თბილისი

ახალმთვარეობა 24 მარტს: როგორ მოვიქცეთ ასტროლოგების რჩევები

902
(განახლებულია 14:14 24.03.2020)
ახალმთვარეობა კარდინალური ცვლილებების დროა, მაგრამ ხანდახან მთვარეს ამაში თავისი კორექტივები შეაქვს, აძლიერებს მღელვარებას ან ადამიანებს პრობლემებს უმატებს. იმისთვის, რომ უსიამოვნებებს აარიდოთ თავი, გაეცანთ ასტროლოგების რჩევებს

ახალმთვარეობა ძალზე მნიშვნელოვანი დროა, როდესაც საჭიროა მთელი ტვირთისგან გათავისუფლება, იქნება ეს ემოციური თუ ენერგეტიკული, რაც მიზნისკენ სვლაში უშლის ხელს ადამიანებს. ეს ნიშნავს რომ დადგა ანალიზის, შედეგების შეჯამების დრო. გასული პერიოდის მოვლენების დამუშავება საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებმა მოიპოვონ სიმშვიდე, ბედნიერება და წონასწორობა.

ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა>>

მარტის ახალმთვარეობის განსაკუთრებულობა

24 მარტს ახლამთვარეობის ფაზა თბილისის დროით 13:30 საათზე დადგება. ის იმპულსური ვერძის თანავარსკვლავედში ჩაივლის და ექნება ძლიერი მასტიმულირებელი გავლენა.

ახალმთვარეობამ შეიძლება მოიტანოს პრობლემები, შიში, თავშეუკავებლობა, ასევე, აკვიატებულობა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, შინაგან შეზღუდვებსა და პანიკას განიცდის. მთვარე, პირველ რიგში, სულთან ასოცირებული პლანეტაა, რომელიც სიბრძნითა და სიყვარულით ასწავლის ადამიანებს, როგორ განკურნონ საკუთარი თავი და გარშემომყოფები თანაგრძნობით.

ახალმთვარეობის დღეს გავლენა ექნება მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან პლანეტას – სატურნს, რომელიც ძალზე დადებითად იქნება განწყობილი. ამ ახალმთვარეობის მთავარი თემებია ოჯახი, კარმა, კარმული ჭრილობები, სულიერი განკურნება და ზრდა.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

ასტროლოგების რჩევები

ახალმთვარეობა განახლების დროა, როდესაც იწყებთ საკუთარი თავის დანახვასა და გაგებას უფრო უკეთესად, ვიდრე უწინ. ამასთან, მთვარე აშუქებს არა მხოლოდ ადამიანების დადებით თვისებებს, არამედ უარყოფითსაც. თუმცა, თუ საკუთარ თავს მეტი სიყვარულით მოეკიდებით, გაიაზრებთ და მიიღებთ საკუთარ უარყოფით თვისებებს, ეს დღე პიროვნული ზრდით დაგასაჩუქრებთ.

24 მარტს ადამიანები მგრძნობიარე გახდებიან სხვისი საქციელის მიმართ. თუ შეამჩნევთ, რომ ირგვლივ მყოფნი ცუდად ან არასწორად იქცევიან, ეცადეთ, თავი შეიკავოთ ხმამაღალი გამონათქვამებისგან და ბრალდებებისგან. არ არის საჭირო, ხმამაღლა გამოთქვთ უკმაყოფილება და გაკიცხოთ სხვების გადაწყვეტილებები. სჯობს, დრო დაუთმოთ საკუთარ განწმენდას, რეპუტაციაზე მუშაობასა და თვითშეფასების ამაღლებას.

როგორც აღვნიშნეთ, 24 მარტს მთვარე ვერძის ნიშანში გადადის, ეს კი არავის მისცემს მოდუნების უფლებას. მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების გაკონტროლება, კონცენტრირება საკუთარ შინაგან სამყაროზე და დესტრუქციული ემოციების თავიდან არიდება.

902