გაზაფხული

24 მარტს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

42
(განახლებულია 12:21 24.03.2020)
გაეცანით 24 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

ვერძი
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

24 მარტს დაბადებულები

24 მარტს დაბადებულები ჰარმონიული, შემოქმედებითი ადამიანები არიან, უნარი შესწევთ, სამყაროში სილამაზე დაინახონ;  არიან კეთილშობილები, იღბლიანები, მაგრამ იმის გამო, რომ ნიჭიერების წყალობით მიზანს ადვილად აღწევენ, არის საშიშროება, რომ უღალატონ ჰარმონიულობას, სილამაზეს ფუფუნება ამჯობინონ, ხოლო ერთგულ მეგობრებს - პირფერი და მოლაქუცე ადამიანები. თუ ყურადღებას მიაქცევენ საკუთარი გულის სურვილებს, შეძლებენ ვულგარული ზედმეტობების საშიშროების თავიდან არიდებას და კარიერული მწვერვალების დაპყრობას, ოჯახური ბედნიერების მიღწევას.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>

ამ დღეს დაბადებულებს უნარი აქვთ, ურთულესი, ჩახლართული სიტუაციებიდან უმარტივესი გამოსავალი მოძებნონ. ისინი სწორხაზოვანი არიან, მაგრამ ურჩევნიათ, პიროვნულ კონფლიქტებს თავი აარიდონ; არიან მამაცი, უშიშარი ადამიანები, მაგრამ სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვა სიამოვნებას არ ანიჭებთ, თუმცა, ცხოვრება მუდმივად რთულ სიტუაციებში აყენებს და კონფლიქტების გადაჭრისკენ უბიძგებს.

24 მარტს დაბადებულების თვისებებია სიმორცხვე, თავდაჯერებულობა, მხიარულება, ემოციური გულგახსნილობა, საიმედოობა, ყურადღებიანი დამოკიდებულება პროფესიული ვალდებულებების მიმართ. სიმორცხვე გამოიხატება იმაში, რომ არ უყვართ ფუჭი და ხმამაღალი ლაპარაკი, ასევე არ აქვთ მოწინააღმდეგის პიროვნების გარდაქმნის სურვილი. ისინი შურისძიებისკენ არ ისწრაფვიან, მაგრამ თავის დაცვა შეუძლიათ. კოლეგებს ძალიან უყვართ ისინი, რადგან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ყოველთვის იდეალურად ასრულებენ. ოჯახურ წრეში ისინი პატივისცემას ამჟღავნებენ, რბილად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და კომპრომისის მიღწევას ცდილობენ.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

კონფლიქტისგან თავის არიდების სურვილს, სამწუხაროდ, ბევრი სისუსტედ აღიქვამს. ამიტომ 24 მარტს დაბადებული ვერძები ხანდახან საკუთარ თავში იკეტებიან. გაუთავებელი სირთულეები, პატარ-პატარა უსიამოვნებები, მუდმივი დაბრკოლებები მათში ზოგჯერ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების სურვილს კლავს, დეპრესიას ანვითარებს, დანაშაულის გრძნობას აჩენს. ამის თავიდან ასარიდებლად მათ უნდა განავითარონ კრიტიკული აზროვნება, სიფრთხილის გრძნობა და ყურადღებით იყვნენ ადამიანების მიმართ.

ჯანმრთელობა

სხვა ვერძებისგან განსხვავებით, 24 მარტს დაბადებულებს ნაკლებად კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ისინი ძალზე მწვავედ რეაგირებენ გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, აგრესიაზე, სირთულეებზე; ხშირად ვარდებიან დეპრესიაში, განიცდიან ფიზიკურ სისუსტეს. ხშირად გრძნობენ თავს ცუდად არა მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ემოციების, არამედ გვერდით მყოფის ნეგატიური განცდების გამოც. ამ ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება პატარა ავადმყოფობების გარდა, სერიოზული ქრონიკული დაავადებების პროვოცირებაც გამოიწვიოს. ენერგიისა და კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის მათთვის რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვები. საკვებიდან სჯობს, უპირატესობა მიანიჭონ მსუბუქ საჭმელებს; უარი უნდა თქვან მასტიმულირებელ სასმელებზე.

რჩევა:

მოერიდეთ უსიამოვნო, სტრესულ სიტუაციებს, სხვისი აგრესიის გამოვლინებებს, უსიამოვნო ნაცნობებთან ურთიერთობებს. ისწავლეთ მცირე დაბრკოლებების მშვიდად გადალახვა. ყურადღება მიაქციეთ სხეულის მდგომარეობას - ნუ დაიზარებთ ვარჯიშს.

42