ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

23 მარტს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

44
(განახლებულია 11:36 23.03.2020)
გაეცანით 23 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

ვერძი
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ.

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

23 მარტს დაბადებულები

23 მარტს დაბადებულების ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებითა და პატარ–პატარა ყოფითი საოცრებებით, რომელსაც თავად ქმნიან საკუთარი ნიჭიერების, კეთილშობილების, გულუხვობის, ადამიანთა მოხიბვლის უნარის, ერთფეროვნებიდან გაქცევის, ექსპერიმენტებისა და სხვადასხვა მისწრაფებების სიყვარულის წყალობით. ამ ადამიანებს საოცარი ნიჭი აქვთ, მოხიბლონ თანამოსაუბრეები, სწრაფად შეიძინონ მეგობრები, მათ შორის – გავლენიანი.

23 მარტს დაბადებულები ბუნებით მოგზაურები არიან; უყვართ საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა. გადაწყვეტილებების მიღებაში, სხვა ვერძების მსგავსად, აჩქარება უყვართ. მათ აქვთ ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და საოცარი ლოგიკური სქემების აწყობა შეუძლიათ. ინფორმაციას ყველგან და ყველაფრისგან აგროვებენ, მაგრამ წიგნებიდან მიღებულ ცოდნას საკუთარი გამოცდილების შედეგებს ანიჭებენ. მათ არ უყვათ თეორიები, შეუმოწმებელი ფაქტები ან დასკვნები, რაც მათ გამოცდილებას არ შეესაბამება.

განსაზღვრეთ თქვენი ბინის ციფრი და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის სახლის ატმოსფეროზე>>

ეყრდნობიან რა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას, უარყოფენ სხვა ადამიანების ფასეულობებსა და ცხოვრებისეულ შედეგებს. ამას ერთი დადებითი მხარე აქვს – ასეთი აზროვნება მათ სიცრუისა და ცრუ დაპირებების მიმართ იმუნიტეტს უმუშავებს. ამ დღეს დაბადებულებს უჭირთ, უარი თქვან მხოლოდ საკუთარ მოგონებებსა და განცდებზე დაყრდნობით პროცესებზე მსჯელობაზე. თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად მზად არიან, ყურადღება არ მიაქციონ თანამოსაუბრის მიერ წარმოდგენილ კონტრარგუმენტებს.

ამ დღეს დაბადებულებს ინტერესების ფართო სფერო აქვთ. ხშირად უჩვეულო გემოვნებისა და თვითგამოხატვის სურვილი უბიძგებს ექსტრავაგანტული თემების შესწავლისკენ. ამ ადამიანებთან ურთიერთობისას მრავალი საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება მრავალი საკითხის შესახებ, მათ შორის ბავშვების აღზრდის თაობაზე. ამ დღეს დაბადებულებს პატარები აღმერთებენ და ისინიც ამითვე პასუხობენ. მათ გულწრფელად უყვართ ბავშვები.

ისინი შესანიშნავი მშობლები არიან და თუ საკუთარი შვილები არ ჰყავთ – შეუდარებელი თანაშემწეები და ბავშვთა ფსიქოლოგები ხდებიან. ბავშვებისადმი სიყვარული მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებულად აინტერესებთ ადამიანური ბუნების შესწავლა და პიროვნების ჩამოყალიბების თავისებურებანი.

საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული>>

23 მარტს დაბადებულები საკმაოდ აზარტული ადამიანები არიან. სამწუხაროდ, მათი აზარტულობა ვლინდება არა მხოლოდ კამათის დროს, არამედ თამაშების სიყვარულშიც. კაზინოებისა და ზოგადად, აზარტული თამაშების სიყვარულმა და ავანტიურებისადმი მიდრეკილებამ მათი ცხოვრება შეიძლება დაანგრიოს.

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებს საკმაოდ სტაბილური ჯანმრთელობა აქვთ, არიან ძალზე ამტანები. ხშირად უარყოფენ მოსაზრებას, რომ აუცილებელია ჯანმრთელი ცხოვრების წესი და რომ თავი უნდა აარიდონ ნერვულ გადაღლილობას. თუმცა, მათი დარწმუნება, რომ ცხოვრებაში ზომიერება უნდა დაიცვან, ძალიან რთულია. მათთვის აუცილებელია კარგი, სრულფასოვანი ძილი, რათა ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აირიდონ თავიდან. ასევე, გონებრივთან ერთად, ფიზიკური სამუშაოც უნდა შეასრულონ.

რჩევა:

იმისთვის, რომ ცხოვრების გზაზე ნაკლები სირთულე შეგხვდეთ, ისწავლეთ საკუთარი ემოციების გაკონტროლება, სხვა ადამიანების მოსმენა, მათი შეხედულებების გაგება და მიღება, ნუ მანიპულირებთ გარშემომყოფებით და ნუ ცდილობთ, სხვების აზროვნება შეცვალოთ.

44