თბილისი

22 მარტს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

49
(განახლებულია 16:12 21.03.2020)
გაეცანით 22 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

ვერძი
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ.

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

22 მარტს დაბადებულები

22 მარტს დაბადებულები მარსის მძლავრ გავლენას ემორჩილებიან. ისინი ახორციელებენ თავიანთ გეგმებს, კარგად მართავენ დიდ კოლექტივებს, შეუძლიათ დამოუკიდებლობის მოპოვება, ოსტატურად ირიდებენ თავიდან ფინანსურ პრობლემებს, ხშირად უფრო ფიზიკურ სიამოვნებებს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე სულიერ განვითარებას. ახერხებენ საჭირო ადამიანების ნდობის მოპოვებას და უყვართ, როდესაც გარშემომყოფებში აღტაცებას იწვევენ.

ზედმეტი ყურადღების სიყვარულის გამო გარშემო მოშურნეებსაც იკრებენ. პირადი თვისებების - პრინციპულობის, გონიერების წყალობით ისინი არა მარტო ავლენენ მათ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს, არამედ იმარჯვებენ კიდეც მათზე ისე, რომ არ მიმართავენ უღირს ხერხებს.

ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები თავდაჯერებული ადამიანები არიან, შეუძლიათ საქმიანი ამოცანების გადაწყვეტისას კომპრომისებზე წასვლა, დასახული ამოცანების განხორციელება ნებისმიერ ფასად, არ აქცევენ ყურადღებას წარუმატებლობასა და მარცხს. სწორედ ამ თვისებების წყალობით ისინი არიან კარგი ბიზნესმენები, ხელმძღვანელები, ან, უბრალოდ, მდიდარი ადამიანები. მწვერვალების დაპყრობის ნიჭს ისინი ამჟღავნებენ ოჯახურ ურთიერთობებშიცა და რაიმე პროფესიულ თუ შემოქმედებით საქმიანობაში.

22 მარტს დაბადებულები ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობენ თავიანთი საქმიანობის, მიღწევების შესახებ, ამიტომ ხშირად ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევენ იმ ადამიანებში, ვისაც არ უყვარს დანაპირების შესრულება, ვინც ვერ აღწევს წარმატებებს და სხვა. თუ რაიმე დაგავიწყდათ, ამ დღეს დაბადებულები ამას სიცრუედ აღიქვამენ; ტაქტიანობას სილაჩრედ, სისუსტედ მიიჩნევენ, დიპლომატიურობას - ნაძირლობად, ორპირობად. ასე თავისი ხასიათიდან გამომდინარე ფიქრობენ, რადგან თავად არ ახასიათებთ ტაქტიანობა, დიპლომატიურობა და დანაპირების შეუსრულებლობა. ტყუილს, ღალატს, სისუსტეს ისინი პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ>>

ცხოვრებისეულ გზას, საკუთარ იდეალურ - ხშირად გმირულ - სახეს ბავშვობაშივე ირჩევენ და მთელი ცხოვრება ამ გზას მიჰყვებიან. საკუთარი იდეალების ღალატი, დასახულ ამოცანებზე უარის თქმა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ აპოკალიფსის დარმა კატასტროფამ და თან, ეს შეიძლება დასახული გზიდან დროებითი გადახვევა იყოს.

ჯანმრთელობა

22 მარტს დაბადებულებს შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. სამწუხაროდ, ამას არ უფრთხილდებიან და ზედმეტი ჭამის გამო ხშირად პრობლემები უჩნდებათ. ისინი უნდა მოერიდონ ალკოჰოლს, მასტიმულირებელ სასმელებს, ცხიმიან და ტკბილ საკვებს. ეს მათ ასაკში ენერგიას შეუნარჩუნებს. არ უყვართ ფიზიკური სავარჯიშოებიც, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამის გარეშე წლებთან ერთად პრობლემებიც მოემატებათ.

რჩევა:

ნუ გექნებათ მათი დამცირების სურვილი, ვინც თქვენზე სუსტია, ნაკლები ენერგია აქვს. ერიდეთ შურისძიების გრძნობას, უარი თქვით აჩქარებაზე საქმეში. ისწავლეთ დიპლომატიის ხელოვნება და მეტი ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან.

49