Невеста перед свадьбой

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან

5384
(განახლებულია 11:20 26.03.2020)
ქორწინების გადაწყვეტილება რთული მისაღებია, მაგრამ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელი ქალებისთვის ეს ნებისმიერ ასაკში საკმაოდ მარტივია

გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელი ნიშნის წარმომადგენელი ქალები იღებენ მარტივად გათხოვების გადაწყვეტილებას ნებისმიერ ასაკში.

მაშ ასე, რეიტინგი ამგვარად გამოიყურება:

სასწორი

ამ თანავარსკვლავედით დაბადებული ქალები ვენერას განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობენ. ეს პლანეტა მათ ანიჭებს სილამაზეს, ხიბლს, ცდუნების უნარს. ისინი ადვილად იმარჯვებენ სასიყვარულო ასპარეზზე.

სასწორ ქალებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება მეორე ნახევრის გარეშე, მათ საყრდენი და დაცვა სჭირდება. ამიტომ ისინი ადრეულ ასაკში თხოვდებიან. თუ რჩეული იმედს გაუცრუებს, ადვილად წყვეტენ ურთიერთობებს, მაგრამ მარტო დიდხანს არ დარჩებიან: სასწორებს ნებისმიერ ასაკში, თუნდაც, 80 წლის, შეუძლიათ მამაკაცების მოხიბვლა და გათხოვება.

კურო

კუროსაც ასევე ვენერა მფარველობს და მის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ შარმს ანიჭებს. ახალგაზრდობაში ქალი კუროები ნამდვილად არ უჩივიან თაყვანისმცემლების ნაკლებობას. არიან ჭკვიანი, მშვიდი, ასევე კარგი მოსაუბრეები. შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელთან შეხვედრა, მაგრამ როდესაც თხოვდებიან, ერთგული და მოსიყვარულე ცოლები, შესანიშნავი დიასახლისები ხდებიან.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

თუ ქალი კურო ადრეულ ასაკში არ გათხოვდა, ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცემა. ისღა დარჩენია, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. მისთვის პრობლემა არაა, რომ თუნდა 50 და 60 წლისა გათხოვდეს.

ვერძი

კაშკაშა, განუმეორებელი, თავდაჯერებული ვერძი გოგონები ხშირად არიან თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, მაგრამ ახალგაზრდობაში, როგორც წესი, გათხოვებასთან დაკავშირებით გრძელვადიან გეგმებს არ ადგენენ.

მათთვის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის არ არსებობს – ოჯახს ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში ქმნიან. იმდენად იმპულსური არიან, რომ გათხოვება ხუთწუთიანი ნაცნობობის შემდეგაც შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ ქორწინების ცერემონიიდან გაქცევა საპატარძლო კაბით. ხშირად თხოვდებიან საკმაოდ მოწიფულ – 45–50 წლის ასაკში და ეს მათი ზღვარი არ არის.

თევზები

იდუმალი, მეოცნებე ქალი–თევზები მუდამ იზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მზერას. თევზების უმეტესობას მამაკაცის მხარდაჭერა და მორალური საყრდენი სჭირდება. და მაინც, მიუხედავად ამისა, რომანტიკული თევზები ხანდახან წლები ელიან თავინთ პრინცს.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

ისინი ხშირად ადრეულ ასაკში თხოვდებიან. მათ მეუღლის შერჩევაში შეცდომების დაშვება სჩვევიათ, ამიტომ მათთვის რამდენიმე ქორწინება იშვიათობა არ არის. მცდელობას, რომ იდეალი იპოვონ, ისინი ნებისმიერ ასაკში გაიმეორებენ. საიმედო ოჯახის შექმნის შანსი საკმაოდ იზრდება 35–40 წლის ასაკში.

ტყუპი

ტყუპი ქალები აღმერთებენ ფლირტს, რომელიც იშვიათად გადადის სერიოზულ ურთიერთობებში. ამ ნიშნის გოოგონები ხშირად ეძებენ იდეალურ პარტნიორს, რაც ხანდახან მთელი ცხოვრება გრძელდება.

20 წლის ტყუპები არიან კეკლუცი, თავქარიანები. ადრეული ქორწინება ხშირად უიღბლო აღმოჩნდება ხოლმე. მეორეჯერ 30–40 წლისები ქმნიან ოჯახს, როდესაც ექსპერიმენტებს მოეშვებიან. მაგრამ არც ეს ხდება ხოლმე ხშირად იღბლიანი ქორწინების გარანტი.

კირჩხიბი

სენტიმენტალური, რომანტიკული კირჩხიბი გოგონები დაბადებით ოჯახური კერის მცველები არიან. ბავშვობიდან ოცნებობენ ოჯახის შექმნაზე. რაც უფრო ემატებათ წლები, მით უფრო მწვავედ განიცდიან გათხოვების აუცილებლობას.

ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა>>

ხშირად ქორწინდებიან ადრე – 18–20 წლის ასაკში, მაგრამ, თუ ოჯახი რამე მიზეზის გამო დაენგრათ, მარტო არ ჩერდებიან. მათ იდუმალი თვისება ახასიათებთ – წლებთან ერთად განუმეორებელი ხიბლი ემატებათ, ხშირად თხოვდებიან ასაკით საკმაოდ პატარა მამაკაცებზე. მეორე შანსი უფრო 35–40 წლის ასაკში ეძლევათ.

ლომი

ბრწყინვალე ქალი ლომები არ ჩქარობენ გათხოვებას მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ. ისინი ფიქრობენ, რომ ჯერ უნდა მიიღონ განათლება, მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, დატკბნენ ცხოვრებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი მათ მალე დათრგუნავს.

ქალი ლომებისთვის ქორწინების ოპტიმალური ასაკია 28–30 წელი. მოგვიანებით შეიძლება დადგეს ფასეულობათა გადაფასების პერიოდი და პირველ ადგილზე კარიერული მისწრაფებები გავიდეს.

მშვილდოსანი

მშვილოსანი ქალები ყურადღებას ნებისმიერ ადგილას იქცევენ – არიან კაშკაშა, ხშირად ექსტრავაგანტული პიროვნებები. ხანდახან ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, მაგრამ თუ 18–20 წლის ასაკი გადალახეს, შემდეგ არ ჩქარობენ ოჯახური უღლის დადგმას. ისინი საკმაოდ დამოუკიდებელი არიან და ამით ამაყობენ კიდეც.

ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა>>

ხშირად ქორწინდებიან 30–33 წლისანი, როდესაც აცნობიერებენ, რომ ოჯახის შექმნა აუცილებელია. ამ ნაბიჯს გააზრებულად დგამენ და ხდებიან ერთგული ცოლები და პასუხისმგებლიანი დედები.

თხის რქა

გულდახურული თხის რქა ქალები გარშემომყოფებისთვის იდუმალ არსებებს წარმოადგენენ. მიზანსწარფული, მაგრამ პესიმიზმისკენ მიდრეკილი არიან. ადრეულ ასაკში ქორწინებისთვის მზად არ არიან. დაახლოებით 20 წლისა თუ დაქორწინდებიან, ოჯახი, დიდი ალბათობითა და უმეტეს შემთხვევებში, ინგრევა.

მათთვის გათხოვების ოპტიმალური ასაკია 25–30 წელი. 30–ის მერე ისინი იშვიათად თხოვდებიან, რადგან დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევიან. მათთვის რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მათ მძიმე ხასიათს გაუმკლავდება.

მორიელი

ქალი მორიელები ანდამატივით იზიდავენ გარშემომყოფ მამაკაცებს. ასეთ ქალებს ხშირად უწოდებენ „საბედისწეროს“: ირგვლივ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ, არიან მამაკაცების გულთამპყრობელები, მაგრამ გათხოვებას არ ჩქარობენ.

ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით>>

მორიელ ქალებს დიდი მოთხოვნები აქვთ მომავალი მეუღლის მიმართ. მათი გულის მოგება ადვილი არაა. თუ 28–33 წლამდე არ გათხოვდნენ, შემდეგ პრეტენზიები პოტენციური პარტნიორის მიმართ მხოლოდ იზრდება და შესაბამისად, დაქორწინების შანსები მცირდება.

მერწყული

თავსუფლებისმოყვარე მერწყული ქალები ახალგაზრდობაში გათხოვებაზე ნაკლებად ფიქრობენ. ისინი იშვიათად ქმნიან ოჯახს ადრეულ ასაკში. მათ თავისუფლებით დატკბობა სჭირდებათ.

ასაკთან ერთად მატულობს იმის გაცნობიერება, რომ აუცილებელია ოჯახის შექმნა. სანამ ნაბიჯს გადადგამენ, მანამდე დიდხანს ფიქრობენ, ორჭოფობენ. ხშირად ქორწინებას 30–35 წლისები წყვეტენ. უფრო გვიან იშვიათად ქორწინდებიან.

ქალწული

პედანტი, აკურატული ქალწულები ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ არა ემოციებით, არამედ ჯანსაღი აზრით. არიან მშვიდი, ნაზი, ქალური არსებები, მაგრამ ბობოქარი ტემპერამენტით არ გამოირჩევიან.

ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი>>

ცხოვრების პოტენციურ მეგზურს დიდი „ლუპით“ აკვირდებიან, რამაც, საბოლოოდ, შეიძლება იქამდე მიიყვანოს ისინი, რომ საერთოდ არ გათხოვდნენ. მათ შორის ბევრია შინაბერა. უპირატესობას ანიჭებენ მარტო ყოფნას, ვიდრე ისეთ ადამიანთან ცხოვრებას, რომელიც მათ მკაცრად რეგლამენტირებულ ცხოვრებას დაარღვევს. ამიტომ ქალწული ქალები 18–23 წლისები უნდა გათხოვდნენ, როდესაც მათი პრინციპები ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული. განქორწინების შემთხვევაში მეორედ იშვიათად თხოვდებიან.

5384
ყელმოღერებული ქალი

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები: როგორ შევამციროთ სიმსივნის განვითარების რისკი

18
(განახლებულია 14:55 04.12.2020)
ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ ფარისებრი ჯირკვლის მრავალი პათოლოგია არსებობს, დაწყებული ქრონიკული ანთებითი პროცესებით, დამთავრებული სიმსივნური დაავადებებით...

რა არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, რამდენი სახეობა არსებობს და რა ფაქტორები უწყობს ხელს მის გავრცელებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე თავ-კისრის ონკო-ქირურგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი კოტე მარდალეიშვილი საუბრობს.

- რა არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე?

- ფარისებრი ჯირკვალი მიეკუთვნება ენდოკრინულ ორგანოთა რიცხვს. იგი მნიშვნელოვნად აკონტროლებს და ხელს უწყობს სხვადასხვა ორგანოების სწორად ფუნქციონირებას. შეიძლება ვთქვათ, გულსისხლძარღვთა სისტემა, ენდოკრინული პათოლოგიები, იგივე რეპროდუქციული სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობა - ყველაზე მეტი არტერია კვებავს ფარისებულ ჯირკვალს. თუ გულს კვებავს ოთხი ძირითად არტერია, ფრისებურ ჯირკვალს კვებავს ექვსი არტერია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ორგანო და მის მიერ გამომუშავებული პროდუქტი მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის.

ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში გვხვდება სხვადასხვა სახის დაავადებები. შესაძლოა იყოს სიმსივნური პროცესები, ან ქრონიკული ანთებითი პროცესების ფონზე განვითარებული ჩანართების არსებობა, ადენომური კვანძის სახით, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. ავთვისებიანი სიმსივნე იყოფა ოთხ სახეობად. პირველი ეს არის პაპილარული სიმსივნე, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება, შემდეგ ფოლიკულური სიმსივნე, ასევე ანაპლასტიკური და მედულარული  კიბო.

პაპილარული კიბო, როგორც წესი ზრდას იწყებს რადიაციულ ფონზე, როდესაც ორგანიზმში იწყება ჰორმონალური ცვლილებები, არის სტრესული მდგომარეობა და ა.შ. არის შემთხვევა, როდესაც პაპილარული კიბოს მეტასტაზი გვაქვს თავის ტვინში. აკეთებენ ოპერაციას, იღებენ ამ მეტასტაზს და მერე მიხვდებიან, რომ ეს არის პაპილარული კიბოს მეტასტაზი, რომელიც არ იყო თავის დროზე მანიფესტირებული და გამოკვლეული.

ფოლიკულური კობო იძლევა, როგორც რეგიონალურ მეტასტაზს, ასევე შორეულ მეტასტაზსაც. ის უფრო აგრესიულად მიმდინარობს. კიდევ უფრო აგრესიულია მედულარული კიბო. ამ დროს გამოჯანმრთელების შედეგი 40 პროცენტს არ აღემატება. ანაპლასტიკური კიბოების შემთხვევაში კიდევ რთულადაა საქმე. აღმოჩენისთანავე პაციენტის გარდაცვალება არა უმეტეს სამი ექვსი-თვემდე ხდება.

ყველა ამ სიმსივნეს თავისი  დიაგნოსტიკა სჭირდება. ყველას თავისი კლინიკური მიმდინარეობა აქვს და თითოეულ მათგანს თავისი მკურნალობა ესაჭიროება.

- რა ფაქტორები უწყობს ხელს ფარისებრი ჯირკვლის გავრცელებას?

- დღეს მისი გავრცელების 80 პროცენტში მონაწილეობას იღებს რადიაციული ზემოქმედება. იოდის დეფიციტის ფონზე, როდესაც კლინიკურად მიმდინარეობს პროცესი, პლიუს რადიაციული ფონის მომატება განაპირობებს იმას, რომ მკვეთრად იზრდება შანსი განვითარდეს პაპილარული, ავთვისებიანი სიმსივნე. ჩერნობილის კატასტროფის დროს იყო ჯგუფები, რომლებიც საქართველოდან ჩავიდნენ ჩერნობილში, რომ დახმარებოდნენ ადამიანებს და მოეხდინათ ნარჩენების ლიკვიდაცია. იქიდან ჩამოსული პაციენტები რამდენიმე წლის შემდეგ დაავადდნენ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით. ყველას ჩაუტარდა რადიკალური ოპერაციები და მკურნალობა. დღეს ყველა მათგანი ცოცხალია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ეს შედარებით კეთილთვისებიანად მიმდინარეობს. მაგრამ ეს არ იძლევა საშუალებას, რომ მოვადუნოთ ყურადღება.

ასევე, ფარისბერი ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს განვითარებაში მხოლოდ 5-10%-იანი წვლილი აქვს გენეტიკას.

- რა ასაკში შეიძლება განვითარდეს სიმსივნე?

- ის შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. იყო შემთხვევა პაპილარული ავთვისებიანი სიმსივნე შეგვხვდა 5-6 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში და ა.შ. ახლა ძალიან გაახალგაზრდავებულია პაპილარული ავთვისებიანი სიმსივნე. პაპილარულ სიმსივნეზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დაავადებულების 80 პროცენტში სწორედ ეს სიმსივნე გვხვდება. ეს ძირითადად ქალთა სქესის დაავადებაა, რადგან ქალების 90 პროცენტს ემართება.

- რა წესები უნდა დაიცვას ადამიანმა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი?

- ძალიან მარტივ წესებს გეტყვით: არ დაწვეთ სოლარიუმში, მზეზე არ იყო რვა საათის განმავლობაში, განსაკუთრებით 10 საათიდან დღის 3-4 საათამდე. ამ დროს პირდაპირ მოდის დატვირთვა ფარისებრ ჯირკვალზე.  ხაზს ვუსვამ, პაპილარულ კიბოს არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს. იმითია ეს დაავადება ვერაგი, რომ შესაძლოა 5-10 წელი არსებობდს, მაგრამ ვერ გაიგო. დიაგნოზის დასმისათვის საჭიროა წელიწადში ერთხელ ეხოსკოპიის ჩატარება და ჰორმონის გაკეთება, რომ არ გამოგვეპაროს ამ დაავადების არსებობა.

- რა ეტაპზე ხდება ქირურგიული ჩარევა?

- ჩემი აზრით, ფარისებრი კიბოს არსებობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს  ქირურგიული მკურნალობა, რომლის მასშტაბი უნდა განისაზღვროს მორფოლოგიური შენების, დაავადების ზომების და გავრცელების მასშტაბით. თუ ერთი კვანძია ავთვისებიანი და სხვა ჩანართები აქვს, აუცილებლად უნდა მოცილდეს, რადგან ორი სამი კვირის შემდეგ ეს პატარა ჩანართები ისევ დაიწყებს ზრდას და მოგვცემს დაავადების რეციდივს. მაგრამ თუ ერთი პატარა, 0.5 სმ-იანი კვანძია და სხვა ზონების აბსოლუტურად თავისუფალია, შეიძლება მისი შენარჩუნება.

 

18
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
გაციება

სამი ეფექტური გზა გაციების სწრაფად დასამარცხებლად: ბრიტანელი ექიმი გირჩევთ

50
(განახლებულია 13:57 04.12.2020)
ცნობილმა ბრიტანელმა თერაპევტმა და ტელეწამყვანმა ცივ სეზონზე გახშირებული გაციების აღმოსაფხვრელად სამი რეკომენაცია მისცა საზოგადოებას

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. არსებობს სამი ეფექტური საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ, სწარაფად დააღწიოთ თავი გაციებას, განაცხადა ბრიტანელმა ექიმმა და ტელეწამყვანმა სარა ჯარვისმა Express-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, პირველი საშუალება — ეს ყელის სპრეია, რომელიც შეიძლება მიკრობებისგან დამცავ ბარიერად იქცეს.

„კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ორჯერ შეამციროს გაციების სიმპტომების ხანგრძლივობა და დაავადების მიმდინარეობა მესამედით შეკვეცოს“, — განმარტა ჯარვისმა.

მეორე გზა, ექიმის რეკომენდაციით, არის ექინაციის გამოყენება. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობაზე ჩატარებულმა კვლევებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები გამოავლინა.

ექსპერტმა გაციების სიმპტომებისგან გათავისუფლების მესამე ეფექტურ გზად C ვიტამინის ან მისი შემცველი საკვების მიღება დაასახელა, იქნება ეს ციტრუსები, წიწაკა, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო თუ კარტოფილი.

მანამდე გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მეთოდად საკვებში სანელებლების გამოყენება დასახელდა. ცნობილი გახდა, რომ სანელებლებით შესაძლებელია გამათბობელი სასმელების მომზადებაც, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს უკვე დაწყებული დაავადების სიმპტომებსაც.

50
თემები:
სასარგებლო რჩევები

როგორ აფასებთ ოპოზიციის გადაწყვეტილებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით?

0
0