნას ადვილად ითვისებენ და შემდეგ მიღებულ ცოდნას მიზანმიმართულად იყენებენ. განსაკუთრებით ნიჭიერები თამამი და ბრწყინვალე იდეების ინიციატორები არიან; უყვართ ექსპერიმენტები. მიუხედავად ამისა, რეალისტებად რჩებიან და მათი გასულელება არცთუ ისე ადვილია. გარშემომყოფთა პრობლემებს ისინი დიდი გულისყურით არ ეკიდებიან, რადგან არ გამოირჩევიან სენტიმენტალობით. მთელი თავით ეშვებიან სამუშაოში, რომელიც, უმეტეს შემთხვევებში, ტექნიკური ხასიათისაა. სახლშიც უყვართ „ჩხირკედელაობა“, არიან გამომგონებლები.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები საზოგადოებაში ინტუიციურად გრძნობენ, რა იქნება პერსპექტიული და რა - არა, და მნიშვნელობა არა აქვს, ბიზნესმენია ის თუ - უბრალო მუშა; მას ინტუიციურად ესმის ამ საზოგადოებისა, მისი სურვილებისა და ფასეულობებისა. კონტაქტებს უფრო ადვილად ამყარებენ საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ადამიანურ განცდებს მათი ჩიხში შეყვანა შეუძლია. მაგრამ რადგანაც ობიექტური არიან, ადვილად შეუძლიათ პრობლემის წყაროს აღმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ემოციური ადამიანების შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, ისინი შინაგანად ცეცხლოვანი, ვნებიანი პიროვნებები არიან.

რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>

ამ დღეს დაბადებულები ვერ იტანენ ბუნდოვან, გაურკვეველ სიტუაციებს, მათ რეაქციას ვითარების თეთრი და შავი მხარეები განსაზღვრავს. ასევე არ უყვართ კომპრომისები; მათთვის მიუღებელია ტყუილი, სიმართლის დამალვა. თავიანთ შესაძლებლობებს ისინი რეალურად აფასებენ, რადგან პატიოსანი ადამიანები არიან. საკუთარ თავზე ზრუნვით, თავიანთი პრობლემებით იმდენად არიან დაკავებული, რომ სხვების გრძნობებისთვის ვერ იცლიან. მათთან ერთად ცხოვრება ჭირს. ხასიათის ამ თვისების გამო მეგობრებსაც დიდ მოთხოვნებს უყენებენ, მაგრამ მათი გულწრფელობისა და უკომპრომისობის გამო მეგობრებს ისინი ძალიან უყვართ და ყოველთვის შეუძლიათ, მათი იმედი ჰქონდეთ.

ჯანმრთელობა

27 მარტს დაბადებულები ხშირად იღებენ ტრავმებს. მათ ხშირად აწუხებთ სახსრების, კბილების, ძვლების ქრონიკული დაავადებები, ასევე ხშირად ცივდებიან. არიან რა იმპულსური ადამიანები, არ უფრთხილდებიან თავს და შეუძლიათ ქარსა და წვიმაში თხელი სამოსით იმუშაონ. უყვართ გემრიელი საკვები, ზოგიერთი კარგი მზარეულიც არის, მაგრამ იმდენად არიან ჩაფლული სამუშაოში, რომ ხშირად საჭმელი ავიწყდებათ კიდეც.

რჩევა:

აუცილებელია, განავითაროთ დიპლომატიურობა, სხვების მიმართ უფრო მომთმენი უნდა იყოთ. ხანდახან გადაერთეთ სამუშაოდან სხვა საქმეზე, გართობაზე. ასევე ისწავლეთ კომპრომისზე წასვლა, როცა ეს აუცილებელია და სხვა გამოსავალი არ არის. ბევრს შეიძლება დაუმარცხებელი და ძალიან ძლიერი ჰგონიხართ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

40