სანაპირო

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 23–29 მარტის პერიოდში

7384
(განახლებულია 13:27 23.03.2020)
კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომდინარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში

ეს ძალზე უჩვეულო კვირა იქნება, თან, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ვარსკვლავები ადამიანებს დაეხმარებიან, რომ თავიანთი ფარული ნიჭი გამოავლინონ, ხოლო მეორე მხრივ, ღამის მნათობები უფრო მომთხოვნი გახდებიან, ამიტომ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო ზოგიერთი მიზნის მისაღწევად.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი

ვერძები ამ კვირაში უნდა შეეცადოთ, დათრგუნოთ ისეთი ნეგატიური თვისებები, როგორიცაა, მაგალითად, შური, საკუთარ პრობლემებში სხვების დადანაშაულება, საქმეების შუა გზაზე მიტოვება. ვისაც ასეთი თვისებები არა აქვს, მას კვირის დასაწყისიდანვე გაუმართლებს ხუთშაბათამდე.

ხუთშაბათს კი ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა მკვეთრად გაუარესდება. ამის გამო ფინანსურ სფეროში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. სასიყვარულო სფეროში კვლავ მშვიდი და ოპტიმისტური განწყობა იქნება. მთლიანობაში, კვირა ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ, რაც, სასურველია გარშემომყოფებს გაუზიაროთ.

კურო

ამ კვირაში თქვენ ირგვლივ მყოფთაგან ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენი გონება გააკონტროლოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თქვენ ამას არ დაუშვებთ. იქნება ძალზე პროდუქტიული კვირა ამ ნიშნის დამუკიდებელი წარმომადგენლებისთვის.

არ ღირს გარისკვა და ავანტიურაში ჩაბმა, ყველაზე სასიამოვნო წარმატება ხომ მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვება. დიდი გამარჯვებები ელოდება შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანებს. კარგი კვირაა დაზღვევის, კრედიტების გასაფორმებლად, სამომავლოდ შენაძენების გეგმის შედგენისთვის.

ტყუპი

ტყუპებისთვის დგება პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ბევრად ნაკლები დრო შეიძლება დასჭირდეს. ამ თვალსაზრისით მადლობა უნდა უთხრათ ინტუიციას, რომელიც სამშაბათიდან კვირის ბოლომდე საკმაოდ გამძაფრებული იქნება. ის ძალიან დაგეხმარებათ ფინანსურ და სამუშაო საკითხებში.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

იღბალი თქვენი თანმდევი იქნება სასიყვარულო ასპარეზზე. გაუმართლებს იმასაც, ვინც მარტოხელაა და იმასაც, ვისაც ჰყავს პარტნიორი. აკრძალვები ამ მხრივ ასტროლოგების მხრიდან არ გაქვთ. უნდა გააკეთოთ ის, რაც კარგ განწყობას მოგიტანთ.

კირჩხიბი

ყველას აქვს თავისი გარკვეული ცხოვრებისეული პრინციპები. კირჩხიბებისთვის ამ კვირაში ეს პრინციპები, შესაძლოა, კარდინალურად შეიცვალოს, თან, სპონტანურად. კვირის პირველ ნახევარში ამის მიზეზი უფრო პოზიტიური ახალი ამბები და ცვლილებები საქმეებსა და სიყვარულში იქნება.

27–29 მარტს თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, ნეგატიური შტრიხები გამოჩნდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა შეძლოთ ნებისმიერი ცვლილებისთვის ფეხის აწყობა. მთავარია, არ მოატყუოთ არც საკუთარი თავი და არც ირგვლივ მყოფნი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზული პრობლემები.

ლომი

ლომებისთვის წვრილ–წვრილი კონფლიქტური სიტუაციების პერიოდი დგება. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში თავი მეტად დიპლომატიურად უნდა დაიჭიროთ, ებრძოლოთ იმპულსურობასა და აგრესიულობას. თუ ასე არ მოიქცევით, შესაძლოა, შემოგეცალოთ გვერდიდან მეგობრები, ახლობლები, სიყვარული და ლიდერის პოზიციები სამსახურში. კვირის ბოლოს მოსალოდნელია სხვადასხვა სახის სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზები.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ყველაზე სასიამოვნო დღეები ამ კვირაში იქნება 23, 28 და 29 მარტი. ამ დღეებში  მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, ძალზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი იდეების გაჩენა, ასევე, იღბლიანი შენაძენები და შემოსავლების ზრდა.

ქალწული

თქვენთვის ყველაზე არახელსაყრელი დღეებია 23 და 24 მარტი. ამ დროს სასურველია, განმარტოვდეთ რაც შეიძლება დიდი ხნით. დროა, განერიდოთ ორომტრიალს და გაერკვიოთ საკუთარ თავსა და საკუთარ პრობლემებში. არ არის გამორიცხული, რომ ამავე დღეებში ძალზე საინტერესო შემოქმედებითი აზრები გაგიჩნდეთ.

ადრე დაგროვებული უარყოფითი ემოციები, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოვლინდეს. მთავარია, რომ თქვენი ბრაზი ახლობლებზე არ გადმოანთხოთ. ასტროლოგები გირჩევენ, უქმეებზე ძალიან არ გადაიღალოთ.

სასწორი

არ შეუშინდეთ ცვლილებებს. ბევრი თქვენგანი შეძლებს სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობების სხვა დონეზე გადაყვანას. ამისთვის მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.

ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა>>

თუ სხვა სამსახური შემოგთავაზეს, ეს, დიდი ალბათობით, ძალზე კარგი წინადადება იქნება. ახლა ნებისმიერი ცვლილება თქვენს განწყობაზე პოზიტიურად აისახება. კვირის პირველ ორ დღეს, ეცადეთ, ზედმეტი არ დახარჯოთ, ხოლო შემდეგ დღეებში და განსაკუთრებით, პარასკევსა და უქმეებზე თამამად შეგიძლიათ ფულის ხარჯვა – შეიძინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

მორიელი

იდეალური კვირაა ახალი ცოდნის მისაღებად, გამოცდილების გაზიარებისთვის. იღბლიანი პერიოდია გამოცდებისთვის მოსამზადებლად. 24 მარტის შემდეგ მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა – როგორც საქმიანი, ისე მეგობრული და სასიყვარულო თვალსაზრისით.

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა და განწყობა მიუთითებს, რომ ცხოვრების ყველა სფეროში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს ცვლილებები ნამდვილად არ არის შორს.

მშვილდოსანი

ასტროლოგები გირჩევენ, მთელი კვირა შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტიურობა, რაც განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლო, ეცადეთ, ოჯახს დაუთმოთ და მოერიდოთ საქმიან ორომტრიალსა და პრობლემებს.

ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თქვენი კომფორტის ზონა საკმაოდ ფართოა. შეგიძლიათ არაკომფორტულ პირობებში დიდხანს ყოფნა ისე, რომ თვითკონტროლი არ დაკარგოთ. ამ კვირაში და კერძოდ, 25–დან 27 მარტის ჩათვლით ვარსკვლავები და პლანეტები კიდევ ერთხელ მოგიწყობენ სიმტკიცის გამოცდას.

თხის რქა

დადგა დრო, რომ გადახედოთ ურთიერთობებს პარტნიორთან, ან სიყვარულის ძებნის მეთოდებს. ახლა გარკვეული თვითანალიზი გჭირდებათ, რომ გააცნობიეროთ საკუთარი შეცდომები და ჩაინიშნოთ სამომავლო გეგმები. აჯობებს, თუ მხოლოდ პირად პრობლემებზე გაამახვილებთ ყურადღებას.

კვირის ბოლოს კარგი იქნება, თუ სიყვარულის სფეროში რამდენადმე ეგოიზმს გამოავლენთ. განაახლეთ გარდერობი, შეიცვალეთ იმიჯი, გაერთეთ. მარტოხელებმა მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საზრუნავს, ძალიან ნუ ჩაღრმავდებით საკუთარ თავში.

მერწყული

ასტროლოგები გირჩევენ, უქმეებზე სახლი დაასუფთაოთ და მოაწესრიგოთ. მანამდე კი, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, ვარსკვლავებისა და პლანეტების დამსახურებით, ენერგია მოგემატებათ. თქვენი ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით გაივსება, ამიტომ ეგიძლიათ, საყვარელი და მოსახერხებელი საქმეები აკეთოთ.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

პარასკევსა და შაბათ–კვირას მოსალოდნელია ურთიერთობების გამწვავება ნათესავებთან და მეორე ნახევართან. წყენა და ბრაზი, შესაძლოა, სულ ცარიელ ადგილზე აღმოცენდეს. შაბათ–კვირას, ეცადეთ, არ დაიტვირთოთ თავი, არამედ დაისვენოთ და მოდუნდეთ.

თევზები

ამ კვირაში, შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი ტალანტები აღმოაჩინოთ. დროა, მოძებნოთ ახალი გატაცებები, შემოსავლებისა და შთაგონების ახალი წყაროები. ვარსკვლავები და პლანეტები თქვენს ენერგეტიკასა და ძალებს გაააქტიურებენ და შესაძლებლობას მოგცემენ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ყველაზე მოკლე დროში გადაჭრათ.

ორშაბათსა და კვირას მოსალოდნელია ნეგატიური ენერგიის აფეთქება, რასაც შეუძლოდ ყოფნა და სტრესი შეიძლება მოჰყვეს. ამავე დღეებში გამორიცხული არაა გაუთვალისწინებელი ხარჯები, ახალი საზრუნავისა და პრობლემების გაჩენა ყველა სფეროში. მოთმენა მოგიწევთ.

7384