„უსასყიდლოდ შეგიკერავთ პირბადეებს, დამიკავშირდით“ ანუ სიკეთე N

© photo: courtesy of Maia Gorgiladseმაია გორგილაძე
მაია გორგილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუკი შეიძლება რაიმე დადებითი დავინახოთ იმაში, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება ისაა, რომ სიკეთისა და მადლიერების თემა შესამჩნევად აქტუალური გახდა და რაც მთავარია, გააქტიურდა...

საჯაროდ და უკვე არაერთგზის მადლობას ვუხდით ექიმებს მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის, პოლიციის მუშაკებს გათენებული ღამეებისთვის, ყურადღების მიღმა არ გვრჩება სიკეთის გამოვლენის არც ერთი ფაქტი...

სოციალურ ქსელებში სწორედ ამ დღეებში გაჩნდა ქალბატონ მაია გორგილაძის მიმართვა: რომ საკუთარი ქსოვილით პირბადეებს შეკერავდა და მათ ყველა მსურველს გადასცემდა. ჩვენ მისი გაცნობა გადავწყვიტეთ.

© photo: courtesy of Maia Gorgiladseმაია გორგილაძე
„უსასყიდლოდ შეგიკერავთ პირბადეებს, დამიკავშირდით“ ანუ სიკეთე N - Sputnik საქართველო
მაია გორგილაძე

- ქალბატონო მაია, თქვენი შემოთავაზება ამ დღეებში დროული და საჭიროა...

- თავიდანვე გეტყვით, რომ ეს პოსტი იმიტომ არ დავდე, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიმექცია, მინდოდა ხალხს გაეგო, ვისაც გარეთ გამოსვლა უწევს ამ დღეებში და სამედიცინო პირბადე ვერ იშოვა. თუმცა ეს როცა გაიგეს ტაშის დაკვრა დაიწყეს. არადა, ტაში მართლა არ მინდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია...

-რეალურად რამდენმა მოგმართათ პირბადის დამზადების თხოვნით?

 -თავიდან სულ ჩემები მოდიოდნენ, მერე უცხოებმაც დაიწყეს სიარული. ახლა 30 ცალის შეკვეთა მივიღე.

© photo: courtesy of Maia Gorgiladseმაია გორგილაძე
„უსასყიდლოდ შეგიკერავთ პირბადეებს, დამიკავშირდით“ ანუ სიკეთე N - Sputnik საქართველო
მაია გორგილაძე

- საკუთარი ქსოვილით კერავთ?

-რა თქმა უნდა, აბა, ხალხს სად აქვს ქსოვილი? კერვა ვიცი და მაგაში ფულს გამოვართმე ვინმეს?

- თქვენ წლებია, რაც გერმანიაში ცხოვრობდით, რამდენი ხანია, რაც უკან დაბრუნდით?

- გერმანიაში 25 წელი ვიცხოვრე, აქ ერთი წელია რაც ვარ. გაინტერესებთ, რატომ დავბრუნდი? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს 25 წელი ჩემთვის არ დამთავრდა ნოსტალგია და ამას ვეღარ გავუძელი... ახლა შვილები ფეხზე დადგნენ, მეც თავს უფლება მივეცი და დავბრუნდი. ჯერ ჩამოვიდა ჩემი 39 წლის შვილი, რომელიც აქედან რომ წავიყვანე პატარა იყო. მან სამი წლის განმავლობაში ბევრჯერ სცადა აქ დაეწყო დამოუკიდებელი საქმე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აეწყო. ახლა გერმანიაში მუშაობს და იქ ცხოვრობს.

- თქვენი აზრით, რისი ბრალია, რომ სხვებზე არანაკლები ქვეყანა გვაქვს, მაგრამ აქ ფეხის მოკიდება ძნელია?

- საერთოდ აქ, სხვადასხვა პერიოდში, ბევრჯერ მსმენია, რომ მთავრობა გვყავს ცუდი და ვერაფერს გააკეთებ ან პირობები არაა სათანადო და ა.შ. დღეს არც მერკელი ბრწყინავს გერმანიაში, მაგრამ გერმანელი კაცი მაინც შრომობს და თავის საქმეს აკეთებს. ჩვენზე კარგად კი იმიტომ ცხოვრობს ის, რომ შრომა უყვარს და თანაც, კანონმორჩილია. ქართველები კი, ვაღიაროთ, ზარმაცები ვართ, მუშაობა არავის უნდა და კანონსაც არ ვწყალობთ. ყველას ჰაერიდან ჩამოყრილი ფული უნდა. პირველ რიგში, წესრიგი და შრომა უნდა შეიყვარო, ისე არაფერი გამოვა...

© photo: courtesy of Maia Gorgiladseმაია გორგილაძე
„უსასყიდლოდ შეგიკერავთ პირბადეებს, დამიკავშირდით“ ანუ სიკეთე N - Sputnik საქართველო
მაია გორგილაძე

-საქართველოში რას საქმიანობდით და გერმანიაში რითი დაიწყეთ?

-შრომა ყოველთვის მიყვარდა. საქართველოში კავშირგაბმულობის სამინისტროში ვმუშაობდი. გერმანიაში კი 15 წელი მქონდა საკუთარი ბიზნესი, სადაც გერმანელებთან ერთად ქართველებსაც ვასაქმებდი. თავიდან, როცა იქ ჩავედი ყველაფერი ნულიდან დავიწყე. საათში ორ მარკაზე ვმუშაობდი- ასე მიხდიდნენ დამლაგებლის შრომაში. მე კი გაორმაგებულად ვმუშაობდი, იმიტომ, რომ შვილები მყავდა ფეხზე დასაყენებელი.

- გერმანიიდან დაბრუნებულს რა მოგხვდათ თვალში?

- აქ დავბრუნდი, ხალხი გადასხვაფერებული დამხვდა, ზოგიერთებს სიტყვები- „გამარჯობა“ და „მადლობა“ დავიწყებია. თქვენ გარედან არ უნდა უყურებთ და ამას ვერ ამჩნევთ. ჩემთვის კი ძალიან შესამჩნევი და გულდასაწყვეტი ამბავია... სამაგიერდ მომავალი თაობა გვყავს გადასარევი, რადგან მათ გაფუქსავატებული მშობლებისა და ბებია-ბაბუებისგან განსხვავებით შრომა არ ეზარებათ.

© photo: courtesy of Maia Gorgiladseმაია გორგილაძე
„უსასყიდლოდ შეგიკერავთ პირბადეებს, დამიკავშირდით“ ანუ სიკეთე N - Sputnik საქართველო
მაია გორგილაძე

- ვიცი, რომ გერმანიაში ბევრი მიმართულებით საქმიანობდით...

- სამშენებლო კომპანია გვაქვს, გვყავს კარგი სპეციალისტებისგან შემდგარი სარემონტო ბრიგადა და ბევრ შეკვეთას ვიღებთ. 15 წელია რაც ინდ მეწარმე ვარ. პირადად მე იდეაში სამკერვალოს ამუშავება მაქვს, რადგან კარგად ვკერავ. საქართველოში ფარდების, ბალიშებისა და დეკორაციების შეკვეთებს ვიღებ. კაბების კერვაც ვიცი და ტანისამოსს გერმანიიდან ჩამოტანილი ხარისხიანი ქსოვილებისგან ვკერავ.სხვათა შორის შემიძლია სალონური მომსახურეობის გაწევაც: თმის შეჭრა და ფრჩხილების მოწესრიგება, ხაჭაპურის ცხობაც ვიცი. გერმანიაში ყველას მოსწონს ჩემი ფენოვანი, რომელსაც „მაიას ხაჭაპური“ სთავაზობთ. მოკლედ, არანაირ შრომას არ ვერიდები.. საქართველოში ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ პირბადეები უფრო აქტუალური გახდა. ასე რომ, ძირითადად მათზე გადავედი.

- ამ დღეებში ყველას ვუსვამ კითხვას: სიკეთე რა არის?

-სიკეთე რა არის? სიკეთე ისაა, რაც ამდენი წელი მაკლდა და რისთვისაც სამშობლოში დავბრუნდი.. სიკეთე: თბილი გაღიმებაა და გულწრფელი გამარჯობა, სიკეთეა, როცა ვიღაცას უანგაროდ გაახარებ. მეტს ვერაფერს წავიღებთ იმ ქვეყანად, თუ ეს ადამიანმა ვერ გაითავისა, ისე აზრი არაფერს აქვს.. 

ყველა ახალი ამბავი
0